imedi /  11 თებერვალი 2020, 16:38 / სანდო წყარო

ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკა მელიას საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა. საუბარია ნიკა მელიას საკონსტიუციო სარჩელზე, სადაც ის ითხოვს პარლამენტის იმ დადგენილების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომლითაც მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა.

კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 დეკემბრის განაჩენით, ნიკანორ მელიას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. აღნიშნული განაჩენის საფუძველზე 12 დეკემბერს მას შეუწყდა საპარლამენტო უფლებამოსილება.

„სახალხო დამცველის აპარატის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ნიკანორ მელიას მიმართ დამდგარი განაჩენი აღსასრულებლად ჯერ არ მიქცეულა. სასამართლოს განცხადებით, დანიშნული სასჯელი აღსრულდება მას შემდეგ, რაც გასაჩივრების პროცედურები დასრულდება და ბოლო ინსტანცია შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიმოიხილავს, თუ როდის უნდა წარმოადგენდეს გამამტყუნებელი განაჩენი საპარლამენტო უფლებამოსილების ჩამორთმევის საფუძველს. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ძალაში შესული განაჩენის“ ცნებას ავტონომიური შინაარსი გააჩნია, ხოლო არჩეული პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტისას თანაზომიერების პრინციპის დაცვა აუცილებელია.

საერთო სასამართლოებში დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მათ შორის, განსახილველ საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზით ირკვევა, რომ განაჩენი დაუყოვნებლივ აღსრულდება მაშინ, თუ დანიშნულია საპატიმრო სასჯელი, ხოლო არასაპატიმრო სასჯელები აღსრულდება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ. საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის ანალიზიდან ასევე შესაძლებელია ანალოგიური განსხვავების ამოკითხვა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

საკონსტიტუციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას სამართლიანად უთმობს დემოკრატიული წესით, ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების უფლებამოსილებაში ჩარევის დროს თანაზომიერების დაცვას. სასამართლო უთითებს პროპორციულობის დაცვის აუცილებლობაზე, იმ ფონზე, როდესაც არჩეული პირის უფლებამოსილება შემოფარგლულია კონკრეტული ვადით და გაცდენილი ვადის აღდგენა ობიექტურად შეუძლებელია.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სწორედ პროპორციულობის საკითხის გარკვევას ისახავდა მიზნად. შესაბამისად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ მაშინ, თუკი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დეპუტატს სასჯელის სახედ საპატიმრო სასჯელი დაენიშნა. იმ შემთხვევებში, როცა სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელი ინიშნება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მხოლოდ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობის, ან გასაჩივრების ვადის ამოწურვის შემდეგ უნდა შეწყდეს.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ წინამდებარე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება დაეხმარება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს მოცემული საქმის სამართლიანად და კანონიერად გადაწყვეტაში“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიმართვაში.

სასამართლოს მეგობრის მოსაზრების ელექტრონული ვერსია იხილეთ ამ ბმულზე

ყველა სიახლე

04 ივნისი 2020, 14:29

COVID19

თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან ქალაქ თეთრიწყაროში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და 39 დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს. ქალაქ თეთრიწყაროში 25 აპრილს დაფიქსირდა კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა,ხოლო 26 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ჩაიკეტა მუნიციპალური ცენტრი.

გიორგი არველაძე

04 ივნისი 2020, 14:18

პოლიტიკა

ემზადეთ რევოლუციისთვის - გიორგი არველაძე ქართულ ოპოზიციას მიმართავს

„ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე!, - ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი და ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა დირექტორი, გიორგი არველაძე Facebook-ის საკუთარ გვერზე წერს. „ქართული ოპოზიცია ამაზრზენად გამოიყურება. ქვეყანა შიმშილის და სრული სიღატაკის ზღვარზეა და ესენი პილიტიკური იწილო-ბიწილოთი, არარსებული თანამდებობების და მანდატების გაყოფით არიან დაკავებულნი. გონს მოდით დროზე! სულ ფეხებზე კიდია ხალხს რაზე შეთანხმდებით და რაზე ვერა. რეალურ, ხალხისა და ქვეყნის პრობლემებს მიხედეთ! უდიდესი გასაჭირია ხალხში! ეგრე რომც შეთანხმდეთ, ნულების ჯამიც და ნამრავლიც ნულის ტოლია!

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 14:17

ეკონომიკა

გიორგი გახარიამ კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების პროფესორებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა

როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება, რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის სწრაფი ზრდის, კონკურენტუნარიანობის და სიღარიბის დაძლევის მიმართულებით და რა იქნება მთავარი ეკონომიკური პრიორიტეტები მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, - საქართველოს მთავრობა მაღალი დონის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულ საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე აქტიურად მუშაობს.

