imedi /  11 ივლისი 2017, 11:58 / სანდო წყარო

ბესელია: გიორგი აბდალაძეზე ყოველდღიური ზეწოლა და წნეხი იყო

ეკა ბესელია

ეკა ბესელია

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ფოტოგრაფების საქმეზე“ დეპუტატი ეკა ბესელია იკითხება. დაკითხვაზე მან ფოტოგრაფებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ გიორგი აბდალაძე მას დახმარებას სთხოვდა. ბესელიას თქმით, აბდალაძესთან პირველივე შეხვედრაზე შენიშნა, რომ ის დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო.

ეკა ბესელიას განცხადებით, გიორგი აბდალაძეს შიმშილის შეწყვეტას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანამესაკნის წამებით ემუქრებოდნენ.

"ერთ-ერთ შეხვედრაზე გიორგი აბდალაძემ მითხრა - მე ამას ვერ გავუძლებ. თან მეუბნებოდა, რომ არ მიმატოვოო. როგორც ჩანს, ჩემი აცილების საკითხი დგებოდა პერიოდულად... დაგვიბარეს ციხეში და როცა მივედით, შეგვიყვანეს დირექტორის კაბინეტში. იქ უკვე გამზადებული იყო კამერა. მივხვდი, რაც იყო. საჩვენებელ დაკითხვას ამზადებდნენ. მოვითხოვე, მარტო დავეტოვებინეთ გიორგისთან. თავიდან არ მტოვებდნენ, მაგრამ როცა ვთქვი, რომ არ მოვიღებდი მონაწილეობას ამ პროცესში, მაშინ გავიდნენ. ვკითხე, რას აპირებდა. მითხრა, არ ვაპირებ ჩვენების მიცემასო. რომ ჩავეძიე, ჟურნალის ყუაზე მიმიწერა,  ჯიბეში "ჟუჩოკი" მაქვსო. დაიწყო ჩვენების მიცემა. გამომძიებელმა სამჯერ ჰკითხა, აღიარებდა თუ არა დანაშაულს? და მხოლოდ მესამე კითხვის შემდეგ თქვა, რომ აღიარებდა. დავწერე ოქმში, რომ ეს არ იყო ჩვენება, რომელსაც ადამიანი თავისუფლად აძლევს, ეს იყო ჩვენება, რომლითაც ადამიანი გააზრებულად იბრალებს დანაშაულს, რათა ციხიდან ცოცხალი გამოვიდეს. მერე მომიყვა, რომ აღიარებითი ჩვენების მიცემამდე მთელი ღამე „ამუშავებდნენ“ კონტრდაზვერვის, პროკურატურის თანამშრომლები. როლები ჰქონდათ განაწილებული, როგორც ვიცი, ჩემი როლიც ჰქონდა ერთ-ერთს, როგორ მოვიქცეოდი ჩვენების მიცემისას და რა რეაგირება უნდა ჰქონოდა აბდალაძეს ამაზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ სასამართლოს სხდომაზე.

ეკა ბესელია 2006 წელს, გიორგი აბდალაძის ადვოკატი იყო, როდესაც ფოტორეპორტიორი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ადვოკატი მაშინ აცხადებდა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, აბდალაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა და მას მუქარით აიძულებდნენ აღიარებითი ჩვენების მიცემას.

ფოტოგრაფების საქმეზე უკვე დაკითხეს გიორგი აბდალაძეზურაბ ქურციკიძეირაკლი და ნათია გედენიძეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2011 წლის 7 ივლისს ფოტოგრაფები დააკავა, მათ  ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. დაკავებული იყვნენ ევროპის პრესფოტოს სააგენტოს ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე, ყოფილი პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, მისი მეუღლე, “პრაიმ ტაიმის” ფოტორეპორტიორი ნათია გედენიძე და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის ფოტოგრაფი გია აბდალაძე.  

პროკურატურამ ე.წ ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით ფოტოგრაფები: გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე და ირაკლი გედენიძე ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა. 

ყველა სიახლე

09 სექტემბერი 2026, 08:17

რეგიონი

გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება

გურჯაანში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაცია გრძელდება. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია უტარდება გურამიშვილის და სანაპიროს ქუჩებზე მდებარე 17 საცხოვრებელი კორპუსის ფასადს.

09 სექტემბერი 2026, 08:16

საზოგადოება

ლოტკინის დასახლებაში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლოტკინის დასახლებაში გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები. საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებამდე მისამართზე კომპანია GWP-მ წყალარინების ქსელი შეცვალა.

გიორგი ვოლსკი

09 სექტემბერი 2026, 08:14

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა. ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. როდესაც გარე ძალა ინტენსიურად შემოტევაზე მიდის, ესენი ერთიანდებიან

„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არსებობს და იგი არსად გამქრალა. ყველას აერთიანებს ერთი სერიოზული თემა - გალაშქრება საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი ნიკა გვარამიას და ანა წითლიძის დაპირისპირებას.

