პროკურორი: ცალსახადაა დადგენილი, რომ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ
მიხეილ სადრაძე
ფოტო: თიკო ჯაფარიძე/არქივი
როცა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების დაკავება მოხდა, რომ ჩვენთვის ცნობილი იყო მოტივი, თუ რატომ არ გამოიყენეს რუკები და ამ მიმართულებით, ამ საკითხს არ ვასაჯაროებდით, რადგან დამატებით მოქმედებებს ვახორციელებდით, იმისთვის, რომ ფაქტობრივი მნიშვნელობის ყველა ფუნდამენტური გარემოება საკმაოდ მაღალი სტანდარტით ყოფილიყო დადასტურებული. დღეის მონაცემებით, საქმე სასამართლოში წარიმართა და შეგვიძლია ამ თემაზე ვისაუბროთ. - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დავით გარეჯის საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა.
„საჭირო რუკების არ გამოყენების მოტივი არის შინაგანი მამოძრავებელი ფსიქიკური მიზეზი. ესაა ცალსახად დადგენილი, რომ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ ბრალდებულები. ამ დავალებების არსებობა ფარული გამოძიების ფარგლებში ცალსახად დადასტურდა. ბრალდებული ცალსახად საუბრობს, რომ მაშინ ასეთი განწყობები არსებობდა და წინააღმდეგიც კი იყო დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. უშუალოდ ის იყო ჩართული, ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო და თვითონ ახდენდა ყველა დოკუმენტაციის ანალიზს, შეთავაზებების გაკეთებას. მისი თავდაპირველი შეთავაზება და შესაბამისად საქართვლოს სახელით მისი პოზიცია იყო სწორი და მაქსიმალუარდ მიახლოებული 1938 წლის ხაზთან, თუმცა შემდეგ საკუთარ თავს შეეწინააღმდეგა ბრალდებული და შეათანხმა საქართველოს საზიანოდ. ეს ცალსახად ჩანს.
ასევე მნიშვნელოვანია ის რომ უამრავი მოწმე გამოიკითხა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, როგორც მოქმედი ისე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი. მათი ჩვენებების ანალიზი ცალსახად აჩვენებს, რომ ასეთი ქმედებები მმართველობითი გუნდის საკმაოდ მაღალი შტოდან მომდინარეობს“, - განაცხადა სადრაძემ.
ვინ არიან დავით გარეჯის საქმეზე დამკვეთები? ამ კითხვაზე საქმის პროკურორი ასე პასუხობს: „რა თქმა უნდა გარკვეული ინდიკატორები არსებობს, შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურებული, პირთა წრე, რომლებიც ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ ბრალდებულებთან, ამის იდენტიფიცირება მომხდარია ჩვენს მიერ და დეტალიზაციისაგან თავს შევიკავებ რადგან გამოძიება მიმდინარეობს ამ მიმართულებით. დამკვეთის გამოკვეთის მომენტი დღეს ცალკე აქვს პროკურატურას. ბრალდებულების ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ამოიწურა გამოძიება, წარიმართა სასამართლოში განსახილველად, ხოლო დარჩა სისხლის სამართლის საქმე სადაც სხვა პირთა დანაშაულთან შემხებლობის კონტექსტში გრძელდება გამოძიება. შედეგებზე საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“, - განაცხადა სადრაძემ.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
13 იანვარს პროკურატურამ დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მიმართ გამოძიება დაასრულა, საქმის არსებითი განხილვა უკვე სასამართლოში გაგრძელდება. 21 იანვარს პროკურატურამ ამავე საქმეზე მოპოვებული ფარული ვიდეო- და აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 22:01
მსოფლიო
ტრამპი კითხვაზე, მართებს თუ არა რომის პაპის წინაშე ბოდიშის მოხდა: ბოდიშის მოსახდელი არაფერია - ის ცდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რომის პაპი ლეო XIV ირანის ომის წინააღმდეგ დაკავებული პოზიციის გამო.
13 აპრილი 2026, 21:43
მსოფლიო
„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“ - დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„დედოფალი ელისაბედ მეორე: მისი ცხოვრება და სტილი“, - ბუკინჰემის სასახლის მეფის გალერეა დედოფლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.
