Imedi /  26 სექტემბერი 2019, 17:35 / სანდო წყარო

კახეთში პოლიციელებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის 83 წლის კაცი დააკავეს

პოლიცია

ბოდბისხევში 83 წლის კაცი პოლიციელებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს. ის სამართალდამცველებს შვილთან ერთად დაესხა თავს. 

სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. როგორც ირკვევა, მამუკა ყაჯრიშვილი საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა, თუმცა ის არ დაემორჩილა მითითებებს და სახლში მიმალვა სცადა.

მას შემდეგ, რაც სამართალდამცელები მას საცხოვრებელი სახლის ეზოში შეჰყვა, ის პოლიციელებს მამასთან ერთად დაესხა თავს. დაკავებულ 83 წლის კაცს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც შეეხება თავად მამუკა ყაჯრიშვილს, ის ამ დრომდე მიმალვაშია.

ყველა სიახლე

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 23:45

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: პიკი იქნება ორი-სამი კვირის შემდეგ

პიკი იქნება დაახლოებით ორი-სამი კვირის შემდეგ, და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ სამიკვირა, შეიძლება ერთი თვეც, და შემდეგ იქნება დაღმავალი პერიოდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პიკი იყოს მდორე და არ იყოს აფეთქება, მინიმალური დანაკარგებით დავძლიოთ ეს სიტუაცია. ეს შესაძლებელია მხოლოდ კარანტინის და მკაცრი შეზღუდვების პირობებში. რომ არ შემოღებულიყო საგანგებო მდგომარეობა, არ განხორციელებულიყო მყისიერი ღონისძიებები მარნეულში და ბოლნისში, მხოლოდ იქიდან იქნებოდა დღეს რამდენიმე ასეული შემთხვევა და დღეს იქიდან არის სულ რამდენიმე ათეული შემთხვევა.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 23:34

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: ძალიან კარგად იმუშავა სახელმწიფო ვერტიკალმა, განსაკუთრებით ეფექტური იყო პირადად გახარიას ჩარევა

„განსაკუთრებით ეფექტური იყო პირადად გახარიას ინტერვენციები, ჩარევა, რომელიც იყო ყოველთვის დროული, ეფექტური და საჭირო. საჭირო დროს და საჭირო ჩარევები. ამ ვერტიკლმა იმუშავა ძალიან ეფექტურად და მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც მიგვიყვანა, რომ საქართველო ევროპის 53 ქვეყანას შორის ინფექციის გავრცელების მოცულობით და სიკვდილობის სიმცირით არის 50-ე ადგილზე. ჩვენზე უკეთესი მდგომარეობა აქვთ მხოლოდ ლიხტენშტეინს, ვატიკანს და მონაკოს - ჯუჯა სახელმწიფოებს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძე

07 აპრილი 2020, 23:23

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: რამდენად გაამართლა ე.წ. შვედურმა მიდგომამ, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია

გაამართლა თუ არა კორონავირუსთან დაკავშირებით შვედეთის მიდგომამ და ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის თეორიამ, ამას მოგვიანებით გავიგებთ, ახლა ამის თქმა ძნელია, - ამის შესახებ გადაცემაში „ღია ეთერი“ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ვაკო ყაზაიშვილი

07 აპრილი 2020, 23:23

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის 2019 წლის საუკეთესო დრიბლიორად დასახელდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ვაკო ყაზაიშვილი MLS-ის 2019 წლის საუკეთესო დრიბლიორად დასახელდა. ყაზაიშვილს გასულ სეზონში 100 დრიბლინგი დაუგროვდა და აქედან 68.97% წარმატებული იყო. ქართველმა ნახევარმცველმა “ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელს, კარლოს ველას აჯობა. მექსიკელის ანგარიშზე, რომელიც 2019 წლის სეზონში, 34 გოლით, ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, 95 დრიბლინგია, საიდანაც წარმატებული მხოლოდ 50% იყო. მესამე ადგილზე კი 81 დრიბლინგით კრისტიან ესპინოსა გავიდა, რომელიც “სან ხოსეში” ყაზაიშვილის და კაშიას თანაგუნდელია.

