IMEDI /  20 ივლისი 2020, 20:08 / სანდო წყარო

გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს, მინდია გოგოჭურს პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება

საქართველოს ექსპრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს, მინდია გოგოჭურს, პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა.

გამოძიება მას ცემას ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებით, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასა და ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება.

მისი უფლებადამცველის დავით ჩავლეიშვილის თქმით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. სასამართლო პროცესი ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ხვალ გაიმართება.

ამ დრომდე გოგოჭური წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

პოლიციამ მინდია გოგიჭური 19 ივლისს დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავების მიზეზი, სასტუმრო „პარაგრაფში“ მომხდარი ინცინდენტია.

ყველა სიახლე

15 ივნისი 2021, 12:55

რეგიონი

ღვინის სააგენტო: სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება რამდენიმე მევენახის საჯაროდ გაკეთებული კომენტარი ვენახების საკადასტრო ამონაწერის მიღების პროცედურებთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი

15 ივნისი 2021, 12:52

მსოფლიო

ზელენსკი: ნამდვილად ვიმსახურებთ ალიანსის წევრობას, თუ ალიანსი უკრაინას არა კულისებს მიღმა, არამედ ერთ მაგიდასთან ხედავს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს წევრობას იმსახურებს. „ჩვენ ნამდვილად ვიმსახურებთ ალიანსის წევრობას, თუ ალიანსი უკრაინას არა კულისებს მიღმა, არამედ ერთ მაგიდასთან ხედავს. პრეზიდენტი ბაიდენის მადლობელი ვარ. ჩვენ ამ თემაზე ღიად ვისაუბრეთ“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 ივნისი 2021, 12:49

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოსა და იაპონიის ღირებულებათა თანხვედრის გამო ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ვართ ერთმანეთისთვის

„იაპონია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დონორი სხვადასხვა მიმართულებით, ეს ეხება ეკონომიკურ სფეროს, განათლებას, კულტურას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ, თუ რა არის იაპონიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი, როგორ ხედავენ ისინი ურთიერთობას სამხრეთ კავკასიასთან, საქართველოსთან, მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის დისტანცია არის ძალიან დიდი, ამ ღირებულებათა თანხვედრის გამო, ჩვენ შეიძლება ჩავთვალოთ რომ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები ერთმანეთისთვის“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

15 ივნისი 2021, 12:45

საზოგადოება

სემეკის ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

15 ივნისი 2021, 12:40

თემა

ელისო ბოლქვაძე: ჩვენი მისწრაფებაა წარმოვაჩინოთ ქართული კულტურა და გავაცნოთ მსოფლიოს, რომ საქართველოს თვითმყოფადი შემოქმედებითი მუხტი შთაგონებული იყო ევროპული ღირებულებებით

ელისო ბოლქვაძე - ქვეყნისთვის მოწოდებული ქართველი ხელოვანი ანნ-მარი როკო, 14/06/2021

15 ივნისი 2021, 12:35

საზოგადოება

თეა წულუკიანმა ქართული ესტრადის წარმომადგენლებს სამინისტროს მხარდაჭერილ პროექტებში მონაწილეობა შესთავაზა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქართული ესტრადის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარი შეეხო მინისტრის 3 ივნისის ბრძანებას კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ და აღინიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტი არის კულტურაზე ხელმისაწვდომობის ამაღლება, განსაკუთრებით რეგიონებში.

რობ პორტმანი

15 ივნისი 2021, 12:33

პოლიტიკა

სენატორი რობ პორტმანი: საქართველო და უკრაინა ძლიერი მოკავშირეები არიან და ნატოს ნაწილი უნდა იყვნენ

საქართველო და უკრაინა ძლიერი მოკავშირეები არიან და ნატოს ნაწილი უნდა იყვნენ, - განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, რობ პორტმანმა.

15 ივნისი 2021, 12:30

კულტურა

„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ხელშეწყობით, გერმანულენოვანი ონლაინ ლიტერატურულ ფესტივალი გაიმართება

24-27 ივნისს, მწერალთა სახლი, ბერლინის ლიტერატურის სახლ Lettrétage-სთან თანამშრომლობითა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ხელშეწყობით, გერმანულენოვანი ქვეყნებისთვის, ონლაინ ლიტერატურული ფესტივალს, „საქართველოს პირველი რესპუბლიკა - 1918-1921. ისტორია. ლიტერატურა. ხელოვნება“, ჩაატარებს.

15 ივნისი 2021, 12:27

საზოგადოება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, გიორგი ვაშაკიძემ და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა მოაწერეს ხელი.

