imedi /  28 სექტემბერი 2019, 19:17 / სანდო წყარო

ვარკეთილში ნგრევის საფრთხის გამო კორპუსიდან მოსახლეობა გაიყვანეს

ავარიული კორპუსი

თბილისში, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, კორპუსის ნგრევის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. 

ინფორმაცია Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დაუდასტურა. 

უწყების ცნობით, კორპუსი ყველა მცხოვრებმა დატოვა. ორი მოქალაქე კი, რომელთაც თავად გადაადგილება არ შეეძლოთ, მეხანძრე-მაშველების დახმარებით გაიყვანეს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, გვიან ღამით კორპუსის მე-8 სადარბაზოდან ნგრევის მსგავსი ხმა შემოესმათ, მეორე დღეს კი ნახეს, რომ სადარბაზოს ბზარი ჰქონდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდნენ, რის მერეც გაირკვა, რომ კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა. 

ევაკუირებული მოსახლეობა ღამეს სასტუმროებში გაატარებს. სადარბაზოს შეკეთება კი უკვე დაიწყო. ავარიული კორპუსიდან სულ 18 ოჯახია გაყვანილი. მოსახლეობა დედაქალაქის მერიას დახმარებას სთხოვს.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ადგილზე მობილიზებულნი არიან პოლიციის, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

ყველა სიახლე

03 ივნისი 2020, 10:38

COVID19

ინდოეთში კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

ინდოეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობამ უკვე 200 ათასს გადააჭარბა, - ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მხოლოდ 24 საათში აქ ვირუსი 8 909 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში, ქვეყანაში ინფიცირების 207 615 შემთხვევაა გამოვლენილი.

მარინა ეზუგბაია

03 ივნისი 2020, 10:37

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში 2 ახალი პაციენტი საბურთალოს კლასტერიდანაა

„2 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათ კლინიკა უკვე დატოვეს. მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე აღარ გვყავს. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს და მცირე რაოდენობით მსუბუქი მიმდინარეობით“, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

03 ივნისი 2020, 10:34

ეკონომიკა

Express-ი: საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომელთაც ბრიტანეთი უსაფრთხო დასვენების მიზნით „საჰაერო ხიდის“ იდეის ფარგლებში განიხილავს

როგორც სტატიის ავტორი, დევიდ მედოქსი აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფოს მინისტრები წნეხის ქვეშ მოექცნენ უცხოეთის მთავრობების მხრიდან, რომლებიც კარანტინის წესების გადასინჯვას მოითხოვენ, რათა ბრიტანელებმა მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში უცხოეთში დასვენება შეძლონ.

საფრანგეთი საპროტესტო აქცია

03 ივნისი 2020, 10:25

მსოფლიო

პარიზში პოლიციის ძალადობის საწინააღმდეგო აქციაში 20 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს და ველოსიპედებს. პოლიციელებმა კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციები საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

03 ივნისი 2020, 10:16

საზოგადოება

როგორ ესხმის თავს თბილისში ყვავი მოქალაქეებს. ვიდეო

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთი ტომარაძე „ფეისბუქზე“ ავრცელებს კადრებს თუ როგორ ესხმის თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ყვავი მოქალაქეებს.

კორონავირუსი

03 ივნისი 2020, 10:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი დაინფიცირდა, 6 კი გამოჯანმრთელდა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

03 ივნისი 2020, 09:56

მსოფლიო

ისრაელმა ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

კონცერნმა Israel Aerospace Industries მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გამოცადა. ამის შესახებ გამოცემა The Times of Israel წერს. გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტებმა სამიზნეები 90 და 400 კილომეტრიან დისტანციაზე გაანადგურეს. სარაკეტო კომპლექსი LORA კონცერნმა Israel Aerospace Industries შეიმუშავა.

03 ივნისი 2020, 09:45

COVID19

საბერძნეთმა ყატარიდან ავიარეისები შეაჩერა

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დოჰადან ათენში ჩასულ 12 მგზავრს COVID19 დაუდასტურდა. მათგან 9 საბერძნეთში ბინადრობის უფლების მქონე პაკისტანის მოქალაქეა, 2 ავსტრალიიდან ჩასული საბერძნეთის მოქალაქე, ერთი კი იაპონიის. სულ კორონავირუსზე ტესტი თვითმფრინავის ბორტზე მყოფ 91 მგზავრს ჩაუტარდა.

