imedi /  24 დეკემბერი 2019, 11:51 / სანდო წყარო

სახალხო დამცველი: პენიტენციურ დაწესებულებებში არ არის ძალადობისგან თავისუფალი გარემო

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მონიტორინგი 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩაატარა. ვიზიტები განხორციელდა ყველაზე დიდ ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთისა და დახურული ტიპის პატიმრობის და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. 

ანგარიშის მიხედვით, ციხეებში არსებული არაფორმალური მმართველობა პატიმრებს შორის ძალადობას უწყობს ხელს. პრობლემა განსაკუთრებით ნახევრად ღია დაწესებულებებშია (N14 და N15) აქტუალური. ამავე დაწესებულებებში საერთო ჯამში, გამოკითხული პატიმრები დაწესებულების ხელმძღვანელს და პერსონალს უარყოფითად არ ახასიათებდნენ.

განსხვავებული მდგომარეობაა N8 და N2 დახურული ტიპის დაწესებულებებში, სადაც თანამშრომლები პატიმრებს დამამცირებლად მიმართავენ და ხშირია ბილწსიტყვაობა, მონიტორინგის ჯგუფმა პატიმრების მიმართ სავარაუდო ფიზიკური ძალადობის 3 შემთხვევის შესახებ შეიტყო6. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, არსებული არაჯანსაღი გარემო, არამხოლოდ ხელს უშლის მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციას, არამედ ზრდის პატიმართა გაღიზიანებას, რაც რიგ შემთხვევებში, პატიმრის მხრიდან დაწესებულების თანამშრომლის მიმართ აგრესიაში გადაიზრდება.

„დაწესებულებებში ხშირია პატიმართა შორის სხვადასხვა მიზეზით შექმნილი კონფლიქტური სიტუაციები. დაპირისპირების მიზეზს ძირითადად წარმოადგენს საყოფაცხოვრებო საკითხები. დაპირისპირების მიზეზი ზოგჯერ ხდება რელიგიური შეხედულებები, ეთნიკური წარმომავლობა, და ენობრივი ბარიერით გამოწვეული კომუნიკაციის პრობლემა“, - ნათქვამია ანგარიშში. 

გარდა ფიზიკური ძალადობისა, დაწესებულებები ასევე მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმებით ხასიათდება. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, სადაც კრიმინალური სუბკულტურა საკმაოდ მძლავრია.

დოკუმენტის მიხედვით, ხშირია ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები. 

„რეპრესიების შიშიდან გამომდინარე, პატიმრები იძულებული არიან დაიცვან არაფორმალური წესები, რომლის დაუცველობის შემთხვევაში, პატიმარი ირიყება სოციუმიდან, მასთან ყოველგვარი ურთიერთობა პატიმრებისთვის მიუღებელი ხდება, რაც იწვევს მისი ღირსების, სტატუსისა და პატივისცემის დაკარგვას. დახურული ტიპის დაწესებულებებში იკვეთება შემთხვევები, როდესაც ერთი პატიმარი ცდილობს აკონტროლოს თანამესაკნეები და მათზე ფსიქოლოგიურად იძალადოს“, - წერია ანგარიშში.

ამ პირობების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების გადარჩევას ურჩევს, ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები.

ყველა სიახლე

ნინო ბურჯანაძე

04 აგვისტო 2020, 18:33

პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე: შალვა ნათელაშვილის მაგიდამ თავისი ისტორიული როლი შეასრულა

ის ოპოზიციური გაერთიანება რომელიც ბატონი შალვას ოფისის ირგვლივ იკრიბებოდა და ალბათ კიდევ შეიკრიბება, იყო შეკრებილი რამდენიმე კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, საიდანაც მთავარი უკვე მიღწეულია, ეს იყო საკონსტიტუციო ცვლილებები, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისის ოპოზიციური გაერთიანების შესახებ. „ერთ-ერთი რაც მომავალში ამ მაგიდამ უნდა მოიტანოს, არის ხმების დაცვის დეკლარაციის გაფორმება. რაც შეეხება მაჟორიტარებზე მოლაპარაკებებს, ეს უკვე თანმდევი პროცესი იყო, თუ გამოვა ძალიან კარგი. ვფიქრობ შალვა ნათელაშვილის მაგიდამ თავისი ისტორიული როლი შეასრულა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

04 აგვისტო 2020, 18:33

საზოგადოება

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კვლავ გიორგი შარვაშიძე უხელმძღვანელებს

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა - მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე, ასევე პროფესორი გიორგი ბარამიძე და პროფესორი ცირა ბარამიძე. აღნიშნულ თანამდებობას გიორგი შარვაშიძე 2016 წლიდან იკავებს.

04 აგვისტო 2020, 18:27

რეგიონი

ღვინის ტურიზმის მიმართულებით აჭარაში ტრენინგები დაიწყო

რესტორნებისა და ღვინის ბარების თანამშრომლებისთვის ღვინის ტურიზმის შესახებ ტრენინგი დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღვინისა და კერძის შეხამების ძირითადი ასპექტები, ინგრედიენტები და მათი ზეგავლენა კერძებზე, ქვევრის ღვინო და კერძის შეხამება, ღვინის გემოს მთავარი ელემენტები - იმ ძირითადი თემების ჩამონათვალია, რომლის შესახებაც თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი ბათუმში მიმდინარეობს.

