imedi /  26 ივნისი 2020, 12:44 / სანდო წყარო

რა შეკითხვები დაუსვეს სუს-ში ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს

მაკა ჩიხლაძე

მაკა ჩიხლაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ტვ პირველის“ ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის გამოკითხვა დასრულდა. ჩიხლაძის თქმით, სუს-ის კითხვები ეხებოდა იმას, თუ რამდენი ხანია იცნობს გიორგი გაბუნიას, როდის გაიგო, რომ მის წინააღმდეგ დაგეგმილი იყო დანაშაული და სხვა.

,,კონტრტერორისტული ცენტრის გამომძიებრლს კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხანია ვიცნობ გიორგი გაბუნიას, როდის გავიგე, რომ მის წინააღმდეგ დაგეგმილი იყო დანაშაული. მისაუბრია თუ არა მასთან ამ საკითხზე, გარდა იმ საუბრისა, რაც რეპორტაჟში მოხვდა. კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, საიდან მივიღე ეს ინფორმაცია, ვინ არიან წყაროები, დოკუმენტები არსებობს თუ არა ახლაც და ა.შ. ყველა კითხვაზე იყო პასუხი, რომ მიცავს 50-ე მუხლი და არ ვარ ვალდებული გავთქვა წყაროები“, - განაცხადა ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ.

ეროვნებით ინგუში, რუსეთის მოქალაქე ვასამბეგ ბოკოვი გიორგი გაბუნიას საქმეში ფიგურირებს.

ჟურნალისტმა მაკა ჩიხლაძემ სიუჟეტი მოამზადა, სადაც გასაჯაროებული იყო ბოკოვის შესახებ სხვადასხვა დოკუმენტაცია, სწორედ ამ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებდნენ, რომ პატიმრობაში მყოფი ბოკოვი სხვა პიროვნებაა.

ნიკა გვარამიას ინფორმაციით, რამზან კადიროვის დაკვეთით გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

15 ივნისს სუს-მა დაადასტურა, რომ შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვია დაკავებული.

ყველა სიახლე

14 ივლისი 2020, 09:43

მსოფლიო

თურქეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სერიოზული პრობლემები შეექმნა ზღვისპირა რეგიონის 12 სოფელს. რამდენიმე სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. ჩახერგილია გზები. სტიქიური უბედურების ზონაში სამაშველო სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვიქტორ დოლიძე

14 ივლისი 2020, 09:25

პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძემ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განსახილველი თემები დაასახელა

ნატოში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ „ქრონიკასთან“ იმ თემებზე ისაუბრა, რომელსაც დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ. მისი განმარტებით, ნატო-საქართველოს კომისი იმდენად მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველი ფორმატია, რომ შეხვედრაზე საქართველოსთვის მტკივნეული ყველა საკითხი იქნება განხილული.

14 ივლისი 2020, 09:10

საზოგადოება

ვარშავა-თბილისის სპეცრეისით სამშობლოში საქართველოს 170 მოქალაქე დაბრუნდა

მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს, სადაც ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

14 ივლისი 2020, 08:53

სპორტი

მადრიდის „რეალმა” ლა ლიგაში ზედიზედ მეცხრე მატჩი მოიგო

წლევანდელ სეზონში მოგებული 25 მატჩიდან „რეალმა” 11 შემთხვევაში ერთბურთიანი სხვაობით გაიმარჯვა. მადრიდელებმა მეტოქე ექვსჯერ 1:0, ოთხჯერ 2:1, და ერთხელ 3:2 დაამარცხეს. შემდეგ ტურში „რეალი” „ვილიარეალს” უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონობას გაინაღდებს.

14 ივლისი 2020, 08:49

სპორტი

Irish times: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები გაფართოებული ექვსი ერის ტურნირში მონაწილეობას მიიღებს

როგორც გამოცემა წერს, თავდაპირველად ამ ტურნირში იაპონიისა და ფიჯის ჩართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიისა და ფრენებზე შეზღუდვების გამო, უფრო ლოგიკურია, რომ იაპონია საქართველომ ჩაანაცვლოს. აზიელებისგან განსხვავებით, ქართველებისა და ფიჯელების აბსოლუტური უმრავლესობა ინგლისისა და საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშობს და მოგზაურობაზე შეზღუდვა მათ მინიმალურად შეეხებათ.

დავით ზალკალიანი

14 ივლისი 2020, 08:33

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძის დაკავების საკითხზე დღეს ბრიუსელში ისაუბრებს

„ბოლო პერიოდში ასეთი შემთხვევების გახშირება არის კატეგორიულად მიუღებელი. აუცილებელია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმატში იყოს ეს საკითხი რაც შეიძლება მაღლა აწეული. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ფორმატსა და შესაძლებლობას, მათ შორის ეუთოს მუდმივ საბჭოს, გაეროს შესაბამის ფორმატს, ნატოს, ევროკავშირს იმისათვის, რომ მაქსიმალური კონსოლიდაცია მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის. საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა მნიშნელობა აქვს და რა აუცილებლობას ატარებს საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

14 ივლისი 2020, 08:21

საზოგადოება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცესს იწყებს. უმაღლეს საბჭოში გასაუბრება 11 საათზე დაიწყება. დღევანდელ სხდომაზე გოჩა აბუსერიძესა და თამარ ოქროპირიძეს მოუსმენენ.