07 აპრილი 2020, 23:19

COVID19

შიდა ქართლში თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე ეპიდზედამხედველობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს

შიდა ქართლში თვითიზოლაციაში მყოფ პირებზე ეპიდზედამხედველობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მათ ზედამხედველობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები უწევენ. ყოველდღიურ რეჟიმში უკავშირდებიან ტელეფონით და კვირაში ერთხელ ტარდება ადგილზე მონიტორინგი. რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის შემთხვევას, სადაც covid-19 ინფიცირებული სპორტსმენი იმყოფებიდა, მასთან შემხებლობაში მყოფი პირები იდენტიფიცირებულები არიან და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ მდგომარეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები მუდმივ რეჟიმში აკონტროლებენ, უტარდებათ თერმოსკრინინგი, შეისწავლიან სიმპტომების. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი პირის ნიმუშის პასუხი უარყოფითია, დამატებით კიდევ 4 ნიმუშია აღებული და პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კახაბერ საბანაძე

07 აპრილი 2020, 23:06

სამართალი

შს მინისტრის მოადგილე: საქართველოში დანაშაულის რიცხვი შემცირდა, მათ შორის, ოჯახური ძალადობის

„ამ პერიოდისთვის, ჩვენი დაკვირვებით, პირიქით, კლება გვაქვს ამ მიმართულებით. ეს, რა თქმა უნდა, დამსახურებაა ჩვენი საზოგადოების თვითშეგნების ზრდის და ამავე დროს , პოლიციელების აქტიურობის. ჩვენ მზად ვართ, პროაქტიურ რეჟიმში ვიმუშაოთ ამ მიმართულებით. ჩვენთვის პრიორიტეტია ეს მიმართულება და ოჯახში ძალადობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საწყის ეტაპზე. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ, ყველა იმ პირობით მსხვერპლს, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც შესაძლოა, ჰქონდეს ამ მიმართულებით გარკვეული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები ან გართულებები და პოლიცია იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე, გვექნება შესაბამისი შედეგი“, - აღნიშნა საბანაძემ.

07 აპრილი 2020, 23:03

COVID19

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის სამმართველოს გენერალურმა დირექტორმა ჟერომ სალომონმა განაცხადა. „1-ლი მარტიდან კორონავკირუსით 10 328 ადამიანი გარდაიცვალა. 7091 ადამიანი საავადმყოფოებში გარდაიცვალა, ხოლო 3237 კი მოხუცებულთა სახლებში“, - განაცხადა ჟერომ სალომონმა.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 22:45

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ეტაპობრივი მობილიზაციის გეგმა

სამინისტროს აქვს გეგმა ეტაპობრივი მობილიზაციის, როგორც პირველადი ჯანდაცვის ასევე განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა რომ გეგმიური მკურნალობები თითქმის შეჩერდა, მწვავე დაავადებების მკურნალობა გაგრძელდება. “პირველ ეტაპზე არის 500 საწოლი ამ ჰოსპიტალებისთვის, ინფექციურსთვის, გორის ფოსპიტალისთვის, რესპუბლიკურისთვის, ბოჭორიშვილის ნაწილისთვის, პირველი საუნივერსიტეტოსთვის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის ინფექციურებისთვის. შემდეგ არის მეორე ეტაპი, სადაც უკვე ემატება დაახლოებიტ 2000 საწოლი და შესაბამისად სამედიცინო პერსონალი ექიმებისა და ექთნების. შემდეგ მესამე ეტაპი დაახლოებიტ 5000-6000 საწოლამდე. დღეს პრიორიტეტი კოვიდია, მაგრამ მოგეხსენებათ მედიცინა არ ჩერდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თურქეთი კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 22:35

COVID19

თურქეთში კორონავირუსით კიდევ 76 ადამიანი გარდაიცვალა

დღეისათვის თურქეთში ინფიცირებულთა რიცხვი 34 ათასს აღემატება, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 725-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 1582 პაციენტი.

რენდ პოლი

07 აპრილი 2020, 22:22

COVID19

სენატორი რენდ პოლი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და ადგილობრივ საავადმყოფოში მოხალისედ დაიწყო მუშაობა

ამერიკელი სენატორი, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი რენდ პოლი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. როგორც თავად სენატორმა აღნიშნა, მან ადგილობრივ საავადმყოფოში მოხალისედ მუშაობა დაიწყო.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 22:22

COVID19

ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ არ ხდება საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ ყველა მოქალაქის ტესტირება

კარანტინში ძირითადად ჯანმრთელი ადამიანები არიან. მათ, ვისთანაც შესაძლო შემთხვევა ფიქსირდება, აუცილებლად უტარდებათ ტესტირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 22:12

COVID19

ამირან გამყრელიძე: კანონი ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისა და ყველასთვის

„მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ. კანონი გვეუბნება დღეს, რომ ის ერთია მორწმუნესთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება - გამომდინარე დიდი საშიშროებისა, რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში, როგორიც არის ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში - თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:54

