imedi /  19 დეკემბერი 2019, 15:26 / სანდო წყარო

თბილისის აეროპორტთან სატვირთო მანქანისა და მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა

ავარია

თბილისში სატვირთო მანქანისა და ყვითელი მიკროავტობუსის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, 12 დაშავებულიდან ერთ-ერთი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გადასასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა სიახლე

სერგო ჩიხლაძე

16 იანვარი 2021, 18:21

პოლიტიკა

სერგო ჩიხლაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ საკითხების ერთგული რჩება, რითაც მოლაპარაკებებზე წარვდექით

„სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ საკითხების ერთგული რჩება, რითაც მოლაპარაკებებზე წარვდექით - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. მისი თქმით, მათთვის „გირჩის“ და ელისაშვილის ინიციატივა ცნობილია.

დავით მათიკაშვილი

16 იანვარი 2021, 18:19

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ირაკლი კობახიძეს შესაშური შრომისმოყვარეობა, მაღალი ინტელექტი და აკადემიური უნარ-ჩვევები აქვს

ირაკლი კობახიძე 2014 წლიდან, დღემდე, ყოველთვის დიდ როლს ასრულებდა პარტიის მშენებლობაში და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყველა წარმატებაში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევას.

ვახტანგ მეგრელიშვილი

16 იანვარი 2021, 17:50

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: ოპოზიციის შიგნით ჩასატარებელი გვაქვს სამუშაო, რადგან მეხუთე რაუნდი არ უნდა გამოვიდეს ისეთი, როგორც წინა რაუნდები

ოპოზიციის შიგნით სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რადგან მეხუთე რაუნდისთვის მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, „გირჩისთვის“ მნიშვნელოვანია მათ მოთხოვნებზე არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ თანხმობა, არამედ ისეთი პარლამენტის ფორმირება, სადაც მოთხოვნების განხორციელება იქნება შესაძლებელი.

16 იანვარი 2021, 17:48

მსოფლიო

გერმანიის მმართველ პარტიას არმინ ლაშეტი უხელმძღვანელებს

გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერად ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პრემიერმინისტრი არმინ ლაშეტი აირჩიეს. 59 წლის ლაშეტმა 991-დან 521 ხმა მიიღო. მის კანდიდატურას ხმა კანცლერმა მერკელმაც დაუჭირა, რომელმაც 2018 წელს განაცხადა, რომ 2021 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს დატოვებს.

16 იანვარი 2021, 17:43

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 402 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 402 ადამიანს გამოუვლინდა, 15 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 226,951 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 2,998 ადამიანი. ვირუსისგან 214,423 პაციენტი განიკურნა.

16 იანვარი 2021, 17:41

მსოფლიო

იტალიაში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვას მოხუცთა თავშესაფარში მყოფი 5 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, რომთან ახლოს, ქალაქ ლანუვიოში მდებარე მოხუცთა თავშესაფარში, Villa dei Diamanti-ში, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა. სავარაუდო მიზეზი გაზის გაჟონვაა. ნახშირჟანგით მოწამვლის გამო, შვიდი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებიც.

მიხეილ სარჯველაძე

16 იანვარი 2021, 17:30

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: სწორი კადრების შერჩევა მოხდა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა

სწორი კადრების შერჩევა მოხდა, რათა გაგრძელდეს ქვეყნის წინსვლა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. მისი თქმით, ის ადამიანები აირჩიეს, რომლებსაც საკუთარი უნარ-ჩვევებით შესწევთ ქვეყანა წინსვლისკენ წარმართონ.

სერბეთი

16 იანვარი 2021, 17:27

COVID19

სერბეთში კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ჩინური ვაქცინა ჩაიტანეს

სერბეთმა კომპანია Sinopharm-ის მიერ წარმოებული ჩინური ვაქცინის მილიონი დოზა მიიღო. ბელგრადის აეროპორტში ტვირთს პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი

16 იანვარი 2021, 17:08

მსოფლიო

ჯო ბაიდენს Twitter-ზე ანგარიში გაუხსნეს

ჯოზეფ ბაიდენის შტაბმა არჩეულ პრეზიდენტს სოციალურ ქსელ Twitter-ზე ანგარიში გაუხსნა. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის გვერდი @PresElectBiden-ი რამდენიმე საათში 835 000-ზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა. ამ დრომდე დაბლოკილია მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გვერდი.

ჯაბა კანკავა

16 იანვარი 2021, 16:57

სპორტი

ჯაბა კანკავა კარიერას საფრანგეთის კლუბ „ვალანსიენში“ გააგრძელებს

ჯაბა კანკავა კარიერას საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „ვალანსიენში“ გააგრძელებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ლიგა 2-ის კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და მას 6-ნომრიანი მაისური გადასცეს.

