IMEDI /  22 ივლისი 2020, 20:55 / სანდო წყარო

ბუტა რობაქიძის მეგობარი, 16 წლის შემდეგ პირველად, ტრაგიკული ღამის დეტალებს იხსენებს

ბუტა რობაქიძის მეგობარი, 16 წლის შემდეგ პირველად, სპეცოპერაციის დეტალებს „ქრონიკასთან“ იხსენებს.

ლევან დანგაძე ყვება, რომ საბედისწერო ღამეს, მეგობრის გარდაცვალება პირველმა მან შენიშნა. მისი თქმით, სამართალდამცველებმა, საკუთარი დანაშაული გადასაფარად, ჯერ სპექტაკლი დადგეს შემდეგ კი, მეტი დამაჯერებლობისთვის, ადგილზე იარაღი და საბრძოლო მასალა მიიტანეს.

„ჩვენ ვიყავით მეგობრები, სტუდენტი ბიჭები და მომავალს ვგეგმავდით თუმცა სპეცოპერაციის ღამემ ყველაფერი უარყოფითისკენ შეცვალა. 2004 წლის 24 ნოემბერს გაგვაჩერა პოლიციამ, მძღოლი გადავიდა საბუთები გადაიტანა, რაღაც დროის შემდეგ ჩვენც გადავედით და ლაპარაკის დრო მივულოცეთ გიორგობა, რევოლუციის ერთი წლისთავი იყო. ლაპარაკის დროს უცებ, რა მოხდა არ ვიცი, ხელები მაღლაო დაგვაყენეს და გამოიძახეს დამხმარე ძალა. გასროლა მოხდა, დამხმარე ძალა, რომ მოვიდა მათ სულ არ იცოდნენ რაზე უნდა დახმარებოდნენ. მერე როგორც გაირკვა ნასვამები იყვნენ. ერთი გასროლა მოხდა, ბუტას გარდაცვალება პირველი მე შევამჩნიე იმიტომ, რომ გვერდიგვერდ ვიწექით. გასროლა რომ მოხდა დენთი შემეყარა თვალებში და შემდეგ, როცა გვირტყამდნენ ყველას, ისევე ურტყამდნენ ბუტასაც. ყველა პროტესტს გამოვხატავდით, ის ხმას არ იღებდა და სისხლის მოსდის-თქო ვუთხარი და ნახეს რომ გარდაცვლილი იყო. ჩვენ მართლსაწინააღმდეგო აბსოლუტურად არაფერი არ გვქონია. რომ ნახეს ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა ტყუილად, დაახლოებით ერთ საათში, ზუსტი დრო არ მახსოვს, რადგან გარდაცვლილი მეგობარი გვეწვა, გვირტყამდნენ, ყვიროდნენ. მათ მოიტანეს იარაღი და გადავყავდით, გადმოვყავდით და გეგმავდნენ, რა, როგორ და სად უნდა დაელაგებინათ. რომ ამბობენ საქმე პოლიტიკურია-ო, როცა აღიარეს დონაძემ და სხვებმა რა მოხდა, რეალურად მაშინ გაჩნდა ოქრუაშვილის წინააღმდეგ ბრალი და არა მანამდე. შესაბამისად, ეს განცხადებები აბსურდია. დაისაჯონ ის ადამიანები ვინც ეს საქმე გააყალბა, იარაღი ჩადო და ვინც ბრძანება გასცა, რომ გაეყალბებინათ საქმე. ჩემი ინფორმაციით ამ საქმეში გარეული ბევრია. მათ შორის ოქრუაშვილი, მინიმუმ იმისთვის, რომ საქმე გაუმწვანა საქმე გაეყალბებინათ. ეგ არის და დანარჩენი გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, - ყვება ლევან დანგაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლა.

პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. სხდომაზე პროკურატურამ ორი მოწმე დაკითხა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს პროკურატურამ 2019 წლის 19 ნოემბერს წაუყენა ბრალი. გამოძიება მათ ბუტა რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.

ყველა სიახლე

09 მარტი 2026, 20:28

პოლიტიკა

„იმედის“ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნილ აუდიოჩანაწერს გივი თარგამაძე გამოეხმაურა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გივი თარგამაძე ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა აუდიოჩანაწერს, რომელიც „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე გამოიგზავნა.

