09 სექტემბერი 2021, 16:53 / სანდო წყარო

რას ამბობს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის თვითმხილველი

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალის თანამშრომელმა, დამლაგებელმა, „ქრონიკასთან“, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ისაუბრა.

„დაახლოებით, 3 საათი იქნებოდა, დასალაგებლად შევედი. როგორც კი კარი შევაღე, გამოვარდა ვიღაც, სათვალე ეკეთა, ქუდი ეხურა, ხელყუბმარა ეჭირა. იმხელა ხმაზე დაიყვირა, ჩქარა გადით გარეთო, რომ პირდაპირ გარეთ გამოვვარდი, არ მომისმენია, რა მოხდა იქ. ნამდვილად ვერ ვიცანი“, - ამბობს ის.

კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველი შეიჭრა. სავარაუდოდ, ის შეიარაღებულია და ხელყუმბარა აქვს. მას მძევლები ჰყავს აყვანილი. ბანკში შეჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

ყველა სიახლე

თეა წულუკიანი

10 თებერვალი 2022, 23:28

კულტურა

თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ICOMOS-ის დასკვნა წერტილს დაუსვამს ხელოვნებათმცოდნეების მცირე ჯგუფის პოლიტიკურად ანგაჟირებულ დისკუსიას იმის შესახებ, რომ ჩვენ არაფერი ვიცით

„მინდა ყველას შევახსენო, რომ გელათში 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტრო შეიქმნა, წყალი არ ჩადის. ეს ICOMOS-ის დასკვნაშიც არის ნათქვამი და 2008 წელს შემუშავებული რეაბილიტაციის პროექტი 2020 წლამდე ხორციელდებოდა. შესაბამისად, მე ვერც იუსტიციის სამინისტროდან და ვერც პარლამენტიდან, ძალიანაც რომ მნდომოდა, გელათში ხარვეზებს ვერ დავუშვებდი. ჩემი საქმე არის ამ ხარვეზების გამოსწორება და არ დავმალავ კმაყოფილებას და ვიტყვი, რომ გუშინდელი დასკვნით ვარ გახარებული, რომ ჩვენი სტრატეგია სწორია“, - განაცხადა წულუკიანმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

10 თებერვალი 2022, 23:09

მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაზე: სიტუაცია სერიოზულია, თუმცა არც ისე საშინელია, როგორც დასავლეთში ამის წარმოჩენას ცდილობენ

დასავლეთის მიერ გაბერილი აჟიოტაჟი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინას, მათ შორის უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ირაკლი კობახიძე

10 თებერვალი 2022, 23:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ წელს, გაისად, როცა უნდა დატოვოს პარლამენტი, საერთოდ არაფერი მოხდება, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ვეღარ იქნება

წელს, გაისად, როცა უნდა დატოვონ პარლამენტი, ვერავითარ პრობლემას ვეღარ შექმნიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

10 თებერვალი 2022, 22:43

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ბრიტანეთის თემთა პალატის ქალთა და თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„შეხვედრის ფარგლებში ასევე განვიხილეთ ის ინიციატივები, რაც გენდერულ საბჭოს აქვს და ვიმსჯელეთ რა კუთხით იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა. მიხარია, რომ ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი შეხვედრა გამოგვივიდა, რასაც აუცილებლად ექნება საქმიანი და პროდუქტიული გაგრძელება“, - წერს წილოსანი.

შალვა პაპუაშვილი  ლინდსი ჰოილი

10 თებერვალი 2022, 22:30

პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

ბეჭდების მბრძანებელი ძალაუფლების ბეჭდები ელრონდი გალადრიელი

10 თებერვალი 2022, 22:30

კულტურა

Vanity Fair-მა „ძალაუფლების ბეჭდებიდან“ პირველი ფოტოები გამოაქვეყნა📷ფოტოგალერეა

სერიალის შოურანერები ჯონ დი პეინი და პატრიკ მაკკეი განმარტავენ, რომ სიუჟეტში შუახმელეთის მორე ეპოქის ყველა გადამწყვეტი ისტორიაა თავმოყრილი: ძალაუფლების ბეჭდების შექმნა, ბნელი ლორდი საურონის აღზევება, ნუმენორის ეპიკური საგა და ელფებსა და ადამიანებს შორის უკანასკნელი ალიანსის დრამა.

ოლაფ შოლცი

10 თებერვალი 2022, 22:19

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი რუსეთს ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შესახებ აფრთხილებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას გააძლიერებს და დასძინა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები მზად არიან მოსკოვთან დიალოგისთვის და მშვიდობა სურთ.

10 თებერვალი 2022, 22:15

რეგიონი

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე

10 თებერვალი 2022, 21:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება

ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება - 10%-იანი შანსია, კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერის 10%-იანი შანსი არსებობს.

ირაკლი კობახიძე

10 თებერვალი 2022, 21:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, ოპოზიცია, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, იმისთვის რომ ოპოზიცია, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი და დემოკრატია გაჯანსაღდეს. ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ მაქსიმუმს. ბევრი გავაკეთეთ ამისთვის შარშან, გავაკეთებთ ბევრს წელს, გაისად და უახლოესი წლების განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წლამდე შეგვიძლია პრინციპულად დავასუსტოთ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის აბსოლუტური დესტრუქციისა და არაჯანსაღი პროცესების წყარო ჩვენ ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

10 თებერვალი 2022, 21:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ამოვედით იმ მდგომარეობიდან, რაშიც პანდემიამ ჩაგვაყენა და გარკვეული დოზით, გავასწარით კიდეც

სამართლიანობის და მშვიდობის გარეშე, ვერ იქნება ვერც ეკონომიკური განვითარება, ვერც სოციალური პრობლემების მოგვარება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