14 ივლისი 2020, 08:00

პოლიტიკა

საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დღეს კენჭს პირველი მოსმენით უყრიან

ცვლილებებს ოპოზიცია მხარს არ უჭერს და აცხადებენ, რომ ეს პროექტი არაკონსტიტუციურია. პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

14 ივლისი 2020, 01:12

COVID19

კალიფორნიაში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო სანიტარული შეზღუდვები კვლავ დაწესდა

კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა შტატის ტერიტორიაზე კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო სანიტარული შეზღუდვები ნაწილობრივ აღადგინა.

გიორგი შაქარაშვილი

14 ივლისი 2020, 01:08

სამართალი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი გამოკითხეს

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომანქანა დაფიქსირებული იყო 19 ივნისს, შემთხვევის დროს ავტობანზე, რის გარშემოც გამოძიებას შეკითხვები ჰქონდა.

14 ივლისი 2020, 01:08

ეკონომიკა

კახა ბექაური: ბიზნესის ყველა შენიშვნა უკავშირდებდა კომპანიაში დროებითი მმართველის შესვლის მექანიზმს, შეჯერებულ ვარიანტს ხვალ წარვადგენთ

შეხვედრა 4 საათს გრძელდებოდა და ჩემი აზრით პროდუქტიულად ჩაიარა. მოვისმინეთ ბიზნესის პოზიციები მ​აქსიმალურად დეტალურად. ყველას მიეცა საშუალება, რომ თავისი აზრი და შე​ნიშვნები გამოეთქვა. ასევე ჩვენი მხრიდანაც გამოთქმული იყო ჩვენი ხედვები, მოსაზრებები, მიზეზები და მიზნები რატომ არის ეს კანონპროექტი ამ ფორმით შემოტანილი დაჩქარებული წესით, - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პარლამენში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

14 ივლისი 2020, 00:57

ტაბლოიდი

ჯეიმს ბონდის სერიალში გადაღებული ავტომობილი Lamborghini Diablo აუქციონზე გაიყიდება

1992 წელს გამოშვებული Lamborghini Diablo, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშია გამოყენებული აუქციონზე გაიტანეს. ამის შესახებ TMZ წერს.

სოსო ფხაკაძე

14 ივლისი 2020, 00:45

პოლიტიკა

პარლამენტში ბიზნესმენებთან შეხვედრაზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრეს

საკანონმდებლო ორგანოში ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ბიზნესსექტორთან შეხვედრა. ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ესწრებოდნენ.

დონალდ ტრამპი

14 ივლისი 2020, 00:37

COVID19

დონალდ ტრამპი: დავიწყებას არ უნდა მიეცეს ის, რაც ჩინეთმა მსოფლიოს ჩინური ჭირით გაუკეთა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ გააკრიტიკა ჩინეთი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების გამო.

14 ივლისი 2020, 00:32

COVID19

აშშ-ში ქალმა COVID19-ით ლიფტში 71 ადამიანი დააინფიცირა

აშშ-ში უცხოეთიდან დაბრუნებულმა ქალმა covid19-ით ლიფტში ერთ წუთში 71 ადამიანი დააინფიცირა. მან ლიფტში პირბადის გარეშე ერთი წუთი გაატარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

თელავი

14 ივლისი 2020, 00:12

სამართალი

თელავში 40 წლამდე კაცი დაჭრეს

თელავში, დავით რექტორის ქუჩაზე 40 წლამდე კაცი დაჭრეს. ინციდენტი ერთ-ერთ სახლში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაცთან სტუმარი იყო მისული, ურთიერთშელაპარაკება კი დაჭრით დასრულდა.

ჯონი დეპი

14 ივლისი 2020, 00:03

ტაბლოიდი

ჯონი დეპმა ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს უჩივლა

ლონდონში ჯონი დეპსა და News Group Newspapers შორის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჯგუფი ბრიტანულ ტაბლოიდ The Sun-ს ფლობს, რომელსაც მსახიობმა 2018 წელს გამოქვეყნებული მასალის გამო უჩივლა.

ენტონი ფაუჩი

13 ივლისი 2020, 23:52

COVID19

ენტონი ფაუჩი: აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ სრულად არ დაიხურა, რის გამოც ქვეყანაში ახლა კორონავირუსის შემთხვევების ზრდა შეინიშნება.

13 ივლისი 2020, 23:38

რეგიონი

ზუგდიდში, მდინარე ჯუმში 15 წლამდე მოზარდს ეძებენ

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, მოზარდი პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში გადავარდა.

კარენ ლონგარიკი

13 ივლისი 2020, 23:29

COVID19

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კარენ ლონგარიკს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბოლივიის სხაგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.