Imedi /  11 ივნისი 2019, 16:43 / სანდო წყარო

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლისტი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა ბელიაშვილის ქუჩაზე

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია მოტოციკლის მძღოლი. მომხდარზე სხვა დეტალები ჯერ უცნობია. 

როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ფოტო: მეგი ნარსავიძე

ყველა სიახლე

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო

29 მარტი 2020, 23:08

COVID19

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში 7 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოში 7 საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში 1 ახალი პაციენტი მიიღეს, რომელსაც უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი ხვალ დილით გახდება ცნობილი. კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 2 პაციენტია მოთავსებული. ისინი კვლავ ბოქსირებულ განყოფილებაში რჩებიანდა აგრძელებენ მკურნალობას.

გიორგი მაკარიძე

29 მარტი 2020, 23:06

ეკონომიკა

გიორგი მაკარიძე: ბარათი, რომელზეც პენსია არის ჩარიცხული არის გადახდის საშუალება

„ჩვენ უნდა ავუხსნათ, რომ ბარათი, რომელზეც პენსია არის ჩარიცხული არის გადახდის საშუალება. თანხის გამოტანა განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით არ არის საჭირო. ჩვენ გვაქვს სპეციალური პროექტების სააფთიაქო ქსელებთან „ფარმადეპოსთან“, „პსპ“-სთან, ასევე სუპერმარკეტების ქსელ „ნიკორასთან“, სადაც გარდა იმისა რომ უბრალოდ ბარათით შესაძლებელია ყიდვა, ამ ბარათით ყიდვას მოჰყვება სხვადასხვა პრივილეგიები, ფასდაკლებები და ა.შ. ამიტომ, მინდა გავაგებინო ჩვენს უფროს თაობას და დავიხმარო ახალგაზრდები, რომ ყველამ ერთად ავუხსნათ - ბარათით ყიდვა ბევრად უკეთესი არის და ნაღდ ფულთან შეხება დავიყვანოთ მინიმუმამდე“, - განაცხადა მაკარიძე.

ენტონი ფაუჩი

29 მარტი 2020, 22:37

COVID19

ენტონი ფაუჩის პროგნოზით აშშ-ში კორონავირუსით 200 ათასამდე ადამიანი დაიღუპება

„დღევანდელი ვითარებიდან გამომდივარე, ვფიქრობ, გვექნება 100-დან 200 ათასამდე ლეტალური შემთხვევა. კორონავირუსით სავარაუდოდ მილიონობით ადამიანი ინფიცირდება,“-აღნიშნა ფაუჩიმ.

ნუცა ბუზალაძე

29 მარტი 2020, 22:29

კულტურა

ნუცა ბუზალაძემ რუსული ვოკალური შოუს ფინალში იმღერა. ვიდეო

ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ რუსული ვოკალური შოუს „Ну-ка все вместе“ ფინალში იმღერა. პირველ ეტაპზე მან ჯგუფ Radiohead-ის ცნობილი სიმღერა Creep შეასრულა, რითაც ჟიურის ასივე წევრის მოწონება დაიმსახურა.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 22:16

COVID19

თენგიზ ცერცვაძე გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა რეალობას არ შეესაბამება

„მე ვიტყვი ერთ რამეს, რომ მთელს მსოფლიოში რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტია, ვიდრე დარეგისტრირებულია. თუ ამას გულისხმობდა ავტორი ბოდიშს მოვუხდი მაშინ. ეგ ყოველთვის არის ასე. ყოველთვის იქნება ვიღაც უსიმპტომო, მსუბუქი ფორმით, ვინც არ დიაგნოსტირდა. მაგრამ ის სხვა რამეს გულისხმობს. ის გულისხმობს, რომ ჩვენთან რეალურად არ ხდება სწორი დიაგნოსტირება და ხდება დაფარვა. ანუ ჩვენ გვადარებს იმ ქვეყნებს, არ მინდა ჩამოვთვალო ეს ქვეყნები, პოლიტიკური გართულებები არ გამოვიწვიო, მაგრამ იმ ქვეყნებს, რომელ ქვეყნებსაც ჯანმო უბრალოდ არ ენდობა, მათ რიცხვებს არ თვლის მისაღებად, იმიტომ რომ ისინი ან ტყუიან, ან არ აკეთებენ ტესტებს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 22:14

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი

ჩვენ დღეს გვყავს ექვსი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში, მოთავსებული არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ისეთი, რომ უიმედო იყოს, არც ერთი არ არის, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის ფიქრობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობია მატება ზომიერად გაგრძელდება.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 21:57

