http://imedi.ge/ /  22 ოქტომბერი 2020, 14:52 / სანდო წყარო

EMC: მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ არჩევანი გააკეთა მძევლად აყვანილების სიცოცხლის სასარგებლოდ

ზუგდიდი

ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, ქალაქ ზუგდიდში ბანკის ოფისზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება აწარმოოს მაქსიმალურად ეფექტურად, გამჭვირვალედ და უზრუნველყოს საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება.

ამავდროულად, ორგანიზაცია მოუწოდებს პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, თავი შეიკავონ ამ ფაქტით მანიპულირებისგან პოლიტიკური და ვიწრო პარტიული მიზნებისთვის.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში მდებარე ერთ-ერთი ბანკის ოფისში შეიჭრა მძიმედ შეიარაღებული თავდამსხმელი, მძევლად აიყვანა ოფისში მყოფი 43 მოქალაქე და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვა როგორც ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტია, აგრეთვე 500,000 აშშ დოლარი.

პოლიციამ თავდამსხმელის მოთხოვნები დააკმაყოფილა და სანაცვლოდ, 22 ოქტომბრის დილის საათებში მძევლად აყვანილი ყველა მოქალაქე გათავისუფლდა.

უპირველეს ყოვლისა, EMC სოლიდარობას უცხადებს ინციდენტში მონაწილე მოქალაქეებსა და მათი ოჯახის წევრებს; აგრეთვე აფასებს სამართალდამცავების მიერ გაწეულ ძალისხმევას, რათა მძევლად აყვანილი თითოეული მოქალაქე უვნებლად და მშვიდობიანად გადარჩენილიყო.

მისასალმებელია, რომ სახელმწიფომ ამ ინციდენტში არჩევანი გააკეთა მძევლად აყვანილი მოქალაქეების სიცოცხლის სასარგებლოდ და არ გაზარდა მათი უსაფრთხოების ხელყოფის რისკები, დამნაშავის დაკავების ინტერესით.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მსგავსი ექსტრემალური შემთხვევები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოების განცდას და საზოგადოებრივ წესრიგს ქვეყანაში. შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, უმოკლეს დროში უზრუნველყოს თავდამსხმელის დაკავება და მის მიმართ სამართლებრივი პროცესების წარმართვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება წარიმართოს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად. თავდამსხმელი პირის მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული იყოს პროპორციული და გონივრული ძალა იმ დათქმით, რომ საფრთხე არ შეექმნება სამართალდამცველების თუ რიგითი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას; შესაბამისმა ორგანოებმა და უპირველეს ყოვლისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უზრუნველყოს მოსახლეობის სათანადოდ ინფორმირება გატარებული ღონისძიებების და გამოძიების მსვლელობის თაობაზე იმ დათქმით, რომ ამით გამოძიების ეფექტიანობას საფრთხე არ შეექმნება;

აღნიშნულ შემთხვევაზე საზოგადოებაში მაღალი საჯარო ინტერესი არსებობს, ამავდროულად, მსგავსი ფაქტები მნიშვნელოვნად ამცირებს მოქალაქეების დაცულობის განცდას და ამის საპირწონედ, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რა ზომებს ატარებს სახელმწიფო; პოლიტიკოსებმა, საჯარო პირებმა და მედიასაშუალებებმა თავი უნდა შეიკავონ ამ ფაქტის პარტიულ ჭრილში გადატანისგან, რათა კიდევ უფრო არ დამძიმდეს ქვეყანაში პოლიტიკური ფონი, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კონტექსტში;
სამართალდამცავმა უწყებებმა მეტი აქცენტი გააკეთონ სამომავლოდ მსგავსი ფაქტების თავიდან აცილებაზე და ამ მიზნით შეიმუშაონ დანაშაულის პრევენციის სისტემური ხედვები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა.

ყველა სიახლე

ნიკოლ ფაშინიანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

პუტინმა ფაშინიანს სთხოვა, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე სთხოვა მას, რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების საკითხზე, რადგან მოსკოვსაც სჭირდება იმის გაგება, თუ როგორ განავითაროს ერევანთან ურთიერთობები მომავალში.

ნინო თანდილაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:58

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილი სტაჟირების პროგრამაზე: ჩვენთვის ინტერესის სფეროს წარმოადგენს, რომ მივცეთ ახალგაზრდებს საშუალება, რომ დარგობრივი მიმართულებით დასაქმდნენ სამინისტროს სისტემაში

ჩვენი სამინისტრო მრავალ დარგობრივ მიმართულებას აერთიანებს, განსაკუთრებით ჩვენ გვაქვს ისეთი დარგობრივი მიმართულებები და დეფიციტური პროფესიები, როგორიცაა ვეტერინარიის მიმართულება, ჰიდროლოგია, გეოლოგია, საინჟინრო სპეციალობები, მეტყევის პროფესია და ა.შ., - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

01 სექტემბერი 2026, 21:50

საზოგადოება

მიხეილ სარჯველაძე სტაჟირების პროგრამაზე: სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების დროს და მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად

სტუდენტებისთვის იძლევა შესაძლებლობას, რომ საწყისი ეტაპიდანვე იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სახელმწიფო სამსახური და ამის შემდეგ ისინი გაცილებით მომზადებული იყვნენ თუნდაც გადაწყვეტილების მიღების დროს და იმავდროულად მათი სამომავლო პერსპექტივების კარგად დასანახად, - განაცხადა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სტაჟირების პროგრამაზე საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:34

კულტურა

თითქმის 30 წლის შემდეგ, დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თითქმის 30 წლის შემდეგ დუეინ დევისი თუფაქის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ნაფიცმა მსაჯულებმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმსჯელეს, ვიდრე 63 წლის დუეინ დევისს სასიკვდილო იარაღით, პირველი ხარისხის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობდნენ.

