აშშ-ის მოქალაქის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების გამო, ნიგერიის მოქალაქეები დააკავეს
ფოტო: გენერალური პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა, - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უწყების ცნობით, სისხლის სამართლებრივი დევნა სამი მოქალაქის მიმართ დაიწყო.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეებმა ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სოციალურ ქსელში, გამოგონილი პიროვნების სახელით დაარეგისტრირეს მომხმარებლის გვერდი და კომუნიკაცია დაამყარეს დაზარალებულთან - ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დ.კ-სთან. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებული დ.კ დაარწმუნეს, რომ მასთან კომუნიკაციაში იყო ვითომდა საქართველოში მცხოვრები, წარმოშობით გერმანელი ფრენკ ლუკას ბალაკი, რომელსაც თითქოსდა მოგებული ქონდა 900 000 აშშ დოლარის ღირებულების ტენდერი ხიდების მშენებლობასთან დაავშირებით და უახლოეს მომავალში აპირებდა ამერიკის შეერთებულ შტატებში დ.კ-ს თან გამგზავრებას, მასთან ოჯახის შექმნის მიზნით.
ნდობის მოპოვების შემდეგ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, გამოგონილი ქართველი ექიმის სახელით, დაუკავშირდნენ დაზარალებულს და აცნობეს, რომ ფრენკ ლუკას ბალაკი მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა თანხის გაგზავნა საქართველოში მკურნალობის ხარჯების დასაფარად. ამავდროულად დაარწმუნეს, რომ მკურნალობის მიზნით საქართველოში გადმორიცხული ფულადი თანხები აუნაზღაურდებოდა ხიდების მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერიდან მიღებული შემოსავლებიდან. დაზარალებულმა დ.კ-მ რეალურად აღიქვა მიწოდებული ინფორმაცია და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, ეტაპობრივად, გადმორიცხა ჯამში 233 250 აშშ დოლარი, რომელსაც ო.ფ, ფ.ჩ და ო.მ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.
შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხები, მათთვის კანონიერი სახის მიცემის, ლეგალიზაციის, მიზნით ო.ფ-მ, ფ.ჩ-მ და ო.მ-მ დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, სწრაფი ფულადი გზავნილების სახით, გადარიცხეს ნიგერიის და თურქეთის რესპუბლიკებში, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე, რითაც მოახდინეს ჯამში 86 800 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. 2020 წლის 13 აგვისტოს ო.ფ-ს, ფ.ჩ-ს და ო.მ-ს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა), ასევე საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2020 წლის 14 აგვისტოს ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ“ - განმარტავენ პროკურატურაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა შესაძლო წევრების გამოვლენისა და მხილების მიზნით.
ყველა სიახლე
01 მაისი 2026, 10:06
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: საქართველო ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, სულ უფრო შესამჩნევლად გამოდის ზეწოლის ობიექტის რეჟიმიდან და ბრუნდება იმ აქტივის კატეგორიაში, რომელსაც ანგარიშს უწევენ
აშშ-სთან ურთიერთობებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
01 მაისი 2026, 10:02
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამით უკრაინის ოდესის ოლქს დამრტყმელი დრონებით შეუტია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
01 მაისი 2026, 09:59
საზოგადოება
კახეთის რეგიონში, სატყეო სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაზე ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს
კახეთის რეგიონში, სატყეო სექტორის წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ტყის აღდგენის პრაქტიკასა და მეთოდოლოგიაზე, ტყის მართვის თანამედროვე მიდგომებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს დეგრადირებული ტყეების აღდგენასა და მდგრად მართვას.
01 მაისი 2026, 09:42
მსოფლიო
რობერტ ფიცო: როცა პუტინს ვხვდები ყველა მაკრიტიკებს, მაგრამ როცა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვბრუნდები, ბრიუსელის საპირფარეშოებში ყველა სათითაოდ მეკითხება, რა თქვა მან.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, როცა ის მოსკოვში ჩადის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრება, დაბრუნებისთანავე ბრიუსელის საპირფარეშოებში მას ყველა ეკითხება, თუ რა ილაპარაკა კრემლის ლიდერმა.
01 მაისი 2026, 09:35
მსოფლიო
ზელენსკი: რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, ზოგიერთი სანქციის მოხსნის სანაცვლოდ, შეიძლება წინ წამოსწიოს
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის საკითხი, ზოგიერთი სანქციის მოხსნის სანაცვლოდ, შეიძლება წინ წამოსწიოს, - განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში გააკეთა.
