IMEDI /  20 ივლისი 2020, 22:30 / სანდო წყარო

სასამართლომ ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს მინდია გოგოჭურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

მინდია გოგოჭურს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატ დავით ჩავლეიშვილის თქმით, სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

დაკავებულს ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანენ. გამოძიება გოგოჭურს ცემას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა - შენახვა-ტარებასა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვას ედავება.

მისი უფლებადამცველის დავით ჩავლეიშვილის თქმით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

პოლიციამ მინდია გოგიჭური 19 ივლისს დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი, სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარი ინცინდენტია.

ყველა სიახლე

ნინო ჭელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:45

საზოგადოება

ნინო ჭელიძე: ბატონი ირაკლი განათლების საერთაშორისო ცენტრის სულისჩამდგმელია - ძალიან დიდი მადლობა მას ამისთვის

განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, ნინო ჭელიძემ 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან მიმართა და აღნიშნა, რომ პროგრამის სულისჩამდგმელი ირაკლი ღარიბაშვილია.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:26

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას

ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიატებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

მიხეილ ჩხენკელი

31 ივლისი 2021, 11:21

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი: ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, საქართველოში, ჭეშმარიტად ევროპული დონის უნივერსიტეტი გვაქვს

„საუკეთესო, რაც შეიძლება, ქვეყანამ გააკეთოს, არის მომავალი თაობის განათლებაში ინვესტირება. ესაა ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვა“, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიანტებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილი

31 ივლისი 2021, 11:14

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი სტუდენტებს: ჩვენთვის ყველაზე დიდი ფასეულობა არის განათლება, ვინაიდან მომავალი გეკუთვნით თქვენ

ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმი გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაინგრა. ბევრი ნიჭიერი სპეციალისტი წავიდა ქვეყნიდან, ისინი ახლა წარმატებით საქმიანობენ უცხოეთში. ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისი და ტრაგედიაა, რომ მათ პოტენციალს ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად ვერ ვიყენებთ. ამიტომ ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, - ამის შესახებ განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატებთან და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

31 ივლისი 2021, 11:09

საზოგადოება

მაშველებმა დაშავებულ ტურისტს დახმარება აღმოუჩინეს

უცხო ქვეყნის ტურისტთა დაახლოებით 15-კაციანი ჯგუფი დაბა სტეფანწმინდაში, სოფელ ჯუთადან აბუდელაურის ტბის მიმართულებით მიდიოდა, რად დროსაც, ერთ-ერთი ტურისტი ფერდობიდან დაგორდა და მდინარეში ჩავარდა, რის გამოც სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვეს.

31 ივლისი 2021, 10:52

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,62%-ია

29 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7,62%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 6,78%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 7,35%.

31 ივლისი 2021, 10:50

მსოფლიო

აგვისტოდან, საუდის არაბეთი მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს მიიღებს

ტურიზმის სამინისტროს ცნობით, სრულად ვაქცინირებულ ტურისტებს შეუძლიათ, შევიდნენ სამეფოში საკარანტინო პერიოდის გავლის გარეშე, იმ პირობით, რომ ჩასვლისთანავე წარადგენენ ვაქცინაციის ოფიციალურ სერტიფიკატსა და PCR-ტესტის უარყოფითი შედეგს, რომელიც მგზავრობამდე არაუმეტეს 72 საათის განმავლობაში იქნება გაკეთებული.

31 ივლისი 2021, 10:49

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

StopCov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 27 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

31 ივლისი 2021, 10:48

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3196 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1147 პაციენტი.

31 ივლისი 2021, 10:47

პოლიტიკა

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით

აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით. 28 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 2022 ფისკალური წლისთვის დაამტკიცა სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების (SFOPs) შესახებ კანონპროექტის თავისი ვერსია.

31 ივლისი 2021, 10:23

კულტურა

კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება, რომელიც კულტურის სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმუშავებს

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეხვდა. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სექტემბერში შეიქმნება. კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების მაღალი რანგის სპეციალისტები და ექსპერტები კომიტეტს თავიანთ ხედვებსა და გამოცდილებებს გაუზიარებენ და არსებული პრობლემების გადაჭრაში დაეხმარებიან.

31 ივლისი 2021, 10:22

კულტურა

როგორ გამოიყურება დედოფალი ელისაბედი Netflix-ის ახალ სერიალში. პირველი ფოტო გადასაღები მოედნიდან

სტონტონი სერიალ „დედოფლის“ მეხუთე ეპიზოდში მონაწილეობს. ამ ეპიზოდს მაყურებელი, სავარაუდოდ, 2022 წელს იხილავს. ჯერჯერობით, ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ სერიალში, სნოუდონის გრაფინია პრინცესა მარგარეტის როლს ლესლი მენვილი ითამაშებს, პრინც პილიპისას - ჯონათან პრაისი, პრინცესა დიანას კი - ელიზაბეტ დებიკი.

31 ივლისი 2021, 10:12

თავდაცვა

სენაკში Agile Spirit 2021-ის ფარგლებში მარათონი გაიმართა

მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2021-ის ფარგლებში სენაკში მარათონი გაიმართა. გარბენი მეგობრობის საერთაშორისო დღეს, საერთაშორისო მისიებში და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას მიეძღვნა.

31 ივლისი 2021, 10:09

რეგიონი

თეა წულუკიანი ბაგრატის ტაძარში არსებულ პრობლემებს გაეცნო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ბაგრატის ტაძარი მოინახულა და ადგილზე გაეცნო ტაძარში არსებულ მდგომარეობას. თეა წულუკიანმა კულტურული მემკვიდრეობისა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, სასულიერო პირებთან და არქიტექტორ-რესტავრატორ ტარიელ კიპაროიძესთან ერთად იმსჯელა ტაძრის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

31 ივლისი 2021, 09:48

სპორტი

სიმონე ბაილსი ბჯენით ხტომასა და ნაირსიმაღლის ორძელზე შეჯიბრიდანაც მოიხსნა

ამერიკელი ტანმოვარჯიშე, ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი სიმონ ბაილზი ბჯენით ხტომასა და ნაირსიმაღლის ორძელზე შეჯიბრს გამოტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სპორტული ტანვარჯიშის ფედერაცია ავრცელებს.

31 ივლისი 2021, 09:42

ეკონომიკა

ნათია თურნავა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარ სასტუმროს „მაგნოლიას“ ეწვია. მასთან ერთად სასტუმროს საქმიანობას სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე გაეცნო.

31 ივლისი 2021, 09:12

მსოფლიო

ჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეა ეჭვმიტანილი

ჰაიტის პრეზიდენტის ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ვენდელე კოკ ტელოტია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

31 ივლისი 2021, 08:53

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. დასრულდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამების -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერისა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის“ ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსები. გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საკონკურსო კომისიის სხდომა.

როშელ ვალენსკი

31 ივლისი 2021, 08:31

COVID19

როშელ ვალენსკი: აშშ-ის ხელისუფლება ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობებს განიხილავს

აშშ-ის ხელისუფლება ფედერალურ დონეზე სავალდებულო ვაქცინაციის შემოღების შესაძლებლობებს განიხილავს, - ამის შესახებ Fox News-ის ეთერში აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ განაცხადა.

31 ივლისი 2021, 08:22

სპორტი

დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს

დღეს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოვა სიგრძეზე მხტომელი ბაჩანა ხორავა, ხოლო ძალოსნობაში, 96 კგ წონით კატეგორიაში მედლის მოპოვებას ანტონ პლესნოი ეცდება.