imedi /  28 ივლისი 2020, 22:05 / სანდო წყარო

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა

თამარ ბაჩალიაშვილი

თამარ ბაჩალიაშვილი

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი კომპიუტერის პაროლი და მყარი დისკი გაშიფრა. როგორც ექსპერტიზის ბიუროში აცხადებენ კომპიუტერი გასახნელად მზად არის.

სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი მივიდა და ინფორმაციას გამომძიებელთან ერთად ეცნობა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა გულისხმობს.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

ყველა სიახლე

08 აგვისტო 2020, 15:57

მსოფლიო

გულისამაჩუყებელ ვიდეოში ჩანს პატრონი, რომელმაც ვანკუვერში თავისი როტვეილერი გზის პირას მიატოვა. ვიდეო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, ქალი, რომელიც ძაღლს ატყუებს ვითომ სასეირნოდ მიჰყავს, თუმცა მოგვიანებით მანქანისკენ გარბის და ძაღლს ტოვებს. მოქმედება კანადაში, ქალაქ ვანკუვერში ვითარდება. საბედნიეროდ ყოველივეს შემდეგ ძაღლი ორგანიზაცია I Paw'd It Forward-მა გადაარჩინა. „გვინდა, რომ ეს ყველასთვის გაკვეთილი იყოს და გვინდა, რომ დაფიქრდეთ მანამ სანამ თქვენი შინაური ცხოველის მიტოვებას გადაწყვეტთ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მიხეილ რამიშვილი

08 აგვისტო 2020, 15:53

სამართალი

ადვოკატის განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროში, თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი გახსნილი დახვდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს ის ექსპერტიზის ბიუროში, გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, იმისთვის დაიბარეს, რომ მობილური ტელეფონისთვის ლუქის მოხსნის პროცესს დასწრებოდნენ, თუმცა, ბიუროში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ტელეფონი უკვე გახსნილი იყო.

გიორგი ტყემალაძე

08 აგვისტო 2020, 15:48

საზოგადოება

გიორგი ტყემალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ეს იყო უმძიმესი დღეები ჩვენი ქვეყნისთვის, რომელსაც ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა. შეიარაღებულ კონფლიქტს ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის თავდაუზოგავად იბრძოდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ მათი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ ტერიტორიების დაბრუნებას მშვიდობიანი გზით შევძლებთ,“ - განაცხადა ტყემალაძემ.

გიორგი ბაჩალიაშვილი

08 აგვისტო 2020, 15:36

საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის ძმა: არ დავუშვებ, რომ მამაჩემის ღირსება შელახონ, მისი ყურადღება არც მე და არც ჩემს დას არ მოგვკლებია

დღეს ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ. გიორგი ბაჩალიაშვილმა გადაწყვიტა, ეპასუხა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, მისი განცხადებით, გარდაცვლილის ოჯახის ღირსების შელახვით არიან დაკავებულნი.

ბექა ფერაძე აჭარა

08 აგვისტო 2020, 15:25

რეგიონი

ბექა ფერაძემ და მიხეილ დაუშვილმა აჭარაში ბიზნესმენებთან ​კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეგულაციების დაცვის საკითხი განიხილეს

„ეკონომიკის გახსნის პარალელურად ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით რეკომენდაციების შემუშავებაზე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. ასევე შრომის ინსპექცია მიმართულია რეკომენდაციების აღსრულების ნაწილზე, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ რეკომენდაციის დამკვიდრება და აღსრულება სამუშაო ადგილებზე. დღეს ვიმყოფებით აჭარის რეგიონში. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორი. მოგეხსენებათ, სასტუმროები შრომის ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ოპერირებენ. დინამიკა საკმაოდ დადებითია. კომპანიებისა და სასტუმროების უმრავლესობამ დააკმაყოფილა მოთხოვნები და ჩვენ მივეცით დადებითი დასკვნა, რათა შეძლონ ოპერირება, თუმცა ბიზნესთან ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვაცნობთ იმ პროტოკოლებს, რომლებიც შევიმუშავეთ და გამოწვევებს, რომელიც არსებობს. რეგიონალურ დონეზე ვმართავთ რიგით მეორე შეხვედრას, რომელსაც მხარს უჭერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. აქცენტს ვაკეთებთ არა სანქცირებაზე არამედ, პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე. გეგმიური ინსპექტირება ქვეყნის მასშტაბით უკვე 150 ობიექტზეა განხორციელებული“,- განაცხადა ფერაძემ.

