Imedi /  14 თებერვალი 2020, 15:55 / სანდო წყარო

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია

ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარია. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასაწყობე ფართს გაუჩნდა. იწვის მუყაოს ყუთები და საბურავები.

არიან თუ არა დაშავებულები, ამის შესახებ ინფორმაცია ამჟამად ზუსტდება. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 12 ჯგუფი მუშაობს. 

 

ყველა სიახლე

მიხეილ სააკაშვილი

21 სექტემბერი 2020, 12:13

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი კოალიციურ მთავრობაზე: მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას - არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების

„მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციის, ფართო საზოგადოებრივი ხედვის, პატრიოტიზმის, ფართო საზოგადოების გაერთიანების. ახლა გვჭირდება სტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე უმრავლესობას არ აიღებს, ან საქართველო დაიღუპება“ - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

21 სექტემბერი 2020, 12:12

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ

ჩვენს წინაშე დიდი გამოწვევებია, გამოწვევები, რომლებიც ერთად უნდა დავძლიოთ და გადავლახოთ. პროგრესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო უნდა დაჩქარდეს, ამავდროულად კი თითოეული თქვენგანი უნდა გრძნობდეს, რომ მის გვერდით საკუთარ მოსახლეობაზე მზრუნველი, ეფექტური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება დგას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძიემ ხარაგაულში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

21 სექტემბერი 2020, 12:03

საზოგადოება

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ

მყვინთავ მაშველებს ხელფასები 100 პროცენტით გაეზარდათ, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აგრძელებს სრუქტურულ რეფორმირებას. განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარ სამმართველოში, შინაგან საქმეთა მინისტრ, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს გაყოფილებები. მასში გაერთიანდებიან მყვინთავი მაშველები. დეცენტრალიზაცია ხელს შეუწყობს რეაგირების ეფექტურობის გაზრდას. ასევე, მყინთავ მაშველებს ხელფასი გაეზრათ 100 პროცენტით.

ანა ბუჩუკური

21 სექტემბერი 2020, 12:02

საზოგადოება

ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი იქმნება

2021 წლის განმავლობაში ცენტრი საპილოტე რეჟიმში იმუშავებს და მომსახურებას გაუწევს სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. ცენტრის მომსახურების მიზანია, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილება და მათი ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე მორგებულ გარემოში.

ადამ ვიოტეხი

21 სექტემბერი 2020, 12:01

მსოფლიო

ეპიდვითარების გამწვავების ფონზე, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

„მადლობა მას ჯანმრთელობის დაცვის სფეროში გაწეული სამუშაოსთვის. ის წესიერი, პატიოსანი და ძალიან მშრომელი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, მას შეეძლო, დაემახსოვრებინათ როგორც ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის მინისტრი, მთელი თავისი ენერგიის კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოყენება რომ არ დასჭირვებოდა“.

21 სექტემბერი 2020, 11:59

COVID19

კახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ისევ გაშლილია საველე სამედიცინო კარავი , სადაც მოქალაქეებს თერმოსკრინინგი და უფასო PCR ტესტირება უტარდება. მასობრივი თერმოსკრინინგი მიმდინარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეშიც.

გიორგი გახარია

21 სექტემბერი 2020, 11:54

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს ერთად დაწყებული და ყველა ეს მნიშვნელოვანი საქმე უნდა დავასრულოთ ერთად და გამარჯვებით

სოფლის მეურნეობა აქ ყოველთვის იყო განვითარებული და ჩვენ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მიუხედავად საკმაოდ რთული რელიეფისა, თითოეულ ოჯახს, რომელიც აქ ცხოვრობს, მთავრობა მიეხმარება სხვადასხვა პროგრამით, იმისთვის, რომ ადამიანები დამაგრდნენ მიწაზე, ისინი ვისაც ამის სურვილი აქვთ; ახალგაზრდებს ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობა, რა შესაძლებლობებიც თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხარაგაულში პაატა კვიჟინაძის და კობა ლურსმანაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ და ხუან ორლანდო ერნანდესი

21 სექტემბერი 2020, 11:39

მსოფლიო

ჰონდურასი ისრაელში თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებით, წლის ბოლომდე ჰონდურასი ისრაელში თავის საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს, ხოლო ისრაელი ჰონდურასში საელჩოს გახსნის. „ახლახან ვესაუბრე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს. ჩვენი სტრატეგიული კავშირის გაძლიერება განვიხილეთ და შევთანხმდით, რომ იერუსალიმსა და ტეგუსიგალპაში საელჩოებს გავხსნით. ვიმედოვნებთ, რომ ამ ისტორიულ ნაბიჯს წლის ბოლომდე გადავდგამთ“, - განაცხადა ჰონდურასის პრეზიდენტმა, ხუან ორლანდო ერნანდესმა.

