imedi /  05 მარტი 2020, 13:28 / სანდო წყარო

პროკურატურა: „იბერიის“ საქმეზე შემუშავდა დანაშაულებრივი გეგმა, რომელიც ზურაბ ადეიშვილმა და თავისმა მოადგილემ, გიორგი ლაცაბიძემ განახორციელეს

პროკურატურა

პროკურატურა იმ დანაშაულებრივ გეგმაზე ავრცელებს განცხადებას, რომელიც „2004 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და თავისი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიერ განხორციელდა“.

პროკურატურის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიის“ სამაუწყებლო ლიცენზიის იძულებით დათმობის ფაქტზე, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისა და გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლაცაბიძის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.

ამასთან, სასამართლომ სრულად გაიზიარა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ეს დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კერძოდ, ჩატარებული გამოძიებითა და სასამართლოს განაჩენით დადგინდა, რომ 2004 წლის იანვარში, საქართველოს ახლად არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტეს, ხელში ჩაეგდოთ „ომეგა ჯგუფის” კუთვნილი ტელეკომპანია „იბერიის“ სამაუწყებლო ლიცენზია, რათა ტელევიზია ხელისუფლების მიერ ყოფილიყო კონტროლირებადი.

ამ მიზნით, კი შემუშავდა დანაშაულებრივი გეგმა, რომელიც ზურაბ ადეიშვილმა და თავისმა მოადგილემ, გიორგი ლაცაბიძემ განახორციელეს.

„გიორგი ლაცაბიძის ხელმძღვანელობით, გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და საგადასახადო რევიზია ბიზნესმენ ზ.ო.-ს კუთვნილი „ომეგა ჯგუფის“ მიმართ, რომელიც იმჟამად საქართველოში ახორციელებდა ტელემაუწყებლობას ,"იბერია ტვ-ს" სახით, ასევე საგამომცემლო და სამეწარმეო საქმიანობას.

ამასთან, ,,ომეგა ჯგუფი”-ს ყველა ოფისში, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიაშიც“ განლაგდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, დალუქეს კომპანიის ინვენტარი, პროდუქცია და მომუშავე პერსონალი შენობებიდან გაყარეს, რამაც გამოიწვია ტელეკომპანია „იბერიის“ და გაზეთ ,,ახალი ეპოქის“ საქმიანობის შეწყვეტა და წარმოების გაჩერება.

ამის შემდგომ, 2004 წლის შემოდგომაზე, გიორგი ლაცაბიძემ გენერალურ პროკურატურაში დაიბარა ,,ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ლ.ა., რომელსაც „ომეგა ჯგუფის“ კომპანიების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შექმნილი პრობლემების მოგვარების და კომპანიის ტერიტორიიდან სპეციალური დანიშნულების რაზმის გაყვანის სანაცვლოდ „იბერია ტვ-ს“ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობა კატეგორიულად მოსთხოვა.

ვინაიდან ხსენებული პირობის შესრულება „ომეგა ჯგუფის“ ბიზნესის გადარჩენისა და საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი გზა იყო, კომპანიის წარმომადგენლები იძულებულნი გახდნენ, თანხმობა განეცხადებინათ ტელეკომპანიის სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის უკანონო მოთხოვნაზე და მოგვიანებით ამის შესახებ გიორგი ლაცაბიძეს აცნობეს.

ამის პარალელურად, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ზურაბ ადეიშვილმა თავისთან დაიბარა იმჟამინდელი ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავჯდომარე დ.ქ. და აცნობა, რომ ტელეკომპანია „იბერია ტვ“ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა, რის გამოც ტელეკომპანიას მაუწყებლობა უნდა შეწყვეტოდა, ხოლო მაუწყებლობის ლიცენზია ხელისუფლების კონტროლქვეშ მოქცეულიყო, რა მიზნითაც დ.ქ.-ს უნდა უზრუნველეყო წილების დათმობის და გადაფორმების იურიდიული პროცედურები და მოეძებნა სანდო პირი, რომელსაც ლიცენზიას გადასცემდნენ.

