06 ივლისი 2022, 18:33 / სანდო წყარო

მარნეულში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

მარნეულში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენის, შენახვის, ტარების, გადაზიდვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით გადმოტანისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 3 ივლისს, ქალაქ მარნეულში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქემ ფ.დ.-მ წარსულში არსებული შელაპარაკების გამო, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, პისტოლეტიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რის შემდეგაც საკონტროლო გასროლა განახორციელა. მიღებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ბრალდებულმა 2022 წლის ივნისში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და უკანონოდ შემოიტანა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

„სამართალდამცველებმა ფ.დ. 5 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, გადაზიდვა), 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით (საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის, წესის დარღვევით გადმოტანა) და 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში,

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა.

ყველა სიახლე

27 სექტემბერი 2022, 08:16

საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს

ჯვართამაღლების დღესასწაული მე–4 საუკუნეში დაწესდა. იგი ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 27 სექტემბერს.

27 სექტემბერი 2022, 08:00

პოლიტიკა

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

რუსულმა, ჩრდილოკავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.

27 სექტემბერი 2022, 01:17

პოლიტიკა

შსს-ს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით და სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

27 სექტემბერი 2022, 01:11

პოლიტიკა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

27 სექტემბერი 2022, 01:00

პოლიტიკა

ცესკოსა და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც 1 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებას ითვალისწინებს.

27 სექტემბერი 2022, 00:44

პოლიტიკა

რატი ბრეგაძემ თურქეთის ომბუდსმენს სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს უმასპინძლა. მხარეებმა სისხლის სამართლის სფეროში თურქეთთან წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და ამ სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით რეკომენდაციები და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 00:43

სპორტი

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში 2-0 გაიმარჯვა. მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია, ხოლო მეორე გოლი 48-ე წუთზე გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა.

27 სექტემბერი 2022, 00:29

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასკოლო რესურსების შესწავლის თემაზე ზეპირი მოსმენები დაასრულა

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს, ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

27 სექტემბერი 2022, 00:28

საზოგადოება

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის 29 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

კარინ-ჟან პიერი

27 სექტემბერი 2022, 00:23

მსოფლიო

თეთრი სახლი: აშშ მზად არის, რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ-ჟან პიერმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, რუსეთს მძიმე ეკონომიკური სანქციები დაუწესოს, თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს გადადგამს.

27 სექტემბერი 2022, 00:16

პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ სარატიფიკაციო დოკუმენტს დაუჭირა მხარი

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმებას, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

27 სექტემბერი 2022, 00:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და ეფუძნება ჩვენს რწმენას, ერთიან, ძლიერ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის

1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა ჩვენი ისტორიის ტრაგიკულ დღედ იქცა. ომმა ასეულობით ათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენი მრავალი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას მათი ოჯახის წევრებისა და ახლობლების მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ანდრიუს კუბილიუსი

26 სექტემბერი 2022, 23:59

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ეს არ არის დასასრულის დასაწყისი, ეს არის პუტინის დასასრული

„სახეზეა რუსეთის უკვე ღიად დემონსტრირებული სისუსტე. ეს არის სისუსტე, რომელიც თვეებია გამოვლინდა საბრძოლო მოქმედებებში, ეკონომიკის სისუსტე და იზოლაცია ყველა მიმართულებით. მობილიზაცია, რომელსაც ნაწილობრივი უწოდეს აჩვენებს, თუ რამდენად არარაციონალურია რუსეთის ხელისუფლება. პირველი და უმთავრესი შეცდომა იყო უკრაინაში შეჭრა, რაც გვაჩვენებს, რომ სიტუაციის ობიექტური აღქმის უნარი კრემლს არ აქვს და ეს სხვა არაფერია სიგიჟის გარდა. სიგიჟის მეორე გამოვლინება მობილიზაციის გამოცხადებაა, რასაც რუსეთის მოქალაქეების არა ომში წასვლა, არამედ ქვეყნის ყველა გზით დატოვების საფუძველი გახდა. ეს არ არის დასასრულის დასაწყისი. ეს არის პუტინის დასასრული“, - განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

26 სექტემბერი 2022, 23:47

რეგიონი

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სოფელ რუხში მდუმარე აქცია გაიმართა

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, სოხუმის დაცემის დღე სიმბოლური შეკრებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალგაზრდებთან ერთად გაიხსენეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ხვიჩა კვარაცხელია

26 სექტემბერი 2022, 23:26

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელიამ გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში გოლი გაიტანა

უეფას ერთა ლიგის გათამაშების მეექვსე ტურში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა გიბრალტართან გასვლით შეხვედრაში ანგარიში გახსნა. მატჩის მე-19 წუთზე თავისივე გამომუშავებული 11-მეტრიანი დარტყმა გოლად ხვიჩა კვარაცხელიამ აქცია.

26 სექტემბერი 2022, 22:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, მოადგილესთან, ნინო იობაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის (COEST) წარმომადგენლებს შეხვდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

26 სექტემბერი 2022, 22:30

მსოფლიო

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „რეფერენდუმების“ ჩატარების გამო, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

ანდრიუს კუბილიუსი

26 სექტემბერი 2022, 22:29

პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი: ჯილდოს გადაცემა არის ის ყველაზე მცირე, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინელი ხალხისთვის

ჩვენ წარვადგინეთ სახაროვის პრემიაზე მამაცი უკრაინელი ხალხი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად. მოხარულები ვართ, რომ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებსაც ანალოგიური წინადადებები ჰქონდათ და შეჯერებული კანდიდატურა წარვადგინეთ თავისუფლებისთვის მებრძოლთა პრემიაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2022, 22:05

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ნიკო ნიკოლაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზის გახსნის ცერემონიას დაესწრო, - ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პეტრე ცისკარიშვილი

26 სექტემბერი 2022, 21:34

პოლიტიკა

პეტრე ცისკარიშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, „გააბედნიერა“ ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება

ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, „გააბედნიერა“ ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პეტრე ცისკარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.