13 აპრილი 2026, 21:24
მსოფლიო
ისტორიული მისიის შედეგები - „არტემისი 2“-ის დაბრუნება დედამიწაზე და „ნასა“-ს მომდევნო გაჩერება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმატებული მისიის შემდეგ, ამერიკული კოსმოსური სააგენტო მთვარეზე ასტრონავტების ახალ გუნდს ორ წელიწადში ისევ გაუშვებს და ამჯერად ხომალდი დედამიწის თანამგზავრზე დაჯდება.
13 აპრილი 2026, 21:11
რეგიონი
უხვი ნალექი და ადიდებული მდინარეები კახეთში - სტიქია რეგიონში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შედეგებს ექვსს მუნიციპალიტეტში ითვლიან, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.
13 აპრილი 2026, 20:59
მსოფლიო
მოუწევს თუ არა ერევანს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის სამართლებრივად დაცვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი სომხეთს ყოვლისმომცველი, ანტიდისკრიმინაციული ჩარჩოს მიღებისკენ მოუწოდებს.
13 აპრილი 2026, 20:45
მსოფლიო
კრიტიკის გამო დონალდ ტრამპი რომის პაპს დაუპირისპირდა - სადამდე მივა ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის კონფლიქტი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით ლეო XIV-ის პოზიციამ გააღიზიანა. თეთრი სახლის ლიდერი ვატიკანს საგარეო პოლიტიკას უწუნებს და არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.
13 აპრილი 2026, 20:40
მსოფლიო
The Wall Street Journal: აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი
აშშ-მა ოფიციალურად დაიწყო ირანის საზღვაო ბლოკადის ოპერაცია, რომლის მხარდასაჭერად რეგიონში უკვე მობილიზებულია 15-ზე მეტი ამერიკული ხომალდი. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანსა და სამხედრო უწყების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 20:28
მსოფლიო
ირანული პორტების ბლოკადა ამერიკისგან და წარუმატებელი მოლაპარაკება პაკისტანში - ვითარება ახლო აღმოსავლეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ირანის საზღვაო ბლოკადა ამოქმედდა. შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ შეზღუდვა, დროშის მიუხედავად, ყველა ხომალდზე ვრცელდება.
13 აპრილი 2026, 20:19
პოლიტიკა
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა პეტერ მადიარს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და საერთაშორისო რეზონანსი - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
13 აპრილი 2026, 20:18
მსოფლიო
პეტერ მადიარი: რუსეთი საფრთხეა, მაგრამ რუსი ხალხი - არა
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა რუსეთს საფრთხედ, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა დადებითად უპასუხა.
13 აპრილი 2026, 20:07
მსოფლიო
ახალი პოლიტიკური რეალობა უნგრეთში და პეტერ მადიარის პირველი კომენტარი საქართველოზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უნგრეთის არჩევნებში გამარჯვებულმა, უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა საქართველოს შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
13 აპრილი 2026, 19:58
მსოფლიო
პეტერ მადიარი: როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ევროპა სანქციებს მაშინვე გააუქმებს - ნედლეულის მაღალ ფასებში ყიდვა ევროკავშირის ინტერესებში არ შედის, როდესაც მეზობლად რუსეთის ფედერაციაა
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს რუსული ნავთობის შეძენას, თუმცა, ამავდროულად, შეეცდება ენერგოპროდუქტების შესყიდვების დივერსიფიცირებას.
13 აპრილი 2026, 19:42
მსოფლიო
პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა მიანიშნა, რომ არ დაბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხს, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, თუმცა დაადასტურა, რომ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 19:22
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.
13 აპრილი 2026, 18:58
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას
ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.
13 აპრილი 2026, 18:51
მსოფლიო
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს
უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.
13 აპრილი 2026, 18:38
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება
ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.
13 აპრილი 2026, 18:27
რეგიონი
ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,
13 აპრილი 2026, 17:33
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.
13 აპრილი 2026, 17:20
მსოფლიო
საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ
ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.


