imedi /  09 ოქტომბერი 2019, 13:36 / სანდო წყარო

რუსთავში მოკლული კაცის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი გირაოდ ნახევარ მილიონს ითხოვს

მკვლელობა

რუსთავის საქალაქო სასამართლოში რუსთავში 35 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 5 პირისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ.

საქმეზე დაკავებული გიორგი გეთიაშვილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა. ამ ოდენობის გირაოს ბრალდების მხარეც დაეთანხმა. 

რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენები. პოლიციამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ორი ყოფილი პოლიციელია.

ყველა სიახლე

აშშ საქართველო

28 მარტი 2020, 15:26

COVID19

აშშ საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გამოუყოფს

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, - წერს აშშ-ის საელჩო.

ბენო ქაშაკაშვილი

28 მარტი 2020, 15:22

COVID19

ბენო ქაშაკაშვილი: ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით რომ დამეცვა, ვირუსს თავს ავარიდებდი

„მეგობარი დავპატიჟე სადილზე, სადაც 20 ადამიანი ვიყავით, არც მან იცოდა, რომ ვირუსი ჰქონდა და არც მე. აქ სპეციალური სამსახურია, რომელიც ჩამეკითხა, რა კონტაქტები მქონდა... და რომ დავუფიქრდი, რამდენ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, ზოგიერთი ვერც გავიხსენე. მართალი რომ გითხრათ, გულწრფელად, მე თვითონ გადავწყვიტე, გამესაჯაროებინა. მივხვდი, რომ ასე უფრო დავიცავდი ჩემს ახლობლებს, მათ, ვისთანაც მქონდა ურთიერთობა თბილისში და არამარტო თბილისში. ყველა ის ინსტრუქცია, რომელიც მოცემული იყო, რომლის ცოდნაც არ მაკლდა, ზედმიწევნით რომ დამეცვა, კი, ალბათ შეიძლებოდა თავის არიდება - ასე გიპასუხებდით“, - ამბობს ქაშაკაშვილი.

შსს კარანტინი

28 მარტი 2020, 15:18

COVID19

შსს ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს განაგრძობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო ზონაში დაწესებულ შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება მშვიდია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

რეისები განრიგი

28 მარტი 2020, 15:04

COVID19

ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს 3 აპრილს ბერლინის მიმართულება დაემატა

საბჭოს მიერ განსაზღვრულ განრიგში შევიდა ცვლილება და განრიგს 3 აპრილს დაემატა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულება, რომელსაც შეასრულებს კომპანია Georgian Airways. განრიგის თანახმად 3 აპრილს თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებას შეასრულებს კომპანია LOT Polish Airlines. აღნიშნულ რეისებზე ბილეთები გაიყიდება, ბერლინის შემთხვევაში კომპანია Georgian Airways-ის, ხოლო ვარშავის შემთხვევაში კომპანია LOT Polish Airlines-ის ვებგვერდებზე.

გიორგი გახარია

28 მარტი 2020, 14:52

COVID19

გიორგი გახარია: საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ

კორონავირუსთან ბრძოლაში, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს შემდეგ, რუხის მრავალპროფილური კლინიკაც ერთვება. სამედიცინო დაწესებულების აღჭურვის პროცესს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

გიორგი გახარია

28 მარტი 2020, 14:47

COVID19

გიორგი გახარია: ტესტების საკითხით ისეთი ადამიანები სპეკულირებენ, ვისაც მედიცინასთან ახლოს არ გაუვლია

იმდენი სპეკულირება მიმდინარეობს ტესტებთან დაკავშირებით იმ ადამიანებს მხრიდან, ვისაც მედიცინასთან ახლოს არ გაუვლია და წარმოდგენა არ აქვთ ამ ტესტებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სოფელ რუხში განაცხადა, მრავალპროფილური კლინიკის აღჭურვის პროცესს ჯანდაცვის მინისტრ, ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად გაეცნო.

პაატა იმნაძე

28 მარტი 2020, 14:45

COVID19

პაატა იმნაძე: ნუ მრევენ პოლიტიკაში, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ყველაფერს ვიტყვი

„პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა. თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. იქ ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში? თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი რომ იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა იმნაძემ.

28 მარტი 2020, 14:28

COVID19

გიორგი გახარია: საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაში არავის დახმარება არ სჭირდება

„საქართველო იყო ერთ-ერთ პირველი ქვეყანა, რომელმაც პირველი დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლიათ მიმართონ ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.