21 სექტემბერი 2020, 11:38

პოლიტიკა

ბათუმში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობას კარდაკარ ხვდებიან

ქ.ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, საქართველოს პარლამენტში რესან კონცელიძემ და უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ტიტე აროშიძემ, კარდაკარ შემოვლა ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებთან შეხვედრით გააგრძელეს. როგორც, რესან კონცელიძე აცხადებს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამომრჩევლები დიდი იმედით ხვდებიან და ინტერესით ეცნობიან დეპუტატების სამომავლო გეგმებს. დეპუტატები კარდაკარ მსვლელობის შემდეგ მაიაკოვსკის, დიმიტრი თავდადებულის, შამილაძისა და ზედაღელის მოსახლეობას შეხვდნენ.

მარინა ეზუგბაია

21 სექტემბერი 2020, 11:37

COVID19

მარინა ეზუგბაია: საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება

„საბედნიეროდ, მონაცემები არ იზრდება, ჩვენ არ გადავედით 200-ზე მეტ რიცხვებში. სექტემბრიდან დაიწყო დაინფიცირებულთა რიცხვის მატება და ვმერყეობთ 152-დან 196-ს შორის, 200 არ გამხდარა. აგვისტოში კეთდებოდა დღეში დაახლოებით 7 000 ტესტი“.

21 სექტემბერი 2020, 11:30

COVID19

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთ კრიტიკულად მძიმე პაციენტს მკურნალობენ

„გვყავდა 34 პაციენტი. გამოჯანმრთელებული არ გვყოლია, ახალიც არ შემოსულა და კვლავ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. ასევე, ერთი პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა, ორი მძიმე პაციენტია. დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ჯო ბაიდენი

21 სექტემბერი 2020, 11:28

მსოფლიო

ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს

„მოვუწოდებ რესპუბლიკელ სენატორებს - გთხოვთ, თქვენი სინდისის მიხედვით იმოქმედეთ, მიეცით ადამიანებს ხმის ამოღების უფლება, ჩაახშეთ ალი, რომელშიც ჩვენი ქვეყანაა გახვეული. არ დაუჭიროთ მხარი არც ერთ ნომინანტს იმ ვითარებაში, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა და სენატორმა მაკკონელმა შექმნეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

21 სექტემბერი 2020, 11:27

COVID19

შიდა ქართლში კორონავირუსის შემთხვევები ერთით გაიზარდა

კოვიდინფიცირებულთა რიცხვი შიდა ქართლში ერთით გაიზარდა. ახალი დადასტურებული შემთხვევა თბილისში დადასტურებულის კონტაქტია. 60 წლამდე ქალი უკვე გადაყვანილია კოვიდ კლინიკაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია. უკვე გამოვლენილია მისი 10-მდე კონტაქტი და მათ ტესტირება უტარდებათ.

21 სექტემბერი 2020, 11:13

COVID19

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში კორონავირუსი რამდენიმე თანამშრომელს დაუდასტურდა. სასამართლოს ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, რამდენი პირია ინფიცირებული, თუმცა ამბობენ, რომ ინფიცირებულთა შორის არ არიან მოსამართლეები. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მასობრივი ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომებზე დამსწრე ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა.

21 სექტემბერი 2020, 11:09

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 92 აჭარაში გამოვლინდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დაფიქსირდა, 53 იმერეთში, 31 თბილისში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში, 1 კი მცხეთა-მთიანეთში.

21 სექტემბერი 2020, 11:07

საზოგადოება

მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება

ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში საღმრთო ლიტურგია სრულდება. წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მღვდელმთავრებთან ერთად აღარვლენს. მსახურების ბოლოს მღვდელმთავარი ტაზარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და დღესასწაულს მიულოცავს.

21 სექტემბერი 2020, 11:06

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი 60 წლის ქალია

„მასთან ერთად, გადმოიყვანეს კიდევ სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მას ასევე თანარსებული დაავადებები ჰქონდა“ - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

21 სექტემბერი 2020, 11:00

COVID19

ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსით 53 ადამიანი დაინფიცირდა

იმერეთში კოვიდინფიცირების 53 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუბერნატორის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, უმეტესი მათგანი კვლავ ოქროს სავაჭრო ცენტრის კლასტერს უკავშირდება. გუშინ კონტაქტების მოძიება დასრულდა და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში ან კარანტინშია გადაყვანილი. რამდენიმე შემთვევაში დაინფიცირების წყარო უცნობია, თუმცა გუბერნატორი ამბობს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

21 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა, სადაც პედაგოგსა და ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის დარეჯან ზარანდიას ინფორმაციით, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამავე სკოლის პედაგოგსა და ორ მოსწავლეს COVID-19 დაუდასტურდათ.

21 სექტემბერი 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-20 პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.