ამირან გამყრელიძე

15 ივნისი 2021, 12:24

COVID19

შემცირდება თუ არა დღეები კოვიდინფიცირებასა და ვაქცინაციას შორის - ამირან გამყრელიძის განმარტება

„არის მსჯელობა, როდესაც იქნება ვაქცინების საკმარისი რაოდენობა, რა თქმა უნდა ეს საკითხი განიხილება. იცით, რომ ზოგ ქვეყანას ეს დღეები აქვს 3 თვე, 2 კვირა, ამიტომ ჩვენ, საუკეთესო პრაქტიკის და საუკეთესო გამოცდილების საფუძველზე ამას გადავხედავთ და ალბათ ივლისში შემცირდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

15 ივნისი 2021, 12:23

COVID19

ევროკავშირში ვაქცინის 300 მილიონი დოზა გაიხარჯა

ევროკავშირში ვაქცინის 300 მილიონი დოზა გაიხარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

ამირან გამყრელიძე

15 ივნისი 2021, 12:22

COVID19

ამირან გამყრელიძე: ზაფხულში, აცრების მაქსიმალური რაოდენობა უნდა ჩავატაროთ, რათა უსაფრთხოდ შევხვდეთ სწავლის დაწყებას

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ზაფხულში, ვაქცინაციის ტემპის მეტად გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ, ახალი სასწავლო წლის უსაფრთხო გარემოში დასაწყებად, იმუნიზაცია აუცილებელია.

თამარ გაბუნია

15 ივნისი 2021, 12:21

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის პროგრამა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სავალდებულო ტესტირების პროგრამას

ვაქცინაციის პროგრამა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს სავალდებულო ტესტირების პროგრამას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, როგორც ტესტირების ისე ვაქცინაციის პროგრამა რესურსტევადი პროგრამებია.

15 ივნისი 2021, 12:17

საზოგადოება

საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების შესახებ ფორუმი იმართება

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სექციის უფროსის მოადგილემ, EUIPO-ს საერთაშორისო თანამშრომლობის უფროსმა, ფინანსთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა მიმართეს.

15 ივნისი 2021, 12:12

მსოფლიო

ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება

ბრიუსელში დღეს აშშ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაესწრება. ევროკავშირის მხრიდან სამიტს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი დაესწრებიან.

15 ივნისი 2021, 12:11

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძემ და ეკატერინე დგებუაძემ სკოლის მიღმა დარჩენილ ბავშვთა პროგრამებზე იმსჯელეს

მიხეილ სარჯველაძე დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ბავშვთა იდენტიფიკაცია და საგანმანათლებლო სერვისების მიწოდება. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ საჭიროებებზე, რაც შეიძლება გაჩნდეს საკანონმდებლო ცვლილებების თვალსაზრისით.

ამირან გამყრელიძე

15 ივნისი 2021, 12:07

COVID19

ამირან გამყრელიძე: პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება

„მე არ უარვყოფ, რომ გარდაცვალებულთა რიცხვი მაღალი და ამას ხშირად ვამბობდით. პიკი მაისის შუა რიცხვებში გადავიარეთ, პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ გარდაცვალებულთა რიცხვი იზრდება, მიტომ ახლა, ამ ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, რა თქმა უნდა, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

15 ივნისი 2021, 12:05

COVID19

ამირან გამყრელიძემ თქვა, სრულად ვაქცინირებული ადამიანების რამდენი პროცენტი დაინფიცირდა COVID-19-ით

დღეს არსებული მონაცემებით, ვაქცინირებულია 70 000-მდე ადამიანი. გიდასტურებთ, რომ ორი დოზით აცრილებში ინფიცირების შემთხვევები 0,2%-ია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

15 ივნისი 2021, 12:03

COVID19

როგორია კოვიდვაქცინაციის დღიური მაჩვენებლები საქართველოში მარტიდან დღემდე. ამირან გამყრელიძის განმარტება

„ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ივნისში, საშუალო დღიური მაჩვენებელი 5 200 აცრაა. მარტში გვქონდა 450, აპრილში - 1 200, მაისში - 3 500, ახლა - 5 200. ეს მაჩვენებელი, უპირატესად, მეორე დოზებით აცრების ხარჯზე გვაქვს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

15 ივნისი 2021, 11:56

COVID19

იგეგმება თუ არა ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვის გაუქმება

„ახალი შემთხვევების მერყეობს 300-600-700 შორის. ამიტომ ეს ისეთი მაჩვენებელია ჯერჯერობით, რომ სხვა შემსუბუქებას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე რეკომენდაციას ვერ გაუწევს. რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ დავაკვირდებით 1 კვირა, 10 დღე ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.