აიათოლა ალი ხამენეი

09 მარტი 2026, 20:24

მსოფლიო

Sky News: რატომ არ ჩამოიშალა ირანის რეჟიმი?

ომის დაწყებიდან ცხრა დღე გავიდა, თუმცა ირანის რეჟიმი კვლავ ხელუხლებელია და, სულ მცირე, გარკვეულწილად ინარჩუნებს კონტროლს ქვეყანაზე, - წერს ბრიტანული გამოცემა Sky News-ი სტატიაში სათაურით რატომ არ ჩამოიშალა ირანის რეჟიმი?

სუსი

09 მარტი 2026, 20:18

სამართალი

უკომპრომისო ბრძოლა კორუფციასთან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პასუხისგებაში 30 ადამიანი მისცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკომპრომისო ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პასუხისგებაში მიცემულია 30 ადამიანი. მათ შორის არიან მოქმედი და ყოფილი საჯარო მოხელეები.

დავით ქართველიშვილი

09 მარტი 2026, 19:50

პოლიტიკა

ქართველიშვილი: კანდელაკს „აახიეს” კომპიუტერი, რომელსაც „ნაცები“ თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელებს საუბრებს უწერს, მას ვიღაცამ ჩანაწერი მოპარა - მაგარი ნამუშევარია

„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი „აახიეს”, მის კომპიუტერს „ნაცები” თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოპარა. ქართველიშვილის შეფასებით, ბოლოს შეიძლება განვითარებული მოვლენები სუს-ს დაბრალდეს და არც სუს-მა უარყოს.

09 მარტი 2026, 19:44

მსოფლიო

The Guardian: თეირანში, მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ

დღეს ირანის დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები გაიმართა. მოქალაქეები ქუჩებში ახალი უზენაესი ლიდერის, აიათოლა მოჯთაბა ხამენეის დანიშვნის აღსანიშნავად გამოვიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

09 მარტი 2026, 19:44

საზოგადოება

სახელმწიფო ფერმერებს ირიგაციის ახალ ტარიფს დაუსუბსიდირებს

სარწყავი წყლით მოსარგებლე გამრიცხველიანებულ მომხმარებლებს თანხა დაერიცხებათ გამოყენებული წყლის მოცულობის შესაბამისად; ერთი მ3 წყლის საცალო მიწოდების საფასური შეადგენს 0,0826 ლარს (დღგ-ს ჩათვლით), ხოლო საბითუმო ფასი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის (წმო) 0,0354 ლარს;

09 მარტი 2026, 19:38

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ალან პერსელს და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სოფლის მეურნეობის ატაშე რიშან ჩაუდრის შეხვდა

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.

09 მარტი 2026, 19:37

საზოგადოება

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული მამუკა კეკელიას ხსოვნას პატივი მიაგო

მამუკა კეკელია აფხაზეთიდან იყო და აფხაზეთის ომის ვეტერანი გახლდათ. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, იგი პარტიზანულ მოძრაობას შეუერთდა და, მოგვიანებით, ტყვედ ჩავარდა. მან, ტყვეობაში, დაახლოებით სამი წელი გაატარა. აფხაზეთის ომს შეეწირა მამუკა კეკელიას დედის სიცოცხლე.

09 მარტი 2026, 19:25

მსოფლიო

UNICEF: საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის მატებასთან ერთად, ლიბანში, 2 მარტის შემდეგ, სულ მცირე, 83 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 254 - დაიჭრა

ლიბანში საბრძოლო მოქმედებების უწყვეტი ესკალაცია და ბავშვებზე მისი დამანგრეველი გავლენა უაღრესად შემაშფოთებელია, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა, ედუარდ ბეგბედერმა.

09 მარტი 2026, 19:25

რეგიონი

სარწყავი წყლის მომხმარებლები სახელმწიფო სუბსიდიით ისარგებლებენ

ფერმერთა მხარდაჭერის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ირიგაციის ახალი ტარიფის სუბსიდირების შესახებ განკარგულება გამოსცა.

09 მარტი 2026, 19:18

პოლიტიკა

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა.

