რა წერია დავით-გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაში
ზურაბ ნოღაიდელი
ფოტო: არქივი
რა წერია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაში დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით. გამოკითხვის ოქმი, რომელიც რეზონანსული საქმის მასალებშია ჩართული, „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
ოქმში ზურაბ ნოღაიდელი დეტალურად იხსნებს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელსაც ის პრემიერ-მინისტრის სტატუსით ესწრებოდა და სადაც მთავარი განსახილველი საკითხი სწორედ დავით-გარეჯის იყო.
როგორც ნოღაიდელი ამბობს, ამ სხდომაზე დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის მაშინდელმა თავმჯდომარემ წარადგინა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ქართული მხარე ამბობდა, რომ დავით-გარეჯში შემავალი ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერები საზღვრების დადგენის შემდეგ, აზერბაიჯანის მხარეს ხვდებოდა და ეს საკითხი სადავო კომისიის არც ერთ წევრს არ გაუხდია.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები კომისიაზე არ დაუსვამს თავად უშიშროების საბჭოს მაშინდელ ხელმძღვანელს, მიხეილ სააკაშვილს.
ზურაბ ნოღაიდელი ამავე ოქმში საუბრობს იმაზე, რომ მისთვის გასაკვირია სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი განცხადებები დავით-გარეჯთან დაკავშირებით.
„სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა შესაბამისმა პირმა, რომლის ვინაობას ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ სადელიმიტაციო კომისიას წარმოადგენდა და, სავარაუდოდ, ამ კომისიის თავმჯდომარე იყო, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განაცხადა, რომ დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსში შემავალი ზემოაღნიშნული მონასტრები, იმ დრიოსათვის ჩვენ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტითა და შესაბამისი რუკების საფუძველზე, მთლიანად რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს. საკითხის მომხსენებელმა ცალსახად განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი და რუკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა ამ ფაქტს.
ამ გარემოებებზე დაყრდნობით, იმავე უშიშროების საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე აღნიშნული მონასტრები ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოდიოდა და საზღვრის დადგენის შემდეგ დარჩებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გვეზრუნა მათი რეკონსტრუქციისა და ქართულ ქრისტიანულ სალოცავად შენარჩუნებისათვის.
უშიშროების საბჭოს აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს სხდომაზე იღებდა მისი თავმჯდომარე - საქართველოს პრეზიდენტი და ამ სხდომაზეც, რასაკვირველია, იგივე მოხდა. რაც შეეხება თქვენ მიერ წარმოდგენილ წერილს, იგი ასახავს მაშინდელ ვითარებას და იმ დროისათვის ხელისუფლებაში არსებულ უპირობო კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი, აზერბაიჯანის მხარეზე იყო და ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა მათი რესტავრაცია და ქრისტიანულ სალოცავებად ამოქმედება-განახლება. ამდენად, წარმოდგენილი წერილი სრულად გამოხატავს უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და მისი აღსრულების ნაწილად უნდა იქნეს განხილული. თუმცა, აქვე მინდა მივუთითო, რომ აღნიშნული წერილი ვერანაირ შემთხვევაში ვერ გახდება, საქართველოს მიერ ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე უარის თქმის საფუძველი“, - წერია ოქმში.
კითხვაზე: ვინ მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ სხდომაზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მონასტრების რეაბილიტაციაზე?
პასუხი ასეთია: „გადაწყვეტილება მიღებული იქნა პრეზიდენტის მიერ. მინდა დავაზუსტო, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არა მხოლოდ სალოცავების რეაბილიტაციაზე, არამედ იმის შესახებაც, რომ გვეზრუნა, რათა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ სამონასტრო კომპლექსს ქართული-ქრისტიანული სალოცავების სტატუსი შეენარჩუნებინა“.
„კითხვა: როცა საკითხის მომხსენებელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განახცადა, რომ დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსში შემავალი ზემოაღნიშნული მონასტრები, იმ დრიოსათვის არსებული ყველა დოკუმენტითა და შესაბამისი რუკების საფუძველზე, მთლიანად რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა თუ არა განხილვა სხდომაზე, დოკუმენტების მოთხოვნა, ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, თუ იგი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე?
