imedi /  09 სექტემბერი 2021, 16:59 / სანდო წყარო

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, კიდევ 2 კი შენობაში რჩება

„საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში შეჭრილმა პირმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, წინასწარი ინფორმაციით, კიდევ 2 კი შენობაში რჩება, - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვაში კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი შიოლაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ქვედენაყოფები. მათ თავდამსხმელთან კომუნუკაცია ჯერჯერობით არ დაუმყარებიათ.

კახეთში, „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მძარცველი შეიჭრა. სავარაუდოდ, ის შეიარაღებულია და ხელყუმბარა აქვს. მას მძევლები ჰყავს აყვანილი. ბანკში შეჭრის ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

ყველა სიახლე

ლადო პაპავა

11 თებერვალი 2022, 00:21

ეკონომიკა

ლადო პაპავამ განმარტა რატომ გამყარდა ლარი

„პირველი: ოპტიმისტური გარემოს ჩამოყალიბება. პანდემია დასრულებული არ არის, კოვიდ-ინფექცია ჯერ კიდევ საფრთხის შემქმნელია, პროგნოზები საიმედოა. რატომ ვართ ოპტიმისტურად? არა მარტო საქართველოში, ბევრ ქვეყანაში მიიღეს გადაწყვეტილება ზომების შემსუბუქების, რამაც სტიმული მისცა ეკონომიკის აღმავლობას. სხვადასხვა ქვეყანაში ეს სხვადასხვა დონით იყო, მაგრამ საქართველოში მაღალი იყო - 10%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ სერიოზულია. ამან შექმნა ოპტიმისტური განწყობა. ამას დაემატა კიდევ ექსპორტის ზრდა, იმიტომ რომ ექსპორტი ვალუტის შემოდინებაა. ამას დაემატა ტურიზმის გამოცოცხლება. მნიშვნელოვანია გადმორიცხვები და კიდევ ერთი რამ - ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად შეამცირა რეფინანსირების სესხების ოდენობა. ამან შეზღუდა ფულის მასა და საბოლოო ჯამში ეს დადებითა აისახა გაცვლის კურსზე“, - განაცხადა პაპავამ.

თეა წულუკიანი

11 თებერვალი 2022, 00:11

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: „ლელო“ არ ვიცი სად მიდის, იმიტომ რომ ლელოს რომ ვერ დებენ უკვე ჩანს, რაც შეეხება გახარიას, მას კარგი არაფერი დაემართა

„რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ ძალას, ეს სევდიანი ისტორიაა, იმიტომ რომ კაცი, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძოდა, საპარლამენტო ტრიბუნიდან ყველა იმედსა და დაპირებას იძლეოდა იმისა, რომ „ნაცებო, დაგასრულებთ“, რეალურად მისი პოლიტიკური ძალა გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფი, რომელიც სენაკში უკვე არალეგიტიმურ გადაწყვეტილებებსაც აღარ ერიდება და კვორუმის დათვლისას პრობლემებს აწყდება და ვერ ხვდება, რომ თუ 17 არის საჭირო, 16 არ უნდა იყოს. ეს, რა თქმა უნდა დასანანია. გახარიას კარგი არაფერი დაემართა“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

11 თებერვალი 2022, 00:00

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: სააკაშვილი ცდილობს ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრიოს, რეალურად ის ფეხზე მობმული ტვირთია ოპოზიციისთვის

სააკაშვილი ცდილობს ჭაობში, რომელშიც თავად არის, მისი გუნდის ყველა წევრი ჩაითრიოს და თუ ამის წინააღმდეგ ვინმე ხმას აღიმაღლებს, ხდება გარიყული. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებზე მე ვერ ვწუხვარ და არ მცალია რომ ვიდარდო, მაგრამ რეალურად ის არის ფეხზე მობმული ტვირთი ოპოზიციისთვის, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

