imedi /  04 სექტემბერი 2020, 14:56 / სანდო წყარო

10 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის გურჯაანში კაცი დააკავეს

გარყვნილი ქმედების გამო გურჯაანში პოლიციამ კაცი დააკავა. შემთხვევა 29 აგვისტოს პარფიუმერულ მაღაზიაში მოხდა. ამავე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა კაცმა 10 წლის ბავშვზე სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

მომხდარზე გამოძიება 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

ყველა სიახლე

25 სექტემბერი 2020, 12:36

COVID19

სამეგრელოში 19 ახალი კოვიდინფიცირებულიდან 3 ზუგდიდის მერიის თანამშრომელია

როგორც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდინფიცირებულებიდან 16 ზუგდიდის კლასტერის კონტაქტია, ხოლო სამი უცხოეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეა. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ.

კელი დეგნანი

25 სექტემბერი 2020, 12:35

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მოვუწოდებთ ყველა პარტიას, ხელი შეუწყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას

გუშინ წავიკითხე სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც საუბრობდა დაშინებასა და ძალადობის შემთხვევებზე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან შემაშფოთებელია, ეს ის მოქმედებაა, რომელიც აუცილებლად დააზიანებს საქართველოს არჩევნებს. კარგია ის ფაქტი, რომ საქართველოში არიან საარჩევნო დამკვირვებლები, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან პროცესს, შესაბამისად, უზრუნველყოფენ ამ პროცესის შესაბამის ანალიზს, - აცხადებს აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. „ჩვენ, საელჩოს მხრიდან გვეყოლება ჩვენი სადამკვირვებლო ჯგუფები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ამ დამკვირვებელთა ძალისხმევას. ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, ყველანაირად დავეხმაროთ საქართველოს, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი. ჩვენ ვიცით, რომ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით შსს-მ ჩაატარა გამოძიება და გამოძიების შედეგად გაირკვა, რომ ამ შემთხვევებში, რაც აღნიშნული იყო სახალხო დამცველის ანგარიშში, მონაწილეობდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას, რომ თავი შეიკავონ ნებისმიერი ასეთი ტიპის მოქმედებისგან და ხელი შეუწყონ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ვთხოვ, რომ გააკეთონ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის“, - განუცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს.

პროკურატურა

25 სექტემბერი 2020, 12:31

სამართალი

არსებული ინფორმაციით, ბაჩალიაშვილის საქმეზე მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, დააკავეს დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა. პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით, ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

ვახტანგ გომელაური

25 სექტემბერი 2020, 12:31

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ციხეებში 24 000–25 000 ადამიანი იჯდა, დღეს 9 000-მდე პატიმარი ზის

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის შესახებ უპასუხა, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. ვახტანგ გომალაურმა აღნიშნა, რომ არჩევნებია და ოპონენტები კრიმინალის მატების შესახებ ინტერპრეტირებენ, რადგან წარმოჩინდეს რომ ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაა. მაგრამ არსებობს წინა წლების სტატისტიკაც, მაშინ როცა ციხეში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა უფრო მეტი დანაშაული ხდებოდა.

კელი დეგნანი

25 სექტემბერი 2020, 12:14

პოლიტიკა

კელი დეგნანი: კიბერუსაფრთხოების ფორუმზე პრემიერისა და დიპლომატიური კორპუსის დასწრება მიანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს თითოეული მათგანი კიბერუსაფრთხოებას

„მოხარული ვარ, რომ დღეს მონაწილეობა მივიღე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კიბერუსაფრთხოების ფორუმში, სადაც იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა კიბერუსაფრთხოების ფორუმის დასრულების შემდეგ.

25 სექტემბერი 2020, 12:11

COVID19

უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,565 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,565 ადამიანს დაუდასტურდა. ჯამში ქვეყანაში COVID-19 191,671 ადამიანს დაუდგინდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 70 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,827-მდე გაიზარდა, ჯამში 85,133 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

25 სექტემბერი 2020, 12:08

პოლიტიკა

დავით სერგეენკო: ჩემთვის პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებები, სამართლიანი გარემო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სერვისებზე

„ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით სერგეენკო გოთუასა და ცინცაძის ქუჩები მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრისას იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლის წინაშეც საბურთალოს რაიონის მოსახლეობაა.

25 სექტემბერი 2020, 12:03

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 392 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 48,643 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 947 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 43,401.