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სისტემის რესურსზე ისაუბრა

„გამორიცხულია, რომ 500 კრიტიკული ავადმყოფი გვყავდეს. ჩვენ შეიძლება გვყავდეს 2 000, 3 000, 4 000 ავადმყოფი, მაგრამ კრიტიკული ავადმყოფები მხოლოდ 5%-ია. ასეთია მსოფლიო სტატისტიკა და ჩვენთანაც დაახლოებით ასეა, 91 პაციენტი და 5-6 კრიტიკული. გამორიცხულია, რომ 500 აპარატი არ ეყოს. 500 აპარატი რომ არ ეყოს, ჩვენ უნდა გვყავდეს მგონი 20 000 ინფიცირებული. ასეთი გამორიცხულია. ცუდ კოშმარშიც არ იქნება ეს. ამიტომ სუნთქვის აპარატების მხრივ ყველაზე კეთილსაიმედო მდგომარეობაა“, - განაცხადა ცერცვაძე. ხ

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 21:43

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ლაღი ხალხი ვართ და იტალიელებს ვგავართ ყველაზე მეტად და საბედნიეროდ ამ შემთხვევაში არ დავემსგავსეთ

„მაგრამ ჩვენ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ის მცირე ნაწილი მაინც მოიტანს შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდას. არა ისეთ კატასტროფულ ზრდას, როგორც საფრანგეთში და იტალიაში, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვან, სერიოზულ ზრდას. ამიტომ, ვხედავთ, რომ საზოგადოების მეტი ნაწილის რეაქცია იყო სწორი და მოხდა ერთგვარი კონსოლიდაცია, ამ პოლარიზებულმა საზოგადოებამაც კი დროულად დადო ზავი და ყველა ერთმანეთის გვერდით დგას, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 21:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: დინამიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე მოველოდით

დინამიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე მოველოდით. თავიდან, როდესაც შეკავების სტადიაზე ვიმყოფებოდით და მხოლოდ მესამე რიგის გადაცემა გვქონდა, რა თქმა უნდა, დინამიკა უკეთესი იყო, - ამის შესახებ „იმედის კვირის“ ეთერში ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, დაიწყო მეოთხეული გადაცემა, რაც გარდაუვალი იყო და სხვა ქვეყნებში ეს 3-4 კვირის წინ დაიწყო.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 21:27

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს

„არ ვიცი რატომ გვაქვს ეს რაღაც საკუთარი თვითდამცირების განწყობა, რომ აუცილებლად სხვაგან უკეთესია. რომელი მოდელი ჯობია დღეს? პირდაპირ ვამბობ, არცერთი არ ჯობია დღეს ჩვენს მოდელს. ჩვენგან იღებენ მაგალითებს. ამის შესახებ ცნობილია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს. ყოველდღე გვიკავშირდებიან წამყვანი ქვეყნებიდან: გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩვენგან იღებენ კონსულტაციებს. ორშაბათს ტეხასიდან, ამერიკიდან გვაქვს ჩართვა და ჩვენგან უნდა მიიღონ კონსულტაციები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

29 მარტი 2020, 21:18

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: მთავრობამ ეპიდემიის პირველი დღიდან იდეალურთან ახლოს იმუშავა

„შეიძლება მიკერძოებაში ჩამომართვან, ნუ ჩამომართმევენ, იმიტომ რომ მე მთავრობის აპოლოგეტი არ ვარ საერთოდ. მთავრობამ ეპიდემიის პირველი დღიდან აი ამ ბოლო დღემდე იმუშავა იდეალურთან ახლოს. მთელმა ვერტიკალმა. მან მყისიერი რეაგირება მოახდინა მარნეულის შემთხვევაზე. და შედეგი - მარნეულიდან გვაქვს სულ რაღაც 10 კაცის მატება, მაშინ როდესაც შეიძლებოდა ყოფილიყო ასეულები და ათასეულები“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მამუკა გორგოძე

29 მარტი 2020, 21:04

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე რაგბის ემშვიდობება

ლეგენდარული ქართველი მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მამუკა გორგოძე რაგბს ემშვიდობება. ამის შესახებ 35 წლის სპორტსმენმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ ისაუბრა. საფრანგეთის ტოპ-14-ის კლუბთან, “ტულონთან” გორგოძეს კონტრაქტი მიმდინარე წლის სეზონის ბოლოს უმთავრდება და მისი ამოწურვისთანავე კარიერას დაასრულებს.