პროკურატურის მიერ შემუშავებული ლიცენზიის დათმობის დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, 2004 წლის 7 დეკემბერს, ლ.ა. და „იბერია ტვ“-ს დამფუძნებლები დაიბარეს კოსტავას ქუჩაზე მდებარე სანოტარო ბიუროში ნოტარიუს ნ.გ.სთან, სადაც ხელი მოაწერეს დ.ქ.-ს მიერ წინასწარ მომზადებულ დოკუმენტებზე, რომლის თანახმადაც შპს „იბერია ტვ“ გაიყო ორ სუბიექტად და სამართალმემკვიდრეებად გამოცხადდნენ შპს „ტელეკომპანია აისი“ ტელელიცენზიის ნაწილში, რომელსაც გადაეცა №702 საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზია და შპს „იბერია ტვ“, რომელსაც გადაეცა დანარჩენი ქონება.

შედეგად, „ტელეკომპანია აისის“ დირექტორი, 100% წილის მფლობელი და შესაბამისად, ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის მესაკუთრე გახდა დ.ქ.-ს მეგობარი დ.კ., ხოლო შემდეგ ბ.ნ.

2007 წლის 12 სექტემბერს, ზურაბ ადეიშვილის მითითებით დ.ქ.-მ ტელეკომპანიის ლიცენზია საკუთარი მეგობრის ბ.ნ.-სგან ფიქტიური ხელშეკრულებით ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებულ პირზე ი.მ.-ზე გადააფორმა, რომელმაც, თავის მხრივ, 2012 წლის 21 თებერვალს იგი შპს ,,ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპს“ გადასცა და ლიცენზია კვლავ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირის გ.ა.-ს ხელში აღმოჩნდა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ომეგა ჯგუფის“ მფლობელებმა შეასრულეს სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის მოთხოვნა, მთავრობის დადგენილებით მოხდა „ომეგა ჯგუფის“ გადასახადების რესტრუქტურიზაცია და სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმაც დატოვეს „ომეგა ჯგუფის“ ტერიტორია.

ტელერადიომაუწყებლობის ლიცენზიის იძულებით დათმობას კი შედეგად მოჰყვა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ფუნქციონირების შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼ და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. გიორგი ლაცაბიძეს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ¼ და საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 40 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლითა და 3 თვის ვადით“, - წერია უწყების განცხადებაში.

ყველა სიახლე

04 სექტემბერი 2026, 19:13

მსოფლიო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინაზე რუსეთის დარტყმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა

4 სექტემბერს რუსეთმა კიევის ცენტრში, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირედ მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შტაბ-ბინას დრონით დაარტყა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 18:59

საზოგადოება

დედაქალაქის ცხრა საჯარო სკოლაში სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სასკოლო მზაობის ჯგუფების აღსაზრდელებს შეუძლიათ, ისარგებლონ ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტით – საქართველო I2Q (WB). პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება და მის ფარგლებში თბილისის ცხრა საჯარო სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს სასკოლო მზაობის ჯგუფები“.

04 სექტემბერი 2026, 18:52

მსოფლიო

„ამ აქტივების ათვისება ისეთი მექანიზმით, რაც ფაქტობრივად კონფისკაციის ტოლფასია, უზარმაზარ რისკებთან იქნება დაკავშირებული“ - ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ

ბელგიამ მკვეთრი უარით უპასუხა მორიგ ინიციატივას რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის გამოყენების შესახებ, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა.

04 სექტემბერი 2026, 18:33

მსოფლიო

Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს

ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა სტატიაში სათაურით „რატომ სურს ამდენ ქვეყანას ევროკავშირში შესვლა, ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნის გარდა?“

ჯაბა ხუბუა

04 სექტემბერი 2026, 18:28

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს

ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან რესტორანში მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა. ხუბუას თქმით, გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან ან ინციდენტის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცავებს საჩივრით მიმართეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ანი პაპიაშვილი

04 სექტემბერი 2026, 17:50

სამართალი

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, სასამართლომ რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა

საჯარო სივრცეში სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მოქალაქე მიტო ჩხაიძეს, 3 თასი ლარი ჯარიმა დაეკისრა, ხოლო თარაშ ონიანსა და დავით კვინიკაძეს - 4-4- ათასი ლარის ოდენობით.

04 სექტემბერი 2026, 17:47

მსოფლიო

ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა დაბომბა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთმა დრონის მეშვეობით კიევის ცენტრში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალური შენობა დაბომბა.

