imedi /  23 ივლისი 2020, 23:39 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ჭაკუას პროცესზე გერმანელმა მოსამართლემ თქვა, რომ ბოლო წლებში საქართველოში სამართლის უზენაესობის კუთხით ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

დავით ჭაკუას ექსტრადიციის პროცესზე გერმანელმა მოსამართლემ თქვა, რომ ბოლო წლებში საქართველოში სამართლის უზენაესობის კუთხით ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროს მოითხოვდა. გერმანელი მოსამართლე ამის თქმას ვერ შეძლებდა 2013 წლის მარტ-აპრილში, როდესაც ჩვენი ქვეყანა გამოდიოდა მწამებლების მიერ შექმნილი მდგომარეობიდან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„როდესაც გერმანიის შესაბამისმა კომპეტენტურმა სასამართლომ თვეების განმავლობაში იმსჯელა ჭაკუას ექსტრადირებაზე, მათ დეტალურად განიხილეს საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობა - არსებობს თუ არა პოლიტიკური ნიშნით სამართლებრივი დევნა ან პოლიტიკური რეპრესიები. თითოეულ ამ საკითხზე გერმანელმა მოსამართლემ უარყოფითი პასუხი გასცა. უფრო მეტიც, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, მათ არ დაიზარეს და უკრაინიდანაც ზურაბ ადეიშვილმა გერმანულ სასამართლოს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოუწოდებდა, დავით ჭაკუა ჩვენთვის არ გადმოეცათ. ეს წერილი მოსამართლემ არ გაიზიარა. ცნობილია, რომ ქართულ მხარეს სხვა ქვეყნის სასამართლოში ექსტრადიციის საქმეებზე იქაური პროკურატურა წარმოადგენს. სწორედ იმ პროცესზე გერმანელმა მოსამართლემ თქვა, რომ ბოლო წლებში საქართველოში სამართლის უზენაესობის კუთხით ძალიან დიდი პროგრესია მიღწეული. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროს მოითხოვდა. გერმანელი მოსამართლე ამის თქმას ვერ შეძლებდა 2013 წლის მარტ-აპრილში, როდესაც ჩვენი ქვეყანა გამოდიოდა მწამებლების მიერ შექმნილი მდგომარეობიდან. როდესაც ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკა გვარამიამ ადეიშვილს უთხრა, რომ მათ დროს საქართველოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ ყოფილა, მან თქვა, რომ ამ კითხვას ვერ უპასუხებდა, ვინაიდან „ჩამომხრჩვალის ოჯახში ბაწარზე არ საუბრობენო“. ასევე რიგში იდგნენ „ნაციონალები“ და მათი დანაყოფები და ამბობდნენ, რომ მათ დროს იყო პოლიტიკური მართლმსაჯულება, მაგრამ ახლა რომ დაბრუნდებიან, ყველაფერს გამოასწორებენ. ეს დაახლოებით იმას ჰგავდა, სკოლაში რომ ოროსანი ბავშვები ამბობენ - არ გამრიცხოთ და გაისად კარგად ვისწავლიო. ამ წლებმა გერმანიას, რომელიც დიდი დემოკრატიის ქვეყანა, დაანახა, რომ საქართველოში ამ კუთხით არის წინსვლა, პროგრესი და სამართლის უზენაესობის მშენებლობის გზაზე დგას ქვეყანა“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

ყველა სიახლე

20 ივნისი 2021, 22:54

ეკონომიკა

საწარმოები, რომლებიც მთავრობის დახმარებით განვითარდნენ - ადგილობრივი ბიზნესის წარმატების ფორმულა

მეწარმეები, რომლებმაც მთავრობის დახმარებით დაიწყეს ან განავითარეს ბიზნესი ისე, რომ მსოფლიო ბაზარზე გავიდნენ და წარმატებას აღწევენ. „იმედის კვირის“ რეპორტაჟში ის კომპანიები მოხვდნენ, რომელთაც საერთაშორისო დაფინანსება მიიღეს ან პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დაეხმარა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:26

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: შარლ მიშელის შეთანხმება გზამკვლევი რუკაა დემოკრატიული რეფორმებისთვის

შარლ მიშელის შეთანხმება წარმოადგენს გზამკვლევ რუკას დემოკრატიული რეფორმებისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:22

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი სასამართლო რეფორმაზე: სანდო ინსტიტუტების არსებობა აბსოლუტურად ფუნდამენტური მნიშვნელობისაა დემოკრატიისთვის

განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ წინსვლა აქვს საარჩევნო რეფორმას , სხვადასხვა პარტიების მხრიდან ფართო მხარდაჭერით. ვნახავთ, რას იტყვის ვენეციის კომისია და ოდირი. ვიმედოვნებ და ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ეს პროცესი დასრულდეს დადებითი შედეგით და ინკლუზიურად, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

20 ივნისი 2021, 22:22

საზოგადოება

რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა თბილისში ბოლო წლების განმავლობაში

„იმედის კვირა“ ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდა. ამ თემაზე სასაუბროდ გადამღები ჯგუფი თბილისის მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს შეხვდა, რომელმაც დედაქალაქის ხელმძღვანელობის პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:17

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: 19 აპრილის შეთანხმებით საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა

არ დავმალავ, ეს ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. თითქმის 6 თვე დასჭირდა შედეგამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:11

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე: ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს

„ვფიქრობ, კარგი საწყისი პოზიცია გვაქვს. ალბათ გამოჩნდა, რომ ევროკავშირი თავის პარტნიორ საქართველოს უდიდეს ყურადღებას აქცევს, არამხოლოდ მედიაციის დროს, არამედ პანდემიის დროს, როდესაც ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო ფინანსურ დახმარებაზე. დავეხმარეთ მოწყვლად ჯგუფებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჯანდაცვის სექტორს, საავადმყოფოებს და ა.შ. ეს მოწმობს, რომ ჩვენ საქართველოს ახლო პარტნიორად და მეგობრად განვიხილავთ. ჩვენ რამდენიმე წელია ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, რაც მოიცავს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ელემენტებს. რაც ისეთივე შემართებით უნდა განვავითაროთ, როგორც აქამდე“, - განაცხადა ელჩმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:10

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: ვიმედოვნებ, საარჩევნო კამპანია პოზიტიური და კონკურენტული იქნება

„ცხადია, ადგილობრივი არჩევნები ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან ელექტორატი ადგილობრივ მთავრობას ირჩევს. ბევრ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ, რადგან უახლოეს თვეებში დავინახავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანიები და ვიმედოვნებ, რომ საბოლოო ჯამში, იქნება პოზიტიური და კონკურენტული საარჩევნო კამპანია“, - განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:08

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება შეთანხმებას

„ეს შეთანხმება დემოკრატიული რეფორმებისთვის ​გზამკვლევ რუკას წარმოადგენს და ცხადია, ვისურვებდი, რაც შეიძლება მეტი პირი გაერთიანდეს ამ შეთანხმების ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხრიდან ჩანდეს ძალისხმევა და თქვან, რომ ესაა სწორედ ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც სურთ და რომ სრულ ძალისხმევას იჩენენ. იმედი მაქვს და მჯერა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც მივა ამ დასკვნამდე და შეუერთდება შეთანხმებას“, - განაცხადა ჰარცელმა.

კარლ ჰარცელი

20 ივნისი 2021, 22:06

საზოგადოება

კარლ ჰარცელი ნინოწმინდის პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე: ვფიქრობ, არსებობს ერთობლივი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული

„კანონმდებლობის კუთხით საქართველოს მყარი საფუძველი აქვს. მათ შორისაა, ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. გასულ კვირას შეხვედრები მქონდა საპატრიარქოში, ჯანდაცვის მინისტრთან და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებზეც ნინოწმინდის საკითხთან ერთად, ბავშვთა ზრუნვის უფრო ფართო სტრატეგიასა და ინსტიტუციონალიზაციაზე ვისაუბრეთ. ამ შეხვედრიდან დადებითი განწყობით გამოვედი, ვფიქრობ, არსებობს ერთობლივი ძალისხმევა, რომ ყველა ბავშვის უფლება იყოს დაცული და მათი კეთილდღეობა უზრუნველყოფილი. ამ შეხვედრაზე მკაფიოდ განისაზღვრა შემდეგი პრიორიტეტი - სადაც შესაძლებელია, ბიოლოგიურ მშობელთან უნდა დაბრუნდეს ყველა ბავშვი“, - განაცხადა ჰარცელმა.

20 ივნისი 2021, 22:00

პოლიტიკა

როგორ ემზადებიან პარტიები თვითმმართველობის არჩევნებისთვის

თვითმმართველობის საარჩევნო მარათონი დაიწყო. პოლიტიკურ პარტიებს მერობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, მაგრამ სამზადისი აქტიურ ფაზაშია.

