გიორგი გახარია: ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა და სხვა ყველაფერი
გიორგი გახარია
ფოტო: საქართველოს მთავრობა
მეც მიმუშავია ბატონი ვახტანგ გომელაურის პოზიციაზე და მართლა უმძიმესი პოზიციაა მთავრობაში. როგორც კი ჩვენ სტატისტიკას და სტატისტიკურ ციფრებს ვაფეტიშებთ, ვკარგავთ ძირითად მიზანს სამართალდამცავი სისტემის. სამართალდამცავი სისტემის ძირითადი მიზანი გახლავთ ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა. არ იქნება ქვეყანაში უსაფრთხო გარემო? ყველაფერი რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, დაგვრჩება უკან, ვერაფერში ვერანაირ შედეგს ვერ მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას, დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა არის იმ ეტაპზე, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა და არა სტატისტიკური ციფრები.
„ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ განვითარდეს განათლება, კულტურა, ეკონომიკა, სხვა ყველაფერი. ამიტომ ამ ადამიანების შრომა არის მართლა დაუფასებელი - ეს ერთი, მეორე ჩვენ თუ აქ დაბალანსებული მიდგომა არ გვექნა, ყოველთვის აღმოვჩნდებით ერთსა და იმავე წრეზე. ხან გვექნება უაღრესად ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც თავის მხრივ გამოიწვევს ჩვენს მეორე მხრიდან მოთხოვნას და რაღაც პერიოდში გადავალთ რეპრესიულ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და მუდმივად ვიქნებით ასე, იმის მაგივრად, რომ მივაღწიოთ კონკრეტულ შედეგს და შედეგი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, უსაფრთხო გარემოს შექმნა ქვეყანაში. ამისთვის მართლმსაჯულების ერთიანი სისტემა და ამ მართლმსაჯულების ერთიანი სისტემის თანმიმდევრული, დაბალანსებული რეფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ამ შედეგს მივაღწიოთ. იმიტომ, რომ ჩვენ ამ გარემოებების ტყვეები ვართ დღეს.
ჩვენ გარკვეულ პერიოდში რეპრესიული სისხლის სამართლის პოლიტიკის შემდგომ, აბსოლუტურად ლოგიკურად, სამართლიანად და იმის საფუძველზე, რაც იყო ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა - სამართალდამცავი სისტემა გავხადეთ ბევრად უფრო ჰუმანური. სწორი იყოს ეს? რა თქმა უნდა, სწორი იყო, მაგრამ ჰუმანურობის პარალელურად უნდა გაიზარდოს ეფექტიანობაც და ეფექტურობაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგივე ჩვენი მოქალაქეებისგან, წამოვა სულ სხვა მოთხოვნა.
დღეს ჩვენ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც სამართალდამცავი სისტემის ეფექტიანობა არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ძირითადი პრიორიტეტი და ამოცანა და არა სტატისტიკური ციფრები. როდესაც ვსაუბრობთ სამართალდამცავი სისტემის მუშაობის ხარისხზე, მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა, რომელსაც ყველა ვხედავთ, ვამჩნევთ, პირველ რიგში არა სტატისტიკური მონაცემები შევაფასოთ, არამედ უნდა შევაფასოთ რეფორმების ის პროგრესი, რომელიც სისტემაში მიმდინარეობს და უნდა გვქონდეს რეფორმების ის გეგმა, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ საბოლოო შედეგი დავაყენოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
საკომიტეტო მოსმენების შემდეგ დღეს მინისტრობის კანდიდატებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში მოუსმენენ. პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელს, გიორგი გახარიას უსმენენ.
ყველა სიახლე
12 ივლისი 2026, 10:25
მსოფლიო
სენატორი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
„სენატორ გრემის ოჯახი მადლობელია ამ წუთებში გამოხატული ლოცვებისთვის და ითხოვს კონფიდენციალურობის დაცვას ამ წარმოუდგენლად რთულ პერიოდში“, - აღნიშნულია განცხადებაში.
12 ივლისი 2026, 09:42
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
თბილისშიც მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
12 ივლისი 2026, 09:36
მსოფლიო
აშშ ირანზე ახალ დარტყმებს ახორციელებს, ჰორმუზის სრუტე კი ისევ ჩაკეტილია
ამერიკელმა სამხედროებმა 12 ივლისის ღამეს ირანზე დარტყმების ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე ტალღა დაიწყეს, - განაცხადა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM). ირანულმა სახელმწიფო ტელეარხმა Press TV-მ გაავრცელა ინფორმაცია თეირანში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობისა და სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმების შესახებ.