28 მარტი 2020, 14:10

საზოგადოება

კახა კალაძემ მარტოხელა მოხუცებისთვის განკუთვნილი პროდუქტების დახარისხების პროცესში მიიღო მონაწილეობა

„რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ აღნიშნული პროექტის განხორციელება. ვეხმარებით ხანდაზმულებს და ყველას, ვისაც ჩვენი მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება. ამ ყველაფერში ჩართულია ბიზნესსექტორი, რისთვისაც მათ მინდა მადლობა გადავუხადო. დღეს, „ჯი თი გრუპი“ იყო წარმოდგენილი, რომელმაც 1 000 ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქტები მოიტანა, რომლის დარიგებას დღეიდან დავიწყებთ და ათივე რაიონში გადანაწილდება. ეს პროექტი გაგრძელდება და დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩვენი თანადგომა სჭირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიცია

28 მარტი 2020, 14:07

სამართალი

3 თვის ჩვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბირმინგემის აეროპორტი მორგი

28 მარტი 2020, 13:56

COVID19

ბირმინგემის აეროპორტში 12 ათას ცხედარზე გათვლილ პროზექტურას აწყობენ

დაწესებულების მშენებლობა ქვეყანაში კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას უკავშირდება. პირველ ეტაპზე დროებით მორგი 1 500 ცხედარს დაიტევს, მაგრამ მოვლენათა ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაში აქ 12 ათასი გარდაცვლილს მოათავსებენ. პროზექტურაში კორონავირუსის გარდა სხვა მიზეზებით დაღუპულებსაც მოათავსებენ, რადგან მორგში თანამშრომლების საჭიროების გამო რეგიონში ამ ტიპის სხვა დაწესებულებები შესაძლოა დაიხუროს.

მკვლელობა

28 მარტი 2020, 13:44

სამართალი

კახეთში 3 თვის ჩვილი მოკლეს, დაჭრილია ბავშვის დედა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა. მოკლულია 3 თვის ჩვილი და დაჭრილია ბავშვის დედა. მკვლელობის ფაქტს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული ჩვილის მამამ ჩაიდინა.

ლევან გოფოძე

28 მარტი 2020, 13:37

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 7 პაციენტის ტესტირების შედეგს ელოდებიან

„დღეისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 44 პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორის გაუმჯობესდა მდგომარეობა პაციენტის, რომელიც მარნეულიდან იყო გადმოყვანილი ორმხრივი პნევმონიით და სეფსიური შოკით. ამჟამად სტაბილურია პაციენტი. განსაზღვრული პარამეტრები გაუმჯობესდა კიდეც“, - განაცხადა გოფოძემ.

დომინიკ ქამინგსი

28 მარტი 2020, 13:29

COVID19

ბორის ჯონსონის მრჩეველის რეაქცია, როდესაც ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა. ვიდეო

ბრიტანული ტელეკომპანია Sky News-ი ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს თუ როგორ გარბის ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან ბორის ჯონსონის მრჩეველი, დომინიკ ქამინგსი მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პრემიერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა.

ჟურნალი გარეკანი

28 მარტი 2020, 13:21

COVID19

როგორ შეცვალა კორონავირუსმა მსოფლიოს მთავარი ჟურნალების გარეკანები. ფოტოგალერეა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა, 3 მილიარდზე მეტი ადამიანი კი თვითიზოლაციაში ან კარანტინში იმყოფება. გაუქმდა ან გადაიდო წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, მათ შორის ოლიმპიური თამაშები. დაიხურა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები, მათ შორის ლუვრის მუზეუმი.

სტომატოლოგი

28 მარტი 2020, 13:20

COVID19

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სტომატოლოგიურმა კლინიკებმა გეგმური მომსახურება 1-ელ მაისამდე არ უნდა განახორციელონ

„იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია; კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება; გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში”, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ილონ მასკი

28 მარტი 2020, 13:11

COVID19

​Tesla ნიუ-იორკის შტატს ასობით სასუნთქ აპარატს გადასცემს

ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ მასკს მადლობა Twitter-ზე გადაუხადა. „ძალიან მადლიერები ვართ. მომდევნო კვირების განმავლობაში ადამიანების გადასარჩენად ყველა აპარატი დაგვჭირდება“, - დაწერა მან.

ემანუელ მაკრონი

28 მარტი 2020, 13:03

COVID19

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი იტალიის გვერდით დგას, არ მსურს ეგოისტი და დაყოფილი ევროპა

თუ ერთიანები არ ვიქნებით, იტალია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები სამართლიანად მოგვაძახებენ, სად იყავით მაშინ, როდესაც ფრონტის წინა ხაზზე ვიყავით? არ მსურს ეგოისტი და დაყოფილი ევროპა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა Stampa, Repubblica და Corriere della Sera-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პოლიცია

28 მარტი 2020, 12:32

COVID19

პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო 7 პირი დააჯარიმა

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის ფაქტზე კახეთის პოლიციამ 3000 ლარით ერთი პირი დააჯარიმა, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მიკროავტობუსით საქალაქთაშორისო მგზავრების გადაყვანას ახორციელებდა.

ივანე ჩხაიძე

28 მარტი 2020, 12:29

COVID19

რატომ გადააქვთ კორონავირუსი ბავშვებს მოზრდილებზე იოლად

რას უკავშირდება ის ფაქტი, რომ მოზარდებში კორონავირუსის მიმდინარეობა ნაკლები აგრესიულობით არის გამოხატული და ინფიცირება მათ გაცილებით იოლად გადააქვთ - ამ საკითხებზე გადაცემაში „იმედის დილა“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ ისაუბრა.