24 ივლისი 2021, 11:06 / სანდო წყარო

მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

პოლიციამ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ხულიგნობის ბრალდებით, ერთი პირი, 1999 წელს დაბადებული ო.მ. ცხელ კვალზე დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ნაცნობს - 2005 წელს დაბადებულ ა.ა.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, ამავე ტერიტორიაზე მყოფ ა.ა.-ს დედას -1969 წელს დაბადებულ ს.კ.-საც დაუპირისპირდა. მომხდარი დაპირისპირებისას ბრალდებულმა ს.კ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით ხელის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულ ქალს სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი მკურნალობა გაეწია, რის შემდეგაც იგი კლინიკიდან გაეწერა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

იარაღის გამოყენებით ჩადენილ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

04 ოქტომბერი 2022, 23:51

პოლიტიკა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები ხორვატიის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ვლადიმერ ჩაჩიბაია და თეონა აქუბარდია, ასევე, კომიტეტის წევრი ალექსანდრე ელისაშვილი ესწრებოდნენ.

04 ოქტომბერი 2022, 23:24

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ აშშ-ს არ აქვს იმის მინიშნება, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის ემზადება.

04 ოქტომბერი 2022, 23:05

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებს შეხვდა. საპარლამენტო დელეგაციაში ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დომაგოი ჰაიდუკოვიჩი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დარკო სობოტა და კომიტეტის წევრი მარიანა ბალიჩი არიან.

04 ოქტომბერი 2022, 22:29

ტაბლოიდი

ფილიპინებზე ლატარიის ჯეკპოტი ერთდროულად 433-მა ადამიანმა მოიგო

თუმცა ლატარიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თაღლითობა შეუძლებელია. ისინი აღნიშნავენ, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში ასობით ლატარია ტარდება და სტატისტიკურად სულაც არ არის გასაკვირი, რომ რამდენიმე ათწლეულში ერთხელ ერთ კონკრეტულ გათამაშებაში ასეთი უჩვეულო რიცხვები დაფიქსირდა.

ანალენა ბერბოკი

04 ოქტომბერი 2022, 21:59

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კატეგორიულად უარყო რეპარაციების შესახებ პოლონეთის მოთხოვნა.

04 ოქტომბერი 2022, 21:40

კულტურა

კულტურის სამინისტროს მოწვევით, გელათის სამონასტრო კომპლექსს ICOMOS/ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით, 28 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში საქართველოს UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) და ICCROM-ის (კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრი) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვევა.

ჯო ბაიდენი

04 ოქტომბერი 2022, 21:18

მსოფლიო

ბაიდენმა ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

დიმიტრი საძაგლიშვილი

04 ოქტომბერი 2022, 21:14

სამართალი

ადვოკატი: ნიკა გვარამია საპატიმროში პოლიტიკური მოტივით იმყოფება

ბრალდება ზიანის მიყენებაზე უბრალოდ აბსურდულია, - ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა

ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას საქმეზე სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საუბარია ე.წ. ციხის კადრების საქმეზე. იუსტიციის ყოფილ მინისტრსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ თავმჯდომარეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვის ვადით განესაზღვრათ. ასევე, მათ დაეკისრათ ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. ზურაბ ადეიშვილი ამ დრომდე ძებნაშია.

ზვიად გუბელაძე

04 ოქტომბერი 2022, 21:04

სამართალი

პროკურორი: მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს

ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, ფაქტებს და აღნიშნულზე დაყრდნობით, ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ თუ რატომ უნდა იქნას სამივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, ვინაიდან, ჩვენი დასკვნითი სიტყვა ემყარებოდა მტკიცებულებებს, მოლოდინი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს სამივე ბრალდებულის მიმართ",

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ოქტომბერი 2022, 20:47

მსოფლიო

ზელენსკიმ ბათილად ცნო პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებები ყირიმის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ანექსიის შესახებ ბათილად ცნო.

ნასერ კანაანი

04 ოქტომბერი 2022, 20:42

მსოფლიო

ირანი რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს არ აღიარებს

ირანი არ აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ ოკუპირებულ რეგიონში - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ნასერ კანაანიმ განაცხადა.

04 ოქტომბერი 2022, 20:18

მსოფლიო

დავალიანების გამო, „გაზპრომი“ მოლდოვას გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ მოლდოვას შეახსენა, რომ სს „მოლდოვაგაზის“ მიერ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, გაზის მიწოდების შეწყვეტის უფლება აქვს.

04 ოქტომბერი 2022, 19:55

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვესელინ პეტროვ ვალკანოვთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

უილიამ ბერნსი

04 ოქტომბერი 2022, 19:47

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი: კუთხეში მიმწყვდეული პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ კუთხეში მიმწყვდეული ვლადიმირ პუტინი საკმაოდ საშიში და უგუნური შეიძლება იყოს.

04 ოქტომბერი 2022, 19:14

მსოფლიო

Forbes: მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა 600-700 ათასმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ გამოცემა Forbes-ის რუსული რედაქცია კრემლში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

04 ოქტომბერი 2022, 19:12

მსოფლიო

CNN: აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი პენტაგონში მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 ოქტომბერი 2022, 19:06

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან 2012 წელს დაასრულა ქვეყნის განადგურება, საქართველოს ყოველი წარმატება ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება

ოპოზიცია ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს იმას, რომ მან 2012 წლის 1 ოქტომბერს დაასრულა დიქტატურა, ადამიანების ჩაგვრა და ქვეყნის განადგურება, ყველა მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე თუ ნატოს მიმართულებით, „ქართულ ოცნებას“ უკავშირდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

04 ოქტომბერი 2022, 19:00

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალაზე“: ისინი არიან ჩვენი მეგობრები, უმრავლესობის წევრები, პრობლემები ერთმანეთთან დაკავშირებით არ გვაქვს

„ამ ეტაპზე მათ გაფართოებას არ ველოდებით, დღეის მდგომარეობით, ქართული ოცნებიდან მათთან გადასვლის სურვილი აღარავის დაუფიქსირებია. ერთი თვის და ხუთი თვის შემდეგ რა იქნება არავინ იცის, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით, ასეთი საკითხი, რომ მათთან კიდევ ვინმე გადავიდეს, ახლო პერიოდში არ დგას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ალექსანდრე დარახველიძე

04 ოქტომბერი 2022, 18:58

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: მომდევნო წელსაც გაგრძელდება, როგორც პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, ასევე, პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა

საყოფაცხოვრებო და სამუშაო პირობების გაუმჯობესება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მომდევნო წელსაც გაგრძელდება, როგორც პოლიციის შენობების რეაბილიტაცია, ასევე, პოლიციის ახალი შენობების მშენებლობა, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სატელევიზიო ეთერში საუბრისას.