03 ივნისი 2020, 09:35

კულტურა

აივაზოვსკის ცნობილი ტილო Sotheby's აუქციონზე £2,9 მილიონად გაიყიდა

ცნობილი რუსი მარინისტის, ივან აივაზოვსკის ტილო „ნეაპოლის ყურე“ Sotheby's აუქციონის ტოპ-ლოტი გახდა. 1878 წელს შესრულებული პეიზაჟი 2 295 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ლოტის საწყისი ღირებულება ორჯერ ნაკლები იყო.

03 ივნისი 2020, 09:24

სპორტი

ესპანეთის საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების საკითხს განიხილავენ

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრო საფეხბურთო სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის კოორდინატორმა ფერნანდო სიმონმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 09:13

COVID19

რუსეთში კორონავირუსით 5 ჟურნალისტია გარდაცვლილი

რუსეთში COVID19-ით 5 ჟურნალისტია გარდაცვლილი, 500 კი ინფიცირებულია. ამის შესახებ კომუნიკაციისა და კავშირგაბმულობის მინისტრის მოადგილემ ალექსეი ვოლინმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 09:05

სპორტი

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი იანეზ კოჩიანჩიჩი 78 წლისა გარდაიცვალა

იანეზ კოჩიანჩიჩი 2010 წლიდან სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტად კი 2013 წელს აირჩიეს.

ჯო ბაიდენი

03 ივნისი 2020, 08:53

მსოფლიო

ჯო ბაიდენი ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

პოლიციელების მიერ მოკლული აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენიც დაესწრება.

03 ივნისი 2020, 08:41

მსოფლიო

გაეროს გენერალური მდივანი აშშ-ის მოვლენებზე: რასიზმი საძაგლობაა, რომელსაც ყველა ადამიანი უნდა დაუპირისპირდეს

48 წლის აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლებს გაეროს გენერალური მდივანი ეხმაურება.

ნიკოლ ფაშინიანი

03 ივნისი 2020, 08:33

COVID19

ნიკოლ ფაშინიანი: შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში სომხეთს ეკონომიკური კრიზისი ემუქრება

​​​​​​​კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მკაცრი შეზღუდვების ხელახლა დაწესების შემთხვევაში ქვეყანას ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისი ემუქრება. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

03 ივნისი 2020, 08:21

პოლიტიკა

4 ივნისს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება

პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით გადაეცემა. მოქალაქეებს ონლაინ შეეძლებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები. საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ კანონპროექტს სამივე მოსმენით 29 ივნისისთვის მიიღებენ.

03 ივნისი 2020, 08:15

COVID19

ამირან გამყრელიძე გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევას გამორიცხავს

გავრცელებულ ინფორმაციას რომ გუდაურის საკარანტინო სივრცეში ანალიზების არევის გამო, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში კორონავირუსით ინფიცირებული კაცი აღმოჩნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ ადასტურებენ.

03 ივნისი 2020, 08:02

პოლიტიკა

კორონავირუსის პანდემიისას მოქმედი წესების ადმინისტრირებისთვის საკანონმდებლო ცვლილებები შემუშავდება

როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, პროექტი უახლოეს დღეებში იქნება წარმოდგენილი და მას დეტალურად გააცნობენ საზოგადოებას.

03 ივნისი 2020, 01:35

COVID19

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან 83 წლის გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა. მათ შორის ერთი, მედიკოსების შეფასებით, უმძიმესი პაციენტი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ შეფასდა, თუმცა, ექიმების დახმარებით, 83 წლის პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა.

დევიდ მაკბრაიდი ჰელენ უორდი

03 ივნისი 2020, 00:56

ტაბლოიდი

დედის მიერ მიტოვებული ირლანდიელი და-ძმა ერთმანეთს 50 წლის შემდეგ შეხვდა

დედის მიერ მიტოვებული ირლანდიელი და-ძმა ერთმანეთს 50 წლის შემდეგ შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail-ი ავრცელებს. 58 წლის დევიდ მაკბრაიდმა და მისმა 52 წლის დამ, ჰელენ უორდმა ერთმანეთი ტელეშოუს საშუალებით იპოვეს. დევიდ მაკბრაიდი დედამ ქუჩაში გაჩერებულ მანქანასთან 1962 წელს, ჰელენ უორდი კი სატელეფონო ჯიხურში 1968 წელს დატოვა.