01 მაისი 2026, 09:18
მსოფლიო
ტრამპი: საწვავი მაშინ გაიაფდება, როცა ირანში ომი დასრულდება
დონალდ ტრამპის თქმით, საწვავი მაშინ გაიაფდება, როცა ირანში ომი დასრულდება. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
01 მაისი 2026, 09:05
რეგიონი
ოზურგეთის სპორტულ კლუბ „ზვანელებს“ საჭირო სპორტული ინვენტარი გადაეცა
ოზურგეთის სპორტულ კლუბ „ზვანელებს“ საჭირო სპორტული ინვენტარი გადაეცა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერებისა და გურიის ახალგაზრდების შეხვედრაზე დასახელებული პრობლემა ერთობლივი მუშაობითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აღმოიფხვრა.
01 მაისი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპი სტარმერს ურჩევს ბრიტანეთის მეფისგან ისწავლოს მოქმედება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან არ იცის, დაეხმარება, თუ არა გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის ვიზიტი ამერიკაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობების გაუმჯობესებაში.
01 მაისი 2026, 08:52
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს რომ ჰკითხოთ, რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივთან მართავენ შეხვედრებს
რომ ჰკითხოთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი რეგიონში არიან გასულები და კარდაკარ ხვდებიან ამომრჩეველს, სინამდვილეში კი ისინი სასტუმროს ფოიეში საკუთარ რეგიონულ აქტივს ხვდებიან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ.
01 მაისი 2026, 08:42
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: მარტის მოვლენებმა განსაკუთრებით ცხადყო, რომ საქართველო თუ შედგა როგორც სახელმწიფო, ამაში ეკლესიას დიდი როლი აქვს, ამიტომაც არის, რომ ყოველთვის ებრძვიან ეკლესიას
რატომ უნდა მოუნდეთ პოლონეთში ქართული ეკლესიის განსჯა?, - აცხადებს პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი.
01 მაისი 2026, 08:30
პოლიტიკა
გიორგი ჩაკვეტაძე პოლონეთის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გადაცემაზე: ამ ყველაფრის მიზანია საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის შექმნა, ფაქტების დამახინჯება, საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენა
ამ ყველაფრის მიზანია საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაციის, აღქმების შექმნა, ფაქტების დამახინჯება, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი სამსახურის გადაცემაში გაჟღერებული გზავნილების შეფასებისას.
01 მაისი 2026, 08:20
პოლიტიკა
ნინო წილოსანი სააკაშვილის განცხადებაზე: რისი გაშავებაც სურთ, ყველაფერს რუსულს არქმევენ
მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს და რუსულ პროექტად შერაცხონ, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.
01 მაისი 2026, 08:10
ეკონომიკა
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია თავისივე დასკვნას დღეს განიხილავს.
01 მაისი 2026, 08:00
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
პირველ მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
01 მაისი 2026, 03:23
მსოფლიო
ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი
აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ომის დაფინანსება ევროპამ იტვირთოს, რადგან საფრთხე ამ კონტინენტთან გაცილებით ახლოსაა. გარდა ამისა, ევროპული ქვეყნები „მდიდრები“ არიან და მათი ჯამური მშპ 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენის დროს.
01 მაისი 2026, 03:14
მსოფლიო
გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის დონე „სერიოზულამდე“ გაიზარდა
გოლდერს გრინში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, გაერთიანებულ სამეფოში ტერორისტული საფრთხის ეროვნული დონე „მნიშვნელოვანიდან“ „სერიოზულ“ ნიშნულამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავდასხმის მცდელობა მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელი.
01 მაისი 2026, 00:35
პოლიტიკა
კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვაზე: პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს
თბილისის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში “იმედი LIVE” ამერიკასთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით პოზიტიური სიახლეები არსებობს.
01 მაისი 2026, 00:30
პოლიტიკა
კახა კალაძე: წარმოუდგენელია, ევროკავშირის ელჩი, რომელიც დიპლომატიური მისიითაა ჩამოსული, დიპლომატიური საქმიანობის გარდა ყველაფერს აკეთებს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანა უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არა გარედან დასმულმა აგენტურამ.
01 მაისი 2026, 00:14
მსოფლიო
რობერტ ფიცო: როდესაც პრეზიდენტ ტრამპს კარგად სძინავს, ფასები ეცემა - როდესაც არ სძინავს და რაიმე განცხადებას აკეთებს, ნავთობის ფასი ავტომატურად იზრდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ გლობალურ ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული არასტაბილურობა და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გავლენა მკვეთრი განცხადებით შეაფასა.
01 მაისი 2026, 00:10
პოლიტიკა
კახა კალაძე: ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად
ვეხმარებით შშმ პირების ოჯახებს. ყოველწლიურად ვაძლევთ შესაძლებლობას, ზაფხულის თვეებში თავად აირჩიონ ნებისმიერი დრო, აარჩიონ საკურორტო ზონა, სასტუმრო და ა.შ. და მუნიციპალიტეტი ეხმარება ფინანსურად, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.


