http://imedi.ge/ /  22 ოქტომბერი 2020, 16:00 / სანდო წყარო

კახა კალაძე: აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა

კახა კალაძე

კახა კალაძე

„ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული - მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში“, - ამის შესახებ თბილისის მერი Facebook-ზე წერს. კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, მხარდაჭერა გაოუცხადონ პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი.

„გუშინ, ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი, პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას.

ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული - მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში. მოდით, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი. გავამხნევოთ თითოეული მათგანი. ამ ადამიანებს ოპერაციის მეორე ეტაპი აქვთ დასასრულებელი და ჩვენი - საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა და გამხნევება, საქმის ბოლომდე მისაყვანად დიდი სტიმული იქნება. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს“, - წერს კახა კალაძე.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

ყველა სიახლე

ფორმულა 1 ავარია

29 ნოემბერი 2020, 20:26

სპორტი

„ფორმულა 1-ის“ ბაჰრეინის გრან-პრიზე რომენ გროჟანის ბოლიდი აფეთქდა. ვიდეო

ფრანგი სპორტსმენი პირველივე წრეზე რუს დანიილ კვიატის ბოლიდთან კონტაქტის შემდეგ ჯებირებს შეეჯახა. შედეგად გროჟანის ავტომობილი აფეთქდა და მას ცეცხლი წაეკიდა.

ირლანდია საქართველო

29 ნოემბერი 2020, 19:58

სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ირლანდიასთან დამარცხდა

მატჩის პირველი ტაიმი ირლანდიელთა უპირატესობით, ანგარიშით 20-7 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-8 წუთზე გახსნეს, როდესაც ბილი ბერნსმა ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა. მე-16 წუთზე გიორგი ლელო გიორგი კვესელაძემ დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა.

29 ნოემბერი 2020, 19:37

მსოფლიო

პოლიციამ დიეგო მარადონას ექიმის სახლსა და კლინიკაში ჩხრეკა ჩაატარა

ლეგენდარული ფეხბურთელი 25 ნოემბერს 60 წლისა გარდაიცვალა. რამდენიმე დღეში კი არგენტინაში დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, სამართალდამცველები დაადგენენ ჰქონდა თუ არა ადგილი დაუდევრობას სამედიცინო პერსონალის მხრიდან.

ლეო მესი

29 ნოემბერი 2020, 19:10

სპორტი

ლიონელ მესიმ „ოსასუნასთან" გატანილი გოლი დიეგო მარადონას ხსოვნას მიუძღვნა

„ოსასუნასთან" შეხვედრა კატალონიელებმა 4:0 მოიგეს და მესის გარდა სტუმართა კარში თითო ბურთი მარტინ ბრაიტვეიტმა, ანტუან გრიზმანმა და ფილიპე კოუტინიომ გაიტანეს, შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად კი გუნდის არგენტინელი ლიდერი დასახელდა.

29 ნოემბერი 2020, 18:54

სპორტი

„ბოსტონის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა პოლ პირსმა, კალიფორნიაში სახლი $11 მილიონად გაყიდა

„ბოსტონის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა პოლ პირსმა კალიფორნიაში საკუთარი სახლი $11 მილიონად გაყიდა. ძვირადღირებული აგარაკი კალაბასის შტატში მდებარეობს, რომელიც პირსმა 2009 წელს 6.5 მილიონად შეიძინა და ახლა 4.5 მილიონით ძვირად გაყიდა.

29 ნოემბერი 2020, 18:48

რეგიონი

ქედაში ხილის გადამამუშავებელი ორი საწარმო შენდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან და ქედის მერთან ერთად საწარმოების მშენებლობა დაათვალიერა.

29 ნოემბერი 2020, 18:30

სპორტი

საქართველოს ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩში ლელო დადო

მატჩის მე-16 წუთზე გიორგი კვესელაძემ ლელო დადო, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. 30-ე წუთისთვის ანგარიშია 13-7 ირლანდიელების სასარგებლოდ.

29 ნოემბერი 2020, 18:29

რეგიონი

ფოთის კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს COVID-19-ის ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ

აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობის ფართომასშტაბიანი და ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია დღეს ფოთის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამედიცინო აქციაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯვარის და ფოთის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მედიკოსთა ჯგუფები მონაწილეობდნენ.

„მეზობელთა მარში“

29 ნოემბერი 2020, 18:15

მსოფლიო

ბელარუსში „მეზობელთა მარშის“ 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

მოქალაქეები ტრადიციულად საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელთა მიხედვითაც ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. დღევანდელ დემონსტრაციას „მეზობელთა მარში“ უწოდეს. დემონსტრანტები ქუჩაში მცირე ჯგუფებად გადიან, მოგვიანებით კი ქალაქის ცენტრში აპირებენ შეკრებას.

