IMEDI /  18 ივნისი 2020, 18:05 / სანდო წყარო

12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული ჩეხეთმა საქართველოს გადმოსცა

სალომე ტატიშვილი

სალომე ტატიშვილი

ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადირდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული გიორგი ლიპარტელიანი - ამის შესახებ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

საქმე ეხება 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში მომხდარ ინციდენტს, რომელსაც 12 წლის სალომე ტატიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სასამართლოში დადასტურდა, რომ ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას გიორგი ლიპარტელიანმა უგულებელყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვანს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, გიორგი ლიპარტელიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

„საქართველოს მიერ ძებნილი კაცი ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა. ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მხარეთა ეფექტური თანამშრომლობის შედეგად“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

ყველა სიახლე

ჰუბერტ ქნირში

10 ივლისი 2020, 11:44

პოლიტიკა

ჰუბერტ ქნირში: საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და ნდობა

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში განვითარებას, უფრო მეტ დემოკრატიულ, მეტად საბაზრო-ეკონომიკურ განვითარებას და ჩვენ ხელს ვუწყობთ ამ განვითარებას. ხელს ვუწყობდით შევარდნაძის პერიოდშიც, ხელს ვუწყობდით სააკაშვილის მთავრობის პერიოდშიც და, რა თქმა უნდა, ხელს ვუწყობთ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდშიც. რა თქმა უნდა, საქართველოს მიმართ არის მოლოდინები და, რა თქმა უნდა, არის ნდობა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

მარინა ეზუგბაია

10 ივლისი 2020, 11:34

COVID19

მარინა ეზუგბაია: 28-ვე ქართველი სამხედროს მდგომარეობა სტაბილურია

„კლინიკა მინიმალური სიმპტომითაა გამოხატული, გართულება არც ერთთან არ შეინიშნება. დავაკვირდებით დინამიკაში“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

რობოტები იაპონიის ბეისბოლის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ მატჩზე

10 ივლისი 2020, 11:31

სპორტი

იაპონიის ბეისბოლის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ მატჩზე, ტრიბუნებზე მოცეკვავე რობოტები გამოჩნდნენ

იაპონიის ბეისბოლის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთ მატჩზე, ტრიბუნებზე მოცეკვავე რობოტები გამოჩნდნენ. ორიგინალური ინიციატივა „ფუკუოკას" ეკუთვნის, რომლის საშინაო შეხვედრასაც კეპებში გამოწყობილი რობოტები ესწრებოდნენ. მათ ხელში დროშები ეჭირათ და საყვარელ გუნდს ცეკვისა და სიმღერის ფონზე გულშემატკივრობდნენ.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:31

პოლიტიკა

გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა...“.

10 ივლისი 2020, 11:23

სპორტი

„ლაციოს“ ფეხბურთელი პატრიკ გაბარონი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

„ლაციოს“ ფეხბურთელი პატრიკ გაბარონი მეტოქე გუნდის ფეხბურთელის კბენისთვის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sport News ავრცელებს. რომაული კლუბის ესპანელმა ლეგიონერმა არასპორტული საქციელი „ლეჩეს“ მოთამაშის ჯულიო დონატის წინააღმდეგ თამაშისას ჩაიდინა, რის გამოც მსაჯმა მას მაშინვე წითელი ბარათი უჩვენა. სადისციპლინო კომიტეტმა კი 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციის გარდა, პატრიკი 10 ათასი ევროთი დააჯარიმა. წლევანდელ სეზონში გამართულ 20 შეხვედრაში გაბარონის ანგარიშზე 1 გოლია.

ბახმარო

10 ივლისი 2020, 11:22

სამართალი

ბახმაროსკენ მიმავალი ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა

ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ქვაბღასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მერსედესის მარკის ავტომობილი, რომლითაც ერთი ოჯახის 6 წევრი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა, ხიდიდან გადავარდა.

10 ივლისი 2020, 11:22

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით სამინისტროში სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მედიატორთა რეესტრის შემადგენლობა დაამტკიცეს. მოხდა კომისიის 2020-2022 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცებაც და გეგმაში შემავალი სხვადასხვა საკითხის განხილვა. საუბარი შეეხო შრომის კანონმდებლობის რეფორმასაც.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:21

საზოგადოება

გიორგი გახარია „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარდგენილ ცვლილებებზე: მედიის თვალსაზრისით, ეს არანაირ საფთხეს არ წარმოადგენს

„ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის, რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა, ასეთი განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც გარდა მისი მფლობელებისა, ასევე სახელმწიფოც პასუხისმგებელია. ამიტომ, იქედან გამომდინარე, სანამ ჩვენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, მსგავს მიმართულებებზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:20

პოლიტიკა

გიორგი გახარია გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტზე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ ინიციატივის მიღება

„ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე ეს საკითხი გავიდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება“.

