imedi /  03 ივლისი 2019, 13:54 / სანდო წყარო

შსს 20-21 ივნისის მოვლენებში სხვა უწყებების ქვედანაყოფების მონაწილეობას უარყოფს

აქცია პარლამენტთან

აქცია პარლამენტთან

შინაგან საქმეთა სამინისტრო 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილე საპოლიციო ძალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.

„სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს 20-21 ივნისს პარლამენტის შენობასთან ჩატარებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა სამინისტროები ან/და მათი ქვედანაყოფები.

ამის ერთ-ერთი დადასტურებაა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, თითქოს ღონისძიებაში ჩართული იყო იუსტიციის სამინისტროს ე.წ. სპეცრაზმი. 

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სპეციალური დანიშნულების ძალების სამმართველო 2019 წლის 14 თებერვლიდან გაუქმებულია. შესაბამისად, ამ ქვედანაყოფის საპოლიციო ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები. 

20 ივნისს, დილით პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ყველა სიახლე

07 აგვისტო 2020, 23:29

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პროექტის „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ ფარგლებში შეხვედრები დაიწყო. ნარჩენების მართვის თანამედროვე სტრატეგიისა და მიდგომების შესახებ ინფორმაციებს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები გაეცნენ. შეხვედრა პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ გახსნა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საერთაშორისო პროექტში - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის“ როგორც წამყვანი პარტნიორის ჩართვის მნიშვნელობასა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 სტივ ჰანსენი

07 აგვისტო 2020, 23:27

სპორტი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს სტივ ჰანსენს სერის წოდება მიენიჭა

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს სტივ ჰანსენს სერის წოდება მიენიჭა. ჰანსენს აღნიშნული ტიტული ოჯახის წევრებისა და ნათესავების თანდასწრებით, გენერალ-გუბერნატორმა დეიმ პატსიმ უბოძა. 61 წლის სპეციალისტი „ოლ ბლექსის“ მთავარ მწვრთნელად 2011 წელს დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით ზელანდიელებმა 107 მატჩიდან 93 მოიგეს, 4 ფრედ ითამაშეს და 10 წააგეს.

07 აგვისტო 2020, 23:10

რეგიონი

გორში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალთან სანთლების აქცია გამართეს

2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს გორში, ქალაქში რომელიც რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. ავიაიერიშის შედეგად მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობაც დაიღუპა. ტრადიციულად, რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალის მიმდებარე სკვერში სანთლების აქცია მოეწყო წარწერით - 08.08.08. სკვერში მოქალაქეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს, პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და აგვისტოს მძიმე დღეებს გაიხსენეს.

07 აგვისტო 2020, 23:04

ტექნოლოგიები

უკრაინაში 7 თვეში მილიონამდე კიბერშეტევა დაფიქსირდა

უკრაინაში, 2020 წლის დასაწყისიდან მილიონამდე კიბერშეტევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 22:59

COVID19

საფრანგეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 2 228 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კი საფრანგეთში ვირუსის 9 330 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

07 აგვისტო 2020, 22:48

სამართალი

შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიშო იაკობიძე გამოიკითხა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიშო იაკობიძე გამოიკითხა. მან ჟურნალისტებს უწყების დატოვების შემდეგ განუცხადა, რომ ბაჩალიაშვილის დაკარგვის შესახებ სოციალური ქსელით შეიტყო და შემდეგ მისი ძებნა დაიწყო.

მიშელ აუნი

07 აგვისტო 2020, 22:32

მსოფლიო

ლიბანის პრეზიდენტი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან გარე ძალების კავშირს არ გამორიცხავს

ლიბანის პრეზიდენტი, მიშელ აუნი ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან გარე ძალების კავშირს არ გამორიცხავს.

ლუსი ფლინი

07 აგვისტო 2020, 22:28

საზოგადოება

ლუსი ფლინი: იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდნენ, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან

იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდა, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საერთაშორისო კვლევის ცენტრ „გორბის“ კვლევის დიზაინისა და ანალიტიკური კვლევის მიმართულების დირექტორმა ლუსი ფლინმა განაცხდა.

07 აგვისტო 2020, 21:59

სამართალი

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უწყება დადგენილ ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

07 აგვისტო 2020, 21:58

COVID19

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა.

კახა კალაძე

07 აგვისტო 2020, 21:55

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას

ჩვენ არასდროს შევეგუებით ოკუპაციას. ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების ჩართულობით, რომ მოხდეს ტერიტორიების დაბრუნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

07 აგვისტო 2020, 21:52

მსოფლიო

ინტერპოლი ბეირუთში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის

ინტერპოლი ბეირუთის პორტში, სადაც 4 აგვისტოს მძლავრი აფეთქება მოხდა, ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის. ამის შესახებ ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი.

