imedi /  28 თებერვალი 2020, 23:36 / სანდო წყარო

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

დაჭრა

არსებული ინფორმაციით მას ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

,,შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აქვს ჭრილ9ბა გულმკერდის არეში ბასრი საგნით. უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხეზე არ ემუქრება", - აცხადებს ორჟონია.

Imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძემ რადიკალური ოპოზიციის მიერ საარჩევნოდ დაგეგმილი პროვოკაციების ფორმები დეტალურად ჩამოთვალა

ეს არის რადიკალური ოპოზიციის გეგმები, თუმცა ამ გეგმებს აღსრულება არ უწერია. აქ არის ხელისუფლება და ჩვენ გავცემთ უმკაცრეს პასუხს ყველაფერს - როგორც საარჩევნო მანიპულაციების, ასევე პროვოკაციების მცდელობას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 12:22

COVID19

იუსტიციის სახლის ახალქალაქის ფილიალში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მომსახურების დარბაზებსა და სამუშაო ოთახებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ამჯერად მასშტაბური დეზინფექცია იუსტიციის სახლის ახალქალაქის ფილიალში ჩატარდა.

ნეიმარი

29 ოქტომბერი 2020, 12:16

სპორტი

ნეიმარმა კუნთის ტრავმა მიიღო

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა „ბეშაქშეჰირთან“ შეხვედრაში კუნთის ტრავმა მიიღო. მატჩის პირველ ნახევარში ბრაზილიელს მოედნის დატოვება მოუხდა. მის ნაცვლად მოედანზე პაბლო სარაბია შევიდა. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. კლუბის მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის თქმით, ტრავმის გამო ნეიმარს შესაძლოა რამდენიმე მატჩის გამოტოვება მოუხდეს.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 12:12

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში

31 ოქტომბერს ჩვენ მთელ მსოფლიოს უნდა ვანახოთ როგორი არის სანიმუშო, ღია, დემოკრატიული არჩევნები პანდემიის პირობებში, ასეთი მაგალითი უნდა მივცეთ ყველას და ამის შესაძლებლობა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 12:10

პოლიტიკა

კახა კალაძე: გამარჯვებამდე დარჩა მხოლოდ და მხოლოდ ორი დღე

დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი კარგად ხედავს, რომ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მშვიდობა და სტაბილურობა გარანტირებულია, ხოლო ეკონომიკური განვითარებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დიდუბე- ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 12:06

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ელექტროენერგიის საფასურის ანაზღაურება 1.2 მილიონზე მეტ ოჯახს, ხოლო გაზის საფასურის ანაზღაურება 650 ათას ოჯახს შეეხება

„როგორც ადრე დავაანონსეთ, ანტიკრიზისული ღონისძიებების მე-3 ეტაპზე, პირველი ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში (ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი) უკვე ამოქმედდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.

ირაკლი კობახიძე

29 ოქტომბერი 2020, 12:04

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ რეიტინგი 55-დან 60%-მდე მერყეობს და ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერით, ეს შედეგი დაფიქსირდება 31 ოქტომბერს

„იგეგმება ერთი და იგივე საკითხზე სხვადასხვა წარმომადგენლისა და დამკვირვებლის მიერ საჩივრების დიდი რაოდენობის შეტანა, რათა შეიქმნას მაღალი სტატისტიკა საჩივრების კუთხით. გარდა ამისა რადიკალური პარტიები და მათი დამკვირვებლები გეგმავენ საარჩევნო კომისიებიდან არჩევნების დღეს ჭარბი ინფორმაციის გამოთხოვას, რათა კომისიების წევრებმა ვერ შეძლონ ძირითად საქმიანობაზე ჯეროვანი კონცენტრირება და ამით შეფერხდეს კომისიების საქმიანობა. ასევე იგეგმება საუბნო კომისიების პირველ სხდომებზე არაუფლებამოსილი პირების დასწრება, მაგალითად პარტიის მიერ დანიშნული და შემდეგ მოულოდნელად მოხსნილი წევრის მისვლა, რითაც სურთ შექმნან საბაბი სხდომების ლეგიტიმურობის შესახებ. იგეგმება საუბნო კომისიების წევრებს შორის ფუნქციების გასანაწილებელ წილისყრებში არ მონაწილეობა, წილისყრით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაზე უარის თქმა და პროცედურების საბოტაჟი“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი ქადაგიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 12:02

COVID19

ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა Facebook-ის საშუალებით გაავრცელა.

