სასამართლო განმარტავს რატომ გათავისუფლდა გირაოს სანაცვლოდ შსს-ს თანამშრომელი
ფოტო: არქივი
თბილისის საქალაქო სასამართლო 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს და განცხადებას ავრცელებს.
სასამართლოს განცხადებით, სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას საფუძვლად დაედო ორი ახალი გარემოება, კერძოდ: ბრალდებულის მიერ ღია სასამართლო სხდომაზე წარდგენილი ბრალდების სრულად აღიარება და ბრალდებულის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
"სასამართლომ ბრალდების სრულად აღიარების პირობებში, მიიჩნია, რომ აღარ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, როგორც ეს პატიმრობის საწყის ეტაპზე იყო, როდესაც ლ.ი. თავს არ ცნობდა დამნაშავედ. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ლ.ი.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობაც, კერძოდ, კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტის დასკვნის თანახმად, ლ. ი. ქრონიკული და პროგნოზულად მძიმე ავადმყოფია, ესაჭიროება სპეციალიზირებული კარდიოლოგიური კლინიკის პირობებში გაღრმავებული გამოკვლევები, კვალიფიციური მულტიპროფილური საექიმო მეთვალყურეობა და ადეკვატური მკურნალობა, იზოლაციაში (პენიტენციურ დაწესებულებაში) ყოფნა კი ნეგატიურად იმოქმედებს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. განგრძობად პატიმრობაში დარჩენის მიზანშეწონილობის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ შეაფასა სს საქმის მახასიათებელი გარემოებები და მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის შემცირებული საფრთხისა და ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ აღარ არსებობს რელევანტური და საკმარისი გარემოებები პირის პატიმრობაში ყოფნის გასამართლებლად და ლ. ი.-ის მიმართ ყველაზე მკაცრი ა/ღონისძიების პატიმრობის გაგრძელება აღარ შეესაბამება ევროკონვენციის მიზნებს", - წერია სასამართლოს განცხადებაში.
სასამართლოს ცნობით, ბრალდებული ლ.ი.-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა გირაოთი 10 000 ლარის ოდენობით. ბრალდებული "დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან, მასვე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ID ბარათი)", - წერია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალა.
20 ივნისს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი მხედველობა დაკარგა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.
20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 17:20
პოლიტიკა
„საქართველო იმსახურებს უკეთესს“ - ოპოზიციის ეს სლოგანი და ახალი კამპანია, ოპოზიციაშივე გახდა კრიტიკის და ქილიკის მიზეზი
საქართველო იმსახურებს უკეთესს - ოპოზიციის ეს სლოგანი და ახალი კამპანია, ოპოზიციაშივე გახდა კრიტიკის და ქილიკის მიზეზი. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ ეს კონკრეტული ფრაზაც უცხოელების მიერ დაწერილი სცენარის ნაწილია, იმ ადამიანების, რომლებიც რეალურად საქართველოს არ იცნობენ.
27 მაისი 2026, 17:16
მსოფლიო
მედია: ზელენსკიმ ტრამპს სასწრაფო წერილი მისწერა და გააფრთხილა, რომ უკრაინის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტს სასწრაფო წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას აფრთხილებს, რომ უკრაინის ანტისაჰაერო სისტემის, განსაკუთრებით ანტიბალისტიკური მარაგები იწურება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
27 მაისი 2026, 17:10
პოლიტიკა
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ჩრდილოეთ მაკედონიის პრემიერ-მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 17:09
რეგიონი
პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, თელავის, ბორჯომის და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში შეხვედრები გაიმართა
პროკურორებმა მოსწავლეებს დეტალურად განუმარტეს, რას ნიშნავს კიბერდანაშაული, კიბერშეტევა და რა სახის ქმედებები ითვლება დანაშაულად. ასევე, პროკურორებმა ყურადღება გაამახვილეს კიბერდანაშაულთან მიმართებით კანონით გათვალისწინებულ სასჯელებზე.
