ვახტანგ გომელაური: ოჯახური ძალადობის პრევენციის მიმართულებით ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ქალბატონები უკვე ბედავენ და პოლიციაში რეკავენ
ფოტო: Shutterstock.com
კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ პოლიციაში ოჯახური ძალადობის ფაქტების შემთხვევაში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით პრევენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან ბევრი იმუშავა: დამზადდა ვიდეო რგოლები, დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომ მიემართათ პოლიციისთვის. ასევე, 112-მა აამოქმედა SOS ღილაკი.
„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე შეტყობინებების რაოდენობა გაზრდილია.მინდა, რომ ორი სიტყვით აგიხსნათ, რამ გამოიწვია ეს ზრდა. ეს მნიშვნელოვანი და მთავარი თემა იყო. პოლიციისთვის მიმართვა ბარიერი იყო. ხშირი იყო, როდესაც ვთქვათ მეზობელი რეკავდა, რომ ხმაურია და იქნებ მოაკითხოთ. ადგილზე გვხვდებოდა ნაცემი ადამიანი, ამ შემთხვევაში მეუღლე ან ბავშვი. იყო შემთხვევა, როცა მაგალითად ნათესავი რეკავდა და ითხოვდა, იქნებ დროზე მიხვიდეთ, რადგან ძალიან ცუდი მდგომარეობააო. ხშირ შემთხვევაში გვხვდებოდა ნაცემი ქალბატონი, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მამაკაცი დაგვხვდა ნაცემი. ხშირ შემთხვევაში ქალბატონებსა და ბავშვებზე არის ხოლმე ზეწოლა. როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამ მიმართულებით პრევენციაზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. დავამზადეთ ვიდეო რგოლები, დავგზავნეთ SMS-ები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომ მოემართათ პოლიციისთვის. 112-მა აამოქმედა ასევე SOS ღილაკი, რადგან როცა იყო შემთხვევა, რომ ვერ რეკავდნენ და იყო SOS ღილაკის საშუალებით გამოეძახებინათ პოლიცია. სხვათა შორის ბევრმა გამოიყენა. SOS ღილაკის პროგრამა 112-მა შექმნა და დაახლოებით 1400- მოქალაქეს ჰქონდა გადმოწერილი. ჩვენი აქტივობებით კიდევ დამატებით 5000-მა ადამიანმა გადმოიწერა. ჩვენი მიზანი ეს იყო. ცუდია, რა თქმა უნდა, რომ იზრდება ერთის მხრივ ოჯახში ძალადობის შემთხვევები, თუმცა მეორეს მხრივ, კარგია, რომ ქალბატონები ბედავენ უკვე და რეკავენ. ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე ამისი. შემიძლია
მაგალითები მოგიყვანოთ: 2017 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის მიმართ 2878 საქმეზე. ამის შემდეგ იზრდებოდა და უკვე 2019 წელს, სრული წელი რომ ავიღოთ, 10 266 საქმეზეა ასული. თითქმის
გაოთხმაგებულია მომართვიანობა. მე არ ვამბობ, რომ ძალადობამ იმატა, პირიქით, გამოაშკარავდა ეს ძალადობა. უკვე ბევრი რეკავს და ძალიან ბევრი ადამიანია პასუხისგებაში მიცემული. მიმდინარე წელსაც უკვე 9570 შემთხვევაა, ერთი თვის, დეკემბრის გამოკლებით. სხვათა შორის, ძალიან ნაკლები შემთხვევა იყო ეთნიკურად აზერბაიჯანული სომხური მოსახლეობით დასახლებული რაიონების სოფლების მიმართულებით. ასევე, ქართული ოჯახებიდან ძალიან ნაკლებად იყო
მიმართვიანობა და უკვე დაიწყო ნელ-ნელა. ძალიან კარგია, თუ ასე წავალთ. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ სასიხარულო არ არის, რომ მოიმატა ოჯახში ძალადობის მაჩვენებელმა, თუმცა მომართვიანობამ რომ მოიმატა, ეს არის ძალიან კარგი და ერთხელ და სამუდამოდ ალბათ ეს კონტროლს ქვეშ იქნება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ყველა სიახლე
18 ივლისი 2026, 08:00
მსოფლიო
მედია: უნგრეთმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნა დაბლოკა, ხოლო მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს დათანხმდა
ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს უნგრეთმა უარი განაცხადა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერის გახსნის პროცესის დაწყებაზე, თუმცა, დათანხმდა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს.
18 ივლისი 2026, 00:11
მსოფლიო
მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.
17 ივლისი 2026, 22:00
საზოგადოება
სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.
17 ივლისი 2026, 21:45
სამართალი
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 ივლისი 2026, 21:36
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
17 ივლისი 2026, 21:28
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.
17 ივლისი 2026, 21:10
პოლიტიკა
როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.
17 ივლისი 2026, 21:06
საზოგადოება
75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს
17 ივლისი 2026, 21:00
კულტურა
თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
17 ივლისი 2026, 20:54
სამართალი
შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.
17 ივლისი 2026, 20:50
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.
17 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.
17 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.
17 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.
17 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.
17 ივლისი 2026, 20:16
პოლიტიკა
რადიკალიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით - საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები ვაშინგტონიდან და „პოლიტიკური ტერორიზმის” საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დაფინანსების სქემა - ვაშინგტონში ორგანიზებულ სამიტზე სახელმწიფო მდივანმა პრობლემა გლობალურ გამოწვევად დასახა და 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.
17 ივლისი 2026, 20:01
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა
შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
17 ივლისი 2026, 19:52
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.
17 ივლისი 2026, 19:16
პოლიტიკა
პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.
17 ივლისი 2026, 19:12
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელო წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.


