საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აჭარასა და ოზურგეთში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
ფოტო: საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას აქტიურად აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ბათუმის N15, N16, ასევე ხელვაჩაურის N1 საჯარო სკოლებში და ოზურგეთის კოლეჯ „ჰორიზონტში“ გაიმართა.
საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივი ასპექტები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეები, ასევე გაეცნენ მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საქმიანობას. აღინიშნა, რომ კოორდინატორის პრიორიტეტია დაზარალებულთა და მოწმეთა ინტერესების დაცვა, მათი ემოციური მხარდაჭერა და ხელახალი (მეორეული) ვიქტიმიზაციის პრევენცია.
მსგავსი ღონისძიებების მთავარი მიზანი მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენციაა.
საქართველოს პროკურატურა სხვადასხვა აქტუალურ თემაზე საინფორმაციო კამპანიას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
ყველა სიახლე
23 მაისი 2026, 13:28
მსოფლიო
Reuters: მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
23 მაისი 2026, 13:22
საზოგადოება
გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია TAPS-ის (Tragedy Assistance Program for Survivors) 32-ე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.
23 მაისი 2026, 13:14
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე: წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ზუგდიდში უმასპინძლებს. დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
23 მაისი 2026, 12:58
მსოფლიო
Bloomberg: ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას CIA-ს ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს
ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
23 მაისი 2026, 12:52
სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.
23 მაისი 2026, 12:49
საზოგადოება
ნალექი, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
„23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.“
23 მაისი 2026, 12:40
რეგიონი
ახალციხის რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი ქალაქისა და სოფლების განვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები წარმოადგინეს
ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალთა ორგანიზაციის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს და მათგან პასუხები მიიღეს. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეებს კი პროექტში მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.
23 მაისი 2026, 12:34
საზოგადოება
KIU-ს ინოვაციურ ჰაბში univerCity, პირველი საჯარო შეხვედრა ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საგანმანათლებლო-ინოვაციურმა ჰაბმა -univerCity, პირველ საჯარო შეხვედრას უმასპინძლა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.
23 მაისი 2026, 12:31
საზოგადოება
ბაია კვიციანი: განათლების სამინისტრო 26 მაისს წარმოდგენილი იქნება ოზურგეთში - მონაწილეობას მიიღებენ როგორც უნივერსიტეტები, ასევე პროფესიული კოლეჯები სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებით, ასევე მასტერკლასებით, „ვორქშოფებით“, გამოფენებით
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს ოზურგეთში გეგმავს.
23 მაისი 2026, 12:22
მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონზე და ოპოზიციონერზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
23 მაისი 2026, 12:05
საზოგადოება
თბილისის მერი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა
კახა კალაძემ ცისანა ბოლქვაძის საჭიროებები მოისმინა და დახმარება სამომავლოდაც აღუთქვა. თავად ბენეფიციარმა კი პროგრამის არსებობის აუცილებლობაზე ილაპარაკა, რადგან მედიკამენტების შეძენას მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა.
23 მაისი 2026, 11:57
სამართალი
ადვოკატის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული ლევან ახობაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, მის უფლებებს ყოფილი თანამდებობის პირი რაჟდენ კუპრაშვილი იცავს. გამოძიების ინფორმაციით, 250 000 ლარი ლევან ახობაძემ მოქალაქისგან ქრთამის სახით და შუამავლების დახმარებით აიღო
23 მაისი 2026, 11:54
მსოფლიო
POLITICO: ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაბლოკა. ბლოკის მოხსნის მთავარი პირობაა, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ოფიციალურად შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში ბულგარული უმცირესობის აღიარების მიზნით
ბულგარეთმა სამშაბათს ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება ისტორიისა და ენის საკითხებზე არსებული დავის გამო დაბლოკა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
23 მაისი 2026, 11:48
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა 112-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილესთან გაგა კირკიტაძესთან ერთად, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბაჭულაშვილი წარუდგინა.
23 მაისი 2026, 11:42
პოლიტიკა
პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ „დიფ სთეითი" საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოგონილი კონსპირაციაა, „ქართული ოცნება“ იმ ქვეყნების დაცინვად აფასებს, რომლებიც „დიფ სთეითზე“ დიდი ხანია, საუბრობენ
„ქართული ოცნება“ გერმანიის ელჩს „დიფ სთეითის“ საკითხით მანიპულირებაში ამხელს - მმართველ ძალაში მიიჩნევენ, რომ პეტერ ფიშერი თავისი ცინიზმით შეერთებულ შტატებსა და იმ ქვეყნების ლიდერებს დასცინის, რომლებიც ამ თემაზე დიდი ხანია, ლაპარაკობენ. გერმანელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ თითქოს დიფ სთეითი" საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოგონილი კონსპირაციაა
23 მაისი 2026, 11:37
მსოფლიო
მიხაელ როთი: ბულგარეთის მიერ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის სულელური დაბრკოლება უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს - ბულგარეთის ახალ მთავრობას ამის უნდა რცხვენოდეს
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელ X-ში ბულგარეთის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელიც არ აპირებს შეცვალოს თავისი პოზიცია ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და წერს, რომ ბულგარეთის უაზრო დაბრკოლებები ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპასუხისმგებლოა და უნდა შეწყდეს.
23 მაისი 2026, 11:31
მსოფლიო
ბულგარეთი ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირის გზის ბლოკირებას აგრძელებს - საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სოფია „კატეგორიულად ეწინააღმდეგება“ სკოპიეს მიერ შეთანხმების პირობების ხელახლა გადახედვის ნებისმიერ მცდელობას
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოფიას პოზიციასთან დაკავშირებით ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ინსტიტუციური პასუხი გასცა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბულგარეთი 2022 წლის ივლისის ევროპულ კონსენსუსს სრულად სავალდებულოდ მიიჩნევს და მის ხელახალ ინტერპრეტაციას ან გვერდის ავლის ნებისმიერ მცდელობას უარყოფს.
23 მაისი 2026, 11:25
საზოგადოება
ექიმი იაგო ფრანგიშვილი: დიუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არ ექვემდებარება. მედიკამენტი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა, EMA-მ უარი თქვა დაშვებაზე, გახლავთ საცდელი წამალი
დუშენეს ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არაფრით არ ექვემდებარება. მედიკამენტი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა EMA-მ, ანუ ევროპულმა წამლების სააგენტომ უარი თქვა დაშვებაზე, გახლავთ საცდელი წამალი, - წერს სოციალურ ქსელში უცხოეთში მოღვაწე ექიმი იაგო ფრანგიშვილი.
23 მაისი 2026, 11:22
საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე საზეიმო ბანერები განთავსდა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე საზეიმო ბანერები განთავსდა.


