imedi /  05 ივლისი 2019, 20:19 / სანდო წყარო

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

რუსთაველზე, აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი ოფიცილურად წარუდგინეს. ცოტნე სოსელიას, ბესიკ თამლიანს, კახაბერ კუპრეიშვილსა და ზურაბ ბუდაღაშვილს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ედებათ ბრალად, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

მათთვის აღკვეთის ღონისშიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

დაკავებულთა ახლობლები წარდგენილ ბრალს უსამართლოს უწოდებენ და დღეიდან თბილისის მთავარ სამმართველოსთან აქციებს აანონსებენ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20-21 ივნისის აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ოთხი პირი 4 ივლისს დააკავა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

28 ოქტომბერი 2020, 09:24

COVID19

ირანის პარლამენტის სპიკერი კორონავირუსით დაინფიცირდა

ირანის პარლამენტის სპიკერი მუჰამედ-ბაგერ გალიბაფი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ Alarabiya იტყობინება. ამჟამად პოლიტიკოსი თვითიზოლაციაში იმყოფება და იმედოვნებს, რომ სახლიდან მუშაობას შეძლებს. ირანში სულ Covid19-ის 581 824 შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯო ბაიდენი

28 ოქტომბერი 2020, 09:17

მსოფლიო

ბაიდენი ლუკაშენკოს გარემოცვისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, ბელარუსის პრეზიდენტის გარემოცვას სანქციების დაუწესდეს.

28 ოქტომბერი 2020, 09:09

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

სინოპტიკოსების პროგნოზით, 28 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი 12. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +28 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

დონალდ ტრამპი

28 ოქტომბერი 2020, 08:46

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რუსეთს და ჩინეთს ჩვენი სამხედრო სიძლიერის შურს

რუსეთს და ჩინეთს აშშ-ს სამხედრო სიძლიერის შურს. ამის შესახებ ვისკონსინში მხარდამჭერებთან შეხვედრისას თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა.

28 ოქტომბერი 2020, 08:39

მსოფლიო

დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ Twitter-ზე ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ტიმ მერტოუმ დაწერა.

28 ოქტომბერი 2020, 08:15

COVID19

ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ით კიდევ 113 ადამიანი დაინფიცირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგანგებო შტაბის სტატისტიკაზე დაყრდნობით, გუდაუთის კლინიკის სტაციონარში COVID19-ით ინფიცირებული 148 პაციენტი იმყოფება. მათ შორის კრიტიკულად მძიმეა 26-ის მდგომარეობა. ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში 3 952 ადამიანია ინფიცირებული.

28 ოქტომბერი 2020, 08:06

სპორტი

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ თანამდებობა დატოვა

ხოსეპ მარია ბართომეუმ ​„ბარსელონას“ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა. რამდენიმე დღის წინ კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრების კრება გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ბართომეუმ განაცხადა, რომ წასვლას არ აპირებდა, თუმცა საბოლოოდ ამის გაკეთება მაინც მოუწია.

მელანია ტრამპი

28 ოქტომბერი 2020, 01:48

მსოფლიო

მელანია ტრამპი: ჩემი მეუღლე მებრძოლია, მას ეს ქვეყანა უყვარს და თქვენთვის იბრძვის

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე მებრძოლია და იგი თეთრ სახლში კიდევ ოთხი წლით უნდა დარჩეს.

28 ოქტომბერი 2020, 01:29

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის 2.8 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

28 ოქტომბერი 2020, 00:58

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ჩვენ განვაგრძობთ ბელარუსი ხალხის კანონიერი მისწრაფებების მხარდაჭერას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, მორგან ორტაგუსის განცხადებით, აშშ განაგრძობს ბელარუსი ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერას.

28 ოქტომბერი 2020, 00:45

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთე მოვუტანოთ ადგილობრივებს და უფრო კომფორტული გავხადოთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

„ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა სოფელ ტყაიაში, ეს სოფელი არის ძირძველი ზუგდიდური სოფელი, სადაც ჩემი ოჯახის ძირია. შეხვედრაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სითბო, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მომავალშიც, რომ ყველა ის საჭიროება და ყველა ის გეგმა, რომელიც გვაქვს და რომელზეც ერთობლივად შევთანხმდით, შესრულდეს შემდეგი წლების განმავლობაში“.

ჯონდი ბაღათურია

28 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია ოპოზიციაზე: ესენი არჩევნებში ვერ გაიმარჯვებენ და შესაძლოა, დესტაბილიზაციაც ავიცდინოთ, მაგრამ სანამ უნდა იყოს დესტაბილიზაციის საფრთხე?!

თუ ამათ ისევ მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი შეინარჩუნეს და არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდნენ, იქნება არნახული ზეწოლა დასავლეთისგან და ესენი დავით გარეჯის საქმეს ჩაფარცხავენ. რუკას ისევ გადამალავენ, - ამის შესახებ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძე

28 ოქტომბერი 2020, 00:42

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: არჩევნები ჩაივლის მშვიდად, იმიტომ რომ მთავარი დამკვირვებელი მოსახლეობა და მისი განწყობაა

ვფიქრობ, რომ არჩევნები მშვიდ და ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. საბოლოო ჯამში, ამ თვალსაზრისით კლიმატს არა პარტიები, არამედ ადამიანების განწყობა ქმნის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ​ფილოლოგმა, ვასილ მაღლაფერიძემ განაცხადა.

