Imedi /  07 მარტი 2021, 19:17 / სანდო წყარო

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დააკავა

დაკავება

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის სამი წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოქალაქე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.

„დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960
წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ყველა სიახლე

23 აპრილი 2021, 18:34

მსოფლიო

პალესტინაში, სახლში გაჩენილ ხანძარს დედა სამ შვილთან ერთად ემსხვერპლა

პალესტინაში, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის პროვინციაში, ნაბლუსში ხანძარს დედა სამ შვილთან ერთად ემსხვერპლა. ქალაქ სარას მერი, მუჰამედ მუსტაფა ამბობს, რომ სახლში ხანძარი დილით, დაახლოებით 08:00 საათზე გაჩნდა. ქალაქის მთავრობის ინფორმაციით, დაღუპული ბავშვებიდან ორი ბიჭია, ერთი კი, გოგო. ბავშვების მამა გადარჩა.

23 აპრილი 2021, 18:13

საზოგადოება

აფხაზეთის კონფლიქტისას უგზო-უკვლოდ დაკარგული და იდენტიფიცირებული 13 ადამიანის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა. კონფლიქტის დროს დაღუპულთა ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს და სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

23 აპრილი 2021, 18:12

COVID19

აზერბაიჯანში კორონავირუსის 1,809 შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 1,809 ადამიანს გამოუვლინდა, 33 ადამიანი კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 309,789 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 4,307 ადამიანი. ვირუსისგან 274,766 პაციენტი განიკურნა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:59

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას

„შეთანხმებაშიცაა ჩაწერილი, რომ ამნისტია შეეხება ყველას. როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან ვისმენთ, ისინი არ გამოიყენებენ ამნისტიას. ალბათ, მათ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, გამოიყენებენ თუ არა მას. ჩემი პოზიციაა, რომ თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამნისტია უნდა შეეხოს ყველას“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:58

პოლიტიკა

კახა კალაძე: მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვმკურნალობ, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ

მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას, თითქოს პოლიტიკიდან მივდივარ, და ამისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიმიზეზე. მართალია, ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:57

პოლიტიკა

კახა კალაძე: რას ერჩით თამარ ჟვანიას, რატომ უნდა გადადგეს

„არანაირი არჩევნები არ გაყალბებულა და ამის მტკიცებულება არის ის შეთანხმება, რომელიც მოხდა და ის, რომ კონკრეტული პარტიები პარლამენტში შედიან. რა თქმა უნდა არჩევნები არ გაყალბებულა. ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

23 აპრილი 2021, 17:43

COVID19

აშშ-ის მთავრობამ საქართველოს, კოვიდვაქცინიების შესანახად, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე მაცივრები გადასცა

„აღნიშნული საქართველოს მზადყოფნასა და ადმინისტრაციულ ძალისხმევაში დაეხმარება და წარმოადგენს აშშ-ის ევროპული სარდლობის $1 მილიონზე მეტის დახმარების ნაწილს, რაც საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ფარგლებში გადაეცემა“ - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

23 აპრილი 2021, 17:34

ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურამ. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

23 აპრილი 2021, 17:33

საზოგადოება

კელი დეგნანი: საქართველოს მდიდარი ლიტერატურული ტრადიციები ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას

ვულოცავ თბილისს წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელებას. ეს არის დიდი პატივი და და ამავდროულად ეს აღნიშნავს საქართველოს მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებს, რომლებიც ასობით წელს ითვლის და წინ უსწრებს ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის გახსნის ცერემონიაზე აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 17:30

საზოგადოება

პრეზიდენტის ეგიდით დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელებისთვის

„ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს. რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის. მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსურს გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა, პრეზიდენტის ეგიდით დაწესდეს ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელების პირველ მთარგმნელისთვის, რომელიც გაიცემა იუნესკოს წლის ფარგლებში მომავალი წლის 22 აპრილს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილი

23 აპრილი 2021, 17:15

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: დღეიდან თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია

„პირველ რიგში ვულოცავ თბილისის მერს და თბილისის მერიას ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წარმატებას. დღევანდელ ციფრულ ეპოქაში როცა წიგნის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ბევრი სხვა კონკურენტი გაუჩნდა. იუნესკოს ეს ინიციატივა შესაძლებლობას მოგვცემს წიგნის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელობა გავახსენოთ თუ გავაგებინოთ ყველას, დიდსა და პატარას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კახა კალაძე

23 აპრილი 2021, 17:13

კულტურა

კახა კალაძე: მომავალი წლის 23 აპრილამდე მთელი მსოფლიოს ყურადღება ჩვენი ულამაზესი ქალაქისკენ იქნება მოპყრობილი

დღეს თბილისისთვის მართლაც ისტორიული დღეა. ჩვენი ქალაქი ერთი წლის განმავლობაში, კითხვის, წერის, განვითარებისა და მუდმივი პროგრესის სურვილით ანთებული ადამიანების შეხვედრის ადგილი იქნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.