27 მაისი 2026, 17:06
საზოგადოება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებული აპლიკანტებისთვის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს
27 მაისი 2026, 17:04
პოლიტიკა
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 16:56
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: თუ სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანებას განაგრძობს, რუსეთი გაზის შესახებ შეთანხმებას შეაჩერებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ სომხეთი ევროკავშირისკენ სვლას განაგრძობს, მოსკოვი ერევანთან გაფორმებული ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმებას შეაჩერებს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
27 მაისი 2026, 16:44
პოლიტიკა
იურაი ბლანარი ბოჭორიშვილს: თქვენო აღმატებულებავ, ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ თქვენ და საქართველოს ყველა მოქალაქეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი იურაი ბლანარი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 16:43
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: „ნაცები“ ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც ძალადობსო - განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც „ქართულმა ოცნებამ“ დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც და ისინიც, ვინც „ქართული ოცნების“ დროს უფლებამოსილებას გადაამეტა
"ნაცები" ამბობენ - კეზერაშვილმაც გაძარცვა ჯარი და ბურჭულაძემაც, რა განსხვავებააო. ამბობენ, მაშინაც ძალადობდა პოლიცია და ახლაც - რა განსხვავებააო? განსხვავება ის არის, რომ კეზერაშვილიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ბურჭულაძეც, ჯალათი პოლიციელებიც "ქართულმა ოცნებამ" დასაჯა და ისინიც, ვინც "ქართული ოცნების" დროს ძალას და უფლებამოსილებას გადაამეტა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
27 მაისი 2026, 16:34
მსოფლიო
Business Insider: დასავლური კომპანიები რიგში დგებიან, რათა საკუთარი იარაღი უკრაინაში გამოსცადონ
სულ უფრო მეტი დასავლური კომპანია ცდილობს საკუთარი იარაღი და სამხედრო ტექნოლოგიები უკრაინაში გამოცადოს. ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 16:31
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: საქართველო ძალიან საინტერესო, უნიკალური და ავთენტიკური მიმართულებაა ჩინელი მოგზაურებისთვის
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებაა, რომელიც ქვეყნის ვიზიტორებს მრავალფეროვან პროდუქტებს სთავაზობს. ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, ჩინელი მოგზაურები უფრო მეტად არიან ორიენტირებულნი ავთენტიკურ გამოცდილებაზე, საქართველო კი სწორედ ის ადგილია, სადაც შეუძლიათ, იპოვონ ეს გამოცდილება - გასტრონომიის, უძველესი კულტურისა და მეღვინეობის ისტორიის თვალსაზრისით.
27 მაისი 2026, 16:29
ეკონომიკა
ნათია თურნავა: საქართველოს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძლიერი ეკონომიკური ზრდა გარე შოკების მიმართ ჩვენს მედეგობას განაპირობებს
საქართველოს აქვს სტაბილური მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ძლიერი ეკონომიკური ზრდა და მყარი საგარეო პოზიცია. შესაბამისად, გლობალური შოკების გავლენა საქართველოზე ლიმიტირებული იქნება მიუხედავად იმისა, რომ ამ შოკებმა გავლენა ყველა ქვეყანაზე მოახდინა, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, ეროვნული ბანკის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.
27 მაისი 2026, 16:27
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი IMF-ის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის დირექტორს შეხვდა
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის რეგიონული შესაძლებლობების განვითარების ცენტრის (CCAMTAC) დირექტორთან, ჰოლგერ ფლორკემეიერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
27 მაისი 2026, 16:22
სამართალი
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად გიგა ავალიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.
27 მაისი 2026, 16:13
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი დამოუდებლობის დღეს ულოცავს
27 მაისი 2026, 16:07
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: ევროპის ქვეყნებში დღესდღეობით არ არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი
დღესდღეობით ევროპის ქვეყნებში არსად არსებობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მედიკამენტი. იქაც, ისევე როგორც ჩვენთან, მხოლოდ განხილვა მიმდინარეობს ამა თუ იმ მედიკამენტის შეტანის თაობაზე, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.
27 მაისი 2026, 16:03
პოლიტიკა
ესპანეთის მეფე ფილიპე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - „მიიღეთ ბატონო პრეზიდენტო, ჩემი საუკეთესო სურვილები პირადი კეთილდღეობისათვის, ასევე მშვიდობისა და საქართველოს ძვირფასი ხალხის წინსვლისათვის“
ესპანეთის მეფე ფილიპე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
27 მაისი 2026, 15:48
მსოფლიო
ანგელა მერკელი: 10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება
„10 წლის შემდეგ უკრაინაში ომი, იმედია, უკვე დასრულებული იქნება - თანაც ისე, რომ უკრაინა იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი და სუვერენული ქვეყანა“, - განაცხადა მერკელმა.
27 მაისი 2026, 15:47
პოლიტიკა
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი გი პარმელინი, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოსა და შვეიცარიას ორმხრივი ურთიერთობის მდიდარი ტრადიცია აქვთ. საერთაშორისო სამართლისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა კვლავაც რჩება ჩვენს საუკეთესო ორიენტირად ინვესტიციების მოზიდვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვის საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირები მომავალ წლებში კონსტრუქციულად განვითარდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ თქვენდამი ჩემი ღრმა პატივისცემა“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.
27 მაისი 2026, 15:45
მსოფლიო
Euronews: ტოქსიკური შეტყობინებები ინტერნეტში ევროპაში კვლავ ფართოდ არის გავრცელებული და ადამიანებს მათი სამიზნე პოლიტიკური შეხედულებების, რასისა და იდენტობის ნიშნით ხდებიან
Eurostat-ისა და ონლაინ სიძულვილის ევროპული ობსერვატორიის უახლესი მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის მომხმარებელთა თითქმის ნახევარი ინტერნეტში მტრულ და დამამცირებელ კონტენტს წააწყდა. ტოქსიკურობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ირლანდიაში, უნგრეთში, ფინეთსა და სლოვაკეთში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მშვიდი გარემო ლატვიაში, საბერძნეთში, გერმანიასა და ლიეტუვაში.