გია აბაშიძე

28 ოქტომბერი 2020, 00:39

საზოგადოება

გია აბაშიძე „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის პირდაპირ ეთერში გაშუქებაზე: აშშ-ში ეს რომ რომელიმე სოფლის რადიომ გააკეთოს, წაართმევენ ლიცენზიას და იქნება ხისტი პასუხი

მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო გაცილებით ხისტი უნდა იყოს, ჩაახშოს სიგნალი, უფრო შორს გააძევოს ჟურნალისტი, - განაცხადა ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ გადაცემაში „არენა“, ზუგდიდში, „საქართველოს ბაკის“ ფილიალზე თავდასხმის საქმეზე საუბრისას.

ადამ კინზინგერი

28 ოქტომბერი 2020, 00:27

პოლიტიკა

ადამ კინზინგერი: საქართველოში არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი საქართველოში არჩევნების დღის მოახლოებასა და მის მნიშვნელობას „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში გამოეხმაურა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

28 ოქტომბერი 2020, 00:25

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ყოველთვის ასეთი არაადეკვატური რეაქცია აქვს ყველაფერზე ჩვენს ოპოზიციას

„ჯერ ერთი რა სტრატეგიულ სიმაღლეებზე შეიძლება ვილაპარაკოთ მეგობარ ან არამეგობარ ქვეყანას, როგორ უნდა დაუთმო საერთოდ სხვას? მეორე, როგორც შეიძლება დავით გარეჯზე გაგეცინოს, მაგრამ სტრატეგიული სიმაღლე კი არა, სტრატეგიული სიმდაბლე გამოიჩინა აბსოლუტურად მაშინდელმა ხელისუფლებამ და ახლაც იჩენს სტრატეგიული სიმდაბლეს ეს ხალხი. თანაც არჩევნების წინ, როცა პირიქით, უნდა ამჟღავნებდნენ კონსტრუქციულობას“, - განაცხადა მჭედლიშვილმა.

გია  აბაშიძე

28 ოქტომბერი 2020, 00:14

საზოგადოება

გია აბაშიძე დავით გარეჯის საქმეზე: თუ იქ რაღაც დიდი, ჯაჭვური დანაშაული არაა ჩადენილი, ეს რაციონალურად ვერ აიხსნება

„თუ საერთაშორისო ურთიერთობებში ასეთი „გათვითცნობიერებულები“ არიან ამ ორი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, როდესაც ოფიციალური აზერბაიჯანული მხარე მოლაპარაკებისთვის მზადაა, მათ შორის, იყო უპრეცედენტო ფაქტი, როდესაც ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, ჩვენმა მინისტრმა თქვა ის, რაც თქვა და ღია იყოდიალოგისთვის“.

ნიკოლოზ მეტრეველი

28 ოქტომბერი 2020, 00:12

საზოგადოება

ნიკოლოზ მეტრეველი: როგორ შეიძლება, ქვეყნის მოყვარული ადამიანი აპრიორი ამბობდეს, რომ გარეჯი საქართველოს არ ეკუთვნის

წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი კონსტრუქციულ რეჟიმში მხარე პოულობს ისეთ დოკუმენტს, რომელმაც შეიძლება ტერიტორიები დაგვიბრუნოს, როგორ შეიძლება, ქვეყნის მოყვარული ადამიანი, ნებისმიერი პარტიის წევრი, აპრიორი ამბობდეს, რომ ეს ტერიტორია საქართველოს არ ეკუთვნის, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ექსპერტმა ნიკოლოზ მეტრეველმა განაცხადა.

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა

28 ოქტომბერი 2020, 00:11

პოლიტიკა

დეკანოზი ალექსანდრე გალდავა: დავით გარეჯი მარტო ისტორიული და კულტურული ძეგლი არ არის, ცოცხალი ორგანიზმია, რომელშიც ადამიანები მოღვაწეობენ

თუ რელიგიური შეგრძნება არ გაქვს, ისტოირული, კულტურული შეგრძნება ხომ უნდა გქონდეს?! ეს ხომ შენი მიწა-წყალია, ეს ხომ შენი სამშობლოა. ვინც გინდა ის იყავი! - ამის შესახებ მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა, რომელიც დავით გარეჯის შესახებ საუბრობდა.

კახა კუკავა

28 ოქტომბერი 2020, 00:05

პოლიტიკა

კახა კუკავა მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საქმე საპარლამენტო კომისიამ უნდა გამოიძიოს

„გია ბარამიძე გამოდიოდა რომელიღაც არხზე და საუბრობდა, რომ ზუგდიდში სპეცოპერაცია არაკვალიფიციურად მიმდინარეობსო. რა უნდა თქვა ამაზე? ადამიანი, რომელმაც სოფელი ამოხოცა მთლიანად და ბორკილდადებულ ხალხს გვახსოვს რაც უქნა 2004 წლის სპეცოპერაციის დროს, ახლა საუბრობს ზუგდიდის სპეცოპერაციაზე. და გნებავთ „ევროპული საქართველოს“ ლიდერების სულის ამოხდით რომ ემუქრებოდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ 200 000 ადამიანს. რატომ არ არის ეს ხალხი პასუხისგებაში მიცემული?“ - განაცხადა კუკავამ.