09 სექტემბერი 2026, 08:04

პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

ირაკლი კობახიძე

09 სექტემბერი 2026, 08:00

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საფრანგეთში, ემანუელ მაკრონის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

09 სექტემბერი 2026, 07:59

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს უმეტეს რაიონში ამინდი გაუმჯობესდება და ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა.

09 სექტემბერი 2026, 02:14

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-მა ირანულ ნავთობტანკერებზე დარტყმები განახორციელა თეირანის მიერ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის საპასუხოდ

აშშ-ის ოფიციალური პირის ცნობით, თეირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ხომალდებზე თავდასხმის მორიგი მცდელობის საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა სამშაბათს ირანულ ნავთობტანკერებზე ახალი დარტყმები განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 01:34

მსოფლიო

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ისრაელში შესვლა აეკრძალება 12 ბრიტანელ კანონმდებელს

ისრაელის მთავრობა იერუსალიმში გაერთიანებული სამეფოს საკონსულოს დახურავს - ეს არის პასუხი დიდი ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე წარმოებულ საქონელზე სანქციების დაწესებაზე, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ლარს კლინგბაილი

09 სექტემბერი 2026, 01:25

მსოფლიო

გერმანიის ფინანსთა მინისტრი: ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, ლარს კლინგბაილმა მზარდი საფრთხეების ფონზე თავდაცვის ხარჯების ზრდა განმარტა და აღნიშნა, რომ ახალი ვალის აღების გარეშე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს.

ანგელა მერკელი

08 სექტემბერი 2026, 22:56

მსოფლიო

მერკელი AfD-ს გამარჯვებაზე: გული მისკდება, შედეგი უბრალოდ შოკისმომგვრელი იყო

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა კიოლნში საჯარო გამოსვლისას საქსონია-ანჰალტში კვირას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ შედეგი „უბრალოდ შოკისმომგვრელი“ იყო.

მიხეილ სარჯველაძე

08 სექტემბერი 2026, 22:28

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე ჩენდლერის ინსტიტუტის რეიტინგზე: დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას

დასტურდება ის გარემოება, რომ საქართველოს ბიუჯეტი, საქართველოს მმართველობა მაქსიმალურად ორიენტირებულია, რომ საკუთარი რესურსები და შესაძლებლობები მოახმაროს საკუთარ მოსახლეობას, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ჩენდლერის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის შესახებ, რომლის მიხედვითაც განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია.

სერგეი ლავროვი

08 სექტემბერი 2026, 22:03

მსოფლიო

ლავროვი: უიტკოფი და კუშნერი უკრაინის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებებში მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ის წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი - მოსკოვისგან შეუძლებელს არ ითხოვენ და არც უსამართლო მოთხოვნებს აყენებენ.

ბრანისლავ ონდრუში

08 სექტემბერი 2026, 21:49

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც

ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ.

ლევან მაჭავარიანი

08 სექტემბერი 2026, 21:34

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე

ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე საუბრისას.

ანა პაულინა ლუნა

08 სექტემბერი 2026, 21:18

მსოფლიო

კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს

აშშ-ის კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

08 სექტემბერი 2026, 21:00

კულტურა

დიზაინერი თაკო მექვაბიძე უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მაღალი მოდის სამყაროში აცოცხლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროექტის ფარგლებში იქმნება ფილმი, რომელსაც აჭარის მთებსა და მწვანე ტბაზე იღებენ. იგეგმება კოლექციისადმი მიძღვნილი ფილმის საერთაშორისო ციფრული პრემიერაც. ბათუმში იმყოფებიან მოდის ცნობილი გამომცემლობებიც.

08 სექტემბერი 2026, 20:57

ეკონომიკა

ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა.

08 სექტემბერი 2026, 20:44

სამართალი

ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დღესაც გაიმართა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების ნაწილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ნაწილს კი სამართალდარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა.

08 სექტემბერი 2026, 20:42

პოლიტიკა

ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს.

08 სექტემბერი 2026, 20:35

პოლიტიკა

გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატება და ისლანდიის უარი ევროკავშირში გაწევრებაზე ევროპულ პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ცვლილებების ინდიკატორად ფასდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპარლამენტარების ნაწილი შექმნილ რეალობას ბრიუსელის მოქმედი ეკონომიკური და მიგრაციული კურსის მიმართ ამომრჩევლის მკაფიო პროტესტად მიიჩნევს. მიმდინარე მოვლენებს აფასებენ თბილისშიც. მმართველი გუნდი ევროკავშირის მხრიდან დღის წესრიგის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს.