IMEDI /  28 ივლისი 2020, 09:44 / სანდო წყარო

თამარ ბაჩალიაშვილის მამა: შსს-ს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ ის ენდობა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და სწორედ ამიტომ ითხოვს, საქმის გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის ნაცვლად, შსს-მ აწარმოოს.

​„დიდი იმედი მაქვს, მინისტრი ჰყავს ამ ქვეყნას, ბატონი გახარია კარგად ნახავს და ასეთ ნაგვებს მოაშორებს. მტერს არ ვუსურვებ, რა დღეშიც ვარ, პირადად არავისზე ვიძახი, უბრალოდ, აეხსნა, ეთქვა ჩემთვის. როგორც გზა გადაიკეტა, მეორე დღით გამოჩნდა მანქანა“, – განუცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა Postv-ის.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ენდობა და მათ მიმართ პრეტენზია არ აქვს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს ვენაცვალე, არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვიღაცების გამოკლებით. ისეთი ხალხი ზის, ძალიან დაფიქრებული, ჩახედულები არიან, ისინი ნამუსით, სინდისით, მგონი, მიხედავენ ამ საქმეს“, – აღნიშნა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

კითხვაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შემთხვევაში გაიზრდება თუ არა მისი ნდობა გამოძიების მიმართ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, რომ იმედოვნებს, ყველაფერი გაირკვევა.

„იმედი მაქვს, იმედი მაქვს 100 პროცენტით, გაირკვევა ყველაფერი, რადგან ამას უსინათლოც დაინახავს, ყველა ხვდება, რაც ხდება. რა ხდება აქ, ყველა ხედავს“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ყველა სიახლე

ურსულა ფონ დერ ლაიენი

10 აგვისტო 2020, 14:32

მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი: მოვუწოდებ ბელარუსის ხელისუფლებას, ამომრჩეველთა ხმები ზუსტად დათვალონ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

10 აგვისტო 2020, 14:21

მსოფლიო

გერმანიის მთავრობა: ბელარუსში დემოკრატიული არჩევნების მინიმალური სტანდარტებიც კი არ იყო დაცული - ეს მიუღებელია

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მინიმალური სტანდარტები დაცული არ იყო. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 14:16

პოლიტიკა

კახა კალაძე: ირაკლი ქადაგიშვილს აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა და არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება

„მას თქვენ ყველა ძალიან კარგად იცნობთ. ესაა ადამიანი, რომელსაც აქვს კახეთის რეგიონის განვითარების ხედვა, ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენ გვერდში იდგა, დგას და მომავალშიც ასე იქნება. კახეთის მხარის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. ირაკლი გახლავთ წესიერი, უნარიანი ადამიანი, რომელსაც არ ეშლება ადამიანებთან კომუნიკაცია“.

ალექსანდრე ლუკაშენკო

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო: ვიღაცას დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა - პოლონეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ჩეხეთიდან დავაფიქსირეთ ზარები, საიდანაც ჩვენს ცხვრებს მართავდნენ

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა დღესასწაულივით ჩაიარა და ვიღაცას ამ დღესასწაულის გაფუჭება მოუნდა. ალექსანდრე ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ისტორიული აქტივობა დაფიქსირდა.

10 აგვისტო 2020, 13:57

მსოფლიო

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 200-მდე გაიზარდა

ლიბანის დედაქალაქში, ბეირუთში მომხდარი მძლავრი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. მარვან აბოუდის აღნიშნავს, რომ ათობით ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. მათი დიდი ნაწილი უცხოელი მუშაა.

10 აგვისტო 2020, 13:47

COVID19

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება. გუშინ გაგზავნილი 27 ნიმუშიდან COVID-19 ერთ პირს დაუდასტურდა, რომელიც სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობს. მას სიმპტომები ზღვიდან დაბრუნების შემდეგ გამოუვლინდა და ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტში 78 პირს აქვს თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვის რეკომენდაცია, აქედან 19 პირი მედდას კონტაქტია.

10 აგვისტო 2020, 13:27

მსოფლიო

ბელარუსში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ოლგა ჩემოდანოვა აცხადებს, რომ ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციების მსვლელობისას სამართალდამცველებმა დაახლოებით 3 ათასი ადამიანი დააკავეს.

10 აგვისტო 2020, 13:19

საზოგადოება

თბილისში, რობაქიძის გამზირზე თანამედროვე ტიპის მოსასვენებელი სივრცე მოეწყო

ტერიტორია 1 900 კვ.მ ფართობს მოიცავს, რომელშიც სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდა. მათ შორის, სივრცეში განთავსდა თანამედროვე ტიპის საპარკე ფურნიტურა, მოეწყო განათების სისტემა, გაკეთდა ფერადი ბილიკები, პატარებისთვის მოეწყო სათამაშო ზონა.