04 სექტემბერი 2026, 17:40

სამართალი

„სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე დოკუმენტების მიღება 11 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია სამაგისტრო პროგრამას წელს პირველად ახორციელებს. სტუდენტები მაღალკვალიფიციური, პრაქტიკოსი აკადემიური პერსონალისგან მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას და ჩაერთვებიან თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სიმულაციურ სწავლებებში.

მარტა კოსი

04 სექტემბერი 2026, 17:29

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირი ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ გაფართოების პროცესის გაგრძელებას ცდილობს

ევროკავშირის მაღალჩინოსნები ცდილობენ შეამცირონ ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ჩატარებული რეფერენდუმის გავლენა და გაფართოების პროცესს ახალი იმპულსი შესძინონ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

ირმა ინაშვილი

04 სექტემბერი 2026, 17:25

სამართალი

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

04 სექტემბერი 2026, 17:08

მსოფლიო

Euronews: ევროკავშირი სერბეთს აფრთხილებს - რატკო მლადიჩის დაკრძალვა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი ტესტი იქნება

ევროკავშირი სერბეთის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ ბოსნიელი სერბების ყოფილი სამხედრო მეთაურის, ომის დამნაშავედ მსჯავრდებული რატკო მლადიჩის დაკრძალვის ორგანიზება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

თამაზ ელიზბარაშვილი

04 სექტემბერი 2026, 17:02

სამართალი

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს რომ სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, უკან შესარიგებლად დაბრუნდა. პროკურორის მტკიცებით კი დაზარალებულებმა მუქარა რეალურად აღიქვეს, ელიზბარაშვილი კი უკან სავარაუდოდ შეიარაღებული დაბრუნდა.

04 სექტემბერი 2026, 16:53

პოლიტიკა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში მოისმინა

მისი თქმით, 2026 წლის 6 თვეში მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 7.9% შეადგინა, ხოლო ივნისში ინფლაციის დონე 5.8% იყო.

04 სექტემბერი 2026, 16:44

ჯანდაცვა

„ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ ასოციაციის ხელმძღვანელი ზაქარია გვიშიანი: საქართველომ შეძლო და ჩვენს ქვეყანაში უკვე იქნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის

საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტები, რაც ძალიან ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყანაში არ არის. ეს მოხდა დათქმულ დროში. დაახლოებით, თვენახევარში. ჩვენ არა თუ თვალს ვადევნებდით პროცესს, არამედ სამინისტროს მხრიდან, ყველა პროცედურასა და აქტივობაზე ვიყავით ინფორმირებული, - აღნიშნულის შეახებ დიუშენის მქონე ბავშვის მშობელმა და ასოციაციის ხელმძღვანელმა ზაქარია გვიშიანმა განაცხადა.

04 სექტემბერი 2026, 16:23

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება.

04 სექტემბერი 2026, 16:04

პოლიტიკა

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში ცნობად მიიღო

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.

თორნიკე ფაღავა

04 სექტემბერი 2026, 16:03

პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე: ეს ადამიანები და მათი პატიმრობა არის რადიკალური ოპოზიციის ლიდერების სინდისზე

„ეს ახალგაზრდები ჯერ წააქეზეს ქართული სახელმწიფოს წინაში, შემდეგ ჩაადენინეს უმძიმესი დანაშაულები, შემდეგ თვითონ სახლში კომფორტულად მოკალათებულები უყურებდნენ ამ პროცესებს. ახლა, როდესაც ეს ახალგაზრდები საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, ცდილობენ შეარცხვინონ და საჯაროდ დააბულინგონ იმისთვის, რომ პრეზიდენტის შეწყალება მოითხოვეს. მოხდა ახალგაზრდების ინსტრუმენტალიზაცია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის მორალურ სახეს“, - აღნიშნავს ფაღავა.

04 სექტემბერი 2026, 15:59

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: 7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებით ხვდება

7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ცნობიერების ამაღლების დღეს, საქართველო მნიშვნელოვანი წარმატებითა და სასიხარულო სიახლეებით ხვდება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

04 სექტემბერი 2026, 15:54

მსოფლიო

The Guardian: Volkswagen-ი კიდევ 50 000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა 100 000 სამუშაო ადგილის შემცირების საკამათო გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

04 სექტემბერი 2026, 15:46

სამართალი

პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.