თენგიზ შარმანაშვილი

01 სექტემბერი 2026, 21:24

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: ისლანდიელები ბევრ სხვა საკითხთან ერთად ევროკავშირის არასწორი მიგრაციული პოლიტიკის გამოც არიან შეშინებულები

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ალბათ დელიკატურობის გამო არ საუბრობენ, არის მიგრაციის საკითხები, - განაცხადა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით საუბრისას.

01 სექტემბერი 2026, 21:21

მსოფლიო

აშშ-მა ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა

აშშ-მა სამშაბათს ირანულ ობიექტებზე ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინი

01 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მედია: სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს

სამხრეთ კორეის ეროვნულმა სადაზვერვო სამსახურმა (SNI) სამშაბათს კანონმდებელთა ჯგუფს განუცხადა, რომ აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის „დიალოგის ნიშნები“ იკვეთება და რომ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ახალი სამიტი შესაძლოა „ნებისმიერ დროს“ გაიმართოს.

თამარ იოსელიანი

01 სექტემბერი 2026, 20:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი პორტის სამშენებლო სამუშაოებში მეორე დაღრმავებითი გემის ჩართვასთან დაკავშირებით.

01 სექტემბერი 2026, 20:55

საზოგადოება

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე, ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:47

საზოგადოება

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება.

01 სექტემბერი 2026, 20:42

საზოგადოება

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. მიზანი მოსახლეობისთვის დისკომფორტის მაქსიმალურად შემცირებაა. ამ სქემით ავტომობილები რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებამდე იმოძრავებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:38

საზოგადოება

საჯარო დაწესებულებებში, მათ სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დღეიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა.

01 სექტემბერი 2026, 20:34

საზოგადოება

სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან უკვე ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სასკოლო ფორმების გაცემა დაიწყო. სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეების ფორმა, რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს, კონკრეტული სოციალური ჯგუფებისთვის უფასოა. სასკოლო ფორმების შეძენა 15 სექტემბრიდან მხოლოდ ელექტრონულ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

01 სექტემბერი 2026, 20:31

ეკონომიკა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები - აკვატორიაში მეორე დამღრმავებელი გემი შემოვიდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ახალ, მასშტაბურ ეტაპზე გადადის - აკვატორიაში ფსკერის დაღრმავებით სამუშაოებს, ბელგიური კომპანია უკვე ორი სპეციალიზებული ხომალდით ახორციელებს.

01 სექტემბერი 2026, 20:28

სამართალი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მნიშვნელოვანი გზავნილები და გაფორმებული მემორანდუმი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვლადიმირ პუტინი

01 სექტემბერი 2026, 20:27

მსოფლიო

ერდოღანი: რუსი ტურისტები თურქეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები დღეს ბევრად უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე ოდესმე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სახელმწიფოების მეთაურთა სამიტის ფარგლებში გაიმართა.

01 სექტემბერი 2026, 20:25

პოლიტიკა

პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი დღე და პოლიტიკური განცხადებები სხდომათა დარბაზში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური კრიზისი ევროპაში და ამ კონტექსტში ისლანდიის მაგალითი იყო პოლიტიკური განცხადებების ერთ - ერთი თემა პარლამენტში.

01 სექტემბერი 2026, 20:22

პოლიტიკა

ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ისლანდიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში დებატები გამოიწვია. ბრიუსელის ბიუროკრატია, სუვერენიტეტის პრინციპი და გაერთიანებაში არსებული ღირებულებითი გამოწვევები - ეს ის მთავარი თემებია, რაზეც რეიკიავიკის გადაწყვეტილების შემდეგ , როგორც დასავლელი, ისე ქართველი კანონმდებლები აპელირებენ.

01 სექტემბერი 2026, 20:17

პოლიტიკა

უთანხმოების მიზეზად ქცეული საიმიგრაციო პოლიტიკა - უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს აკრიტიკებს. პეტერ მადიარი ევროკავშირის მმართველობით კრიზისზე და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირის კრიტიკა ამჯერად, ბუდაპეშტიდან ისმის. ევროგაერთიანებაში პოლიტიკური ლიდერობის დეფიციტზე პიტერ მადიარი ლაპარაკობს.

01 სექტემბერი 2026, 20:11

მსოფლიო

გერმანია ლაიფციგში დრონის ინციდენტის გამო ბონში რუსეთის საკონსულოსა და ბერლინში „რუსულ სახლს“ დახურავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა ლაიფციგის აეროპორტში განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმაზე დიპლომატიური რეაგირების შესახებ გამოაცხადა.