COVID19

ამირან გამყრელიძე: ხანდაზმულების პნევმოკოკური ვაქცინაცია კარგია, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს

მე, როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ვთვლი, რომ პნევმოკოკური ვაქცინაციის დანერგვა კარგი იქნებოდა, მაგრამ ეს პანდემიის დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:53

COVID19

ამირან გამყრელიძე: ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს, რომ „ცეფეიდმა“ ტესტები რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს

„ჩვენ განაცხადი გაკეთებული გვაქვს უკვე „ცეფეიდში“. ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს დიპლომატიური არხებით, ასევე სხვადასხვა არხებით, რომ „ცეფეიდმა“ რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდოს, იმიტომ რომ უკვე, მოგეხსენებათ, დაზიანებული ქვეყნები, როგორებიც არის იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, მათაც ძალიან უნდათ ეს ტესტები, ამიტომ ზოგადად დეფიციტია ტესტების მსოფლიო ბაზარზე, მაგრამ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ. ჩვენ შეკვეთილი გვაქვს 10 ათასი ეს ტესტი, შემდგომ კიდევ 10 ათასი, შემდეგომ კიდევ 10 ათასი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

უხანი

07 აპრილი 2020, 21:47

COVID19

უხანში ქალაქიდან გასვლის შეზღუდვა მოხსნეს

ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრი გახდა, ქალაქიდან გასვლის შეზღუდვა მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le Figaro ავრცელებს. ქალაქი 23 იანვრიდან იყო ჩაკეტილი. ხელისუფლებამ გახსნა ქალაქიდან გამოსასვლელი მაგისტრალები და მოქალაქეებს ნება დართო, ავტომანქანებით დატოვონ ქალაქი.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:42

COVID19

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის მაღალი არაა

კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის მაღალი არაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:36

COVID19

ამირან გამყრელიძე: ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-400 შემთხვევა

„მაგალითად, ჩვენ ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონოდა 200 შემთხვევა. ანუ კვირა დღის ბოლოს გვქონდა 185, თუ არ ვცდები. ანუ რამოდენიმე ერთეულით შევცდით, მაგრამ ეს კარგია, რომ უფრო ნაკლები გვქონდა. ასევე ვპროგნოზირებთ, რომ ამ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს სადღაც 350-დან 400-მდე. აი შემდგომი კვირები, და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ჩვენს გამოსვლებში აღინიშნებოდა, რომ ეს თვე იქნება საკმაოდ რთული ჩვენთვის, მთლიანად აპრილი, და შემდეგ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება იყოს გაორმაგება. ამიტომ, აპრილი - მაისის პირველი ორი კვირა იქნება რთული“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე

07 აპრილი 2020, 21:35

COVID19

ამირან გამყრელიძემ კოლეგებს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე მიულოცა

7 აპრილი ხარების დღესასწაული ემთხვევა ხოლმე ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, რომელიც დაწესდა და უკავშირდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამ ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაციის დაარსებას, მისი კონსტიტუციის მიღებას, - ამის შესახებ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა. „1948 წლის 7 აპრილს იქნა მიღებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსტიტუცია და ის ყოველწლიურად სხვადასხვა სლოგანით აღინიშნება. წლევანდელი მთავრი თემა მიძღვნილია ექთნებისა და ბებიაქალებისადმი. მოგეხსენებათ თუ რაოდენ დიდია, ზოგადად სამედიცინო პერსონალისა და განსაკუთრებით ექთნისა და ბებიაქალების, ზოგადად უმცროსი სამედიცინო პერსონალის ღვაწლი და როლი მოსახლეობის ჯანმრთელობაში. მათ გარეშე წარმოუდგენელია გამართული ჯანდაცვის სისტემის არსებობა. ვსარგებლობ შემთხვევით და ყველა ჩემს კოლეგას, ყველა მოღვაწე ექთანს მსოფლიოსა და საქართველოში, ყველა ბებიაქალს, ყველა უმცროს სამიდიცინო პერსონალს მინდა დრევანდელი დღე მივულოცო“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 21:24

COVID19

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ორსულ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ორსული ქალნი იმ სპორტსმენის კონტაქტებს შორისაა, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. წუხელ გვიან ღამით კლინიკაში ასევე ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შუახნის კაცი შეიყვანეს, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. COVID 19 არც მას დაუდასტურდა.

კორონავირუსი

07 აპრილი 2020, 21:24

COVID19

საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 უკვე გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 46 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge-ს თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 4708 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 370 მოქალაქე რჩება.