შავლეგ მიშველაძე

10 აგვისტო 2020, 13:14

საზოგადოება

შავლეგ მიშველაძე: ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის პერმანენტული მონიტორინგი

„ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გასამართი სადგურებისა და ნავთობბაზების საქმიანობის ყოველდღიური ციკლის პერმანენტული მონიტორინგი“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი, შავლეგ მიშველაძე.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

10 აგვისტო 2020, 13:13

მსოფლიო

სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს

ბელარუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ აღიარებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

10 აგვისტო 2020, 13:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე

ამ რეგიონიდან აგვისტოს ომში დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები, პოლკოვნიკი ელიზბარაშვილი, კაპიტანი კირაკოზაშვილი, უმცროსი ლეიტენანტი ნატროშვილი, სერჟანტი ტურაშვილი, უმცროსი სერჟანტი მებაღიშვილი, კაპრალები ნოზაძე, ბალაშვილი, ღვინიაშვილი, სამხედრო ექიმი აბრამიშვილი და ჩვენი ეროვნული გმირი და სიამაყე გიორგი ანწუხელიძე,- ზმის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:56

საზოგადოება

დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება

დღეიდან 7იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრსა და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს დღეიდან დაჯავშნის გარეშე მოემსახურებიან იუსტიციის სახლის ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილის, ონის ფილიალები.

კორონავირუსი

10 აგვისტო 2020, 12:56

COVID19

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

სვანეთში კორონავირუსიის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირებულია ერთი ოჯახი, რიომელსაც ყავდა სტუმარი და სავარაუდოდ, ვირუსით ინფიცირება მისგან მოხდა. ვირუსი გადაედოთ ამ ოჯახის კონტაქტებსაც. საუბარია სულ 17 დადატურებულ შემთხვევაზე, აქედან 7 მესტიის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. პაციენტები მოთავსებულები არიან თბილისის და ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებებში ნაწილის, გადმოყვანა ხდება და მათ მოათავსებენ როგორც ზუგდიდის ასევე, სხვა კლინიკებში.

ეკატერინე ტიკარაძე

10 აგვისტო 2020, 12:55

სამართალი

ეკატერინე ტიკარაძე: უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს, სამინისტრო და ექიმები ერთი განუყოფელი ნაწილია

უნდა დასრულდეს საუბარი, რომ სამინისტრო და ექიმები წარმოადგენენ ორ სხვადასხვა მხარეს. სამინისტრო და ექიმები არის ერთი განუყოფელი ნაწილი, რომელიც ახორციელებს ნებისმიერ ჩარევას და ქმედებას, რომ ჩვენის საზოგადოების, პაციენტების მდგომარეობა იყოს უსაფრთხო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ ექიმების დაკავების შესახებ განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:53

საზოგადოება

თბილისის სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა კოლეგის, ვახტანგ ყიფიანის გათავისუფლება მოითხოვეს

მხარდამჭერ აქციაზე კოლეგები განმარტავენ, რომ ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა და არ ჰქონდა მიმალვის მცდელობა ან სურვილი, მეტიც, მედიკოსების თქმით ვახტანგ ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა.

კახაბერ ოქრიაშვილი

10 აგვისტო 2020, 12:45

პოლიტიკა

კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნა

მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შარლ მიშელი

10 აგვისტო 2020, 12:44

მსოფლიო

შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებზე: დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა პასუხი არ არის

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ბელარუსში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

10 აგვისტო 2020, 12:42

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სვანეთში გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება

„ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

10 აგვისტო 2020, 12:33

COVID19

სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი; ანზორ ერქომაიშვილი

10 აგვისტო 2020, 12:30

საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი ანზორ ერქომაიშვილს 80 წლის იუბილეს ულოცავს

ჩვენ რომ შეგვიძლია საგულდაგულოდ მოძიებული და შეგროვებული საგანძური მომავალ თაობებს გადავცეთ, ეს ბატონი ანზორის განუზომელი თავდადებისა და ერთგულების დამსახურებაა, - ამის შესახებ აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილის მილოცვის ტექსტში. „გულწრფელი პატივისცემითა და დიდი სიყვარულით ვულოცავ იუბილეს გამორჩეულ კაცს, ბატონ ანზორ ერქომაიშვილს, რომელსაც განგებამ ადამიანისთვის ყველაზე სანუკვარი მისია - ერის სამსახურში დგომა განუსაზღვრა და რომელმაც 8 ათეული წელია ამ ტვირთის ზიდვის პასუხისმგებლობა იკისრა.