http://imedi.ge/ /  25 სექტემბერი 2020, 14:09 / სანდო წყარო

პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია

პროკურატურამ დაადასტურა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე მიხეილ რამიშვილის სავარაუდო წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია. ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

„საქართველოს პროკურატურამ მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე დ.ფ. დააკავა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ერთ-ერთი მედიასაშუალებით გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.

ვინაიდან აღნიშნული ფოტოების მიხედვით არ ირკვეოდა მისი წარმოშობის წყარო, კერძოდ, არ არის მითითებული ვებგვერდი და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მიეთითებინა კონკრეტული სატელიტური თანამგზავრის და მისი მფლობელის მონაცემები, თუმცა ამ უკანასკნელმა წარმოადგინა 2 ფოტოსურათი და უარი განაცხადა კომპანიის და კონკრეტული წყაროს დასახელებისგან, რის გამოც ამ ფოტოების ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ორივე ფოტოსურათი გაყალბებულია. აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერების შემდგომ, მიხეილ რამიშვილმა როგორც მედიასთან საუბრისას, ასევე საგამოძიებო ორგანოში გასაუბრებისას განმარტა, რომ მას ეს ფოტომასალა მიაწოდა დ.ფ.-მ.

აღნიშნული ქმედება შეიცავდა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებდა დამატებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, მათ შორის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მონაწილეობით.

ვინაიდან, ადვოკატების მოწმის სახით გამოკითხვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიების პროცესში გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე შემდგომში საადვოკატო საქმიანობისგან მათ ჩამოცილებას, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება და მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე.

მოცემულ საქმეზე გამოძიების მიერ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება. ამოღებულია როგორც დაკავებულის, ისე მისი შვილის კომპიუტერული ტექნიკა და მოსამართლის მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე განხორციელდა აღნიშნული ტექნიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა.

ამავე საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის ტელეფონიდან მოპოვებულია მასსა და დაკავებულს შორის კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია და ე.წ. სატელიტური ფოტოები, ასევე, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხნენ თავად დ.ფ., მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ხელმძღვანელობს მის მიერ დაფუძნებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს -„უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრი“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შედეგად, დ.ფ.-სთვის ცნობილი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის და მისი ადვოკატების ვერსიის თაობაზე, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა თითქოსდა 2020 წლის 18-22 ივლისს არ იმყოფებოდა იმ ადგილას, სადაც ნანახი იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი. ასევე დაკავებულისთვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ საქართველოს პროკურატურა ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს სატელიტური ფოტოების მოძიების მიზნით.

დ.ფ.-მ საკუთარი ორგანიზაციის რეკლამირების და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის მხრიდან დაფინანსების მიღების მიზნით განიზრახა ყალბი მტკიცებულებების შექმნა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ამ ინფორმაციის გამოძიებისთვის მიწოდება.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, დაკავებული დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს და სთხოვა შემთხვევის ადგილის კოორდინატების მიწოდება.

2020 წლის 7 სექტემბერს დ.ფ.-მ სოციალურ ქსელ „სკაიპის“ საშუალებით მიიღო ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტური ფოტოსურათები, თუმცა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით განიზრახა აღნიშნული ფოტოების გაყალბება, რა მიზნითაც ზემოხსენებული ფოტოები ელექტრონული ფოსტის გამოყენებით გადაუგზავნა მის შვილს და სთხოვა დამუშავება იმ ფორმით, რომ შთაბეჭდილება შექმნილიყო თითქოსდა აღნიშნული სატელიტური ფოტო გადაღებულია 2020 წლის 19 ივლისს და მასზე თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა არ არის ასახული.

დაკავებულის შვილის ჯ.ფ-ს მიერ მოხდა აღნიშნული ფოტოსურათის დამუშავება და ელექტრონული ფოსტით გადაგზავნა დ.ფ.-სთვის.

დაკავებულმა გაყალბებული სურათები სოციალურ ქსელ “Whats App”-ის საშუალებით გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს, რომელმაც თავის მხრივ, აღნიშნული ფოტოები წარუდგინა გამოძიებას მტკიცებულების სახით. მოცემულ ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ფოტოსურათები არის ყალბი და დამზადებულია მონტაჟის გზით.

მიმდინარე საქმეზე გამოძიების პროცესში 2020 წლის 19 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვისას მოსამართლის მიერ დ.ფ.-ს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების შესახებ, კერძოდ, უფლების შესახებ არ მიეცა მისი და მისი ახლო ნათესავის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება. დაკავებულმა არ ისარგებლა აღნიშნული უფლებით და თანხმობა განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

დაკავებული ასევე გაფრთხილებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, პირადი გამორჩენის მიღების განზრახვით მოქმედმა დ.ფ.-მ გამოძიებას და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია თითქოსდა მის პარტნიორს აქვს წვდომა სამხედრო-სამეცნიერო პროექტის შემსრულებლებთან, რომელმაც ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სატელიტიდან მიიღო აღნიშნული ფოტოები.