დავით ბაქრაძე

04 ივნისი 2020, 14:17

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ საერთო მაჟორიტარული კანდიდატების საკითხზე კონსულტაციებისთვის მზად არის

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს დღეს გაკეთებულ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ, პირველ რიგში, თბილისში საერთო მაჟორიტარული კანდიდატები უნდა წარადგინოს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმება ოლქების დიდ ნაწილში და პირველ რიგში თბილისში, ეს არის საკვანძო ელემენტი ოპოზიციის გამარჯვების მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომ მთლიანად მხარს ვუჭერთ და მზად ვართ კონსულტაციებისთვის. მაგრამ არა ზოგადი კონსულტაციებისთვის. მზად ვართ შევიკრიბოთ და კონკრეტულად, უახლოეს დღეებში შევთანხმდეთ იმაზე, თუ ვინ იქნებიან ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატები პირველ რიგში თბილისში და შემდეგ უკვე გაგრძელდეს საუბარი თბილისის გარეთაც“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ივნისი 2020, 14:12

COVID19

კაფეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარიმა ემუქრება

კაფეში პირბადის გარეშე ყოფნის გამო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ჯარიმა ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 3 ივნისს ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელზეც პრეზიდენტი ქალაქ ხმელნიცკის ერთ-ერთ კაფეში სხვა ოფიციალურ პირებთან, მათ შორის მთავარ სანიტარულ ექიმთან, ვიქტორ ლიაშკოსთან ერთად ყავას სვამს. ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები დაწესებულებაში პირბადეების გარეშე იმყოფედნენ.

პროკურორი ლევან ქუთათელაძე

04 ივნისი 2020, 14:07

სამართალი

მოწმეების ინფორმაციით, ლუკა სირაძის დაკითხვა მარიანა ჩოლოიანის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებით მიმდინარეობდა

საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის საქმე განიხილა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების ორი მოწმე - „მწვანე სკოლის“ სასწავლო ნაწილის გამგე და პედაგოგი დაიკითხნენ.

ირაკლი მეზურნიშვილი

04 ივნისი 2020, 13:59

პოლიტიკა

ირაკლი მეზურნიშვილი: სოციალური გაზის ნაწილში მოსახლეობას საფასური 1 თეთრითაც არ გაუძვირდება

დავაყენე საკითხი და სოციალურ ნაწილში არცერთ მოსახლეს საფასური 1 თეთრითაც არ გაუძვირდებათ. ათასობით მოსახლე არის დარჩენილი, რომელიც სარგებლობს თხევადი აირით (ბალონების სისტემით) და მათ ეს არ გაუძვირდებათ, - ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი განიხილება, კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ცვლილებების არსი განმარტა.

ირანი კორონავირუსი

04 ივნისი 2020, 13:57

COVID19

ირანში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ირანში კორონავირუსის 3 573 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებლია. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 164 270-მდე გაიზარდა.

04 ივნისი 2020, 13:50

მსოფლიო

პეტიციას ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით 15-მა მილიონმა ადამიანმა მოაწერა ხელი

„ვცდილობთ, მინეაპოლისის მერის, ჯეიკობ ფრეის და ოლქის პროკურორის, მაიკ ფრიმენის ყურადღება მივიქციოთ და ვთხოვოთ გაათავისუფლონ ამ ამაზრზენ ისტორიაში მონაწილე ოფიცრები და დაუყოვნებლივ წაუყენონ ბრალდება“, - ნათქვამია პეტიციაში.

ნათია თურნავა

04 ივნისი 2020, 13:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში იზრდება იმ დარგების სია, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, თუ აქამდე პროგრამაში 100-მდე დარგი იყო, ახლა პრაქტიკულად ორმაგდება იმ დარგების რიცხვი, რომლებსაც „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარება.

სოფელ ფარიზში გზის მოწყობა

04 ივნისი 2020, 13:38

რეგიონი

სოფელ ფარიზში ასფალტო-ბეტონის გზის დაგების და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სოფელში, 500 გრძივ მეტრზე, ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.

ჯასტინ მაკკენზი სმიტი

04 ივნისი 2020, 13:32

COVID19

ჯასტინ მაკკენზი სმიტი: ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასა და უსაფრთხო მსოფლიოს შენებაში საქართველო აქტიური პარტნიორია

გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მონაწილეობას ვაქცინაციის გლობალურ სამიტში, რომელსაც დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი მასპინძლობს. ამის შესახებ დიპლომატი Twitter-ზე წერს.

