პროკურატურა ია კერზაიას საქმის გამოძიების შეფასებაზე ომბუდსმენის განცხადებას არ ეთანხმება
ფოტო: გენერალური პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურა ია კერზაიას საქმის გამოძიების შეფასებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებას არ იზიარებს.
საგამოძიებო უწყებას მიაჩნია, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული შეფასებები, არსებული ფაქტების მიმართ არაობიექტურია და ზოგ შემთხვევაში სახალხო დამცველისთვის კანონით მინიჭებულ კომპეტენციასაც სცილდება, რადგან იგი არ წარმოადგენს პროკურატურის მიერ წარმოებული საგამოძიებო საქმეების ზედამხედველ ორგანოს.
„მით უმეტეს, რომ სახალხო დამცველის განცხადება არ შეიცავს არც ერთ კონკრეტულ შემთხვევას, სადაც პროკურატურის მოქმედებით დაირღვა პროცესში მონაწილე რომელიმე პირის უფლება.
საქართველოს პროკურატურა, ია კერზაიას საქმეზე ჩატარებული გამოძიების მიმართ არსებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, განმარტავს, რომ სრულად გაუგებარია სახალხო დამცველის პოზიცია გამოძიების დაწყების თარიღთან დაკავშირებით, რადგან ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურას მიმართა 2018 წლის 19 დეკემბერს, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სკოლის ინსპექტირების პროცესში ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას, მის იძულებას და დამამცირებელ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც აისახა ია კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გახდა მისი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზი. ამდენად, ბაჩანა შენგელია გარდაცვალების ფაქტს მიზეზ-შედეგობრივად აკავშირებდა სკოლის ინსპექტირების პროცესში ია კერზაიას მიმართ არასათანადო მოპყრობას.
ამიტომ, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გამოძების შესწავლის საგანი, სხვა საკითხებთან ერთად, იყო ია კერზაიას გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
ბაჩანა შენგელიას მომართვის შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო განცხადების განხილვა. ამ პროცესში გასაუბრება შედგა როგორც ბაჩანა შენგელიასთან, ასევე სხვა პირებთან, საგამოძიებო ორგანომ მოიპოვა საკითხთან შემხებლობაში არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია.
შედეგად, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო 2019 წლის 11 თებერვალს.
რაც შეეხება სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერების მოპოვებას, ბაჩანა შენგელიას მიერ გამოძიების დაწყების მოთხოვნისას (2019 წლის 19 დეკემბერი) სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე აღარ ინახებოდა, შესაბამისად, გამოძიება ობიექტურად იყო მოკლებული შესაძლებლობას ეს მტკიცებულება მოეპოვებინა.
ამასთან, საქართველოს პროკურატურა არაობიექტურად მიიჩნევს სახალხო დამცველის პოზიციას არაერთგვაროვანი მიდგომის გამო, თუ რატომ გაეცნო ია კერზაიას შვილი საქმის მასალებს, იმ ვითარებაში, როცა მას არ ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ გამოიჩინა კეთილი ნება და ბაჩანა შენგელიას საქმის მასალები გააცნო მისი თხოვნის გათვალისწინებით, რაც არათუ ზიანს აყენებს გამოძიების ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას, არამედ პირიქით, განმცხადებლის და საქმის მიმართ საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას გამოძიების პროცესზე"- წერია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურა ასევე აშკარა არაობიექტურ პოზიციად მიიჩნევს სახალხო დამცველის შეფასებას, რომ ჩატარებული გამოძიებით ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.
„აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო უწყებამ საქმეზე ჩაატარა ყველა შემხვედრი და აუცილებელი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება, მათ შორის გამოკითხა ყველა პირი, რომელთაც რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა მომხდართან, რასაც ვერც სახალხო დამცველი უარყოფს. შედეგად, ჩატარებული სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიებით არ დადასტურდა რომ ია კერზაიას გარდაცვალება დაკავშირებული იყო მის მიმართ არასათანადო/უკანონო მოპყრობასთან და ამიტომ, ქ. ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველთან თანამშრომლობის მუდმივ მზადყოფნას გამოთქვამს და ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას, საგამოძიებო ორგანოს მიაჩნია, რომ სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ გამოთქმული შეფასებებისას არ უნდა გასცდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ მისი უფლებამოსილების ფარგლებს და ასევე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით მისი განცხადებები და პოზიცია არ უნდა აღემატებოდეს სახალხო დამცველის კომპეტენციას" -ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაასრულა ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა და დაადგინა, რომ აღნიშნული საქმეში ვლინდება ის სისტემური ხარვეზები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება.
23 სექტემბერს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც გამოძიება ია კერზაიას საქმეზე დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა.
ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გენპროკურატურამ გამოძიება 11 თებერვალს დაიწყო. ამ სკოლის დირექტორი ია კერზაია 9 დეკემბერს გარდაიცვალა. ოჯახის მტკიცებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც ის ინსპექტირების შემდეგ თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი პროკურატურაში მიმდინარე წლის თებერვალში გამოკითხეს. პროკურატურამ კერზაიას საქმეზე განცხადება სამ აპრილსაც გაავრცელა. უწყება განმარტავდა, რატომ არ ცნო ია კერზაიას შვილი დაზარალებულად.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ [ISFED] ია კერზაიას საქმეზე 2019 წლის 26 მარტს ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.
ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია პროკურატურის განცხადებას facebook-ის პირად გვერდზე გამოეხმაურა. მისი თქმით პროკურატურამ სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:57
სპორტი
„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს
„ბორჯღალოსნებმა“ სამოას ნაკრები 33:12 დაამარცხეს.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.
11 ივლისი 2026, 20:00
სპორტი
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა. ვიდეო
თბილისში RAF Georgia-ს ტურნირი გაიმართა - თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირი სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
11 ივლისი 2026, 18:47
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: ჯო უილსონის რეზოლუციაში მეორდება იგივე ტექსტი, რაც ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებშია, ეს კი მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას.
11 ივლისი 2026, 18:44
სამართალი
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის საკვალიფიკაციო საშემოდგომო გამოცდა შედგება შემოდგომის ბოლოსკენ - ადვოკატთა ასოციაცია სთავაზობს დაინტერესებულ მომავალ ადვოკატებს მოსამზადებელ კურსს, რომელიც მიზნად ისახავს, რომ დაინტერესებული იურისტები ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მომზადდნენ და მომზადებულები შეხვდნენ ამ გამოცდას
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა „დღის ქრონიკაში“ ადვოკატთა ასოციაციის საკვალიფიკაციო გამოცდისთვის მოსამზადებელ კურსზე ისაუბრა.
11 ივლისი 2026, 18:39
საზოგადოება
ირაკლი ყანდაშვილი: ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება
ვმუშაობთ იმაზე, რომ ადვოკატებმა იგრძნონ, ეს არის მათივე ასოციაცია, ისინი არიან ყოველდღიურად ჩართულები ამ პროცესებში და ჰქონდეთ ერთმანეთთან კიდევ უფრო მეტი კომუნიკაციის საშუალება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილმა.
11 ივლისი 2026, 18:25
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ
ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ვაშინგტონში მომწიფდება ის პოზიცია, რომ საქართველოსთან ნეგატიური დღის წესრიგით საუბარს აზრი აღარ აქვს და მხოლოდ პოზიტიური დღის წესრიგით უნდა გვესაუბრონ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას.


