IMEDI /  11 თებერვალი 2021, 11:23 / სანდო წყარო

სუსი: უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზირება პროცესებს კრიტიკულად აზიანებს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მცდარია ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ხდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გავრცელებულ არაერთგვაროვან, ხშირ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალსახად აფიქსირებს, რომ მიესალმება მედიის ინტერესს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს, რომელიც მიმართულია უკანონო დაკავებებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას.

„გახშირებული“ უკანონო დაკავებები მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არცერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე. მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული.

2019 და 2020 წლებში უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობამ 86 და 64 შეადგინა. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული უცვლელი პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაცია. შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად, მცდარია ე.წ. გახშირებული უკანონო დაკავებების დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის მიმართულებით წარმოებულ, როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ვალდებულებასთან დაკავშირებით. ვრცელდება მცდარი მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ უკანონოდ დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ვრცელდება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თითოეული პირის უკანონო დაკავების ფაქტი ფასდება ინდივიდუალურად, რა დროსაც სახელმწიფო უფლებას იტოვებს განსაზღვროს ფაქტის გახმაურების შესაბამისი დრო, რადგან საკმაოდ ხშირად, გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს მისი გათავისუფლების პროცესისთვის. მსგავსი შემთხვევა არაერთხელ დაფიქსირებულა. რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულ პირთა სტატისტიკას აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნარატივი სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების დამალვის შესახებ თვისობრივად მცდარია და შეცდომაში შეჰყავს, როგორც მედია, ისე საზოგადოება.

პირთა გათავისუფლების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები საჭიროებას ვხედავთ გამოვეხმაუროთ უკანონოდ დაკავებული პირის დახსნის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და მისი საჯაროობის შესახებ გავრცელებულ არაერთგვაროვან ინფორმაციას. უკანონო დაკავებებს სახელმწიფო უპირისპირდება მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით. ცენტრალური ხელისუფლების ხელთაა, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური ინსტრუმენტები. ფორმალური ინსტრუმენტებია: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზი, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები. უკანონო დაკავების მომენტიდან სახელმწიფო ააქტიურებს ფორმალურ ინსტრუმენტებს და აღნიშნულის შესახებ უმრავლეს შემთხვევაში ინფორმაციას უზიარებს საზოგადოებას. თუმცა, ბოლო პერიოდში ცალკეული პირების მიერ მიზანმიმართულად ხდება ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ ნიჰილიზმისა და უიმედობის განცდის დანერგვა. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ცხელი ხაზის, IPRM-ის, ჟენევის დისკუსიებისა და სხვა ფორმალური ინსტრუმენტების მიმართ, ნეგატიური და ნიჰილისტური განწყობების წახალისება წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის ინტერესს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში იდება უდიდესი ძალისხმევა IPRM-ისა და ცხელი ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ცხელი ხაზის გააქტიურებას წარმოაჩენს რუტინულ, არაფრისმომცემ პროცედურად, ჯდება საოკუპაციო რეჟიმის ნარატივში და როგორც მინიმუმ, მიუთითებს პირის ან პირთა ჯგუფის საკითხში გაუთვითცნობიერებულობაზე. რაც შეეხება გათავისუფლების პროცესის შესახებ სახელმწიფოს მიერ დეტალური ინფორმაციის გაზიარებას. მოგეხსენებათ, რომ ოკუპაცია წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების გამოწვევას. განხორციელებული სამუშაო შეიცავს სპეციფიკურ, ზოგ შემთხვევაში საიდუმლო ინფორმაციას, შესაბამისად, ცალსახაა, რომ გასაჯაროება არ წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და აღნიშნული ხდება დოზირებულად, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, ნარატივი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო არ მუშაობს უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლების მიმართულებით, რადგან ამის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის, მცდარია.

საზოგადოების პროტესტი ლეგიტიმურია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იზიარებს აღნიშნულ პროტესტს. თუმცა, პროტესტის დროს აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საზოგადოებრივი და სახელმწიფო უსაფრთხოების ცალკეული მნიშვნელოვანი საკითხები. ცალსახად ვაფიქსირებთ, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ხალხმრავალი საპროტესტო შეკრების გამართვამ, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ადგილზე არსებული უსაფრთხოების გარემო. მეტიც, აღნიშნულ პროცესში, შესაძლოა, პირდაპირი საფრთხე დაემუქროს ადგილზე წარმოდგენილ სამოქალაქო პირებსა და პოლიციას. უკანონო დაკავების შედეგად გამოწვეული ნებისმიერი საპროტესტო აქცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის და საოკუპაციო ხაზზე წარმოდგენილი საპოლიციო დანაყოფების ფუნქციონირებას, სრულად ჯდება საოკუპაციო რეჟიმის მიზნებსა და ამოცანებში.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უსაფრთხოების საკითხების, განსაკუთრებით კი უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის პოლიტიზირება კრიტიკულად აზიანებს პროცესებს და მიუთითებს აღნიშნულის განმახორციელებელთა არაპროფესიონალიზმზე. კონკრეტული უკანონო დაკავების განხილვისას დისკუსიაში პოლიტიკური ნარატივის შემოტანა ქმნის ბუნდოვანებას და შეუძლებელს ხდის საკითხის თანმიმდევრულ განხილვას. უკანონო დაკავებების პოლიტიზირება და აღნიშნულის შედეგად პოლიტიკური დესტაბილიზაციის შექმნა საოკუპაციო რეჟიმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კიდევ ერთხელ უცხადებს თანადგომას უკანონოდ დაკავებულთა ოჯახებს და ცალსახად აფიქსირებს, რომ წარსულში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირი გათავისუფლდა. გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობაში ამჟამად მყოფი პირებიც.

განცხადების დასასრულს, მინდა გაგიზიაროთ საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით არსებული პოზიტიური ცვლილების შესახებ. თითქმის ერთწლიანი შეზღუდვის შემდეგ ცალკეული რეგულაციების გამოყენებით, აღდგა გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით. აღნიშნული წარმოადგენს უკიდურესად მნიშვნელოვან პოზიტიურ ცვლილებას. აღნიშნული ფაქტი, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, შესაძლებლობას მისცემს კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით გადმოვიდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები და ნათესავები და ისარგებლონ ცალკეული სიკეთეებით რასაც სახელმწიფო მათ სთავაზობთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.