თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მიხეილ რამიშვილს მოწმის სახით დაკითხავენ
ფოტო: საქართველოს პროკურატური
თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„საზოგადოებისთვის ცნობილია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგი, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სახეზე იყო გამოძიების და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ასევე მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, პროკურატურამ ფაქტზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება დაიწყო.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე საგამოძიებო ორგანოს მიეცა ნებართვა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან მომხდარიყო დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის, ე.წ. სატელიტების ფოტოების მიღების და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა, რომელიც მიხეილ რამიშვილის კომუნიკაციას მის მიერვე საჯაროდ დასახელებულ წყაროსთან დავით ფურცხვანიძესთან ასახავს.
აქვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ მომხდარა ადვოკატის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული და სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის დათვალიერება და გამოთხოვა, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს გამოძიების ინტერესის საგანს. ასევე აღსანიშნავია, რომ მობილურის შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩატარების მიზნით, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის დალუქვა მოხდა მის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენის შემდგომ და მისი თანხმობით.
21 სექტემბერს თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობაში მიხეილ რამიშვილთან ზემოხსენებული განჩინების ფარგლებში მიმდინარე გამოთხოვის პროცესში აღმოჩენილი იქნა მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის არსებული კომუნიკაცია და ასევე მობილურ ტელეფონში არსებულ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ნანახი იქნა დავით ფურცხვანიძის მიერ გამოგზავნილი და მიხეილ რამიშვილის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები, რომელთა სიყალბე დადასტურდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით.
იმის გათვალისწინებით, რომ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო აღნიშნული ინფორმაციის დამაგრება, ისე რომ არ შეცვლილიყო მისი ციფრული მონაცემები (ე.წ. „ჰეშები“) და მომხდარიყო ორიგინალი ინფორმაციის გადმოტანა დისკზე და საქმეზე დართვა, საჭირო იყო შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა, რაც არ გააჩნდა თბილისის პროკურატურის ადმინისტრაციულ შენობას. აღნიშნულის გამო მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მომხდარიყო ინფორმაციის გამოთხოვა მისი მონაწილეობით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რაზეც მან განაცხადა თანხმობა.
ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მიხეილ რამიშვილის მობილური ტელეფონიდან განხორციელდა მისი და დავით ფურცხვანიძის კომუნიკაციის ამსახველი, სატელიტების ფოტოების მიღებისა და მასთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოთხოვა. ინფორმაციის გამოთხოვის პროცესში მონაწილეობდა თავად მიხეილ რამიშვილი, რა დროსაც მისი მობილური ტელეფონიდან მოხდა მხოლოდ იმ ინფორმაციის გამოთხოვა, რაც მითითებული იყო მოსამართლის განჩინებაში და რაიმე სხვა პირადი ხასიათის ინფორმაცია გამოთხოვილი არ ყოფილა.
დღეს დილითვე, მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი იქნა დისკზე და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, რასთან დაკავშირებითაც შედგა შესაბამისი ოქმი, თუმცა მიხეილ რამიშვილმა მასზე ხელმოწერაზე და ასევე მისი ტელეფონის ჩაბარებაზე არაერთი შეთავაზების მიუხედავად უარი განაცხადა და დატოვა ექსპერტიზის ბიუროს ადმინისტრაციული შენობა.
აქვე განვმარტავთ, რომ 23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში განხორციელდება მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ხსენებული საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი, მიხეილ რამიშვილის მოწმის სახით დაკითხვა ხელს არ უშლის მას განაგრძოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ინტერესების დაცვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიურო პროტესტის ნიშნად დატოვა.
21 სექტემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროკურატურამ მიხეილ რამიშვილის კუთვნილი ტელეფონიდან ინფორმაციის გამოითხოვის მიზნით, მისი ტელეფონი დალუქა.
ყველა სიახლე
21 სექტემბერი 2026, 11:50
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ
გიორგი გველესიანმა თქვა ის, რისი მომსწრეც ჩვენ ყველა ვართ, რომ იყო წნეხი სპორტსმენებზე, კულტურის წარმომადგენლებზე, რომ ყველა აუცილებლად უნდა გამოხმაურებოდა, ან სიმპათია გამოეხატა იმ ძალების მიმართ, რომელიც საქართველოს მტრობდნენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
21 სექტემბერი 2026, 11:50
მსოფლიო
Bloomberg: რუსეთმა ზამთარში უკრაინაზე დარტყმებისთვის ყველაზე საშიში რაკეტების დაგროვება დაიწყო
აგვისტოდან, რუსეთმა უკრაინაში ბალისტიკური რაკეტების გამოყენება მნიშვნელოვნად შეამცირა და იერიშები რეაქტიული დრონების გამოყენება გაზარდა, რაც შესაძლოა უკრაინის ენერგეტიკაზე ზამთრის დარტყმებისთვის რაკეტების დაგროვებაზე მიუთითებდეს, - წერს Bloomberg-ი.
21 სექტემბერი 2026, 11:45
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ
იგივე ჯგუფი, რომელმაც საქართველოს წინააღმდეგ „ნამახვანჰესი 1“ მოაწყო, აწყობს „ნამახვანჰეს 2“-ს ამ პროექტთან [„იგლ ჰილსი“] დაკავშირებით - „ალტ ინფო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ენჯეოები“. როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ამ ევროპისკენ მივყავართ - ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
21 სექტემბერი 2026, 11:39
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ევროპელების ფული საქართველოში ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანების თუ ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება. ეს არის ის ცივილიზაციური უფსკრული, რაზედაც აშშ ესაუბრება ევროკავშირს
ნათქვამია, რომ ერთ წყალში ორჯერ არ შედიან, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთმა უცხოელმა დონორმა გადაწყვიტა, რომ მეორეჯერ შევიდნენ იმ წყალში, რომელში შესვლამაც მათ არაფერი კარგი არ მოუტანა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა
21 სექტემბერი 2026, 11:28
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიაზე: მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში, თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს პარტია ჩვენი წარმოდგენით არის ანტიკონსტიტუციური და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში
მივეცით შანსი, რომ დაბრუნებულიყვნენ კონსტიტუციურ წესრიგში თუმცა ვხედავთ, რომ არაფერი შეცვლილა, არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს პარტია არის ანტიკონსტიტუციური ჩვენი წარმოდგენით და შესაბამისი არგუმენტაცია წარმოდგენილია განახლებულ სარჩელში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გახარიას პარტიაზე საუბრისას.
21 სექტემბერი 2026, 11:26
მსოფლიო
მოლდოვამ უცნობი მფრინავი ობიექტის გამო საჰაერო სივრცე დროებით შეზღუდა
მონაცემების თანახმად, უცნობი საჰაერო სამიზნე ვინიცის ოლქის სოფელ ტრიბუსოვკის მხრიდან არაღიარებულ დნესტრისპირეთში მდებარე ქალაქ ხრუსტოვას მიმართულებით გადაადგილდებოდა. ამის შემდეგ ის ჩრდილოეთისკენ, სასაზღვრო რეგიონში მდებარე ქალაქ იამპოლის მიმართულებით მოძრაობისას დააფიქსირეს.
21 სექტემბერი 2026, 11:25
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე
არანაირი ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გარეშე, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
21 სექტემბერი 2026, 11:15
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი ნიკა გვარამიას განცხადებაზე: ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება
ეს არის გიორგი ბარამიძის მოღალატეობრივი განცხადების გაგრძელება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ აფხაზებს არ უყვართ ქართველები და არც ჩვენ გვიყვარს აფხაზები.