იტალია კორონავირუსი

29 მარტი 2020, 20:53

COVID19

იტალიაში კორონავირუსით კიდევ 756 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 756 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10 779 შეადგინა. 5 217-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რიცხვიც. დღეისათვის ქვეყანაში Covid 19-ის 97 689 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 13 030 პაციენტი.

29 მარტი 2020, 20:51

რეგიონი

ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეში ხანძარს 80 წლამდე ქალი ემსხვერპლა. სახლს ცეცხლი ცოტა ხნის წინ მოედო და ოთახებზე გავრცელდა, რის გამოც მეზობლებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. რა გახდა ცეცხლის აალების მიზეზი ჯერ უცნობია. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

კახეთი საავადმყოფო

29 მარტი 2020, 20:44

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კახეთში საავადმყოფოებს შეამოწმებენ და მედიკოსებს ტრენინგებს ჩაუტარებენ

კახეთში ხვალ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ელოდებიან. imedinews-ის ინფორმაციით, სპეციალისტები იმ საავადმყოფოებს შეამოწმებენ, რომლებიც კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ და უმკურნალებენ. დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული დაცვის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, კლინიკების შემოწმების შემდეგ, უწყების წარმომადგენლები მედიკოსებს სპეციალურ ტრენინგებს ჩაუტარებენ.

აჭარა მოხალისეები

29 მარტი 2020, 20:30

COVID19

მოხალისეებმა აჭარაში მოსახლეობას სასურსათო კალათები დაურიგეს

„ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით მნიშვნელოვანია ყველას გააზრებული ჰქონდეს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა და ყველა განურჩევლად სტატუსისა უნდა ემორჩილებოდეს იმ წესებს, რომელიც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს აქვთ - უსაფრთხოებას როგორც მათი, ასევე სხვა ადამიანების ვისთანაც აქვთ შეხება. რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას, რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტეთ რომ 7 ათასზე მეტ ადამიანს სახლში მივუტანოთ სასურსათო კალათა, რომელიც დაეხმარება მათ ამ რთულ ვითარებაში. ახალგაზრდებმა, ახალგაზრდულის რეგიონალურმა ცენტრმა, მოქალაქეებმა გამოთქვეს სურვილი ამ აქციაში ჩართულობის. წითელ ჯვართან ერთად ამ ადამიანებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და უსაფრთხოების, ჰიგიენის წესების დაცვით მოხდება ოჯახებში ამ სასურსათო კალათების დარიგება,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

რუსეთი კორონავირუსი

29 მარტი 2020, 20:06

COVID19

რუსეთში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა

ამ დროისათვის რუსეთში Covid 19-ით გარდაცვალების 9 და ინფიცირების 1534 შემთხვევაა აღრიცხული. ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა (1014) მოსკოვშია გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა 16 პაციენტი. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში არასამუშაო კვირაა გამოცხადებული. ხელისუფლება

ევროპაბეთი ლუდომანია

29 მარტი 2020, 20:02

საზოგადოება

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

მიმდინარე წლის თებერვალში „კამარამ“, რომელიც უკვე 10 წელია, დამოკიდებულებითი დაავადებების პრობლემაზე მუშაობს, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა უფასო თერაპიის კურსზე მიღება გამოაცხადა. ლუდომანიით დაავადებული ადამიანების კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ დახმარებას „ევროპაბეთი“ აფინანსებს. პროექტი კომპანიის პასუხისმგებლიანი ბიზნესის (responsible.ge) პოლიტიკის ნაწილია.

კორონავირუსი

29 მარტი 2020, 19:55

COVID19

ბრიტანეთში კორონავირუსით კიდევ 209 ადამიანი გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში Covid 19-მა გაერთიანებულ სამეფოში 209 ადამიანი იმსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 1228-ს მიაღწია. 2 433-ით გაიზარდა ინფიცირებულთა რაოდენობაც. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 19 522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 135 პაციენტი.

მარინა ეზუგბაია

29 მარტი 2020, 19:43

COVID19

კორონავირუსით დაინფიცირებულ 91-ე პაციენტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

დღეს დილის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაგვემატა და გვაქვს დადასტურებული 91 შემთხვევა. იგი ჩვენ ცენტრში იმყოფება. დილას ჩვენთან დაახლოებით 10 პაციენტზე ჩატარდა ტესტირება, ერთ პაციენტზე დადებითი პასუხი მოვიდა, დანარჩენზე უარყოფითი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.