ცოტნე გამსახურდია ანა ჯაბაური

20 ივნისი 2021, 21:59

საზოგადოება

ანა ჯაბაური: ცოტნეც ბოლომდე იბრძოლებს, მეც ბოლომდე ვიბრძოლებ. არ მოვეშვებით, სანამ უკეთესად არ გახდება

„ის, რომ ქართულ გარემოში იქნება, ის რომ თავის ნაცნობ გარემოში იქნება, ძალიან დიდი ნახტომი იქნება მისი ჯანმრთელობისთვის. გვეუბნებიან: „აუცილებლად მოუხდება და იგრძნობთ, რომ სახლში დაბრუნება მას ძალიან მოუხდება“, - ამბობს ჯაბაური.

მეუფე იაკობი

20 ივნისი 2021, 21:45

საზოგადოება

მეუფე იაკობი: ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება, ასეთი გალავნები აღარ ექნებათ

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებს აუცილებლად ექნებათ მეტი თავისუფლება, - ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ საუბარში პანსიონის ახალმა მმართველმა მეუფე იაკობმა განაცხადა.

ცოტნე გამსახურდია

20 ივნისი 2021, 21:41

საზოგადოება

ცოტნე გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა.

ირაკლი ქადაგიშვილი

20 ივნისი 2021, 21:33

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილმა დეპუტატის დაკავებისთვის პარლამენტართა თანხმობის კვორუმის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკი განმარტა

პოლიტიკური ძალა, ამ შემთხვევაში უმრავლესობა, იყოს გადაწყვეტილების მიმღები. ამას ერთი მხრივ, თავდაცვითი ხასიათი აქვს, მაგრამ არის გარკვეული რისკი, როდესაც შესაძლოა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ოპოზიციამ ხშირ შემთხვევაში არ მისცეს პროკურატურასა და სამართალდამცავ ორგანოებს უფლება, რომ კანონიერი სამართლებრივი დევნა განახორციელონ დეპუტატზე“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამირან გულუაშვილი

20 ივნისი 2021, 21:27

პოლიტიკა

პროკურორი: ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ მედიით გავრცელებული ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერები დამონტაჟებულია და იმიტირებული

პროკურატურამ ე.წ სკანდალური ჩანაწერი გაშიფრა, შეისწავლა და დაადგინა რომ 2021 წლის 6 მარტს, ტვ პირველის ეთერში გასული ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაწერები დამონტაჟებული და იმიტირებულია. ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემა „იმედის კვირასთან“ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

20 ივნისი 2021, 21:20

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე: ძველ ჩანაწერებს იღებენ და ამონტაჟებენ იმისთვის, რომ დააშანტაჟონ უკვე პოლიტიკური სუბიექტები

„ამ ძველ ჩანაწერებს იღებენ და ამონტაჟებენ იმისთვის, რომ დღეს დააშანტაჟონ უკვე პოლიტიკური სუბიექტები და ამ შემთხვევაში ხელისუფლება და თან ფეიკ ნიუსები გაავრცელონ მასზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც სხვა, რეალური მსგავსი ტიპის ინფორმაცია არ გაქვს და ცდილობ ცრუ ინფორმაციით გახვიდე ფონს“, - განაცხადა მდინარაძემ.

20 ივნისი 2021, 20:10

საზოგადოება

საქართველო „გლობალური მშვიდობის ინდექსში“ ექვსი პოზიციით დაწინაურდა

ექსპერტები ყოველწლიურად 160-ზე მეტ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას იკვლევენ. ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. მათ შორისაა ომი, ტერორიზმი, პოლიციელების მხრიდან ძალადობა, შეიარაღების ექსპორტი, საზოგადოების ერთიანობა და ადამიანის უფლებების დაცვა.

20 ივნისი 2021, 19:40

პოლიტიკა

პარლამენტთან აქცია „არა ოკუპანტის ამნისტიას“ იმართება

აქციას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერებიც შეუერთდნენ.

ჯაიკ სალივანი

20 ივნისი 2021, 19:04

მსოფლიო

აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს

„სანქციების კიდევ ერთ პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც ამ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოვიყენებთ“, - განაცხადა სალივანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ქიმიური იარაღის გამოყენების გამო სანქციებს მაშინ აამოქმედებს, როცა მიხვდება, რომ ამით „საჭირო მიზნებს“ მიაღწევს.

კორონავირუსი ვაქცინა

20 ივნისი 2021, 18:27

პოლიტიკა

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების მილიარდი დოზა გამოიყენეს

მას შემდეგ რაც ქვეყნის მთავრობამ ვირუსის გავრცელების შეჩერება მოახერხა, მოსახლეობა ვაქცინაციას არ ჩქარობდა. თუმცა, ეს პროცესი ქვეყანაში COVID-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელებამ დააჩქარა. ასე, ბოლო 5 დღის განმავლობაში ჩინეთში 100 მილიონი ადამიანი აიცრა.