პასუხი: როგორც ვიხსენებ, დასმულ საკითხს მოჰყვა განხილვა, მაგრამ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნის საკითხი არ დასმულა. უშიშროების საბჭოს რომელი წევრები მონაწილეობდნენ დისკუსიაში, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია განხილვისას არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია. როდესაც დღეს მედიით ვისმენ საპირისპირო განცხადებებს, პირველ რიგში საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის და წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან, რომ თურმე ყველა მასალა ხელთ ჰქონდათ და არაფრის დათმობას არ აპირებდნენ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მიკვირს, რადგან ეს განცხადებები დიამეტრალურად განსხვავდება იმ გაბატონებული აზრისგან, რაც ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს არსებობდა ხელისუფლებაში და საჯაროდაც ცხადდებოდა მისი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან“, - წერია გამოკითხვის ოქმში.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.
ყველა სიახლე
14 აგვისტო 2026, 01:40
მსოფლიო
The Times: ნეთანიაჰუმ გაერთიანებული სამეფო „ბრიტანეთის ისლამურ რესპუბლიკად“ მოიხსენია
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოს უკვე „ბრიტანეთის ისლამური რესპუბლიკის“ სახელით იცნობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი ავრცელებს.
14 აგვისტო 2026, 00:55
საზოგადოება
დღეიდან მორწმუნეებისთვის მარიამობის მარხვა დაიწყო
მარხვა ორკვირიანია და 28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე დასრულდება. ეკლესიის ისტორიაში ამ მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.
14 აგვისტო 2026, 00:42
მსოფლიო
პიტერ მადიარი უნგრეთ-რუსეთის ბირთვულ გარიგებას ეჭვქვეშ აყენებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ხუთშაბათს ეჭვქვეშ დააყენა მისი წინამორბედის მიერ დადებული შეთანხმება, რომელიც რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ის მიერ უნგრეთის ატომური ენერგეტიკის სიმძლავრეების გაფართოებას ითვალისწინებდა.
14 აგვისტო 2026, 00:31
მსოფლიო
რომთან ახლოს, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა
ხუთშაბათს, რომის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კოლეფეროსთან, საბრძოლო მასალების ქარხანაში მძლავრი აფეთქება მოხდა. აფეთქების ხმა რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ისმოდა.
13 აგვისტო 2026, 22:37
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს
ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, წინასწარ დაგეგმილი როტაციის ფარგლებში, აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.
13 აგვისტო 2026, 22:26
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ისრაელის ძალები სამხრეთ ლიბანს „ჰეზბოლას“ განიარაღებამდე არ დატოვებენ. ამით მან დამატებითი პირობები წამოაყენა თავის ადრინდელ განცხადებაზე, რასაც აშშ-ის მთავრობის მხრიდან მკვეთრი საყვედური მოჰყვა.
13 აგვისტო 2026, 22:17
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს
აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შესწევს უნარი, ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა განუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნოს, - განაცხადა ხუთშაბათს თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა.
13 აგვისტო 2026, 22:05
სამართალი
საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ულან ნიაზბეკოვი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
13 აგვისტო 2026, 22:04
მსოფლიო
POLITICO: საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია
საფრანგეთში მეხანძრეთა პროფკავშირები მომავალ თვეს ეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქციისაკენ მოუწოდებენ - მიზეზი მთავრობისათვის წაყენებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ რეკორდულად ცხელი ზაფხულის განმავლობაში მეხანძრეებს სათანადო მხარდაჭერა არ გაუწია, - წერს გამოცემა POLITICO.