ვახტანგ გომელაური

25 სექტემბერი 2020, 11:57

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, საარჩევნო პერიოდში ყველა საქმეზე მკაცრი რეაგირება იქნება

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და მერწმუნეთ, საარჩევნო პერიოდში ყველა საქმეზე მკაცრი რეაგირება იქნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობის და გამოვლენილ ფაქტებზე რეაგირების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამერიკის საელჩო

25 სექტემბერი 2020, 11:54

COVID19

აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა საქართველოს დაცვის პოლიციას ნიღბები გადასცა

ამერიკის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა საქართველოს დაცვის პოლიციას ნიღბები გადასცა. შესაბამისი პოსტი საელჩოს Facebook-ზე გავრცელდა. „მადლიერების გამოსახატად და ჩვენი პარტნიორების მნიშვნელოვანი საქმიანობისას მათი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ამ კვირაში აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფისმა საქართველოს დაცვის პოლიციას ნიღბები გადასცა.

ვახტანგ გომელაური

25 სექტემბერი 2020, 11:44

სამართალი

ვახტანგ გომელაური: კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ

კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გუშინ უფრო სუსტი იყო, პარტნიორების დახმარებით დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. შსს-ს ინფორმაციით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნის შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა - ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

25 სექტემბერი 2020, 11:44

COVID19

კოვიდინფიცირების 265 ახალი შემთხვევიდან 27 იმერეთში გამოვლინდა

იმერეთში კოვიდინფიცირების 27 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათი ნაწილი ოქროს სავაჭრო ცენტრის კლასტერის კონტაქტია, ნაწილის დაინფიცირების წყაროს კი ეპიდემიოლოგები იკვლევენ. სულ იმერეთის კოვიდ კლინიკებსა და სასტუმროებში 380-მდე პაციენტი მკურნალობს. აქედან 190-მდე შემთხვევა იმერეთშია გამოვლენილი.

25 სექტემბერი 2020, 11:43

COVID19

ქვეყნის მასშტაბით 17 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მარინა ენდელაძემ თქმით, ინფიცირების აქტიური 3 ათასი შემთხვევიდან 17 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის კრიტიკულად მძიმე. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა განუცხადა.

25 სექტემბერი 2020, 11:36

COVID19

კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის კაცია

საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე ადამიანი 54 წლის კაცია. ის ბათუმში გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

გიგა მანდარია

25 სექტემბერი 2020, 11:35

ეკონომიკა

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი: მიმდინარე და დაგეგმილ 100-ზე მეტ პროექტს 2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება

წყლისა და წყალარინების სისტემები მოეწყობა სტეფანწმინდაში, ბაღდათში, სამტრედიაში, თელავში და ა.შ. მიმდინარე და დაგეგმილ 100-ზე მეტ პროექტს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს მხარდაჭრით ჯამურად 2 მილიარდ ლარზე მეტი მოხმარდება, - განაცხადა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიგა მანდარიამ. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, როგორც მანდარიამ აღნიშნა, ამ დროისთვის მიმდინარეობს 45- ინფრასტრუქტურული პროექტი და იგეგმება დამატებით 70-მდე პროექტის განხორციელება.

25 სექტემბერი 2020, 11:25

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 165 აჭარაში, 43 კი თბილისში დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა აჭარაში გამოვლინდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

25 სექტემბერი 2020, 11:23

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ს კიდევ ერთი პაციენტი ემსხვერპლა. კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.

25 სექტემბერი 2020, 11:19

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 86,052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 86,052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 5,9 მილიონს მიუახლოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ინდოეთში ბოლო 24 საათში ვირუსით 1,141 ადამიანი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 92,290-ს აღწევს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4,75 მილიონს აჭარბებს.

კორონავირუსი

25 სექტემბერი 2020, 11:15

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 265 ადამიანს დაუდასტურდა, 54 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს 265 დაემატა, განკურნებულთა რაოდენობა კი 54-ით გაიზარდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1759 ადამიანი, 26 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ირაკლი ქადაგიშვილი

25 სექტემბერი 2020, 10:54

რეგიონი

ირაკლი ქადაგიშვილი თელავში ახალგაზრდებს შეხვდა

შეხვედრის დროს კანდიდატმა ქვეყნის მომავლის შექმნაში ახალგაზრდების როლსა და ამ პროცესში მათ ჩართულობაზე ვრცლად ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილმა ყურადღება გაამახვილა ერეკლე მეფის საიუბილეო თარიღზეც.