სასამართლომ ზურაბ ზვიადაურსა და მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს პატიმრობა შეუფარდა
ზვიად ზვიადაური
თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ზურაბ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობა შეეფარდა ასევე ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილს.
პროცესზე ზვიადაურის ადვოკატები ბრალდებულის 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ყოფილ პარლამენტარს თავდებად უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე, ლაშა ბექაური, ძიუდოისტები ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი.
ბრალდების მხარე ზვიადაურის გირაოთი გათავისუფლებას ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენის არგუმენტებით არ დაეთანხმა.
თავად ზვიადაური წარდგენილ ბრალს არ დაეთანხმა და თავი დამნაშავედ არ ცნო. ადვოკატები აცხადებენ, რომ ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან საერთოდ უნდა გათავისუფლდეს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილია სამი ადამიანი, ორი კი დაიჭრა. გარდაცვლითა შორისაა ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმაც. საქმეზე დაკავებულ ზურაბ ზვიადაურს და ჯაბა ჯანგირაშვილს ბრალი 18 აგვისტოს წარუდგინეს.
ყველა სიახლე
30 ივნისი 2026, 10:03
სპორტი
ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან სენსაციურად წააგო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას 1/16 ფინალიდან გამოეთიშა.
30 ივნისი 2026, 09:51
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა.
30 ივნისი 2026, 09:38
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: თუ ამერიკული მხარე შეთანხმების პირობებს დაიცავს, საკუთარ ვალდებულებებს ირანიც შეასრულებს
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ შეთანხმების პირობებს დაიცავს, ისლამური რესპუბლიკაც შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.
30 ივნისი 2026, 09:23
სპორტი
გერმანიის საფეხბურთო ნაკრები 2014 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ვერ გადის
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრები პარაგვაის გუნდთან დამარცხდა და 1/8 ფინალში ვერ გადავიდა.
30 ივნისი 2026, 09:15
მსოფლიო
ვენესუელაში მაშველებმა გადაარჩინეს ადამიანი, რომელმაც ნანგრევებში 5 დღე გაატარა
ვენესუელაში მაშველებმა 21 წლის კაცი გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 5 დღე გაატარა. 106-საათიანი ტყვეობიდან ახალგაზრდა მამაკაცის ამოყვანის ოპერაცია 43 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადარჩენილი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
30 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპი აშშ-ში ბენზინზე ფასების დაწევას მოითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი კლებულობს, საწვავის საცალო გაყიდვები კვლავ მაღალ ფასად ხდება, რაც მიუღებელია.
30 ივნისი 2026, 08:49
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, შეხვედრაზე ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის საკითხებზე ისაუბრეს.
30 ივნისი 2026, 08:47
მსოფლიო
რა ვითარებაა ამ დროისთვის უკრაინაში
რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას განაგრძობს. ზაპოროჟიეში საოკუპაციო ძალებმა ავტობუსს დაარტყეს. შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.
30 ივნისი 2026, 08:42
პოლიტიკა
ყაზახეთის პრემიერი: მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მზარდ როლს, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას, შავი ზღვის რეგიონსა და ევროპას, ვაჭრობა და საინვესტიციო თანამშრომლობა ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება
ყაზახეთი საქართველოს მიიჩნევს სანდო მეგობრად და მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოლჟას ბეკტენოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას.
30 ივნისი 2026, 08:37
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით
ყაზახეთში ჩვენს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ის ახალ შესაძლებლობებს შექმნის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისა და განმტკიცების, ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის მეგობრობის გაძლიერების მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას.
30 ივნისი 2026, 08:35
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერა ორი ქვეყნის ურთიერთობებში თვისებრივად ახალი ეტაპის დასაწყისია, რაც პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
30 ივნისი 2026, 08:32
საზოგადოება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანის მიწვევით, სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.
30 ივნისი 2026, 08:30
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: დოჰაში შეხვედრა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს, შესაძლოა, არც იყოს. ამას გავიგებთ
თეირანის მოთხოვნით დღეს დოჰაში აშშ-ირანის მოლაპარაკებები გაიმართება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დონალდ ტრამპის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ისინი კატარში უკვე გაემგზავრნენ.
30 ივნისი 2026, 08:24
სამართალი
პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოიკითხა
პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი გამოიკითხა. საქმე ეხება „შაბათის ფორმულას“ იმ სიუჟეტს, რომელზეც გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო. საქმეს საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას ადვოკატების მიმართვა. საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით უკვე გამოიკითხა თავად გოგა ხაინდრავა.
30 ივნისი 2026, 08:16
საზოგადოება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა გრძელდება
შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის რიგით 67-ე პლენარული სხდომა გრძელდება. დღეს, 67-ე სხდომას კასპი უმასპინძლებს.
30 ივნისი 2026, 08:09
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში დღეს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვს შეხვდება
პრემიერისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში, გრძელდება. დღეს ირაკლი კობახიძე, გაფართოებულ შეხვედრას კოლეგასთან, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან გამართავს. შეხვედრაში ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ელმავალმშენებელი ქარხნისა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრის დათვალიერება.
30 ივნისი 2026, 08:02
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
30 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
30 ივნისი 2026, 01:59
მსოფლიო
Financial Times: ესპანეთის საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი ევროკავშირს რუსული გაზის იმპორტის აკრძალვის გადავადებისკენ მოუწოდებს
ევროპის ერთ-ერთი მთავარი საიმპორტო ჰაბის ხელმძღვანელი აფრთხილებს ევროკავშირს, რომ რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე 2027 წელს დაგეგმილი აკრძალვის ძალაში დატოვებამ შესაძლოა ევროპა აშშ-ზე ზედმეტად დამოკიდებული გახადოს, ამიტომ აკრძალვა უნდა გადავადდეს, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
30 ივნისი 2026, 01:37
მსოფლიო
ერდოღანი: მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა მივაღწიოთ შედეგებს რუსეთ-უკრაინის ომის დიალოგის გზით მოგვარების საკითხში
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. CNN Türk-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კონფლიქტის მოსაგვარებლად უფრო აქტიური სამშვიდობო ძალისხმევისკენ მოუწოდა.
30 ივნისი 2026, 01:14
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა რუსულ დარტყმებს ისე უპასუხებს, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპოროჟიეს, დნეპრის, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკისა და სუმის ოლქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინა თავდასხმებს მომავალშიც ისე უპასუხებს, რომ რუსეთს ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუსუსტოს.