23 აპრილი 2021, 17:08

მსოფლიო

ტრამპი: ლებრონ ჯეიმსი შესანიშნავი კალათბურთელი შეიძლება იყოს, თუმცა არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერს, ლებრონ ჯეიმსს „ტვიტერში“ გაკეთებული ჩანაწერისთვის აკრიტიკებს.

გიორგი ვაშაძე

23 აპრილი 2021, 17:06

პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე ამნისტიაზე: მე ხელებს არ დავიბან - რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა, ყველაფერს შევასრულებ

ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მელიას და პროტესტის მონაწილე სხვა პირების საქმე უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

კახი კავსაძე

23 აპრილი 2021, 16:57

საზოგადოება

ლევან რატიანმა კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლევან რატიანის თქმით, კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. „ჩვენდა სამწუხაროდ, დინამიკა უარყოფითი გვაქვს, იმისდა მიუხედავად, რომ მკურნალობა მიმდინარეობდა ყველაფრის მოცვით, მისი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ მძიმე რჩება", - განაცხადა ლევან რატიანმა.

23 აპრილი 2021, 16:55

საზოგადოება

USAID-ისა და თიბისის კოლაბორაცია აგროსრექტორის მხარდასაჭერად

​​​​​​​USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და თიბისი თანამშრომლობის ფარგლებში აგროსექტორში ჩართულ მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ, რომელიც თანამონაწილეობაზე დაფუძნებულ საგრანტო პროგრამას მოიცავს. საგრანტო პროგრამის მიზანია შერჩეული კულტურებისთვის (კენკრა, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა თხილისა) შემგროვებელი, სამაცივრე და გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურის განვითარება.

ჯორჯიან მანგანეზი

23 აპრილი 2021, 16:54

რეგიონი

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასების 250 ლარით გაზრდას სთავაზობს

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს ხელფასების 250 ლარით გაზრდას სთავაზობს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

23 აპრილი 2021, 16:49

COVID19

იმერეთში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 101 წლის ქალმა კორონავირუსი დაამარცხა. ვენერა პაპიძე კლინიკიდან დღეს გაეწერა. როგორც საავადმყოფოში ამბობენ, პაციენტმა კლინიკას დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან მე-5 დღეს მიმართა. პაციენტი ინტენსიური თერაპიის პალატაში გადაიყვანეს. მას იმუნურ ფაზაში გამოეხატა უარყოფითი დინამიკა, თუმცა მყისიერი რეაგირებითა და სწორად წარმართული სამკურნალო პროცესის მეშვეობით, პაციენტი გამოჯანმრთელდა.

23 აპრილი 2021, 16:41

პოლიტიკა

რუმინეთის, პოლონეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსა და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ნატო-ს შემაკავებელი და თავდაცვითი პოზიციისა და ალიანსის პოლიტიკური განზომილების შემდგომი გაძლიერება, მდგრადობის განმტკიცება და ღია კარის პოლიტიკის, ისევე როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორების მხარდაჭერა, კვლავაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ნატო-ს მუდმივი ინტერესი პარტნიორებთან არსებითი დიალოგის მიმართულებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ურთიერთობა, ყველა მხარისთვის უნდა დარჩეს მომგებიანი“.

ნუგზარ წიკლაური

23 აპრილი 2021, 16:31

პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური ამნისტიაზე: პროპაგანდა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, მიმართულია ნიკა მელიას წინააღმდეგ

„ქართული ოცნებისა“ და მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების ამოცანა არის, რომ როგორმე ჩაფარცხონ ის დანაშაული, რომელიც მოხდა 20 ივნისის ღამეს. მიგვაჩნია რომ ის პროპაგანდა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არის სრულიად დაუშვებელი და მიმართულია ციხეში მყოფი კაცის ნიკა მელიას წინააღმდეგ, რათა თავიანთი გადაწყვეტილებების სიმძიმე გადააბრალონ სწორედ მას“ - ამბობს წიკლაური.