Imedi /  23 მაისი 2021, 19:58 / სანდო წყარო

დიმიტრი გვრიტიშვილი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მოსამართლეთა დანარჩენი 20%-ის უვადოდ დანიშვნის საკითხიც გადაწყდეს და გაურკვეველი ვადით არ გადაიდოს

დიმიტრი გვრიტიშვილი

დიმიტრი გვრიტიშვილი

შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ 26 მაისის კონფერენციის ჩასატარებლად მხოლოდ ჩვენი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეების ძალისხმევა საკმარისი არ არის. ახლა აუცილებელია თქვენი, მთელი სასამართლო კორპუსის აზრის დაფიქსირება, რომ ეს კონფერენცია უნდა ჩატარდეს! ასევე, კონფერენციაზე, თქვენ მკაფიოდ უნდა გამოხატოთ თქვენი ნება - გსურთ ისეთივე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოსამართლეების დამოუკიდებლობის, დაცულობის სადარაჯოზე იდგება და არ მოერიდება საკუთარ რეპუტაციულ ზიანს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

იგი განცხადებით, პარლამენტისადმი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ერთობლივ მიმართვას ეხმაურება. გვრიტიშვილი მოსამართლეებს მიმართავს და აცხადებს, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეთა დანარჩენი 20%-ის უვადოდ დანიშვნის საკითხიც გადაწყდეს და ეს პროცესი არ შეჩერდეს.

გუშინ საქართველოს პარლამენტისადმი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების ერთობლივი მიმართვა გამოქვეყნდა, შემდეგი მოთხოვნებით: შეჩერდეს მოსამართლეთა არჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და უზენაეს სასამართლოში, ასევე, შეჩერდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნები, შეფასებები, დაწინაურებები, დისციპლინური ზომების გატარება, ვიდრე ინკლუზიური პროცესის შედეგად, არ განხორციელდება 19 აპრილს გაფორმებული პოლიტიკური შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო რეფორმა. ამასთან, პარლამენტს შეახსენებენ, რომ ეს არის საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების გაწევის მკაცრი პირობა.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევ, მივმართო ჩემს კოლეგებს: წერილის შინაარსიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ უნდა შეჩერდეს აბსოლუტურად ყველა პროცედურა, რასაც ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მათ შორის, ნებისმიერი დანიშვნისა თუ დაწინაურების პროცედურა! ეს ცხადად, ერთმნიშვნელოვნად ირკვევა აღნიშნულ წერილში ასახულ მოთხოვნებში.

ჩემი საბჭოს წევრობის განმავლობაში, ანუ 2017-2021 წლების პერიოდში, თითოეულ კონკურსზე, რომელიც ტარდებოდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მიზნით, ჩვენ ვაწყდებოდით ძალიან დიდ წინააღმდეგობას არასამთავრობო სექტორის და მათი დონორების მხრიდან: მოითხოვდნენ პროცესის შეჩერებას, დანიშვნების გადადებას ,,კანონმდებლობის რადიკალურ ცვლილებამდე".

შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, ჩვენ არასოდეს ვეპუებოდით! ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად, ბოლომდე მიგვყავდა კონკურსები, ვინაიდან სასწორზე იდო ჩვენი კოლეგებისა და მთელი სასამართლო სისტემის ბედი. მივიჩნევდი, რომ სწორად ვიქცეოდი! ამ შეუპოვრობის შედეგია, რომ, დღეის მდგომარეობით, სამოსამართლო კორპუსის დაახლოებით 80%-ზე მეტი უვადოდაა დანიშნული.

ცხადია, ჩვენ იმასაც ვაცნობიერებდით, თუ რა მძიმე შედეგები მოჰყვებოდა ამ ,,დაუმორჩილებლობასა“ და ეს ყველაფერი სახეზეა: წლებია, მიმდინარეობს მართლმსაჯულების სისტემის, განსაკუთრებით კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის სრული დისკრედიტაციისა და ზღვარგადასული შეურაცხყოფის კამპანია, დაფინანსებული კლიპებით, ტელე-გადაცემების მთელი ციკლითა და მოსამართლეების მაქსიმალურად დამაკნინებელი, სრულმასშტაბიანი კამპანია ვითომ „სასამართლოს კლანზე“ და ა.შ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილია ამ კამპანიის სახე და ემისარი, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი სახით (რომელიც, რატომღაც, დღემდე ვერ იძიებს თავისი უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აუცილებელ დანართს, ე.წ. ნიშნების ფურცელს), რომლისთვისაც ტელევიზიების კარი ღიაა ყოველთვის; ის პატივსაცემი სტუმარია არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ნებისმიერ ღონისძიებაზე, ჩვენგან, იმავე სტატუსის მქონე წევრებისგან განსხვავებით.

ნათელია, ჩვენც ასევე ,,დაგვაფასებდნენ“, გვექნებოდა ,,მშვიდი“ ცხოვრება, თუ დავყვებოდით ზეწოლასა და შევაჩერებდით დანიშვნებს, ნომინაციებს. თუმცა, ამით ვუღალატებდით თქვენგან მონიჭებულ მანდატს - გვემოქმედა მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრობის 4 წლის განმავლობაში ჩვენ პირადად და ჩვენი ოჯახები სტრესისა და დაუმსახურებელი შეურაცხყოფების, ცილისწამებების უზარმაზარი ტალღის ქვეშ აღმოვჩნდით, ჩვენ არ გვიღალატია ამ მანდატისთვის და ვამაყობთ ყველა იმ გადაწყვეტილებით, რაც მიგვიღია, რადგან თქვენი უვადოდ დანიშვნა იყო და არის დამოუკიდებელი სასამართლოს ფორმირების აუცილებელი წინაპირობა! ამიტომაცაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მოსამართლეთა დანარჩენი 20%-ის უვადოდ დანიშვნის საკითხიც გადაწყდეს და გაურკვეველი ვადით არ გადაიდოს, რათა, ელემენტარულად, სისტემაში გვერდიგვერდ არ საქმიანობდნენ განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი კოლეგები.

რაც შეეხება მოსამართლეთა 26 მაისს დანიშნული კონფერენციას, ის არ უნდა გადაიდოს! ჩემთვის გაუგებარია, რა ცვლილებებზეა საუბარი? საბჭოს მოსამართლე წევრთა არჩევის კანონმდებლობა ჩამოყალიბებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეფუძნება საუკეთესო პრაქტიკებს.

ჩვენ, მოსამართლეები, რეფორმებს არ ვეწინააღმდეგებით, პირიქით, ორიენტირებული ვართ წინსვლასა და მუდმივ გაუმჯობესებაზე. პირადად ვიყავი ჩართული ბოლო წლებში იმ ძირითად სამუშაო ჯგუფში, რომელიც მუშაობდა სასამართლო რეფორმის ე.წ. მე-4 ტალღის მომზადებაში. ამიტომ, ჩვენთვის ცნობილია, რომ ასეთ რეფორმებს მრავალთვიანი მუშაობა სჭირდება და კონფერენციის გადადება ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარალიზებას. ამასთან, რეფორმა მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებისკენ უნდა იყოს მიმართული; მოდელი, როცა საბჭოს წევრობის კანდიდატს ასახელებს ნებისმიერი მოსამართლე და საბჭოს წევრი აირჩევა მოსამართლეთა მიერ ფარული კენჭისყრით, არის უმაღლეს სტანდარტზე დაფუძნებული. ამიტომ, თუ რეფორმა არ არის მკაფიოდ ორიენტირებული სისტემურ გაუმჯობესებაზე და მიზნად ისახავს კონკრეტული მოსამართლეების დევნას, მათ განდევნას სისტემიდან, ის ემსგავსება ,,კუდიანებზე ნადირობას".

ელჩების მითითებულ წერილში მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნომინირების პროცესის შეჩერება. ეს ვითარება მართლაც უპრეცედენტოა: მიმდინარე შერჩევის პროცესის პარალელურად, საქართველოს პარლამენტმა, არსებული პროცედურის დახვეწა-გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე თვის განმავლობაში ორჯერ მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც უმაღლესი სტანდარტი დააწესა, პროცედურის გამჭვირვალობის და სრულად დამსახურებაზე დაფუძნების თვალსაზრისით. პარალელურად, ეს ცვლილებები პარლამენტმა კვლავ გადაუგზავნა შესაფასებლად ვენეციის კომისიას, რომელსაც არსებითი შენიშვნები არ ჰქონია. შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ მსგავსი სტანდარტი, ნომინირების პროცედურებში სხვა ქვეყნების მაგალითზე, მართლაც რომ გამორჩეულია; მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ზოგიერთ ქვეყანაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანალოგიური ორგანოების უფლებამოსილებაში შედის არათუ ნომინირება, არამედ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების არჩევა/დანიშვნა და მათ ამგვარი მაღალი სტანდარტი ასეთ შემთხვევებშიც კი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, ჰიპოთეტური ცვლილებების მომავალში განხორციელების პერსპექტივით, ყველა ამჟამინდელი შერჩევის პროცედურის შეჩერება მაინც არ არის ამ პროცესების დადებითად შეფასების და დასრულების უტყუარი საწინდარი. შესაბამისად, რომც მიღებულ იქნეს შესაბამისი ცვლილებები, არ არის გარანტია, რომ მათ ფონზე მაინც არ იქნება კვლავ მოთხოვნილი ამ პროცესის შეჩერება, როგორც ახლა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მართლაც მაქსიმალურად დახვეწილი პროცედურის ფონზე ხდება.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს პროცედურების ზემოაღნიშნული ცვლილებების მოთხოვნასაც, დღევანდელის მსგავსად, საქართველოსთვის მიკროფინანსური დახმარების გაწევის მკაცრი წინაპირობა ჰქონდა. იკვეთება, რომ ყველა ამ პროცესების დასრულება მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობის პირობებში და სწორედ ამიტომაცაა მოთხოვნილი, მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი და ერთმანეთთან კორელაციაში მყოფი ნომინირება/დანიშვნა/არჩევის პროცედურების შეჩერება მანამდე, სანამ ამჟამად ჩვენთვის უცნობი საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, ახალი წესით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა არ მოხდება. თუმცა, ამის შემდგომი მოვლენების დადებითად შეფასები პერსპექტივაც საკმაოდ ბუნდოვანია, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით.
შექმნილი ვითარება ცხადყოფს, რომ 26 მაისის კონფერენციის ჩასატარებლად მხოლოდ ჩვენი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეების ძალისხმევა საკმარისი არ არის. ახლა აუცილებელია თქვენი, მთელი სასამართლო კორპუსის აზრის დაფიქსირება, რომ ეს კონფერენცია უნდა ჩატარდეს! ასევე, კონფერენციაზე, თქვენ მკაფიოდ უნდა გამოხატოთ თქვენი ნება - გსურთ ისეთივე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოსამართლეების დამოუკიდებლობის, დაცულობის სადარაჯოზე იდგება და არ მოერიდება საკუთარ რეპუტაციულ ზიანს, თუ დაუშვებთ იმგვარი საბჭოს არსებობის პერსპექტივას, რომელიც, პირველ რიგში, მხოლოდ საკუთარი სიმშვიდის, რეპუტაციის დაცვის ინტერესით იმოქმედებს გადაწყვეტილებათა მიღებისას, ოღონდ, რაღა თქმა უნდა, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შეზღუდვის ფასად.

დღევანდელი საბჭოს მოსამართლე წევრებმა პირველი გზა ავირჩიეთ და ამით უზომოდ ამაყი ვარ!“, - წერს გვრიტიშვილი.

ყველა სიახლე

ღვთისმშობლის შობის ხატი

21 სექტემბერი 2026, 00:01

საზოგადოება

დღეს ღვთისმშობლობაა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას ბათუმის საკათედრო ტაძარში გაუძღვება. ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:30

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი ევრობიუროკრატებზე: საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება

საქართველოსგან მათ სურთ, რომ სავაჭრო გზებმა საქართველოზე გაიაროს ისე, რომ ამით საქართველომ ვერ ისარგებლოს და მხოლოდ თვითონ ისარგებლონ. ეს მათი ტრადიციული მიდგომაა, ასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:27

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში

მე ვფიქრობ, ევროპის კონტინენტზე ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია, განსაკუთრებით, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ინტერესი ევროკავშირის მიმართ უკვე აღარ არის ისეთი, როგორიც იყო წინა ათწლეულებში და აშშ, რომელიც იყო ევროკავშირის ფინანსური და ეკონომიკური წარმატების მთავარი გარანტი, ევროკავშირს აღიქვამს კონკურენტად და აღარ აღიქვამს პარტნიორად, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:24

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ

ჩვენდა სამწუხაროდ, ევროკავშირი უკვე აღმოჩნდა განვითარების მხრივ ისეთ პოლიტიკურ ოფსაიდში, რომელშიც შეიყვანა კაია კალასის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და მსგავსი პოლიტიკური „ლიდერების“ მოღვაწეობამ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

ბიძინა გიორგობიანი

20 სექტემბერი 2026, 23:21

პოლიტიკა

ბიძინა გიორგობიანი: მერციც და მაკრონიც არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში

ყველა ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის ისეთი დიდი ინდუსტრიული ქვეყნების მოქალაქეები, როგორიცაა გერმანია და საფრანგეთი, აანალიზებენ იმას, რომ არჩევნების შედეგად, სისტემური პარტიების მეშვეობით, ისინი ვერ ცვლიან თავიანთი ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგს და შესაბამისად, ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამ ქვეყნებს მართავენ, ამ შემთხვევაში მერციც და მაკრონიც, არიან განსახიერება იმ პოლიტიკური ძალისა, რომელმაც ეს ცხოვრება მოიტანა როგორც საფრანგეთში, ასევე გერმანიაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის რეიტინგებზე საუბრისას.

სანდრო ბაზაძე

20 სექტემბერი 2026, 23:11

სპორტი

სანდრო ბაზაძე საერთაშორისო ტურნირ „სატელიტის“ გამარჯვებულია

ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული საერთაშორისო ტურნირის, „სატელიტის“ გამარჯვებულია.

20 სექტემბერი 2026, 22:12

კულტურა

ჯემალ ბაღაშვილი 85 წლისაა. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური ინტერვიუ

საბედნიეროდ, ყველა ეპოქაში არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებაც ბევრი საუბარი საერთოდ არ არის საჭირო. მათი სახელები და გვარები თავად ჰყვებიან ყველაფერს განვლილ გზაზე, ნიჭზე, პატრიოტიზმსა და იმ უდიდეს ღვაწლზე, რომელიც მათ ქვეყნის ცხოვრებაში შეაქვთ.

იაგო ხვიჩია

20 სექტემბერი 2026, 22:06

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის

მიხეილ სააკაშვილს არ აქვს პარტია, წაართვეს, დარჩა მარტო ანა წითლიძე, რომელიც გამეტებით იბრძვის, მაგრამ არსებობს თვითონ მიხეილ სააკაშვილი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

გია აბაშიძე

20 სექტემბერი 2026, 21:58

პოლიტიკა

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ - ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „არაბიზაციასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ორი თვის განმავლობაში შიშზე აგებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, კამპანიის ფინალი ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა.

20 სექტემბერი 2026, 21:40

კულტურა

„შენდობა“ - რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს. „იმედის კვირის“ ექსკლუზიური რეპორტაჟი

რეჟისორი გოგა ხაინდრავა ახალ ფილმს იღებს და საუკუნეების წინ დამკვიდრებულ იმ წესზე მოგვითხრობს, რომელმაც არაერთი ოჯახისა თუ თაობის ისტორია შეცვალა. ამბავი სისხლის აღების წესზე, ადამიანურ არჩევანსა და პატიების ძალაზეა.

20 სექტემბერი 2026, 21:25

პოლიტიკა

დაშლილების შემოდგომა - დისფუნქციური „ალიანსი“. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

მიმდინარე პოლიტიკური კვირა ისევ ნაცნობი სცენარით დასრულდა - ბევრი განცხადება, ბევრი ბრალდება და ჯერ კიდევ გაურკვეველი პასუხი კითხვაზე: ვინ, როდის და როგორ აპირებს პოლიტიკურ რეინკარნაციას. ოპოზიციაში მოშლილ კოორდინაციაზე ლაპარაკობენ, ციხიდან გამოგზავნილ წერილებში კი უკვე საკუთარ თანამებრძოლებს აკრიტიკებენ.

20 სექტემბერი 2026, 21:23

მსოფლიო

Politico: პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა. ​არჩევნების შედეგები კატასტროფულად მძიმეა ფრიდრიხ მერცისთვის, რომელმაც ხმების მხოლოდ 5.5% მიიღო, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პარტიის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია

გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), ეგზიტპოლების თანახმად, მეკლენბურგ-წინა პომერანიის რეგიონულ არჩევნებში ხმების 37% მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საქსონია-ანჰალტის შემდეგ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, - წერს გამოცემა „პოლიტიკო”.

ვატო შაქარიშვილი

20 სექტემბერი 2026, 21:18

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ევროკავშირს ძალიან მკაფიო გზავნილები აქვს წევრი ქვეყნებისთვისაც, კანდიდატი ქვეყნებისთვისაც და საქართველოსთვის განსაკუთრებით, რომ „უარი თქვით ბავშვების დაცვაზე ლგბტ პროპაგანდისგან, დაუშვით ერთნაირსქესიანთა წყვილების ქორწინება, ჩაატარეთ ლგბტ პრაიდები თბილისისა და საქართველოს ქალაქების ქუჩებში და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ევროკავშირში“

როგორც კი შეიცვალა ხელისუფლება უნგრეთში და ე.წ. პროევროპული ხელისუფლება მოვიდა, პირველი, რაც გააკეთეს, ეს იყო ბუდაპეშტში ლგბტ პრაიდის გამართვა, რასაც განცხადებით გამოეხმაურა და მიესალმა ურსულა ფონ დერ ლაიენი და სწორედ ეს არის ფასი, რომელსაც ქვეყნები იხდიან ბრიუსელის კეთილგანწყობაში, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

20 სექტემბერი 2026, 21:16

მსოფლიო

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწებზე ჩატარებული არჩევნების პირველი მონაცემებით ისევ AfD-მ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა ამ მიწის ყოფილი მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტია. რაც შეეხება კანცლერ მერცის პარტიას, ის 5%-იან ბარიერთან იმყოფება.

20 სექტემბერი 2026, 21:14

პოლიტიკა

სუს-ის ახალი უფროსი - თამაზ ბორაშვილის სამოქმედო გეგმები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულთან ბრძოლა, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან შესაძლო კავშირების გამოვლენა, სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერება და კიბერუსაფრთხოება - ეს ბორაშვილის სამოქმედო გეგმის ნაწილია.

20 სექტემბერი 2026, 20:54

პოლიტიკა

ბრიუსელის მორჩილების ეფექტი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

უნგრეთი ბრიუსელზე დამოკიდებული ხდება, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდა ორბანი. იცვლება ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის შვილად აყვანის შეზღუდვები და იხსნება ლგბტ კონტენტზე დაწესებული აკრძალვების დიდი ნაწილი.

ბექა ძამაშვილი

20 სექტემბერი 2026, 20:46

ეკონომიკა

ბექა ძამაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე: ვცდილობთ, რომ სააპელაციო სასამართლოს პარიზში ვაჩვენოთ, რომ კონტრაქტორი არ მოიქცა კეთილსინდისიერად, რადგან მას საბაბად არ უნდა გამოეყენებინა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ჰესის მშენებლობისთვის ხელის შეშლა, ის ბოლომდე უნდა დარჩენილიყო კონტრაქტში და სახელმწიფოსთან ერთად ეცადა მოეძებნა გამოსავალი

ჩვენ რასაც ვცდილობთ სააპელაციო ეტაპზე არის ის, რომ, როგორც მინიმუმ, თუ ვერ გავიმარჯვებთ, თანხის ოდენობა მკვეთრად შემცირდეს და იყოს რეალობასთან მიახლოებული, რადგან მიგვაჩნია, რომ ის თანხა, რომელიც პირველ ეტაპზე განისაზღვრა, არ შეესაბამება რეალობას და იმ ხარჯებს, რომელიც კონტრაქტორის მხრიდან შეიძლება ყოფილიყო რეალურად გაწეული, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, რომელიც გამოეხმაურა ცალკეული ტელევიზიების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა კომპანია „ენკას“ სასარგებლოდ 400 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ საქმეზე.

20 სექტემბერი 2026, 20:40

პოლიტიკა

სიმართლე, რომელმაც ურსულა ფონ დერ ლაიენს ნიღაბი ჩამოხსნა. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ფონ დერ ლაიენს შავი ოთხშაბათი დაუდგა. ევროკომისიის პრეზიდენტს ევროდეპუტატებმა შეუტიეს. განწყობა მძიმეა - პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ დუმილის დრო აღარ არის. ევროპა კარგავს ევროპულ ღირებულებებს, ხალხის ხმა აღარც საკუთარ მთავრობებს და აღარც ბრიუსელს ესმის.

20 სექტემბერი 2026, 20:28

პოლიტიკა

საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ დაფინანსებული საბოტაჟი. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯით ქვეყანა ზიანდება. ამის მაგალითია ეროვნული ინტერესებით შეფუთული საბოტაჟი ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და შემდეგ სახელმწიფოსთან ენკას სამართლებრივი დავა.

20 სექტემბერი 2026, 20:15

პოლიტიკა

„იგლ ჰილსთან“ ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ იმის მიუხედავად, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი

ხელშეკრულების შინაარსი საზოგადოებისთვის ცნობილია და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ადგილი არ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც აქვს დავალება, დააზიანონ ქვეყნის ეკონომიკა და დააფრთხონ ინვესტორი, შეტევა უნდა გააგრძელონ, მიუხედავად იმისა, გამოჰყვებათ თუ არა ვინმე ქუჩაში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ „იგლ ჰილსის“ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ მიმართული აქციის შეფასებისას.