imedi /  18 ნოემბერი 2019, 13:39 / სანდო წყარო

შსს: ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ

ბლოკირება პარლამენტი

პარლამენტის შესასვლელი

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მიმართავს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, რომ დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. "ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს", - აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, 17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში, პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ, მოგვიანებით, კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.

"კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. კერძოდ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

პოლიცია მოწოდებულია დაიცვას, როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე, უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

კიდევ ერთხელ მივმართავთ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს", - წერია შსს-ს განცხადებაში.

17 ნოემბერს, ღამე აქციის მონაწილეებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელები ტომრებით ჩაკეტეს, მანამდე კი პარლამენტის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს, რასაც მმართველი გუნდიდან რომან კაკულიამ უპასუხა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. პარალელურად აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით, მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა, გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

ყველა სიახლე

28 იანვარი 2023, 12:53

საზოგადოება

საქართველოს საფეხმავლო ბილიკების შესახებ ინფორმაცია ქართულ მობილურ აპლიკაციებში იქნება ხელმისაწვდომი

საერთაშორისო სათავგადასავლო პლატფორმა Wikiloc-ის შემდეგ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონიშნული საფეხმავლო ბილიკები ქართულ მობილურ აპლიკაციაზე „Biliki ბილიკი“ არის ხელმისაწვდომი. ამ ეტაპზე აპლიკაციაში ბილიკების ნაწილია ჩატვირთული და ეტაპობრივად განახლდება.

ვახტანგ ცინცაძე

28 იანვარი 2023, 12:40

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგამდე ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს

Fitch-ის საინვესტიციო რეიტინგამდე ჩვენ ერთი ნაბიჯი გვაშორებს, რომელზე გადასვლაც თვისობრივად შეცვლის საქართველოში ბიზნესსა და საინვესტიციო გარემოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ Fitch-ის ახალ შეფასებაზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა.

ვლადიმირ პუტინი

28 იანვარი 2023, 12:18

მსოფლიო

„ომის შესწავლის ინსტიტუტი“: ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს

„ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მზადაა, უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი კიდევ 6 თვით გააჭიანუროს

28 იანვარი 2023, 12:04

სამართალი

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.

მირზა გელაშვილი

28 იანვარი 2023, 11:51

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტა, თუ რა გახდა Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა განმარტა, თუ რა გახდა Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი წინაპირობა. „საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა განაახლა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასება. რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა.

გიორგი ვოლსკი

28 იანვარი 2023, 11:26

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის

„პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე იქმნება რამდენიმე შტაბი, არ ვიცი, ვინ იქნება უფრო ოპერატიული ან წარმატებული, გარკვეული რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის. ვფიქრობ, ძალიან ბევრ საკუთარი ამომრჩეველსაც დაკარგავენ, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ქვეყანას უწევენ ძალიან ცუდ სამსახურს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

28 იანვარი 2023, 11:25

ეკონომიკა

Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი BB დონეზე შეაფასა. პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რითაც 2022 წლის ბოლომდე მოხდა: მთავრობის ვალის პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირება; ფისკალური დეფიციტის კლება; საერთაშორისო რეზერვების შევსება.

ირაკლი ზარქუა

28 იანვარი 2023, 11:22

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: ღირსეული დასასრული აქვს „ნაცმოძრაობას“, როდესაც ხაბეიშვილი იქნება ცვლილების სიმბოლო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ღირსეული დასასრული აქვს, როდესაც ლევან ხაბეიშვილი იქნება პარტიაში ცვლილების სიმბოლო.

გოგა ხაინდრავა

28 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: როდესაც სააკაშვილი რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, რომელიც თავის რუსულ წარმომავლობას არც არასდროს მალავდა

„როდესაც ის რუსეთზე საუბრობს, პირველ რიგში, ეს არის მერაბიშვილი, ნაყოფია, რომელიც თავის რუსულ წარმომავლობას არც არასდროს მალავდა. ეს ინტერვიუ ორი მიმართულებით არის: ერთი, ის აშანტაჟებს იმ ადამიანებს, ვინც მის ზურგს უკან დგას და ამ ინტერვიუთი აგრძნობინებს, რომ შესაძლოა, პირი დააღოს და ძალიან ბევრი ადამიანი გაერევა ამ უბედურებაში, ამ სამარცხვინო ქმედებაში, რომელსაც ადგილი აქვს. ეს ხალხი არ არის მარტო უკრაინაში, ეს ხალხი არის აშშ-ში, ბრიუსელში, მოსკოვში“, - განაცხადა ხაინდრავამ.