ლი ჩჟე იონი

04 ივნისი 2020, 13:26

მსოფლიო

სამხრეთ კორეის პროკურატურამ Samsung-ის ხელმძღვანელის დაკავების ორდერი გასცა

სამხრეთ კორეის პროკურატურამ კომპანია Samsung-ის ვიცე-პრეზიდენტისა და ფაქტობრივი მმართველის, ლი ჩჟე იონისა და კიდევ ორი ყოფილი ტოპმენეჯერის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Yonhap-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ კვაჭაძე

04 ივნისი 2020, 13:26

სამართალი

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ექსპერტიზის ბიუროსთან სროლის შედეგად დაშავებული ორი კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ კვაჭაძემ განცხადა. მისივე თქმით, ორივე პაციენტი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას. “ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ იყო მოყვანილი ორი პაციენტი სხეულის სხვადახვა უბნის ჭრილობებით. ორივე მათგანს ჩაუტარდა ჭრილობების ქირურგიული წესით დამუშავება საოპერაციო ბლოკში. ორივე მათგანის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, აგრძელებენ სტაციონარულ პირობებში მკურნალობას. არც ერთის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორივე პაციენტი რამდენიმე დღეში დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ნიკოლოზ კვაჭაძემ.

კოკაინი მანქანა ტეხასი

04 ივნისი 2020, 13:26

მსოფლიო

ტეხასში კაცმა აუქციონზე ნაყიდ ავტომობილში თითქმის 35 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინა

კაცმა ნარკოტიკული ნივთიერებით სავსე 17 შეკვრა მანქანის საიდუმლო განყოფილებაში აღმოაჩინა და მომხდარის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ძაღლის დახმარებით ავტომობილში დამალული კიდევ 17 შეკვრა აღმოაჩინეს.

მიტროპოლიტი შიო

04 ივნისი 2020, 13:24

საზოგადოება

მეუფე შიო: დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს დავით გარეჯელს და გვაქვს სურვილი, ეს ვითარება გამოსწორდეს

დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გარეჯობა აღინიშნება. სამონასტრო კომპლექსში იმყოფება პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელმაც მამა დავით გარეჯელის მიერ დაარსებულ ლავრაში პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფე შიომ მამა დავით გარეჯელის ღვაწლზე ისაუბრა, და ქადაგების ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის საკითხსაც შეეხო.

რომან გოლოვჩენკო

04 ივნისი 2020, 13:15

მსოფლიო

ბელარუსის პრემიერ-მინისტრად რომან გოლოვჩენკო დაინიშნა

მანამდე გოლოვჩენკო სამხედრო-სამრეწველო სახელმწიფო კომიტეტს ხელმძღვანელობდა. პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ნიკოლაი სნოპკოვმა დაიკავა, მისი წინამორბედი დმიტრი კრუტოი კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გახდა.

04 ივნისი 2020, 13:14

საზოგადოება

TikTok - რამდენად უსაფრთხოა თქვენი საყვარელი აპლიკაცია

მოქალაქეების უკეთ ინფორმირების , ინტერნეტის და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე თითოეული ჩვენგანის პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით , სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა TikTok-ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები. უწყება განმარტავს, რომ აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსხვავებულია მომხმარებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. კერძოდ, არსებობს სამი სახის კონფიდენციალურობის პოლიტიკა - ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირებისთვის, ევროპის ეკონომიკურ ზონაში შემავალ ქვეყნებში, შვეიცარიაში მცხოვრები პირებისთვის და სხვა ქვეყნებში მცხოვრები მომხმარებლებისთვის. შესაბამისად, აპლიკაციის იმ მომხმარებლებისთვის, რომელებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, მოქმედებს „სხვა ქვეყნებისთვის“ განსაზღვრული კონფიდენციალურობის პოლიტიკა.

ფოტო: Shutterstock

04 ივნისი 2020, 13:12

მსოფლიო

ჩინეთში სკოლის დარაჯმა 39 ადამიანი დანით დაჭრა

სამხრეთ ჩინეთში, ვანფუს ოლქის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში დანით შეიარაღებულმა სკოლის დარაჯმა 39 ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ Globaltimes წერს. დაშავებულია 37 მოსწავლე და 2 მასწავლებელი. ორი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 50 წლის თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

გიორგი გახარია

04 ივნისი 2020, 13:08

პოლიტიკა

გიორგი გახარია: პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების საუკეთესო მეცნიერებთან ერთად ვმუშაობთ

ჩვენს მოქალაქეებს, დღეს, კრიზისად გამომდინარე, რა თქმა უნდა, უჭირთ, ბევრმა დაკარგა შემოსავალი და ბევრ ადამიანს, უბრალოდ, შემოსავალი ვერ მიაქვს ოჯახში, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ბევრი ლოდინის დრო და შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის გლობალური პანდემია და გამოწვევა, რა თქმა უნდა, ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას. მან ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად.