imedi /  11 ივლისი 2017, 20:57 / სანდო წყარო

კვირიკაშვილმა და მღებრიშვილმა შსს-ს თანამშრომლები დააჯილდოვეს

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა შშს-ს თანამშრომლები, მაშველები, მესაზღვრეები, პატრულ ინსპექტორები და  112-ის ოპერატორი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვისა და სამაშველო ღონისძიებების დროს გამოჩენილი მამაცობისთვის დააჯილოვეს.

პრემერმინისტრმა ჩხოროწყუს რაიონში ურთულესი სამაშველო ოპერაციის ჩატარებისთვის სასაზღვრო პილიციის ოთხ მფრინავს ღირსების ორდერები გადასცა.

შინაგან საქმეთა მინიტრმა კი უწყების 17 თანამშრომელი სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გამიჩენილი მამაცობისთვის სამინისტროს მედლით "მამაცობისთვის" დააჯილდოვა, ხოლო ორს მადლობის სიგელები გადასცა. ღონისძიებას დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები და მათ მიერ გადარჩენილი მოქალაქეები დაესწრნენ.

ყველა სიახლე

02 ივნისი 2026, 11:02

სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა, დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 ივნისი 2026, 11:01

სამართალი

კახეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მამაკაცს დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

02 ივნისი 2026, 11:01

სამართალი

პოლიციამ თბილისში 6 ბინის გაქურდვის ფაქტი გახსნა დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

02 ივნისი 2026, 10:55

საზოგადოება

საქართველო ECPGR-ის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრას მასპინძლობს

თბილისში, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის (ECPGR) მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა გაიხსნა. საქართველო პირველად მასპინძლობს ECPGR-ის უმაღლესი მმართველი ორგანოს შეხვედრას, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით ევროპული თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.

გურამ კაშია

02 ივნისი 2026, 10:47

სპორტი

გურამ კაშია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს დღეს ჩაატარებს

„შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო. იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას“, - განაცხადა კაშიამ პრესკონფერენციაზე.

02 ივნისი 2026, 10:33

ტექნოლოგიები

The Guardian: რამდენიმე ქვეყანაში გამოცადეს კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც ზოგ შემთხვევაში სიმსივნეები სრულად გაანადგურა

The Guardian-ის ცნობით, ვაქცინა თავისა და კისრის სიმსივნის მქონე 102 პაციენტს გაუკეთეს - მათი დაავადება მკურნალობის სხვა მეთოდებს უკვე ვერ ექვემდებარებოდა. 43 ადამიანს სიმსივნე გაუქრა ან შეუმცირდა, მათ შორის 28-ს საგრძნობლად შეუმცირდა, 15 -ს კი სრულად გაუქრა. ანალოგიური შედეგები აჩვენა პრეპარატმა ფილტვის კიბოს მქონე პაციენტებშიც.

02 ივნისი 2026, 10:33

მსოფლიო

Die Welt: „სამწუხარო რეკორდი“ - გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს

გერმანიაში სიღარიბის მაჩვენებელმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, აღნიშნულია Paritätische Wohlfahrtsverband-ის (კეთილდღეობის თანასწორობის ასოციაციის) ახალ ანგარიშში. ინფორმაციას გერმანული Die Welt-ი ავრცელებს.

02 ივნისი 2026, 10:30

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: რა შეიცვალა 1998 წლიდან 2018 წლამდე და საფრანგეთში ტრიუმფალური გამარჯვების აღნიშვნა რატომ იღებს სულ უფრო ძალადობრივ ხასიათს? პასუხი ევროპაში, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში დამკვიდრებულ მმართველობის ფორმაში უნდა ვეძიოთ-სამწუხაროდ, ოლიგარქიულმა ძალებმა პოლიტიკურ პარტიებზე მთელი ევროპის მასშტაბით მოიპოვეს გავლენა

ეტაპობრივად მომძლავრდა არაფორმალური ოლიგარქიული გავლენები და დღეს ევროპული ქვეყნების უდიდესი ნაწილი „დიფ სთეითის“ კარნახით იმართება! ჩვენ გვახსოვს, რომ ევროპული ტიპის დემოკრატიული სისტემები ათწლეულების მანძილზე მსოფლიოს სხვა ერებისთვის მისაბაძ მაგალითად მიიჩნეოდა, მაგრამ სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, არაფორმალურმა ოლიგარქიულმა ძალებმა პოლიტიკურ პარტიებზე მთელი ევროპის მასშტაბით მოიპოვეს გავლენა- წერია “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაში.

02 ივნისი 2026, 10:26

საზოგადოება

2 ივნისს მტკვრის დაცვის დღე აღინიშნება

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს.

ევგენ ოსმოჩესკუ

02 ივნისი 2026, 10:22

მსოფლიო

მოლდოვის ვიცე-პრემიერი: თუ მოლდოვის გაწევრიანება ევროკავშირში ჩაიშლება, გეგმა „B“-დ მოლდოვის რუმინეთთან შეერთება განიხილება

მოლდოვის ვიცე-პრემიერის ევგენ ოსმოჩესკუს განცხადებით, თუ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეფერხდება ან ჩაიშლება, ერთ-ერთ ალტერნატიულ ვარიანტად რუმინეთთან გაერთიანება განიხილება.

02 ივნისი 2026, 10:19

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: ფაქტია, დღეს ევროპაში დემოკრატია აღარ არსებობს, რადგან მივიღეთ მოცემულობა, როდესაც ხალხის მიერ არჩეული, თუმცა რეალურად „დიფ სთეითის“ მორჩილი მთავრობები არა საზოგადოების საკეთილდღეო, არამედ დამაზიანებელ ნაბიჯებს დგამენ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს.

02 ივნისი 2026, 10:19

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფს შეხვდა

შეხვედრაზე განიხილეს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების როლის გააქტიურება, ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გაზრდა და ქვეყნებს შორის პირდაპირი, აქტიური კომუნიკაციის გაძლიერება. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში საქართველოდან საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით კანადას ეწვია.

02 ივნისი 2026, 10:10

პოლიტიკა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტსა და სენატში მაღალი დონის შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით, კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო დღის შეხვედრები გამართა კანადის საკანონმდებლო ორგანოსა და სენატის საკვანძო კომიტეტების ხელმძღვანელ პირებთან.

02 ივნისი 2026, 09:57

კულტურა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, პოლონეთის ფრიდერიკ შოპენის სახელობის ბალტიის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი პირველად გაიმართა.

02 ივნისი 2026, 09:53

პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი მირდატ ქამადაძეზე: ეს არარაობა ვინაა არ ვიცი, მაგრამ ეგებ ვინმემ ჩაუგდოთ ალიანსის შეთანხმება და წერა-კითხვაც ასწავლოთ

ეს არარაობა ვინაა არ ვიცი, მაგრამ ეგებ ვინმემ ჩაუგდოთ ალიანსის შეთანხმება და წერა-კითხვაც ასწავლოთ, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი პარტია ახალის ყოფილი წევრის, ოპოზიციონერ მირდატ ქამადაძის მისამართით სოციალურ ქსელში.

თორნიკე ყაზარაშვილი

02 ივნისი 2026, 09:35

ეკონომიკა

ესკო-ს გენერალური დირექტორი: სვანეთში გამრიცხველიანების პროცესის დაწყება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ეს ემსახურება ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის დაცვასა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების უზრუნველყოფას

არალეგალური ბიზნესსაქმიანობა და დაზარალებული მოქალაქეები - სახელმწიფო უკანონო ბიზნესსაქმიანობის დასარეგულირებლად გამრიცხველიანებას იწყებს. მესტიაში უკანონო კრიპტომაინინგის გამო ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემებს ოფიციალური მონაცემები ადასტურებს.

მეტე ფრედერიქსენი

02 ივნისი 2026, 09:23

მსოფლიო

Reuters: დანიაში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა. პრემიერის პოსტი მეტე ფრედერიქსენმა შეინარჩუნა

დანიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ მან საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში მემარცხენე ცენტრისტული კოალიციური მთავრობის ფორმირება შეძლო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

02 ივნისი 2026, 09:13

პოლიტიკა

კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმი: შესანიშნავი შეხვედრა გავმართე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან. ეს იყო პირველი ოფიციალური ვიზიტი და დიდი იმედია, რომ საქართველოსა და კანადას შორის საინვესტიციო და სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება

ჩემს შესანიშნავ კოლეგასთან, პიტერ ჰარდერთან ერთად, შესანიშნავი შეხვედრა გავმართე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, ხელმძღვანელობდა, - წერს კანადის სენატის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე პიტერ ბიმი სოციალურ ქსელში.

02 ივნისი 2026, 09:06

საზოგადოება

პროექტ „თბილისის ურბანული ტყის“ ფარგლებში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმატორების შოუ და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა

პროექტ „თბილისის ურბანული ტყის“ ფარგლებში, ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის ანიმატორების შოუ და გასართობი ღონისძიებები ჩატარდა. პროექტი „თბილისის ურბანული ტყე“ მიზნად ისახავს ქალაქში მწვანე სივრცეების მნიშვნელობის წარმოჩენასა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის ბუნებასთან კავშირის გაძლიერებას.

02 ივნისი 2026, 09:00

მსოფლიო

რუსეთმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა. დაღუპულია ექვსი ადამიანი

რუსეთმა გვიან ღამით უკრაინის დედაქალაქზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.