10 თებერვალი 2022, 21:35

საზოგადოება

თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს 11 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ირაკლი კობახიძე

10 თებერვალი 2022, 21:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის პატიმრობა პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას ხელს უწყობს

„დღეს პოლიტიკური ვითარება არის ბევრად უფრო მშვიდი და ნაკლებად დაძაბული, ვიდრე იყო თუნდაც ამ რამდენიმე თვისა ან თუნდაც ერთი წლის წინ. ამ სიმშვიდის მიზეზი არის რამდენიმე და მათ შორის, მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ სააკაშვილი არის ციხეში და მას რესურსი, ბუნებრივია, აკლდება, სხვადასხვა რესურსზე არის საუბარი, რადგან ის, მათ შორის, იყო „შავი ფულის“ წყარო. სააკაშვილის პატიმრობა ხელს უწყობს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებას“, - განაცხადა კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილი

10 თებერვალი 2022, 21:11

პოლიტიკა

პრეზიდენტი: მზად ვარ შეიქმნას ერთობლივი დოკუმენტი, რომელიც ეროვნული თანხმობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იქნება

„მე კი, ამ მოთხოვნებს პოლიტიკურ პარტიებამდე და პარლამენტში მივიტან და აქ ვიქნებით ერთად, არა მხოლოდ მთქმელი, არამედ ერთი მომთხოვნი ძალა. ამ პროცესზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ჩემზეა და ამას ვიღებ სრულიად. თუ რაღაც არ გამოვიდა, იქნება იმიტომ, რომ მე არ დავიწყე სწორად, ან რაღაც დავაკელი, თქვენ კი, ხართ ამ პროცესის თანაავტორები, რადგან ყველა თქვენი მოსაზრება, ყველა თქვენი ინიციატივა ძალიან საჭირო და აუცილებელია“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ხათუნა სამნიძე

10 თებერვალი 2022, 20:53

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: მივესალმები იმას, რომ პრეზიდენტი ხედავს ქალების როლს ეროვნული თანხმობის პროცესში

„მიმდინარე საკითხებზეც ვისაუბრეთ და ჩავთვალეთ, რომ აუცილებელია, როცა წარსულზე ვლაპარაკობთ და გვინდა მომავალში არ იყოს საზოგადოება ასეთ დაპირისპირებული, დღეს მიმდინარე პროცესებსა და პრობლემებზე საფუძვლიანი მსჯელობაა საჭირო, რაზეც დაგვეთანხმნენ. მივესალმები ამას, რომ პრეზიდენტი ხედავს ქალების როლს ამ პროცესში. შემდეგ შეხვედრაზე არ იქნებიან მხოლოდ ქალები, იქნება უფრო კონკრეტული თემატიკის მიხედვით“, - განაცხადა სამნიძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

10 თებერვალი 2022, 20:52

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციას ფსიქოლოგიური ზეწოლა უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციას ფსიქოლოგიური ზეწოლა უწოდა.

ნინო ლომჯარია

10 თებერვალი 2022, 20:51

პოლიტიკა

ნინო ლომჯარია: პრეზიდენტთან დავაფიქსირეთ, რომ დაგვჭირდება კონკრეტული პასუხები, სად მიგვიყვანს პროცესი და რა იქნება საბოლოო პროდუქტი

„ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სამომავლოდ დაგვჭირდება თემების განსაზღვრა, დღის წესრიგი ამ შეხვედრების და ასევე, კონკრეტული პასუხები კითხვებზე, სად მიგვიყვანს ეს პროცესი და რა იქნება ამ პროცესის საბოლოო პროდუქტი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

10 თებერვალი 2022, 20:45

საზოგადოება

საქართველოს სახალხო მხატვარი გივი თოიძე გარდაიცვალა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს სახალხო მხატვრის, გივი თოიძის გარდაცვალების გამო. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, გივი თოიძემ 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში ამავე აკადემიის პროფესორი იყო.

ნანა კაკაბაძე

10 თებერვალი 2022, 20:41

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: სალომე ზურაბიშვილი გეგმავს, ეროვნული თანხმობის პროცესი იყოს მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე

„სიახლე, რაც გავიგე, ქალბატონი სალომე გეგმავს, რომ ეს იყოს რაღაც მოძრაობასავით, რომელიც ხალხის აზრს მიიტანს პრეზიდენტამდე. თუ ასე შედგა, როგორც მე აღვიქვი, ეს იქნება კარგი პროცესი. ნებისმიერი პირის, თუნდაც ჩემნაირად სკეპტიკურად განწყობილი პირის გამოკლება იქნება უკვე არარელევანტური და მიუღებელი საზოგადოებისთვის, თუ ეს მართლაც გახდა საზოგადოების ხმა ხელისუფლებასთან. იმედი მაქვს, აქეთკენ უნდა წავიდეს. მთავარია, თავად მონაწილეები როგორ მიმართულებას მისცემენ. როგორც ვხედავ, ამაში ჩვენ ვართ თავისუფალი“, - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

თეა წულუკიანი

10 თებერვალი 2022, 20:13

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: როდესაც გვახსოვს როგორ ემუქრებოდა გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და შემდეგ მივედით იქამდე, რომ მისი პოლიტიკური ძალა „ნაცმოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს ტრაგიკული სანახაობაა

„როდესაც ჩვენ გვახსოვს თუ როგორ ემუქრებოდა გიორგი გახარია საპარლამენტო ტრიბუნიდან „ნაციონალურ მოძრაობას“, მე თქვენ დაგამთავრებთო და შემდეგ მივედით იქამდე, სადამდეც მივედით, რომ ის და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა, ეს უბრალოდ ტრაგიკული სანახაობაა“, - განაცხადა წულუკიანმა.