10 თებერვალი 2022, 23:59

კულტურა

თეა წულუკიანი: სამუზეუმო ფონდების თანამშრომლების ხელფასების ზრდა უნდა გაგრძელდეს

„ხელფასების ზრდა უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა თავიანთი რეალურად ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად მოიტანეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. მართალი, ქაოსური მართვის პირობებში, მაგრამ ეს რიგითი თანამშრომლის ბრალი არ არის, ეს არის ცუდი მენეჯმენტის ბრალი. აქვე, რა თქმა უნდა, პატივს მივაგებ იმ ადამიანებს, ვინც ამბობდა, იბრძოდა, არავინ უჯერებდა და უმტყუნა გულმა ან სხვა პრობლემა შეექმნათ ჯანმრთელობის და დღეს ჩვენთან აღარ არიან. ასეთია, მაგალითად, საგანძურის მცველი ელენე კავლელაშვილი“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

10 თებერვალი 2022, 23:54

კულტურა

თეა წულუკიანი: მუზეუმების გაერთიანების ფონდებში ქაოსი სუფევს - არაა აღწერილი, რა გვაქვს ფონდებში

„თვალები იმისთვის გვჭირდება, რომ წავიკითხოთ აუდიტის დასკვნა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა იმ საშინელ დარღვევებთან დაკავშირებით, რომელიც ამ მუზეუმის მართვისას ბატონი დავით ლორთქიფანიძის და მისი გუნდის მიერ, წლების განმავლობაში იყო დაშვებული. ეს ის გუნდია, რომელიც 15 წელზე მეტია სამუზეუმო გაერთიანებას ხელმძღვანელობს და იქ ფონდებში სუფევს ქაოსი, ეს პირდაპირ წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც ჩემი ვარაუდით გადაიგზავნება პროკურატურაში“.

თეა წულუკიანი

10 თებერვალი 2022, 23:53

კულტურა

თეა წულუკიანი: დავით ლორთქიფანიძე უკვე მესამედ ამბობს უარს სამინისტროში გამოცხადებაზე

„ის ნამდვილად არ მემორჩილება იმაში, რომ ფონდები სწორად იმართოს; ის ნამდვილად არ ემორჩილება სამინისტროს იმაში, რომ გაგვარკვიოს რატომ იმართებოდა ფონდები ასე და ის ნამდვილად არ ემორჩილება სამინისტროს, როდესაც ჩვენ მას ვეუბნებით, რომ პრობლემებია, ის ამბობს, რომ ეს პრობლემები არ არის და ის საყოველთაოდ აღიარებული დიდი მეცნიერია. მე არ მინდა დღეს ისე შორს წავიდე, რომ ვარკვიო ვინ არის დიდი მეცნიერი და ვინ რა აღმოაჩინა, რა არ აღმოაჩინა და ამბობს რომ აღმოაჩინა. მაგრამ სანამ ვიქნები თანამდებობაზე, შევეცდები ჩემს მომდევნო კულტურის მინისტრს დავუტოვო უკეთესად მართული სამუზეუმო ფონდები. ყოველ შემთხვევაში სწორად აღწერილი, პასპორტიზაცია ჩატარებული და სწორად მართული იმ კეთილსინდისიერი თანამშრომლებით, რომლებიც სისტემაში რეორგანიზაციის შედეგად დარჩნენ და რომელთაც ჩვენ მცირედით, მაგრამ უკვე გავუზარდეთ ხელფასი“, - განაცხადა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი

10 თებერვალი 2022, 23:43

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ჩემ გადაწყვეტილებებზე სრულად ვაგებ პასუხს, მაგრამ სხვებს ძალიან ბევრს ვუსმენ, ვიდრე რამე გადაწყვეტილებას მივიღებ

თუ ჩემდამი ლოიალობის ბრალდება შეიძლება ვინმემ წაუყენოს ლევან გაბრიაძეს, რობერტ სტურუას, პაატა გულიაშვილს, ლია სულუაშვილს რომელიც პატარა ბავშვებით ხელში ახალციხეში ჩავიდა და ამ ჩვენთვის სტრატეგიულ რეგიონში, ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან ზურგით მოაქვს მესხეთის თეატრი, თუკი ამ ღვაწლმოსილ ადამიანებს ვიღაც წულუკიანისადმი ლოიალობა დასწამებს, ვფიქრობ, პირველ რიგში ეს მათი შეურაცხყოფაა, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

10 თებერვალი 2022, 23:41

კულტურა

თეა წულუკიანი: მე რომ ვიყო ლაშა ჩხვიმიანი, ვიტყოდი, რომ გიორგი სიხარულიძე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია, მივესალმებოდი მის დანიშვნას და შევთავაზებდი დახმარებას

„მე რომ ლაშა ჩხვიმიანი ვიყო, არ ვიტყოდი, რომ დმანისის თეატრი მე მოვიტანე ზურგით. ალბათ ეს, რბილად რომ ვთქვა, უსამართლობა იქნებოდა თუნდაც ქალბატონი ზინაიდა კვერენჩხილაძისა და ძველი თაობის ბევრი სხვა დამსახურებული ადამიანის წინაშე. მე რომ ვიყო ლაშა ჩხვიმიანი, უბრალოდ ვიტყოდი, რომ გიორგი სიხარულიძე მაღალკვალიფიციური სპეციალისტია, გამოცდილი რეჟისორია, მივესალმებოდი მის დანიშვნას და შევთავაზებდი დახმარებას. რა თქმა უნდა, ჩხვიმიანმა 4 წელი აქტიურად იმუშავა მწირ პირობებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ თანამდებობაზე არ უნდა გაიგზავნოს სამინისტროდან უფრო მასშტაბური, გამოცდილი და უფრო დიდი იმედების რეჟისორი, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ წლების მერე იგივე რეჟისორი ჩაუდგეს ამ თეატრს სათავეში“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი იენს სტოლტენბერგი

10 თებერვალი 2022, 23:34

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს.

თეა წულუკიანი

10 თებერვალი 2022, 23:31

კულტურა

თეა წულუკიანი: ჩემთვის, გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიყო თანამდებობაზე, ვუღიმო ყველას, მაგრამ კულტურის სისტემაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებსაც მრავალი წელია პროფესიონალები ითხოვენ

პირველად ვამბობ თქვენთან - ჩემთვის, გაცილებით უფრო კომფორტულია, ვიყო თანამდებობაზე, ვუღიმო ყველას, მაგრამ კულტურის სისტემაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებსაც მრავალი წელია პროფესიონალები ითხოვენ,- ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თეატრზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თეა წულუკიანი

10 თებერვალი 2022, 23:28

კულტურა

თეა წულუკიანი: იმედი მაქვს, ICOMOS-ის დასკვნა წერტილს დაუსვამს ხელოვნებათმცოდნეების მცირე ჯგუფის პოლიტიკურად ანგაჟირებულ დისკუსიას იმის შესახებ, რომ ჩვენ არაფერი ვიცით

„მინდა ყველას შევახსენო, რომ გელათში 2021 წლიდან, მას შემდეგ რაც კულტურის სამინისტრო შეიქმნა, წყალი არ ჩადის. ეს ICOMOS-ის დასკვნაშიც არის ნათქვამი და 2008 წელს შემუშავებული რეაბილიტაციის პროექტი 2020 წლამდე ხორციელდებოდა. შესაბამისად, მე ვერც იუსტიციის სამინისტროდან და ვერც პარლამენტიდან, ძალიანაც რომ მნდომოდა, გელათში ხარვეზებს ვერ დავუშვებდი. ჩემი საქმე არის ამ ხარვეზების გამოსწორება და არ დავმალავ კმაყოფილებას და ვიტყვი, რომ გუშინდელი დასკვნით ვარ გახარებული, რომ ჩვენი სტრატეგია სწორია“, - განაცხადა წულუკიანმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