გიორგი ცაგარეიშვილი

04 აგვისტო 2020, 18:24

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი გიგი უგულავაზე: რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს ზუგდიდში გამარჯვებისა ხაზინის ქურდს, რომელმაც 50 მილიონი ლარი მოჰპარა თბილისელებს და ერთი თეთრიც არ დაუბრუნებია

„მე ვფიქრობ, რომ ირაკლის სანერვიულო არაფერი აქვს. ღმერთმა უბოძა მას, გიგი უგულავასნაირი კონკურენტი. ეს არის ძალიან კარგი, მე ვფიქრობ, მისთვის, როგორც თეთრი და შავი ისე გამოჩნდება ყველაფერი ზუგდიდში. რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს ზუგდიდში გამარჯვებისა ხაზინის ქურდს, რომელმაც 50 მილიონი ლარი მოჰპარა თბილისელებს და ერთი თეთრიც არ დაუბრუნებია „ევროპულ საქართველოს“. სხვათა შორის, არც კოვიდის ფონდში გადაურიცხავთ ადამიანებს, როცა საქართველოს პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“ მთელი თვეების მანძილზე თავისი ხელფასის მესამედს რიცხავდნენ. ესეც ვერ გაიმეტეს ამ ხაზინის ქურდებმა“, - განაცხადა ცაგარეიშვილი.

ალეკო ელისაშვილი

04 აგვისტო 2020, 18:22

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი საბურთალოს საარჩევნო ოლქში იყრის კენჭს

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ალეკო ელისაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება, - ამის შესახებ მან პოლიტიკური გუნდის, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ პრეზენტაციაზე განაცხადა.

04 აგვისტო 2020, 18:18

COVID19

საფრანგეთის სამეცნიერო საბჭო: ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს

წამყვანი ფრანგი მეცნიერების განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს, ვინაიდან, მათი პროგნოზით, 2020 წლის შემოდგომაზე ვირუსის გავრცელების დონე მაღალი იქნება.

ბუსა ჟვანიას აღკვეთი

04 აგვისტო 2020, 18:17

სამართალი

ბესარიონ, იგივე ბუსა, ჟვანიას აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბესარიონ, იგივე ბუსა, ჟვანიას აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ ყურადღება გაამახვილა ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის მხრიდან შესაძლო მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების შესაძლებლობაზე.

გიორგი ცაგარეიშვილი

04 აგვისტო 2020, 18:10

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილი: ხელისუფლების ოპონენტებმა რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევის „გირგვლიანიზაცია“ მოინდომეს, რაც არ გამოვიდა

რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევის გირგვლიანიზაცია მოინდომეს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურმა ოპონენტებმა, რაც, ბუნებრივია, არ გამოვიდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

04 აგვისტო 2020, 18:04

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ჟურნალისტი როდესაც ამბობს, რომ სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია და მას გამოძიებას არ აწვდის, ეს პოლიტიკურ დღის წესრიგს მიყოლა

„ნაციონალური მოძრაობა“ როგორც კრიმინალური ორგანიზაცია, თავის სატელიტ პარტიებთან და საკუთარ პარტიულ ტელევიზიებთან ერთად ახდენს ინსცენირებას, სპეკულაციებს კონკრეტულ საკითხებზე და ამახინჯებს ფაქტებს, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ცაგარეიშვილი

04 აგვისტო 2020, 18:01

პოლიტიკა

გიორგი ცაგარეიშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანია დაგეგმილი ისტერიის ფონზე მიმდინარეობს

„მე ვფიქრობ, ეს არის კარგად მოფიქრებული ისტერიული ფონი - კარგად ჩამოყალიბებული, კარგად დაგეგმილი. შესაბამისად, ეს ისტერიული ფონი იკვებება ტრაგედიებით. ამის ტირაჟირება მიმდინარეობს შემდეგ მიმდინარეობს რამდენიმე პარტიული ტელევიზიის მიერ. არავითარი პროგრამებზე საუბარი, არავითარი ახალი იდეების წარმოჩენა წინასაარჩევნოდ, რაც სხვა პერიოდში უხვად იყო ხოლმე, მათ შორის საქართველოს უახლეს ისტორიასაც თუ გავიხსენებთ. და თუ დააკვირდებით, თითქმის ორმა თვემ განვლო ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, შემდეგ მუდმივად აპელირება იმაზე, რომ გამოძიება არაკვალიფიციურად მიმდინარეობს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ლუკა ლაკვეხელიანი

04 აგვისტო 2020, 17:59

სპორტი

ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას უნგრეთის „მეზოკოვეშდიში“ გააგრძელებს

ლუკა ლაკვეხელიანი კარიერას უნგრეთის „მეზოკოვეშდიში“ განაგრძობს. „საბურთალოსა“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და ახალ გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

04 აგვისტო 2020, 17:58

საზოგადოება

2020 წლის საგამოცდო პროცესი წარმატებით დასრულდა

დღეს, 4 აგვისტოს, 2020 წლის საგამოცდო პროცესი საერთო სამაგისტრო გამოცდებით დასრულდა. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა. „წარმატებით დასრულთა ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები. საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა. სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ყველა უწყებას, ვინც ჩართული იყო გამოცდების ორგანიზების პროცესში. აბიტურიენთთა ქულების გამოქვეყნება უკვე დაწყო და თითოეულ მათგანს წარმატებას კიდევ ერთხელ ვუსურვებ“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.