29 ნოემბერი 2020, 17:32

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 4,170 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 4,170 ადამიანს გამოუვლინდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 118,195 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 1,361 ადამიანი. ვირუსისგან 73,676 პაციენტი განიკურნა.

ნიგერია ფერმერები

29 ნოემბერი 2020, 17:23

მსოფლიო

ნიგერიაში ფერმერებზე თავდასხმას 43 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევა ბორნოს შტატში მოხდა, სადაც „ბოკო ჰარამის“ და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები მოქმედებენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, თუმცა ადგილობრივები ყვებიან, რომ პარასკევს ფერმერებმა განაიარაღეს და დააკავეს „ბოკო ჰარამის“ წევრი, რომელიც მათ „აწამებდა“.

თბილისის ცენტრალი

29 ნოემბერი 2020, 17:09

ეკონომიკა

სავაჭრო ცენტრების დირექტორები რეკომენდაციების დაცვით ობიექტების გახსნას ითხოვენ

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების დირექტორები დღეს შეიკრიბნენ და ერთობლივი სამოშაო გეგმა შეიმუშავეს. დირექტორების განცხადებით, წინასაახალწლოდ რამდენიმე დღით დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის კარგ შედეგებს არ გამოიღებს. ამდენად, მათი მოთხოვნაა, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები რეკომენდაციების სრული დაცვით და ისინი მზად არიან, საამისოდ გაზრდილი სამუშაო საათებითაც იმუშაონ, ვიდრე წინასაახალწლოდ მხოლოდ რამდენიმე დღით მუშაობდნენ.

29 ნოემბერი 2020, 16:23

რეგიონი

აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია იმართება

ლიდერები პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებსაც გამოეხმაურნენ. როგორც აქციაზე , „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ბექა დიასამიძემ განაცხადა, სახალხო მერიას აყალიბებენ, რომელიც ხვალიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

როი ჯონსონი და მაიკ ტაისონი

29 ნოემბერი 2020, 16:20

სპორტი

მაიკ ტაისონისა და როი ჯონსონის ბრძოლა ფრედ დასრულდა

შოუ 28 ნოემბერს, ლოს-ანჯალესში ჩატარდა. მონაწილეთა ასაკის გამო (ტაისონი 54 წლისაა, ჯონსი კი 51-ის) ბრძოლაში 12-ის ნაცვლად 8 რაუნდი იყო, თითოეული მათგანი 2 წუთს გრძელდება.

29 ნოემბერი 2020, 15:33

საზოგადოება

შრომის ინსპექციამ აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დააჯარიმა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ „რეფორმერი ფიტნესი“ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა

ზურაბ ჯაფარიძე

29 ნოემბერი 2020, 15:06

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: ფიტნეს დარბაზს საცხოვრებელ სახლად ვქირაობ, შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქ ივარჯიშოთ

„გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბათუმში Reformer fitness-ის დარბაზი საცხოვრებელ ფართად იქირავა, - ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ ლაივ ჩართვისას განაცხადა. „საჯაროდ ვაკეთებ ასეთ რაღაცას, ზეპირ ხელშეკრულებას ვდებთ, რისი უფლებაც მაქვს, ვქირაობ მთელ ამ დარბაზს ჩემს საცხოვრებელ სახლად. ბათუმში მექნება საცხოვრებელი სახლი, სანამ ეს რეგულაციები არსებობს. აქ ვაპირებ რომ ვიცხოვრო, სადაც მაქვს სავარჯიშო ინვენტარი, რომელსაც აქირავებს მფლობელი ფართთან ერთად და ნებისმიერ ადამიანს, ვინც ბათუმში ვარჯიშობს და დარბაზები დაუკეტეს, შეგიძლიათ მოხვიდეთ აქ სტუმრად ჩემთან სახლში და ივარჯიშოთ.

ლევან რატიანი

29 ნოემბერი 2020, 14:14

COVID19

კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კლინიკაში მიყვანისას კახი კავსაძის მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა, ამ ეტაპზე სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია.

29 ნოემბერი 2020, 14:02

COVID19

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა გადამხდელებს COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული მოთხოვნები გააცნეს

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა მეწარმე სუბიექტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციებისა და სავალდებულო ზედამხედველობის მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია/განმარტებები ადგილზე გააცნეს.

29 ნოემბერი 2020, 13:39

სამართალი

ჩოხატაურში, ქვის სამტეხ საამქროში დაშავების შემდეგ ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა

მომხდარზე უკვე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმოვს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.

29 ნოემბერი 2020, 13:36

მსოფლიო

ავღანეთში ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 30 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ღაზინის პროვინციაში ავტომობილის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 30 ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წევრი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ღაზნის პროვინციული საავადმყოფოს დირექტორის თქმით, სამკურნალოდ 24 ადამიანია გადაყვანილი, ხოლო შემთხვევის ადგილზე კი 30 ცხედარია.