10 ივლისი 2020, 11:20

COVID19

ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 23 პაციენტი აგრძელებს, მათგან 2 ახალია

„გუშინ გვყავდა 22 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი, რომელიც გაეწერა დაგვემატა 2 ახალი შემთხვევა, ორივე ავტომანქანების მძღოლია, მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. სტაციონარში არსებული სიტუაცია უცვლელია, დაავადების პროგრესირება არც ერთ პაციენტთან არ შეინიშნება“, - აღნიშნა მარინა ეზუგაბიამ.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:12

ეკონომიკა

გიორგი გახარია: ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც შიდა ტურიზმი უნდა განავითაროს, ჩვენ ყველამ ერთად, ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო

„ჩვენ ვიწყებთ შიდა ტურიზმის მხარდაჭერას, ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შესაძლებელია იყოს დავიწყებული, ჩვენს ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი და მოვუყვეთ ჩვენს სამშობლოზე“.

მარინა ეზუგბაია

10 ივლისი 2020, 11:11

COVID19

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 5 ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო უცნობია

5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინო სივრციდან დადასტურებული შემთვევასთან კონტაქტი, ერთი შემთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:08

სამართალი

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე: ტრაგედიით სპეკულირება და პოლიტიკური მიზნებით გამოყენება, კატეგორიულად მიუღებელი და ამორალურია

გიორგი გახარიას თქმით, ახლა ყველას ამოცანაა, რომ გამოძიებას ხელი შევუწყოთ. „გამოძიება რომ დასრულდება და შედეგი იქნება, შემდეგ შეიძლება მისი ყველა მხრიდან შეფასება, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ტრაგედიის სპეკულირება და გამოყენება რაღაც პოლიტიკური მიზნებით, ეს კატეგორიულად მიუღებელია. არასამართლიანი კი არა, ამორალურია ეს ყველაფერი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

10 ივლისი 2020, 11:07

COVID19

მექსიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7 280 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 730 ადამიანი გარდაიცვალა.

გიროგი გახარია

10 ივლისი 2020, 11:01

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ზოგიერთი ჩვენი ვაიპოლიტიკოსის გამო, არის მცდელობები, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ჩათრეულნი იყვნენ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებებში

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი ყველაზე ახლო სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები. მათი მხრიდან გამოხატული თითოეული საკითხი ჩვენთვის ყურადსაღებია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ზუსტად ასე იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით“.

დონალდ ტრამპი

10 ივლისი 2020, 10:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: რადიკალმა მემარცხენეებმა ჯო ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს - აზრზე არ არის, რას აკეთებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რადიკალმა მემარცხენეებმა ჯო ბაიდენს ტვინი გამოურეცხეს. „ჯო ბაიდენს რადიკალი მემარცხენეები აკონტროლებენ. იგი აზრზე არ არის, რას აკეთებს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში. მისივე თქმით, ჯო ბაიდენი ვერასდროს შეძლებს რადიკალ მემარცხენეებს წინააღმდეგობა გაუწიოს, თუნდაც მათ არ ეთანხმებოდეს. „ვფიქრობ, მას ტვინი გამოურეცხეს. არც კი იცის, სად არის, რას აკეთებს. ჩვენი ქვეყანა დაზარალდება. ჩვენი საფონდო ბირჟები ჩამოიშლება. ცუდი რამ მოხდება. პოლიციას დაფინანსებას შეუწყვეტენ. პოლიციას გააუქმებენ. შესაძლოა, ვენესუელის მსგავს ჯოჯოხეთად იქცეს ყველაფერი“, - დასძინა დონალდ ტრამპმა.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 10:53

პოლიტიკა

გიორგი გახარია: საქართველოს პროგრესსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას არაფერი ემუქრება

„ქართული ოცნებისთვის“ სიგნალი არის ის შეფასებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქართული დემოკარტიის განვითარების თვალსაზრისით საერთაშორისო პლატფორმებზე გაკეთებულა, მათ შორის ამერიკის მხრიდანაც, მათ შორის იგივე საკანონმდებლო ინიციატივაში ჩაწერილი ბევრი წარმატებული რეფორმის შეფასება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი გახარიას თქმით, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს და უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ რა ხდება შიდა პოლიტიკურ კონტექსტში.

გიორგი გახარია

10 ივლისი 2020, 10:51

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები, ახლა მთავარია სანიმუშო არჩევნები ჩავატაროთ

საარჩევნო სიაში მე ვიქნები ბოლო ნომერი. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ნომერი ვიქნები, გულწრფელად გეუბნებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

10 ივლისი 2020, 10:42

სამართალი

ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცის ნახევარფაბრიკატების ფალსიფიკაციის ფაქტზე, კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, კუთვნილ საამქროში აწარმოებდა თვისობრიობა შეცვლილ ხორცის ნახევარფაბრიკატებს.

10 ივლისი 2020, 10:33

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 646 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 60 646 ახალი შემთხვევა დადასტურდა.