imedi /  22 ოქტომბერი 2020, 04:25 / სანდო წყარო

სამეგრელოში სპეცოპერაცია დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სამივე მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი კი გაიქცა

სამეგრელოს რეგიონში სპეცოპორაცია დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მძევალი, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, ავთო გალდავა თავისუფალია.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. სამართლადამცავ ორგანოებში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

შეიარაღებულმა პირმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ შენობა რამდენიმე საათის წინ დატოვა. თავდამსხმელი შენობიდან სავარაუდოდ 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ხელები აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

10 ივნისი 2026, 02:01

მსოფლიო

ტრამპი ირანზე საპასუხო დარტყმების შესახებ: ვფიქრობ, პასუხის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია

ტელეკომპანია ABC News-ის მთავარი კორესპონდენტი ვაშინგტონში, ჯონათან კარლი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარს მართავდა ზუსტად იმ მომენტში, როდესაც აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების დაწყება გამოაცხადა.

პეტერ მადიარი

10 ივნისი 2026, 01:53

მსოფლიო

მადიარი: უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ადრეც გარკვევით ვთქვი და ახლაც შემიძლია გავიმეორო - ჩვენ არანაირ ორმაგ სტანდარტს არ მივიღებთ, ვერ ვხედავთ დაჩქარებული გაწევრიანების აუცილებლობას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქვეყნის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტი კიევის დაჩქარებული წესით გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს.

10 ივნისი 2026, 01:31

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანზე საპასუხო დარტყმები დაიწყეს

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ძალებმა, მთავარსარდლის განკარგულებით, დღეს, აღმოსავლეთის დროით (ET) 17:00 საათზე, ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმების განხორციელება დაიწყეს.

09 ივნისი 2026, 23:37

მსოფლიო

ესპანური გამოცემა El País: მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გერმანიაში პოლიტიკური ძალადობის მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულზეა - 2025 წელს მკვეთრად და თანმიმდევრულად იმატა როგორც პარტიების წარმომადგენლებზე თავდასხმებმა, ისე პოლიტიკური მოტივით ჩადენილმა დანაშაულებმა მოსახლეობაში, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „მზარდი პოლარიზაციის ფონზე, გერმანიაში პოლიტიკურმა ძალადობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია“.

ნიკა გვარამია

09 ივნისი 2026, 22:43

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ვუშვებ, რომ მე და მელია ერთად აღარ ვიყოთ

პარტია „ახალის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ ისინი ერთ პოლიტიკურ გუნდში აღარ იყვნენ.

აბას არაღჩი

09 ივნისი 2026, 22:38

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ დიპლომატიის ენა გვირჩევნია, თუმცა სხვა ენებზეც ვსაუბრობთ

უცხოური ძალები, რომლებიც ჩვენი ტერიტორიის სიახლოვეს იმყოფებიან, მუდმივი რისკის ქვეშ არიან საკუთარი ადამიანური შეცდომების, ჩვეულებრივი უბედური შემთხვევების ან, შესაძლოა, ორმხრივ ცეცხლში მოყოლის გამო, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.

თამარ ჩერგოლეიშვილი

09 ივნისი 2026, 22:20

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძეზე: მოსაწყენი „ტუპიაკი". უფასოდაა ასეთი

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ნიკა ობოლაძის განცხადებას პასუხობს, რომლის თქმითაც, „ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ტყუილებში და არათანმიმდევრულობაში ჩემპიონი არის პარტია „ფედერალისტები“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

09 ივნისი 2026, 22:09

მსოფლიო

ზელენსკი: რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის

რუსები უკრაინის ომს ზუსტად ისევე იგრძნობენ, როგორც ამას ახლა ყველა უკრაინელი განიცდის, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ლევან მაისურაძე

09 ივნისი 2026, 22:04

საზოგადოება

ლევან მაისურაძე საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებულ ჯარიმებზე: განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი

განხილვის პროცესში შეფასდება როგორც საგზაო უსაფრთხოებაზე არსებული გავლენა, ისე მოქალაქეებისთვის ჯარიმებით გამოწვეული ფინანსური ტვირთი, - განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლევან მაისურაძემ.