მის მიერ სასამართლო სხდომაზე დასახელდა თითქოსდა ორი სატელიტის კოდური დასახელებები და განმარტა, რომ მის მიერ ადვოკატისთვის გადაცემული ფოტოები სწორედ აღნიშნული სატელიტების გამოსახულებას წარმოადგენს.

მაშინ, როდესაც ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ადვოკატის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის 19 ივლისით დათარიღებული ფოტოს ზოგადი ინტერფეისი თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის ზოგად ინტერფეისთან, კერძოდ, ხე-ბუჩქები, შუქ-ჩრდილები და გზა სრულ თანხვედრაშია ვებგვერდ zoom.earth-ის 2019 წლის ნოემბრის შესაბამისი კოორდინატების სატელიტურ გამოსახულებასთან, თუმცა, რაც შეეხება კადრში დაფიქსირებულ გზაზე აღბეჭდილ ორ მოთეთრო მართკუთხა ფორმის საგანს, გზაზე არსებულ მუქი ფერის მომრგვალო ფორმის ლაქას და თარიღის აღმნიშვნელ ღილაკებს, ისინი არ შეესაბამება ერთმანეთს და გაყალბებულია დაკავებულის მითითებით.
დ.ფ.-ს წარედგინება ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით.

დაკავებულს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ ის აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში აქვს ანგარიში, რომელზეც სისტემატურად ახდენს სხვადასხვა თანხის აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ყველა სიახლე

21 სექტემბერი 2026, 10:30

საზოგადოება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე - vet.ge - დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

გურამ მაჭარაშვილი

21 სექტემბერი 2026, 10:29

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიამ შეძლო შეეცვალა უნგრეთის ხელისუფლება სწორედ იმის გამო, რომ ორბანის მთავრობა ლგბტ პროპაგანდას ეწინააღმდეგებოდა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან უნგრეთზე განხორციელებულ ზეწოლაზე მედიასთან ისაუბრა. დეპუტატმა განაცხადა, რომ ევრობიუროკრატიამ ქვეყნის ხელისუფლება სწორედ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო პოზიციის გამო შეცვალა.

21 სექტემბერი 2026, 10:07

საზოგადოება

ComCom-მა ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადა“ მესამედ გამოაცხადა

კომუნიკაციების კომისია სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის „მედიაწიგნიერების ოლიმპიადას“ უკვე მესამედ აცხადებს. საქართველოს მასშტაბით სკოლებს საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ინფორმაციას ComCom-ის პრესსამსახური ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი

21 სექტემბერი 2026, 09:53

მსოფლიო

ზელენსკი და ტრამპი ნიუ-იორკში შეხვედრაზე შეთანხმდნენ

როგორც უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა, რუსტემ უმეროვმა Axios-თან საუბარში დააზუსტა, პრეზიდენტების შეხვედრა 22 სექტემბერს არის მოსალოდნელი. ამ დღეს ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

პრესლი გერბერი

21 სექტემბერი 2026, 09:44

კულტურა

სინდი კროუფორდის ვაჟი, მოდელი პრესლი გერბერი 27 წლისა გარდაიცვალა

ლოს-ანჯელესის ოლქის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისის ცნობით, გერბერი კვირას, სარეაბილიტაციო ცენტრში ყოფნისას გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალური მიზეზი მითითებული არ არის. კროუფორდის პრესმდივანმა ცნობა დაადასტურა და CNN-ს განუცხადა: „ოჯახი ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ უაღრესად მძიმე და მტკივნეულ დროს“.

გურამ ფალავანდიშვილი

21 სექტემბერი 2026, 09:39

პოლიტიკა

გურამ ფალავანდიშვილი: არაბიზაცია არის ტყუილი, არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება - საქართველოში ბოლო 3 წელიწადში ნამდვილად მოხდა მიგრანტების გახუთმაგება, ოღონდ, უკრაინის ომის გამო და არა მუსლიმი მიგრანტების ხარჯზე, როგორადაც სურთ წარმოაჩინონ მავანთ, რათა ქრისტიანი მოსახლეობის ფართო ფენები საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ განაწყონ

არაბიზაცია არის ტყუილი. არანაირი არაბული ქალაქები არ შენდება, - წერს გურამ ფალავანდიშვილი, სოციალურ ქსელში.

21 სექტემბერი 2026, 09:31

რეგიონი

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება

აჭარაში უხვი ნალექის შედეგად შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. აჭარის მთავრობა და შესაბამისი უწყებები კოორდინაციას უწევენ აღდგენითი ღონისძიებების მიმდინარეობას. ბათუმში ამოტუმბვითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობდა. დარჩენილ ლოკაციებზე შესაბამისი სამსახურები მოსახლეობასთან კომუნიკაციას და საჭიროებების შესწავლას აგრძელებენ. წყალმომარაგების მიმართულებით შეფერხება არ დაფიქსირებულა.