შალვა პაპუაშვილი

28 იანვარი 2023, 11:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობის“ პრობლემა არის არა მის ხელმძღვანელში, არამედ იმ ფუნდამენტში, რომელზეც ეს პარტია დგას

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არა თავმჯდომარეში, არამედ პარტიის ფილოსოფიაშია.

პეტრე ცისკარიშვილი

28 იანვარი 2023, 11:10

პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი: დააკვირდით, რას ამბობს მიშა - საქართველოში დამაბრუნეს უკრაინის უშიშროების სამსახურში ჩანერგილმა რუსეთის აგენტებმაო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ Spiegel-ისთვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების კონტექსტში სააკაშვილი მერაბიშვილზე არაფერს ამბობს.

28 იანვარი 2023, 10:48

საზოგადოება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური მომსახურების სააგენტომ 2022 წლის საქმიანობა შეაჯამეს. 2022 წლის ანგარიშის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ ყურადღება გაამახვილა, სოციალური შემწეობების, სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტების გაზრდაზე, ასევე საზოგადოებრივ სამუშაოებში სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაზე.

28 იანვარი 2023, 10:34

მსოფლიო

„ჰამასმა“ იერუსალიმში სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას ისრაელის მიერ ჩატარებულ რეიდზე „ბუნებრივი რეაქცია“ უწოდა

ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰაზემ ყასემმა იერუსალიმში, სინაგოგასთან მომხდარ ტერაქტს ქალქ ჯენინში ისრაელის მიერ ჩატარებულ რეიდზე „ბუნებრივი რეაქცია“ უწოდა.

ზაალ ანჯაფარიძე

28 იანვარი 2023, 10:22

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმას არკვევს, მათ რიგებში ვინ არის აგენტი

დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა - სახელწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმას არკვევს ლიდერიდან დაწყებული, მათ რიგებში ვინ არის აგენტი, - ამის შესახებ ექსპეტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

გია ხუროშვილი

28 იანვარი 2023, 10:09

პოლიტიკა

გია ხუროშვილი სააკაშვილის ინტერვიუზე: კმარა! – სიმართლე ყველამ უნდა ვიცოდეთ! ჩვენი ბოლო შეხვედრაც მახსოვს

ყოფილი მაღალჩინოსანი გია ხუროშვილი, მიხეილ სააკაშვილის Spiegel-ისთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც, გამოცემის თანახმად, სააკაშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც მისი საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმა, არაა გამორიცხული, რუსეთის აგენტები იყვნენ.

ნანა კაკაბაძე

28 იანვარი 2023, 09:59

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალბატონი სალომე არაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ მიყურადებულია, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე მათ შეუერთდეს

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ქალბატონი სალომე არაფერს აკეთებს იმის გარდა, რომ მიყურადებულია, აბა, ვინ გამოთქვამს ჩვენი ქვეყნის მიმართ საყვედურს, რომ მაშინვე მათ შეუერთდეს და მსოფლიოს გასაგონად იყვიროს - „ამ ქვეყნის პრეზიდენტი კი მქვია, მაგრამ მუდამ თქვენთან ვარ, მუდამ თქვენი ვარ და არ გეგონოთ მე აქ ქართველების ინტერესებს ვატარებო, - ამის შესახებ Facebook-ზე არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე წერს.

ვანო მერაბიშვილი

28 იანვარი 2023, 09:30

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი: რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად ის ხალხი მაბრალებს, ვისაც ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან კოლაბორაციის მაგალითებით - სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო

რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ხშირად სწორედ ის ხალხი მაბრალებს, ვისაც მთელი თავისი ბიოგრაფია სავსე აქვს ჩვენი ქვეყნის მტრებთან პირდაპირი თუ ირიბი კოლაბორაციის მაგალითებით, სკამისა და არჩევნების გამო, არ შეიძლება, ყველაფერი იკადრო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი Facebook-ში წერს.

28 იანვარი 2023, 09:04

მსოფლიო

ტენესის შტატში დაკავების დროს პოლიციის მიერ ნაცემი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ხუთ პოლიციელს ბრალი წაუყენეს

აშშ-ში, ტენესის შტატში ხუთ პოლიციელს წარედგინა ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, მას შემდეგ რაც მათ მიერ დაკავებული სავარაუდო დამნაშავე დაკავებისას მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

28 იანვარი 2023, 08:36

პოლიტიკა

28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება

28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები გაიმართება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

28 იანვარი 2023, 08:23

მსოფლიო

აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლას 7 ადამიანი ემსხვერპლა

აღმოსავლეთ იერუსალიმში, სინაგოგასთან სროლის შედეგად მოკლულია სულ მცირე 7 ადამიანი, 3 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ BBC იტყობინება. ისრაელის პოლიცია მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელი „ნეიტრალიზებულია“.