სამართალი

26 სექტემბერი 2026, 19:09

საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის'' „ქურდული სამყაროს'' წევრობის და ოზურგეთში ჯგუფურად გაზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტებზე ოთხ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს'' ორმა წევრმა, პირადი შურისძიების მოტივით, მკვლელობა დაგეგმა. უშუალოდ შემსრულებლად თბილისიდან გურიაში ჩაიყვანეს მათი გარემოცვის წევრი, რომელსაც დაკავების შემთხვევაში დაჰპირდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში მხარდაჭერას, მფარველობას და მატერიალურ უზრუნველყოფას.

26 სექტემბერი 2026, 18:00

შსს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ სხვადასხვა წყაროში გავრცელებულ ინფორმაციას არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას უწოდებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის, ლევ მიხეევის შესახებ სხვადასხვა წყაროში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და მას არასწორ, დამახინჯებულ და ინტერპრეტირებულ ინფორმაციას უწოდებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, რომელიც ქართულ ენას არ ფლობს, კომუნიკაცია ხორციელდება თარჯიმნის მონაწილეობით. მათ შორის, პირისთვის დოკუმენტების გაცნობისა და ხელმოწერის პროცესში უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციის მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნა და განმარტება.

26 სექტემბერი 2026, 11:38

ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ორ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

მათგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ე.წ. “ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა და სხვა მტკიცებულებები ამოიღეს. საქმის მასალების ნაწილი ექსკლუზიურად მოიპოვა „ქრონიკამ“.

26 სექტემბერი 2026, 10:33

სამართალდამცველებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დაკავებული, შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძებნილი პირი ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

26 სექტემბერი 2026, 10:28

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 76 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. პოლიციის მიერ, ნივთმტკიცებად, ასევე ამოღებულია, ცეცხლსასროლი პისტოლეტი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

26 სექტემბერი 2026, 10:27

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ორი პირის მიმართ განხორციელებული ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

25 სექტემბერი 2026, 21:05

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსის სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული. სუსმა სპეცოპერაცია გარდაბანსა და ქარელში ჩაატარა.პროკურატურამ ორივე დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა. ისინი დუმილის უფლებას იყენებენ.

25 სექტემბერი 2026, 18:39

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდებული შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ვლადიმერ ხუნდაძე, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში იკავებდა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას, პირადი ნაცნობობა აკავშირებდა ბორის გოგიჩაიშვილთან, რომელიც თანამზრახველებთან ერთად ქ. გორში უცხოური ბრენდების სასაქონლო ნიშნის გამოყენებით უკანონოდ ახორციელებდა ალკოჰოლური სასმელების - ვისკისა და არაყის დამზადებასა და შენახვას.

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}