13 აგვისტო 2026, 21:55
მსოფლიო
Deutsche Welle: უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც
უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle-ს, ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
13 აგვისტო 2026, 21:48
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე გაუქმებულია
სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
13 აგვისტო 2026, 21:44
სპორტი
კვარაცხელიას მორიგი ტრიუმფი და „ოქროს ბურთის“ პერსპექტივა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხვიჩა კვარაცხელიას კიდევ ერთი ბრწყინვალე მატჩი უმაღლესი დონის შეხვედრაში - „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი მოიგო და გადამწყვეტი სიტყვა ამჯერადაც ქართველმა ფეხბურთელმა თქვა.
13 აგვისტო 2026, 21:32
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკელი დიპლომატების მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა „ვოუქ“ პოლიტიკური დოგმების ერთგულების დემონსტრირება
სახელმწიფო დეპარტამენტი უარს ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის ინსტრუქციებზე, რომლებიც დიპლომატიურ პერსონალს უცხოელ ოფიციალურ პირებსა და მთავრობებთან ურთიერთობისას მრავალფეროვნების, თანასწორობის, ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის (DEIA) პროგრესული დღის წესრიგის გატარებას ავალდებულებდა, - წერს ტელეკომპანია Fox News-ი.
13 აგვისტო 2026, 21:30
კულტურა
ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ქართულ ფილმს წარადგენს - საკონკურსო განაცხადები 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2027 წელს „ოსკარის“ 99-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოდან კინოსურათს საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში წარადგენენ. ნამუშევრის შესარჩევად კონკურსი 4 აგვისტოდან გამოცხადდა. საკონკურსო განაცხადებს ეროვნული კინოცენტრი 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღებს.
13 აგვისტო 2026, 21:04
ეკონომიკა
ექსპორტისა და საგარეო ვაჭრობის რეკორდი - რას აჩვენებს ბოლო 6 თვის მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ექსპორტისა და საგარეო ვაჭრობის რეკორდი. ბოლო 6 თვის მონაცემები ეკონომიკური გუნდისთვის სწორი პოლიტიკის დადასტურება და ოპტიმისტური პროგნოზის საფუძველია.
13 აგვისტო 2026, 20:44
სამართალი
გახსნილი ნარკოდანაშაულები და 135 დაკავებული - საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საპოლიციო ღონისძიებები თბილისსა და რეგიონებში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დაკავებულია 135 ადამიანი. ნარკოდანაშაულთან ბრძოლას უწყება კვლავ უმთავრეს პრიორიტეტად განიხილავს. გივი კუჭავას სიუჟეტი
13 აგვისტო 2026, 20:35
პოლიტიკა
დაკვეთა თუ ტრენდს აყოლა - შეცვლილი რიტორიკა რუსეთთან მიმართებით და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ლევან მაჭავარიანი სახელმწიფო ანსამბლ სუხიშვილების სასცენო მოღვაწეობის მიმართ პატივისცემას ადასტურებს, თუმცა აფასებს ანსამბლის დირექტორის განცხადებას რუსეთში კონცერტის გამართვის თაობაზე.
13 აგვისტო 2026, 20:27
პოლიტიკა
ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლების მიერ გამოვლენილი ახალი გეგმა, რომლის მთავარი სამიზნე საქართველოს ეკონომიკაა. კოორდინირებული კამპანია, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელების პარალელურად, რუსოფობიის გაღვივებას მოიცავს, პრემიერ-მინისტრმა დეტალურად განმარტა.
13 აგვისტო 2026, 20:18
პოლიტიკა
დე ფაქტო რეჟიმი გია ბარამიძის განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ მტკიცებულებად იყენებს - ბარამიძე იმავეს იმეორებს და „იმედს“ ედავება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქართველებისთვის ტყვეთა დახვრეტის დაბრალება აფხაზეთის ომის მებრძოლებისთვის, შეურაცხყოფასთან ერთად, ღალატია. სწორედ ღალატის და საბოტაჟის საკითხებზე მუშაობს გამოძიება.
13 აგვისტო 2026, 20:14
პოლიტიკა
ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბიზნესის ჰუმანური აქტი, ოპოზიციის შეფასებით, აგრესორის დახმარებაა. ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ პრემიერ-მინისტრის განმარტება ცნობილია.