08 აგვისტო 2020, 15:22

რეგიონი

ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. ქალაქ ბოლნისში მდებარე ღვთისმშობლის ნიშთან, სასულიერო პირებმა ომში დაღუპული მეომრების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. პანაშვიდს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავით შერაზადიშვილმა და პირველმა მოადგილემ ბუბა გობეჯიშვილმა აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული ბოლნისელი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს და სოფელ დისველში ასლან შაინიძის, სოფელ რატევანში ნოდარ დევნოზაშვილისა და სოფელ ტანძიაში საბა დადვანის საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

ირაკლი კობახიძე

08 აგვისტო 2020, 15:12

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვირჩევთ რაციონალურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პოლიტიკას, რომლის მიზანია მინიმუმამდე შევამციროთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები

„ქართველი ხალხი აუცილებლად შეაფასებს ამ ძალისხმევას და თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად აუცილებლად შევქმნით ერთიან, განვითარებულ და ევროპულ სახელმწიფოს. საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი“.

ფოთი ბაზა გვირგვინი

08 აგვისტო 2020, 15:05

რეგიონი

სანაპირო დაცვის ფოთის ბაზაზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

„საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესია აგვისტოს ომი, ჩვენი რეგიონიდან 2008 წლის აგვისტოს ომმა 38 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სამხედროებთან ერთად იყვნეს სამოქალაქო პირებიც. ამ ომს ყავს უამრავი გმირი, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ სამშობლოს დაცვისთვის, მათი საქციელი არის მომავალი თაობებისთვის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. ეს დღე თითოეული ჩვენგანისთვის არის მტკივნეული, ვიზიარებ მთელი ქვეყნის წუხილს და მადლობას ვუხდი გარდაცვლილთა ოჯახებს“, - აღნიშნა მალხაზ თორიამ.

08 აგვისტო 2020, 14:56

სპორტი

თბილისის „დინამო“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა

თბილისის „დინამო“ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. კახა ჩხეტიანის მომზადებულმა გუნდმა თბილისურ დერბიში სტუმრად „მერანი“ 2:1 დაამარცხა და ცხრა ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში ბურთი ჯერ დავით კობოურმა, ხოლო შემდეგ საიმონ ბენიომ გაიტანა, რასაც „მერანიდან“ რევაზ გეწაძემ ზუსტი თერთმეტმეტრიანით უპასუხა. 10 აგვისტოს გორის „დილა“ საკუთარ მოედანზე თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში ლიდერობას დაიბრუნებს.

08 აგვისტო 2020, 14:53

რეგიონი

გურიაში აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპულთა გმირების საფლავები გვირგვინით შეამკეს.

08 აგვისტო 2020, 14:52

რეგიონი

პრეზიდენტი ნიქოზში საეპისკოპოსო სასახლეში, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა

პრეზიდენტი ნიქოზში საეპისკოპოსო სასახლეში ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას შეხვდა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ამაღლების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სულებისთვის მიტროპოლიტმა გადაიხადა. აგვისტოს ომის დროს მოსახლეობა თავს სწორედ ამ ტაძარს აფარებდა, დაბომბვის შედეგად საეპისკოპოსო რეზიდენცია დაიწვა, დაზიანდა მონასტერი და საცხოვრებელი კელიები. ცხინვალიდან ნახევარ კილომეტრში მდებარე ნიქოზში დაბომბვისა და სროლების შედეგად დაიღუპა მსვიდობიანი მოსახლეობა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.