ნათია მეზვრიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 11:57

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: გამოჯანმრთელებულთა ზრდის კუთხით დღესაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 075 პირი

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 11:50

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,342 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,342 ადამიანს დაუდასტურდა, 113 კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 370,417 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 6,868 პაციენტი ემსხვერპლა, 151,632 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

29 ოქტომბერი 2020, 11:44

COVID19

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,383 ადამიანს დაუდასტურდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 2,383 პაციენტს დაუდასტურდა, 29 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 85,034 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1,272 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 53,257.

29 ოქტომბერი 2020, 11:42

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: პლურალისტურ და მრავალფეროვან წინასაარჩევნო მედიაგარემოში მედიის ნაწილი პოლარიზებულია, ნაწილი კი - სიძულვილის ენით და უცენზურო გამონათქვამებითაა გაჯერებული

კომუნიკაციების კომისია საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თვისებრივ და რაოდენობრივ პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. როგორც კომუნიკაციების კომისია იუწყება, თვისებრივი მედიამონიტორინგი 6 საერთო ეროვნულ მაუწყებელს, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“, საზოგადოებრივი მაუწყებლის „აჭარის ტელევიზიას“, „რუსთავი 2-ს“, „ტელეიმედს“, ტელეკომპანია „პირველს“ და „მთავარ არხს“ ჩაუტარდა.

გიორგი ვოლსკი

29 ოქტომბერი 2020, 11:37

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სადისტური მმართველობა, რომელიც არსებობდა, არსად წასულა, ის ელოდება თავის ჯერს

„ძალიან კარგად გრძნობენ, რომ , ჩასაფრებულია და ვითომ ფარისევლური ბოდიშებით უნდა თავი დააღწიოს მათზე შექმნილ საკმაოდ ობიექტურ შეხედულებებს. არიან პოლიტიკური თაღლითები, რომლებიც პირდაპირ ტყუილზე არიან გადასულები, იქნებ ვინმე მოატყუონ. არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ქაოტური სიტუაცია შექმნან და იქნებ ამ ქაოსში, ამღვრეულ წყალში რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ. ხალხს ძალიან კარგად ესმის სად არის სიმართლე და ზუსტად იციან რა არის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები“, - განაცხადა ვოლსკიმ.

სახანძრო-სამაშველო შენობა

29 ოქტომბერი 2020, 11:35

რეგიონი

ჩხოროწყუში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ ჩხოროწყუში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 11:33

პოლიტიკა

გიორგი გახარია: 31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს

„31 ოქტომბერს ღირსეულ ბრძოლაში გამარჯვება უნდა მივულოცოთ ერთმანეთს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დიდუბესა და ჩუღურეთში მაჟორირატი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის წარდგენისას განაცხადა.

ნათია მეზვრიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 11:19

COVID19

ნათია მეზვრიშვილი: ამ ეტაპზე გვყავს 511 მძიმე პაციენტი, 128 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 364. 4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 106, აჭარაში - 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში - 255, აჭარაში - 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი - მათ შორის, თბილისში - 70, აჭარაში - 29, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კორონავირუსის მართვაში ჩართული კლინიკების გეოგრაფიული გადანაწილება თანაბარი იქნება

„მსგავსი ინფექციის მართვის კომპონენტში მნიშვნელოვანია, როდესაც პაციენტების ლოკალიზაცია და განთავსება ხდება რეგიონში, პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე პერსონალიდან გამომდინარე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უწევს პაციენტის გადაყვანა სხვადასხვა რეგიონიდან ცენტრალიზებულად, როდესაც ისინი პაციენტთან ერთად ატარებენ დახურულ სივრცეში 4 საათს შესაბამისი ეკიპირებით, მაგრამ ეს მოიცავს ძალიან დიდ რისკებს. ამიტომ გადანაწილება იქნება ძალიან თანაბარი და ეს ყველაფერი გეგმაში არის გაწერილი“, - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძე

29 ოქტომბერი 2020, 11:18

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს

დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხის სიბრძნეში და მჯერა, რომ მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ხალხი არ აჰყვება პროვოკაციასმ მივა არჩევნებზე და გააკეთებს საკუთარ არჩევანს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება.

ინფექციური საავადმყოფო

29 ოქტომბერი 2020, 11:16

COVID19

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან თბილისში - 445, აჭარაში - 437, იმერეთში კი - 388 დაფიქსირდა

დღეს გამოვლენილი 1 709 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში - 437, იმერეთში - 388, ქვემო ქართლში - 32, შიდა ქართლში - 125, გურიაში - 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 151, კახეთში - 40, მცხეთა-მთიანეთში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 0, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 11:13

COVID19

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა

კახეთში კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 5 ყვარელში, 17 გურჯაანში, 27 თელავში, 5 ლაგოდეხში, 4 სიღნაღში, 2 დედოფლისწყაროში, ხოლო საგარეჯოში დაინფიცირების ერთი შემთხვევა გამოვლინდა.