04 აგვისტო 2020, 17:51

რეგიონი

დედოფლისწყაროში, „ფრონტერას“ თანამშრომლებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს

დედოფლისწყაროში, ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერას“ თანამშრომლებმა დღეს მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნა ისევ უცვლელია, ისინი არსებული დავალიანების დაფარვას დაუყოვნებლივ ითხოვენ. „ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლების დავალიანება მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს. კომპანიაში დასაქმებულებმა სასამართლოს მას შემდეგ მიმართეს, რაც ისინი ხელმძღვანელობამ სამსახურიდან ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლა.

თაკო ჩარკვიანი

04 აგვისტო 2020, 17:47

პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: ვამბობდი, რომ შალვა ნათელაშვილთან გაერთიანება „ძალა ერთობის“ საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ასეც აღმოჩნდა

„მე ვთქვი, რომ ეს ერთობა არ შედგება, ვერ მოხდება მაჟორიტარებზე შეთანხმება-მეთქი, აი, ხომ ვერ მოხდა? თუ იდეის გარშემო არ არის გაერთიანება, არ შეიძლება შეთანხმებები დარჩეს. ვამბობდი, რომ ბატონ შალვა ნათელაშვილთან გაერთიანება „ძალა ერთობის“ საწინააღმდეგოდ შეიქმნა, ასე აღმოჩნდა “, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ნინო ქადაგიძე

04 აგვისტო 2020, 17:40

საზოგადოება

ნინო ქადაგიძე თოფაძეების ოჯახს ბოდიშს უხდის

„პირველ რიგში მინდა ბოდიში მოვუხადო ოჯახს და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. პასუხისმგებლობას ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. ჯერ მიმდინარეობს გამოძიება. მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება, თუმცა მგონია, რომ ისე დაუმძიმეს ბრალი... ძალიან მძიმე იყო ეს ჩემთვის“, - განაცხადა ქადაგიძემ.

04 აგვისტო 2020, 17:38

თავდაცვა

თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ რეგულაციის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო

თელავის აგრარული ბაზრის ადმინისტრაციამ რეგულაციის დარღვევისთვის გაფრთხილება მიიღო. ობიექტზე შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს იმყოფებოდნენ. გაფრთხილების მიზეზად თერმოსკრინინგის აპარატების არასაკმარისი რაოდენობა სახელდება, რის გამოც ადმინისტრაციას მისი შეძენა გონივრულ ვადაში დაევალა.

ანრი ოხანაშვილ

04 აგვისტო 2020, 17:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები ​ბაჩალიაშვილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებას ცდილობენ

„ნაციონალური მოძრაობა“, მისი სატელიტი პარტიები და პარტიული ტელევიზიები უმძიმეს „მორალურ“ ქმედებებს სჩადიან და საზოგადოების თვალში ცდილობენ, რომ საზოგადოებას რაიმე შინაარსობრივ დღის წესრიგზე კი არ ესაუბრონ არამედ, ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებაზე - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

04 აგვისტო 2020, 17:24

სამართალი

შსს-მ სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ყაჩაღობის ბრალდებით 24 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს. ინფორმაცია imedinews-ს ძალოვან უწყებაში ცოტა ხნის წინ დაუდასტურეს. ბრალის წარდგენამდე დაკავებული თელავში, წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ანრი ოხანაშვილი

04 აგვისტო 2020, 17:21

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციის შანსები ნულს ქვემოთაა

„ვისურვებდი ჯანსაღ ოპოზიციას, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან კონკრეტულ საკითხებზე, საზოგადოებისთვის კონკრეტული საკითხების შეთავაზებასა და მათი გადაჭრის გზებზე, რასაც ჩვენ მთელი ეს პერიოდი ვერ ვხედავთ, ამიტომ მათი შანსი არის ნული ქვემოთ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპატრიარქო

04 აგვისტო 2020, 17:18

საზოგადოება

საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ საბჭოთა პერიოდში დაზარალებული რელიგიური გაერთიანებები კომპენსაციას მალე მიიღებენ

„შეხვედრაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ საქართველოს მთავრობის #117 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პროექტს, რაც ითვალისწინებს კომპენსაციის მიცემას ყველა იმ რელიგიური გაერთიანებისთვის, რომელსაც საბჭოთა პერიოდში მიადგა ზარალი. ისტორიული სამართლიანობის აღდგენის პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს საპატრიარქო ყოველთვის მხარს უჭერდა ზემოაღნიშნულის განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.