09 მარტი 2026, 19:11

მსოფლიო

ირანის საგარეო უწყების სპიკერი: ირანს არ აქვს ინტერესი მოლაპარაკებების მიმართ, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება

ირანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მას არ აქვს ინტერესი მოლაპარაკებების მიმართ, ვიდრე თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

09 მარტი 2026, 19:00

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მომავალ კვირას პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს

საქართველოს პარლამენტის ბიურომ 17-20 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელა.

09 მარტი 2026, 18:53

მსოფლიო

CNN: ირანში ომი საფრთხეს უქმნის სურსათის წარმოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასუქების მიწოდებას

ირანში მიმდინარე ომს შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს სურსათის წარმოებისთვის მთელ მსოფლიოში, ვინაიდან ახლო აღმოსავლეთში განთავსებულია სასუქების რამდენიმე უმსხვილესი ქარხანა, ამასთანავე, რეგიონი წარმოადგენს სასუქის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის ძირითად წყაროს, - წერს CNN-ი.

09 მარტი 2026, 18:53

პოლიტიკა

საკრებულოში ქალ მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოში საქართველოს ქალ მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მიღება გაიმართა. ღონისძიება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით და საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით მოეწყო. საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე მიესალმა, ეროვნული ნაკრების წევრებს მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

ზურაბ ქადაგიძე

09 მარტი 2026, 18:51

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე გახარიას პარტიის წევრს: საუბრობთ პოლიტიკური განცხადებებით და ამიტომაც ვფიქრობ, რომ თქვენ მიერ ინიცირებული საკითხით მხოლოდ პოლიტიკური ქულის დაწერის სურვილი გაქვთ და არა საზოგადოების დახმარების

იდეაში გეთანხმებით, მაგრამ მხარს რიგი მიზეზების გამო ვერ დავუჭერ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფრაქცია „საქართველოს“ წევრების ინიციატივით „საქართველოს შრომის კოდექსში“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონებში ცვლილებები განიხილებოდა.

ბაჩო ახალაია

09 მარტი 2026, 18:37

სამართალი

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო

ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ეს ინფორმაცია „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. სუს-ის განმარტებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

გიორგი ქაჯაია

09 მარტი 2026, 18:35

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: თუ ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ პარტიები უნდა გაუქმდეს, არანაირი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მით უმეტეს, როდესაც ისინი არიან არა ობიექტურები, არამედ - მიკერძოებულები, ვფიქრობ, გათვალისწინებაც არ ღირს

თუ ჩათვლის საკონსტიტუციო სასამართლო, რომ პარტიები უნდა გაუქმდეს, არანაირი ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მით უმეტეს, როდესაც ისინი არიან არა ობიექტურები, არამედ - მიკერძოებულები, ვფიქრობ, გათვალისწინებაც არ ღირს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

09 მარტი 2026, 18:30

მსოფლიო

The Washington Post: „დარწმუნებული არ ვარ, რომ რეჟიმის დამხობამდე ბრძოლა ჩვენს ინტერესებში შედის“ - ისრაელის რამდენიმე მაღალჩინოსანი შეშფოთების გამოთქვამს ირანზე ესკალაციური და განუსაზღვრელი ვადით მიმდინარე თავდასხმის გამო

ისრაელის რამდენიმე მაღალჩინოსანი შეშფოთების გამოთქვამს ირანზე ესკალაციური და განუსაზღვრელი ვადით მიმდინარე თავდასხმის გამო და საუბრობს კონფლიქტიდან გამოსვლის შესაძლო გზებზე, რომლებმაც შესაძლოა შეაჩეროს ომი მანამ, სანამ ის რეგიონსა და გლობალურ ეკონომიკას კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ჟურნალისტი, დევიდ იგნატიუსი.

09 მარტი 2026, 18:23

პოლიტიკა

გიორგი ქაჯაია: კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება 7-ჯერ ვნახეთ, ამ 7-ჯერ გაერთიანების შემთხვევაში არანაირი იდეოლოგიური თანხვედრა მათ არ აქვთ, არანაირ ღირებულებით ნაწილში მათი თანხვედრა არ არსებობს

ოპოზიციის დაანონსებული გაერთიანება „დღის ქრონიკასთან“ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ შეაფასა. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, ეს გაერთიანება 2028 წლის არჩევნებამდე ვერ გაატანს.