ირაკლი ჩიქოვანი

08 აგვისტო 2020, 14:48

რეგიონი

ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გააგრძელებს აქტიურ ქმედებებს, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან დეოკუპაციას

„დღევანდელი დღე უმძიმესი დღეა საქართველოს ისტორიაში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ეს დღე განსაკუთრებული სიმძიმით შეიგრძნო და ჩვენ დღესაც ყოველდღიურად ვაგრძელებთ რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგების ხილვას. მინდა ვთქვა, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გააგრძელებს აქტიურ ქმედებებს, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან დეოკუპაციას. ეს არის მიზანი, რომელიც აერთიანებს მთლიანად საქართველოს და რომელსაც ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ბაკარაძე

08 აგვისტო 2020, 14:40

პოლიტიკა

ქეთევან ბაკარაძე: ომი არ დასრულებულა, გრძელდება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ აუცილებლად დასრულდება დიპლომატიური ნაბიჯებით, ამისთვის ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ხელისუფლება

„12 წელია, საქართველო და მტრისგან დროებით მოწყვეტილი მისი ორი განუყოფელი ნაწილი სასტიკი ომის ჭრილობების მოშუშებას ცდილობს, მაგრამ ტკივილი არ ნელდება და ასე იქნება იქამდე, ვიდრე ოკუპანტი ჩვენს მიწა-წყალზე მოურიდებლად დაბორიალობს“.

შალვა კერესელიძე

08 აგვისტო 2020, 14:35

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა

„ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა“, - განაცხადა კერესელიძემ.

სომალი აფეთქება მსხვერპლი

08 აგვისტო 2020, 14:27

მსოფლიო

სომალის დედაქალაქში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშუში, სამხედრო ბაზაზე მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ ჯერობით უცნობია, თუმცა თვითმხილველები აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე ასაფეთქებელი ნივთიერებით სავსე ავტომობილი შენიშნეს.

კლერ ოლბლესი

08 აგვისტო 2020, 14:21

პოლიტიკა

კლერ ოლბლესი: გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა

გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კლერ ოლბლესი 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავს საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა. „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის კონფლიქტის წლისთავზე ვიხსენებთ ყველა გარდაცვლილსა და გადაუჭრელი მტრობის გავლენის ქვეშ დღემდე მცხოვრებ ადამიანებს. გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა ისეთივე ძლიერია, როგორც აქამდე ყოფილა“, - განაცხადა კლერ ოლბლესმა.

ჯონათან ჯანოგლი

08 აგვისტო 2020, 14:14

პოლიტიკა

ჯონათან ჯანოგლი: რუსეთი სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს, რასაც ადგილობრივთა უმწეობა და განგრძობადი საერთაშორისო დესტაბილიზაცია მოაქვს შედეგად

„რუსეთის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების უკანონო ოკუპაციის 12 წლისთავი აღინიშნება დღეს. რუსეთი სამხედრო და კიბერაგრესიას განაგრძობს, რასაც ადგილობრივთა უმწეობა და განგრძობადი საერთაშორისო დესტაბილიზაცია მოაქვს შედეგად“ - წერს ჯონათან ჯანოგლი.

სტიუარტ მაკდონალდი

08 აგვისტო 2020, 14:10

პოლიტიკა

სტიუარტ მაკდონალდი: ადამიანთა უფლებების დარღვევა, ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ აგრესია გრძელდება

„12 წლის წინ რუსულმა სამხედრო ძალებმა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია მოახდინეს. ადამიანთა უფლებების დარღვევა, ხალხის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ აგრესია გრძელდება. სოლიდარობას ვუცხადებ საქართველოს ხალხს“, - წერს მაკდონალდი.

ტომ ტუგენდჰატი

08 აგვისტო 2020, 14:07

პოლიტიკა

ტომ ტუგენდჰატი: 12 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა

12 წლის წინ სწორედ ამ დღეს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა, - წერს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ტომ ტუგენდჰატი.

08 აგვისტო 2020, 13:56

COVID19

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1,489 ადამიანს დაუდასტურდა, 27 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში ახალი კორონავირუსი 1,489 ადამიანს დაუდასტურდა, 27 ადამიანი კი ვირუსს ემსხვერპლა. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ ქვეყანაში ვირუსი 79,750 ადამიანს დაუდგინდა, 1,879 გარდაიცვალა. უკრაინაში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 3 მარტს გამოვლინდა.