21 სექტემბერი 2026, 11:15
მსოფლიო
იაპონიაში ტაიფუნის გამო ასობით ავიარეისი გაუქმდა
გაუქმებულია 300-მდე ავიარეისი და შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლის ნაწილი. ასევე გაუქმდა მუსიკალური ფესტივალი Rock in Japan. ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ ტაიფუნის შედეგებზე დაკვირვების მიზნით აშშ-ში ვიზიტი გადადო. ტაკაიჩი ნიუ-იორკში სამშაბათს უნდა ჩასულიყო, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვედროდა და გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსულიყო.
21 სექტემბერი 2026, 11:04
საზოგადოება
ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის
ბახმაროში გამართულ სემინარს, რომელიც ევროსაბჭოს მხარდაჭერით გაიმართა, აუდიტის სამსახური შეისწავლის. უწყებაში „ქრონიკას“ დაუდასტურეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში დაწყებულია მონიტორინგი „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის" მიერ სავარაუდოდ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების ფაქტზე.
21 სექტემბერი 2026, 11:01
სამართალი
საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
21 სექტემბერი 2026, 10:58
რეგიონი
წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 118 ჰექტარ ფართობზე მიმდინარეობს
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში, წალკა-თეთრიწყაროს სატყეო უბანზე, ტყის აღდგენის პროექტის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 10:54
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი: ჩვენი მიზანია, დაცული ტერიტორიების განვითარება ბუნების დაცვის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში წარიმართოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა.
21 სექტემბერი 2026, 10:43
საზოგადოება
„არაბიზაცია“ თუ მსხვილი საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური სპეკულაცია - ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში 3,929,581 მოქალაქე ცხოვრობს, საიდანაც მხოლოდ 0,3% ანუ 12,533 არაბია
არ არის მითითებული/უარი პასუხზე - ამ გრაფაში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში 15,828 ადამიანი ანუ საერთო რაოდენობის 0.4% ფიქსირდება.
21 სექტემბერი 2026, 10:42
სპორტი
გიორგი მიქაუტაძემ „ლევანტეს“ გაუტანა⚽
ანგარიში 41-ე წუთზე პერეზმა გახსნა, თუმცა ივან რომერომ წონასწორობა პირველი ტაიმის დასრულებამდე აღადგინა. „ვილიარეალი“ წინ უკვე მეორე ნახევარში, ალბერტო მოლეიროს გოლით გაიჭრა, საბოლოო შედეგი კი უკვე მიქაუტაძემ დააფიქსირა - მან მეტოქის კარი 86-ე წუთზე, თამაშში ჩართვიდან 20 წუთში აიღო.
21 სექტემბერი 2026, 10:31
ტექნოლოგიები
Google-ის AI-მოდელმა ტესტირებისას სამი კომპანია გატეხა
Google-ის ხელოვნური ინტელექტის მოდელმა, Gemini-მ, კიბერუსაფრთხოების სფეროში საკუთარი შესაძლებლობების ტესტირებისას, სამი კომპანიის სისტემა დამოუკიდებლად გატეხა. ინფორმაცია BBC News-ს თავად კომპანიაში დაუდასტურეს. Google-ში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მათი AI-მოდელი ასე მოიქცა.
21 სექტემბერი 2026, 10:30
საზოგადოება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge - დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 10:29
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფლება სწორედ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პოზიციის გამო შეცვალა.
21 სექტემბერი 2026, 10:07
საზოგადოება
ComCom-მა ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ მესამედ გამოაცხადა
კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“ უკვე მესამედ აცხადებს. საქართველოს მასშტაბით სკოლებს საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ინფორმაციას ComCom-ის პრესსამსახური ავრცელებს.
21 სექტემბერი 2026, 09:53
მსოფლიო
ზელენსკი და ტრამპი ნიუ-იორკში შეხვედრაზე შეთანხმდნენ
როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, რუსტემ უმეროვმა Axios-თან საუბარში დააზუსტა, პრეზიდენტების შეხვედრა 22 სექტემბერს არის მოსალოდნელი. ამ დღეს ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.