07 აგვისტო 2020, 21:52

საზოგადოება

დედაქალაქის მერიაში გამართულ შეხვედრაზე თბილისის ნარჩენების მართვის სტრატეგიის პირველადი ანგარიში განიხილეს

შეხვედრაზე სტრატეგიის პირველადი ანგარიშის შესახებ იმსჯელეს, რომელიც ნარჩენების მართვის სფეროში დიდი გამოცდილების მქონე, გერმანული და ბერძნული კომპანიებისაგან შემდგარმა კონსორციუმმა წარმოადგინა. მაია ბითაძის განცხადებით, სტრატეგიის შემუშავების პირველი ეტაპი დასრულებულია და უკვე არსებობს კონცეპტუალურ დონეზე შექმნილი მოდელი, რომელიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად ნარჩენების ადგილზე სეპარირებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლა არის ყველაზე სწორი გზა ქალაქში მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ.

07 აგვისტო 2020, 21:47

საზოგადოება

დიდ დიღომში თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, იოანე პეტრიწისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის თანამედროვე სტანდარტების მქონე სკვერი მოეწყო. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო.

ირაკლი ჩიქოვანი

07 აგვისტო 2020, 21:40

პოლიტიკა

ირაკლი ჩიქოვანი: საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს, როგორც არასდროს, დგას საქართველოს გვერდით და მხარს უჭერს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას

„მიუხედავად იმისა, რომ 12 წელი გავიდა, უდიდესია ის ტკივილი, რომელიც მთელს ქვეყანასთან ერთად ზუგდიდმა განიცადა. ეს ტკივილი ზუგდიდში ყველაზე მეტად დავით ჯიქიას, ბადრი ბერანძის, კობა სერგიას და სერგო გოროზიას ოჯახებს მიადგათ. მათ დაკარგეს ახალგაზრდა შვილები, თუმცა ამაყები არიან, რომ გაზარდეს ვაჟკაცები, რომლებმაც სიცოცხლე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს“, – ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Facebook-ის პირად გვერდზე ეხმიანება.

ლუსი ფლინი

07 აგვისტო 2020, 21:29

საზოგადოება

ლუსი ფლინი: საქართველოს მთავრობა პრიორიტეტად საზოგადოების ჯანმრთელობას მიიჩნევს და არ გამიკვირდება თუ სახმელეთო საზღვრები გარკვეული დროით დახურული დარჩება

ვერც ერთმა ქვეყანამ, რომელიც გასულ წელს საქართველოს საერთაშორისო ვიზიტორებით უზრუნველყოფდა, ვერ მოახერხა კორონავირუსის შეჩერება. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, აშშ-დან ყოველდღე აქვეყნებს ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს და იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველო გასულ წელს ვიზიტორებით უზრუნველყვეს, მხოლოდ თურქეთი გამოვიდა კრიზისიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ საერთაშორისო კვლევის ცენტრ „გორბის“ კვლევის დიზაინისა და ანალიტიკური კვლევის მიმართულების დირექტორმა ლუსი ფლინმა განაცხდა.

07 აგვისტო 2020, 21:22

მსოფლიო

ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 123 - დაშავდა

ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 123 კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

07 აგვისტო 2020, 21:12

COVID19

პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, British Airways-ი თანამშრომლების რაოდენობას 10.7 ათასი ადამიანით შეამცირებს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი თანამშრომლების რაოდენობას 10.7 ათასი ადამიანით შეამცირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.

ეკატერინე ტიკარაძე

07 აგვისტო 2020, 20:40

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძე: დიდი შრომა არის ჩადებული, რომ გაგვეხარებინა ბავშვები, რომლებიც უღრუბლო საქართველოში ცხოვრებას იმსახურებენ

დიდი შრომა არის ჩადებული, რომ გაგვეხარებინა ბავშვები, 251 ოჯახი, 1 000 ადამიანი, რომლებსაც დამსახურებულად ეკუთვნით, იცხოვრონ შიშის გარეშე და საკუთარი სახლი ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დირსის“ კომპლექსში განაცხადა, სადაც 251 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სახლები გადაეცა.

07 აგვისტო 2020, 20:36

პოლიტიკა

აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის უსაფრთხოების კომიტეტის ლიდერებმა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია დაგმეს

2020 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მაღალი დონის წარმომადგენლებმა დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი სრული მხარდაჭერა.