დავით მათიკაშვილი

09 ივნისი 2026, 21:56

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია განულების პირასაა. ჩვენ მათ პოლიტიკურ გასვენებას ვუყურებთ

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს. იგი პროცესს ოპოზიციის პოლიტიკურ გასვენებას უწოდებს.

09 ივნისი 2026, 21:50

მსოფლიო

CNN: ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-ის არმიის ვერტმფრენი ირანულმა დრონმა ჩამოაგდო

ომანის სანაპიროსთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, აშშ-ის არმიის კუთვნილი Apache-ის ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და ინციდენტში ჩახედული წყაროების ცნობით, ვერტმფრენის ჩამოგდება ირანულმა დრონმა გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

09 ივნისი 2026, 21:45

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე გლობალური ფონდის რეგიონული პროგრამების დირექტორ დუმიტრუ ლატიჩევსკის შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი გლობალური ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის პროგრამების დირექტორს შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კახა კალაძე

09 ივნისი 2026, 21:44

პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსზე: ამ ადამიანების ქმედებები, ინტერესები არანაირად თანხვედრაში არ მოდის ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. გაერთიანება, რაზეც საუბრობდნენ, ისიც დროებითი აღმოჩნდა და ვხედავთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ ერთმანეთს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსში არსებულ დაპირისპირებას აფასებს.

ლევან მახაშვილი

09 ივნისი 2026, 21:39

ეკონომიკა

ლევან მახაშვილი გამჭვირვალობის რეიტინგზე: ეს არის ცივი შხაპი მათთვის, ვინც დღენიადაგ ცდილობს თეთრზე თქვას შავი, სწორ ინფორმაციაზე თქვას არასწორი და დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია

ეს არის ცივი შხაპი მათთვის, ვინც დღენიადაგ ცდილობს თეთრზე თქვას შავი, სწორ ინფორმაციაზე თქვას არასწორი ინფორმაცია, დააზიანოს საქართველოს რეპუტაცია კონკრეტული პოლიტიკური ამოცანიდან გამომდინარე. ამიტომ ჩვენ ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა გამჭვირვალობის რეიტინგის შეფასებისას.

09 ივნისი 2026, 21:34

სამართალი

პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მაისს, ბათუმში, ბრალდებულმა წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზარალებულს რამდენჯერმე ესროლა, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

09 ივნისი 2026, 21:12

საზოგადოება

გაზრდილმა ჯარიმებმა ავტოსაგზაო შემთხვევები არ შეამცირა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ჯარიმების გაზრდით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა არ შემცირებულა. ეს დღეს მთავრობის მეთაურმა თქვა. იმისთვის, რომ მოსახლეობას ფინანსური სანქციები ტვირთად არ დააწვეს, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები იწყება.

09 ივნისი 2026, 21:10

ეკონომიკა

საქართველო სამხრეთ კორეის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სეულში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში მრავალფეროვანი პრეზენტაციები და საქმიანი შეხვედრები გაიმართა.

09 ივნისი 2026, 21:06

პოლიტიკა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სტამბოლში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სტამბოლში. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიმართავს.

09 ივნისი 2026, 20:58

პოლიტიკა

100 დღიანი ალიანსის ფინალი, ოპოზიციურ გაერთიანებაში ნაციონალური მოძრაობა აღარ ირიცხება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციური ალიანსის ყოველდღიური კონფლიქტი, ნაციონალების ამოშლით დასრულდა.

დონალდ ტრამპი

09 ივნისი 2026, 20:55

მსოფლიო

ტრამპი: ახლახან შემატყობინა ჩვენმა დიდებულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომ გასულ ღამეს ირანელებმა ჩამოაგდეს ჩვენი ერთ-ერთი უაღრესად დახვეწილი ვერტმფრენი Apache-ი, რომელიც ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებდა

ახლახან შემატყობინა ჩვენმა დიდებულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომ გასულ ღამეს ირანელებმა ჩამოაგდეს ჩვენი ერთ-ერთი უაღრესად დახვეწილი ვერტმფრენი Apache-ი, რომელიც ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.