21 სექტემბერი 2026, 09:28

მსოფლიო

ნიუ-იორკში აშშ-სა და ჩინეთს შორის მოლაპარაკებები გაიმართა

„მიგვაჩნია, რომ მსოფლიოში პირველ და მეორე AI- სახელმწიფოს შორის გაურკვევლობიდან მეტ გამჭვირვალობაზე გადასვლა უკიდურესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბესენტმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ.

21 სექტემბერი 2026, 09:24

მსოფლიო

პოლონეთში კაცი ტუსკის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც სოციალურ ქსელში დონალდ ტუსკის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოს გამოქვეყნებას ედავებიან. სამართალდამცველების ინფორმაციით, 56 წლის კაცმა ვიდეო სოციალურ ქსელში 18 სექტემბერს განათავსა. ეჭვმიტანილის დაკავებისას პოლიციამ მისი ბინიდან ელექტრონული მოწყობილობები ამოიღო. დაკავებულს ბრალს უახლოეს ხანებში წარუდგენენ.

გიორგი ჩაკვეტაძე

21 სექტემბერი 2026, 09:23

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე გახარიას პარტიაზე: საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, რომ თითქოს კონსტრუქციულები იყვნენ. ეს იყო კოორდინირებული მათი საერთაშორისო პატრონების მხრიდან, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთ ნაწილს დესტრუქციულობის იარლიყი მიანიჭეს, მეორე ნაწილს კი კონსტრუქციულობის საფარი

ვალდებულებაც კი გვქონდა, რომ მსგავს პარტიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიგვეღო, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ სახელისუფლო პარტიის ახალი საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.

21 სექტემბერი 2026, 09:18

მსოფლიო

რუსეთში, დუმის არჩევნებზე მმართველი პარტია ლიდერობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან, სადაც დუმის დეპუტატები აირჩიეს. წინასწარი მონაცემებით, მმართველ პარტია „ერთიან რუსეთს“ ხმათა 57,82%-ს აქვს. მეორე ადგილს „კომუნისტური პარტია“ იკავებს ხმების 13,48%-ით, მესამე პოზიციაზე კი 8,77%-ით ლიბერალ-დემოკრატიული პარტიაა.

ფრიდრიხ მერცი

21 სექტემბერი 2026, 09:11

მსოფლიო

მერცი არჩევნების შედეგებზე: მეკლენბურგი-წინა პომერანიის შედეგი ჩვენთვის კატასტროფა იყო. ახლა გვჭირდება ცვლილებები, ცვლილებებს კი სჭირდება ძალა

„დღეს არჩევნები ორ მიწაზე ჩატარდა და განსხვავებული შედეგები დაიდო. მეკლენბურგი-წინა პომერანიის შედეგი ჩვენთვის კატასტროფა იყო. ახლა გვჭირდება ცვლილებები, ცვლილებებს კი სჭირდება ძალა. ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს, მოითხოვს სიმტკიცეს, შეუპოვრობასა და მოთმინებას. მე გამოვავლენ ამ თვისებებს, როგორც ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარე და ქვეყნის კანცლერი“, - განაცხადა მერცმა.

გიორგი ვოლსკი

21 სექტემბერი 2026, 08:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მეტი ინვესტიცია, მეტი რესურსი საქართველოს უსაფრთხოებისა და ხვალინდელი დღის განმაპირობებელი ფაქტორებია და ამის გარეშე ქვეყანა ვერც განვითარდება და ვერც გადარჩება

შემოტევა, რომელიც ხორციელდება ერთი მხრივ კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ, გაძლიერებულია იმ შემოტევით, რომელსაც ვითომდა კონსერვატიული მოძრაობა აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

პატრიარქი შიო მესამე

21 სექტემბერი 2026, 08:40

საზოგადოება

უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს.

ნიკა გვარამია

21 სექტემბერი 2026, 08:29

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: მათ არ უყვართ ქართველები და გულწრფელები ვიყოთ, არც ჩვენ არ გვიყვარს აფხაზები. ჩვენ ამ წუთში ვართ მტრები, მტრობა სიყვარულით ვერ შეიცვლება

ნიკა გვარამია ანტიაფხაზურ პროპაგანდას განაგრძობს. ჯერ აფხაზეთის დავიწყებაზე ლაპარაკობდა, ამჯერად კი ქართველები და აფხაზები ერთმანეთის მტრებად გამოაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი 2026, 08:16

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებშია

პრემიერ-მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. ირაკლი კობახიძე, გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში იღებს მონაწილეობას, 24 სექტემბერს კი დებატებზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტსა და მშვიდობის თემაზე გამართულ ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიას, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება.

21 სექტემბერი 2026, 08:12

სამართალი

სახელისუფლებო პარტიის ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა

სახელისუფლებო პარტიის ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს შევა. მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის, კოალიცია ცვლილებებისთვის, ლელოსა და ფედერალისტების გარდა, გახარიას პარტიის აკრძალვასაც ითხოვს. მმართველი გუნდის განმარტებით, პარტიები, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის გაღვივებით არიან დაკავებულები, მათი ადგილი პოლიტიკურ ველზე არ არის.

21 სექტემბერი 2026, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში გაუძღვება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.