ბენჟამინ დე როტშილდი

16 იანვარი 2021, 16:45

მსოფლიო

Rothschild ჯგუფის ხელმძღვანელი 58 წლისა გარდაიცვალა

Edmond de Rothschild Holding SA-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბარონი ბენჟამინ დე როტშილდი 58 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ Le Parisien წერს. ბარონ ბენჟამინ დე როტშილდის გარდაცვალების გამო ოჯახი მწუხარებას გამოთქვამს. ნათესავები აცხადებენ, რომ ბარონის დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.

აქცია

16 იანვარი 2021, 16:17

რეგიონი

სოფელ ჟონეთში ნამახვანის ჰესის მშენებლობის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები გაიმართა

სოფელ ჟონეთში დღეს ნამახვანის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა. პროტესტი უკვე 83-ე დღეა გრძელდება.

მამუკა მდინარაძე

16 იანვარი 2021, 16:05

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ოპოზიციაში ტრენდად იქცა, რომ თუ არჩევნებზე საუბრის დროს გაყალბება არ ახსენეს, ქვეყნისა და სამშობლოს ღალატად უთვლიან ამას ერთმანეთს

ოპოზიციისთვის მოწოდებისა და ხელისუფლებისა და ცესკო-ს მისამართით გაჟღერებული ბრალდების გამოძიების აუცილებლობისგან და მმართველი პარტია ორივე მათგანს იზიარებს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ვასილ მაღლაფერიძე

16 იანვარი 2021, 16:04

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილზე: პოლიტიკიდან წავიდა ძალიან მნიშვნელოვანი და გამოკვეთილი ლიდერი

„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გუნდია და შეძლებს ამ გამოწვევებს უპასუხოს ღირსეულად. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეძლოს და შეასრულოს ფლაგმანის როლი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის გამოწვევა მის წინაშე, ახლა ჩვენი, ყველას ამოცანაა, ეს შევძლოთ, მიმაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესებშიც ეს შედის. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა, მდგრადი განვითარება, მშვიდობა და გონიერი ნაბიჯები“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

16 იანვარი 2021, 16:03

სამართალი

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 9-ვე მონაწილე თავისუფალია

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიასთან“ საპროტესტო აქციის დაკავებული 9 მონაწილიდან უკვე ყველა გაათავისუფლეს. მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები „ქართული ოცნების“ ყრილობის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავდნენ და საგამოფენო ცენტრის მიმდებარე ერთ-ერთ ქუჩაზე გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

გიორგი ვოლსკი

16 იანვარი 2021, 15:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: შალვა ნათელაშვილის ეზოში შეკრებილი ზოგიერთი სუბიექტის განცხადება არ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის განვითარების საფუძველი იყოს

ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი მაშინ იქნება, თუ საგამოძიებო კომისია დაადასტურებს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაცდომა 1%-ს მაინც შეადგენდა, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვლადიმერ ბოცვაძე

16 იანვარი 2021, 15:57

სამართალი

ვლადიმერ ბორცვაძე: პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა

კასპში, ერთ-ერთი საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ღონისძიება წარმატებით დასრულდა, ბრალდებულთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შედეგად გათავისუფლებული არიან მძევლები და ბრალდებული შემთხვევის ადგილზე არის დაკავებული.

ირაკლი კობახიძე

16 იანვარი 2021, 15:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა თვითმმართველობის არჩევნები დავასრულოთ ისეთივე დამაჯერებელი გამარჯვებით, როგორითაც დასრულდა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კითხვაზე, მოახდენს თუ არა ბიძინა ივანიშვილის წასვლა პარტიის ამომრჩეველზე გავლენას, კობახიძემ უპასუხა, რომ ამას გავლენა ექნება, თუმცა არა მათი რაოდენობის შემცირების ან გაზრდის კუთხით.

ვასილ მაღლაფერიძე

16 იანვარი 2021, 15:45

პოლიტიკა

ვასილ მაღლაფერიძე: „ქართული ოცნება“ საინტერესო გუნდია და ვფიქრობ, ღირსეულად გაართმევს თავს პასუხისმგებლობას, გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას

„სიმართლე გითხრათ, როცა მივიღე შემოთავაზება, საინტერესოდ მეჩვენა, მით უმეტეს იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. მე ტელევიზიიდან წავედი ივნისში და შემოთავაზება პარტიიდან, კონკრეტულად ირაკლი კობახიძისგან, კახა კალაძისგან, მაია ცქიტიშვილისგან იყო დაახლოებით ერთ თვის წინ“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მარიამ ქვრივიშვილი

16 იანვარი 2021, 15:41

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა

ჩვენი მთავარი პრიორიტეტები კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მარიამ ქვრივიშილმა განაცხადა.