imedi /  18 სექტემბერი 2020, 00:41 / სანდო წყარო

ვარკეთილში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ვარკეთილში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა.

გარდაცვლილია მსუბუქი ავტომობილის მგზავრი ქალი, მძღოლი კაცი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა სიახლე

29 ოქტომბერი 2020, 17:42

რეგიონი

ნათია თურნავამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გურჯაანში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექნოპარკის შენობა გახსნეს

გურჯაანში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექნოპარკის შენობა ეკონომიკისსა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა გახსნეს. ტექნოპარკი არის სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის.

ბექა ოდიშარია

29 ოქტომბერი 2020, 17:34

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: ჩემთვის დიდი პატივია ვიყო გუნდის წევრი, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით საქართველოს ახალი, ნამდვილი ევროპული კონსტიტუცია

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელიც არის მშვიდობისმყოფელი და ამ 8-წლიანი მშვიდობის პერიოდში აშენებს მაგისტრალებს, გვირაბებს, ხიდებს, ზრუნავს სოფელზე ათბობს და ანათებს ამას, ღირსეულად ეპყრობა ყველა პროფესიის ადამიანს, ადამიანის უფლებებს, პედაგოგებს, მედიცინის მუშაკებს, ჯარისკაცებს თუ პოლიციელებს, სცემს პატივს დედაეკლესიას და ყველა სხვა კონფესიას საქართველოში, - ამის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ბექა ოდიშარიამ წარდგენაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

29 ოქტომბერი 2020, 17:33

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერაქტი დაგმო.

29 ოქტომბერი 2020, 17:32

მსოფლიო

ლიონში პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავა

საფრანგეთში, ქალაქ ლიონში პოლიციამ ცივი იარაღით შეიარაღებული პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

29 ოქტომბერი 2020, 17:28

COVID19

მედიცინის ფაკულტეტის მაღალკურსელებს COVID-19-ის ეფექტიანად მართვის მიზნით გადამზადების სწრაფი კურსები უტარდებათ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეფექტიანად მართვის მიზნით, მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების მაღალკურსელების გადამზადების პროცესი დაწყებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი გახარია

29 ოქტომბერი 2020, 17:23

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ისე, როგორც ბევრმა განვითარებულმა ქვეყანამ ვერ შეძლო და ამის ყველაზე დიდი საფუძველი ერთიანობაა

„ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ყოველთვის გვქონდა და რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება და შრომა. ყველას კარგად უნდა გვავხსოვდეს, რომ შემდეგი 4 წელი იქნება გამოწვევებით სავსე და ჩევნ ყველანი ვხედავთ, რომ უაღრესად არაორდინალურ სიტუაციაში გვიწევს კამპანიის ჩატარება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კახა კალაძე

29 ოქტომბერი 2020, 17:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ ვართ ის გუნდი, რომელიც მზადაა, 24-საათიან რეჟიმში ემსახუროს ხალხს

„გვახსოვს, როგორც ებრძოდნენ განსხვავებულ აზრს, შეხედულებებს და ეს ყველაფერი ჩვენ ჩავაბარეთ წარსულ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბექა ოდიშარიას წარდგენისას განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 17:18

მსოფლიო

საფრანგეთში ანტიტერორისტული ზომების დონე მაქსიმალურამდე გაიზარდა

ნიცაში მომხდარი ტერაქტის გამო, საფრანგეთში ტერორიზმთან ბრძოლის გეგმა „Vigipirate“-ი მაქსიმალურ დონემდე გაიზარდა. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

29 ოქტომბერი 2020, 17:08

რეგიონი

რაჭასა და ლეჩხუმში 2 357 ტონა ყურძენი გადამუშავდა

რაჭასა და ლეჩხუმში რთველი დასრულდა. რაჭაში სულ გადამუშავდა 2 357 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული, აქედან სახელმწიფო კომპანიამ 1 161 ტონა ყურძენი მიიღო, ხოლო 1 196 ტონა კერძო კომპანიებმა ჩაიბარეს, - ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ანგელა მერკელი

29 ოქტომბერი 2020, 16:56

COVID19

ანგელა მერკელი: პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი უვნებელია, საშიში და უპასუხისმგებლო ხალხია

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, პოპულისტები, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი უვნებელია, საშიში და უპასუხისმგებლო ხალხია.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ბათუმში გამართული აქციის შემდეგ ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაორმაგდა

ბათუმში გამართული აქციის შემდეგ, როდესაც უკვე 200-ს ქვემოთ იყო ჩამოსული ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი, დაახლოებით 6-7 დღის შემდეგ ამ აქციიდან, ეს მაჩვენებელი უკვე გაორმაგდა მაშინ, როცა უკვე იყო დასტაბილურებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:47

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ეს არის ერთი დიდი ჯაჭვი, რომლის მეშვეობითაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას, რაც არ გამოუვათ, ამის გარანტიას ვაძლევთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ბოტები მუშაობენ და ჩაშლილია ახალი დავალებები, მათ შორის, ახალი ტყუილი, საოცრება იმის შესახებ, თითქოს ნიკა მელია გლდანში არჩევნებს პირველივე ტურში 61%-ით იგებს. ეს არის დასაცინი ამბავი. ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი არ არსებობს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, გაშიფრულია მთლიანად ფეისბუქის სისტემა, რომელიც ყალბი ამბების გავრცელებით არის დაკავებული.

29 ოქტომბერი 2020, 16:41

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის 3,565 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 3,565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 89 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 404,048 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 329,778-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 13,701 ადამიანი ემსხვერპლა.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:40

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: უკვე მესამე დღეა აშკარავდება „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები

„თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სადამკვირვებლო მისია, რომელიც ცდილობს, რომ ობიექტურად დააკვირდეს ბრჭყალებში თუ მის გარეშე არჩევნებს - ეკუთვნის „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ დაკავშირებულ პირს, მე გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ასეთი ორგანიზაცია არჩევნებს აღარ დააკვირდება. თქვენ ახსენეთ გვარი, როგორც ვიცი მოდებაძე, რომელიც პირველი ინფორმაციით რაც გავიგე, არის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრი.

ივანე მაჭავარიანი

29 ოქტომბერი 2020, 16:37

ეკონომიკა

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის განვითარების ბანკიდან დამატებით 170.8 მლნ ევრო მიიღო

დღეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამის“ თაობაზე. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა შეინ როზენტალმა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 170.8 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიიმართება ბიუჯეტში.

მამუკა მდინარაძე

29 ოქტომბერი 2020, 16:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ყველა პროვოკაციულ შემთხვევასთან დაკავშირებით არის სამართლებრივი რეაგირება

„სხვათა შორის, ერთ-ერთი შემთხვევა მედიამ მთლიანად გაატარა რატომღაც. ერთ-ერთი უმძიმესი ფაქტი, რომელიც მოხდა მარნეული გზაზე და იქაც ყველა ადამიანი დაკავებულია, წინასწარ პატიმრობაში არიან და ბრალდებულებად არიან მიჩნეული გამოძიების მიერ. ეს ფაქტი რომ მოხდა იყო დიდი აჟიოტაჟი და როგორც კი ეს ადამიანები დააკავეს, საერთოდ კითხვაც არავის დაუსვამს. იმიტომ აუარეთ ამას გვერდი, რომ სამართლებრივი რეაგირება დანაშაულს რომ მოჰყვა და ეს დანაშაული გაუხსნელი რომ არ არის და მესამე დღესვე რამდენიმე პირი რომ არის დაკავებული ამასთან დაკავშირებით, ეს არ გაწყობდათ და არ თქვით“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ივანე მაჭავარიანი

29 ოქტომბერი 2020, 16:33

ეკონომიკა

გერმანიის მთავრობამ COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოს დამატებით 20,8 მილიონი ევრო გამოუყო

საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „სოციალური უსაფრთხოება COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეთანხმებებს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) რეგიონული ოფისის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, კლაუს ფაიგელმა.

29 ოქტომბერი 2020, 16:32

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 78 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 994 ადამიანი გარდაიცვალა.

29 ოქტომბერი 2020, 16:31

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსი 1,015 ადამიანს გამოუვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,015 ადამიანს გამოუვლინდა, 9 ადამიანი კი გარდაცვლილა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 53,152 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 708 ადამიანი. ვირუსისგან 42,516 პაციენტი განიკურნა.

29 ოქტომბერი 2020, 16:27

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის პრეზიდენტმა, პანდემიის პირობებში 5G-ის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური და კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის (UKE) ახალ პრეზიდენტს იაცეკ ოკოს და მის მოადგილეს კაროლ კრჟივიცკის შეხვდნენ. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, შეხვედრა COVID-19 პანდემიიდან გამომდინარე ონლაინ რეჟიმში შედგა. კაროლ კრჟივიცკი ამავდროულად 2020 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელთა ქსელს (EaPeReg) თავმჯდომარეობს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და UKE პრეზიდენტმა შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და 5G ტექნოლოგიის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.