12 ივლისი 2026, 09:20
მსოფლიო
The New York Times: რუბიო ვენესუელაში ფინანსებს, რესურსებსა და ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, - ნათქვამია სტატიაში.
12 ივლისი 2026, 09:02
მსოფლიო
ჩინეთს ერთ კვირაში უკვე მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს
მანამდე ტაიფუნმა იაპონიის მოწყვეტილ კუნძულთა ჯაჭვი დააზარალა, შემდეგ კი ტაივანის ჩრდილოეთ ნაწილს ჩაუარა და იქ ძლიერი წვიმა გამოიწვია. კიდევ უფრო ადრე, ამავე შტორმით გამოწვეულმა მეწყრებმა ფილიპინებში, სულ მცირე 17 ადამიანი იმსხვერპლა.
12 ივლისი 2026, 08:43
მსოფლიო
ტორონტოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
სროლიდან რამდენიმე საათში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიციამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ორ პირს შორის ორმხრივი სროლა მოხდა. გამოძიება გრძელდება. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.
12 ივლისი 2026, 08:27
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებული სამხრეთაფრიკელი ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს
ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზები ოფიციალურად არ სახელდება. პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციით, ფეხბურთელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
12 ივლისი 2026, 08:14
სპორტი
მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა ცნობილია⚽
ნახევარფინალური მატჩი არგენტინისა და ინგლისის გუნდებს შორის 15 ივლისს, ატლანტას სტადიონზე გაიმართება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები შეხვდებიან. ეს თამაში 14 ივლისს ტეხასში ჩატარდება.
12 ივლისი 2026, 00:55
სპორტი
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასზე სამოას ნაკრები ანგარიშით 33:12 დაამარცხა
12 ივლისი 2026, 00:35
სპორტი
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში RAF Georgia-ს ღონისძიება გაიმართა
ისტორიაში პირველად თბილისმა RAF-ის ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
12 ივლისი 2026, 00:02
საზოგადოება
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს. სახარების თანახმად, პეტრე ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. რწმენის გამო კი მას ქრისტემ პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.
11 ივლისი 2026, 23:28
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ ჩილეში ერთა თასზე სამოას ნაკრებს უპირისპირდებიან. თამაში „ესტადიო საუსალიტოზე“ იმართება.
11 ივლისი 2026, 23:13
სპორტი
მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო დაამარცხა
თბილისში მიმდინარე Raf Georgia-ს მთავარ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი მოწინააღმდეგე ჰენრი სეჰუდო ანგარიშით 11: 8 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 22:42
სპორტი
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
ვლადიმერ გამყრელიძე პირველი მძიმე წონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელ კაილ დეიკთან დამარცხდა
11 ივლისი 2026, 22:26
სპორტი
ზედიზედ მეორედ კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონია.
11 ივლისი 2026, 22:19
სპორტი
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა
ქართველმა სპორტსმენმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF Georgia-ზე ამერიკელი სპორტსმენი კონორ ბიბი 11:0 დაამარცხა.
11 ივლისი 2026, 21:49
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გივი მაჭარაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მოწინააღმდეგე ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა
11 ივლისი 2026, 21:28
სპორტი
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე 10:0 დაამარცხა
ქართველმა მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა RAF Georgia-ს ტურნირზე ამერიკელი მეტოქე - ჯეიკ ვარნერი 10:0 დაამარცხა. მძიმე წონაში ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება მეორე პერიოდშივე მოიპოვა.
11 ივლისი 2026, 21:21
საზოგადოება
პატრიარქი შიო III ტარიელ ჭანტურიაზე: მისი გულწრფელობით, სულიერი სიღრმითა და დახვეწილი პოეტური ენით გამორჩეული შემოქმედება ადამიანს მარადიულ ღირებულებებზე აფიქრებს
„იგი სამუდამოდ დარჩება ჩვენს მეხსიერებაში თავმდაბალ შემოქმედად, რომელიც თავისი ხალასი იუმორითა და სითბოთი ყველას სიყვარულსა და სიკეთეს უზიარებდა“.
11 ივლისი 2026, 20:04
პოლიტიკა
UNESCO-ს გენერალური დირექტორი: მოხარული ვარ, რომ გივი მიქანაძეს შევხვდი - UNESCO მოუთმენლად ელის საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები შეიძინონ
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, გივი მიქანაძეს შევხვდი. შეხვედრაზე განვიხილეთ განათლების დაფინანსების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის განვითარების, განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირების გაძლიერების, უმაღლესი განათლების რეფორმისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის საკითხები.