10 თებერვალი 2022, 23:09

მსოფლიო

მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინაზე: სიტუაცია სერიოზულია, თუმცა არც ისე საშინელია, როგორც დასავლეთში ამის წარმოჩენას ცდილობენ

დასავლეთის მიერ გაბერილი აჟიოტაჟი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინას, მათ შორის უკრაინის ეკონომიკას ზიანს აყენებს, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

ირაკლი კობახიძე

10 თებერვალი 2022, 23:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ წელს, გაისად, როცა უნდა დატოვოს პარლამენტი, საერთოდ არაფერი მოხდება, პოლიტიკურ კრიზისზე საუბარი ვეღარ იქნება

წელს, გაისად, როცა უნდა დატოვონ პარლამენტი, ვერავითარ პრობლემას ვეღარ შექმნიან, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

10 თებერვალი 2022, 22:43

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ბრიტანეთის თემთა პალატის ქალთა და თანასწორობის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

„შეხვედრის ფარგლებში ასევე განვიხილეთ ის ინიციატივები, რაც გენდერულ საბჭოს აქვს და ვიმსჯელეთ რა კუთხით იქნება შესაძლებელი თანამშრომლობა. მიხარია, რომ ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი შეხვედრა გამოგვივიდა, რასაც აუცილებლად ექნება საქმიანი და პროდუქტიული გაგრძელება“, - წერს წილოსანი.

შალვა პაპუაშვილი  ლინდსი ჰოილი

10 თებერვალი 2022, 22:30

პოლიტიკა

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავმჯდომარეს, ლინდსი ჰოილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

ბეჭდების მბრძანებელი ძალაუფლების ბეჭდები ელრონდი გალადრიელი

10 თებერვალი 2022, 22:30

კულტურა

Vanity Fair-მა „ძალაუფლების ბეჭდებიდან“ პირველი ფოტოები გამოაქვეყნა📷ფოტოგალერეა

სერიალის შოურანერები ჯონ დი პეინი და პატრიკ მაკკეი განმარტავენ, რომ სიუჟეტში შუახმელეთის მორე ეპოქის ყველა გადამწყვეტი ისტორიაა თავმოყრილი: ძალაუფლების ბეჭდების შექმნა, ბნელი ლორდი საურონის აღზევება, ნუმენორის ეპიკური საგა და ელფებსა და ადამიანებს შორის უკანასკნელი ალიანსის დრამა.

ოლაფ შოლცი

10 თებერვალი 2022, 22:19

მსოფლიო

გერმანიის კანცლერი რუსეთს ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შესახებ აფრთხილებს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შესახებ გააფრთხილა, თუ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას გააძლიერებს და დასძინა, რომ გერმანია და მისი მოკავშირეები მზად არიან მოსკოვთან დიალოგისთვის და მშვიდობა სურთ.

10 თებერვალი 2022, 22:15

რეგიონი

ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვაზიანი-შუამთის მონასტრის გადასახვევი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძე

10 თებერვალი 2022, 21:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება

ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება - 10%-იანი შანსია, კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერის 10%-იანი შანსი არსებობს.

ირაკლი კობახიძე

10 თებერვალი 2022, 21:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, ოპოზიცია, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს

„ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ დასუსტდეს, იმისთვის რომ ოპოზიცია, მთლიანად პოლიტიკური სპექტრი და დემოკრატია გაჯანსაღდეს. ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ მაქსიმუმს. ბევრი გავაკეთეთ ამისთვის შარშან, გავაკეთებთ ბევრს წელს, გაისად და უახლოესი წლების განმავლობაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2024 წლამდე შეგვიძლია პრინციპულად დავასუსტოთ ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც არის აბსოლუტური დესტრუქციისა და არაჯანსაღი პროცესების წყარო ჩვენ ქვეყანაში“, - განაცხადა კობახიძემ.