ბათუმში მომხდარი ნგრევის საქმეზე დაკავებული ბინის მეპატრონის ადვოკატი: არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდება, რომ ნგრევის მიზეზი ბრალდებულის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო
რამინ პაპიძე
ფოტო: Imedi.ge
„საქმეში არ არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომლითაც დადგინდებოდა, რომ სახლის ნგრევის მიზეზი ბრალდებულ ზაურ ბუდაგოვის საცხოვრებელ ფართში მიმდინარე სამუშაოები იყო. პროკურორმა თვითონ მიიჩნია, რომ ბუდაგოვმა დაშალა ეს სახლი მაშინ, როდესაც ეს არის აბსოლუტურად სპეციალური ცოდნის მქონე ექსპერტების მიერ დასადგენი გარემოება“, - აცხადებს ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაურ ბუდაგოვის ადვოკატი, რამინ პაპიძე.
მისი თქმით, სახლის ნგრევის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ საინჟინრო ექსპერტიზის მიხედვით შეიძლება დადგინდეს.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ საცხოვრებელი სახლის სარდაფში და საძირკველთან მიმდინარეობდა სამუშაოები, სინამდვილეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა. სამშენებლო სამუშაოები პირველ სართულზე არსებულ საცხოვრებელ ფართში მიმდინარეობდა, ეს იყო შიდა კედლების დემონტაჟი. ეს კედლები მზიდი იყო თუ არ იყო, ვერანაირი მოწმის ჩვენებით ვერ დადგინდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ექსპერტმა უნდა შეისწავლოს, რომელსაც სახლის პროექტი ექნება და შემდეგ იტყვის კედელი, რომელიც ფართში მოიშალა, იყო თუ არა მზიდი. ამ სახლში კედლების დემონტაჟი იმავე სადარბაზოში მცხოვრები მშენებლის პროექტით განხორციელდა“, - განაცხადა ადვოკტმა.
ამ წუთებში, ბათუმის საქალაქო სასამართლო საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაკავებულ 3 პირისთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი 9 ოქტომბერს, დილით, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.
ყველა სიახლე
14 ივლისი 2026, 20:32
პოლიტიკა
შავი ზღვის სტრატეგია და იგნორირების პოლიტიკა - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის გზავნილი და ოფიციალური თბილისის მწვავე პასუხი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების დისტანცირების მცდელობა და შავ ზღვაზე მსჯელობა - მთავარი დამკავშირებლის, საქართველოს გარეშე.
14 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
რატომ გადაიქცა ეუთო კოორდინირებული თავდასხმის იარაღად? საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და „ქრონიკის“ კითხვები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი ტექსტი საქართველოს ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
14 ივლისი 2026, 20:24
სამართალი
ბრძოლა უკანონო მიგრაციასთან - უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წლის მიზნობრივი ამოცანა 4 ათასი არალეგალისგან გათავისუფლებაა, ნახევარს ქვეყანა უკვე დაატოვებინეს. ბოლო ნახევარ წელიწადში გაძევებულთა რიცხვი კი წინა წლის ჯამურ მაჩვენებელს 70 პროცენტით აღემატება.
14 ივლისი 2026, 20:23
სამართალი
500-მდე მოტყუებული მოქალაქე და ყალბი ისტორიები ამერიკაში თავშესაფრისთვის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქმეს 4 ბრალდებული ჰყავს. ანალოგიური წარმატებული თანამშრომლობის შედეგებისთვის გასულ თვეს საქართველოს მთავარმა საგამოძიებო უწყებას საელჩოს წარმომადგენლებმა მადლობა პირადად გადაუხადეს.
14 ივლისი 2026, 20:22
მსოფლიო
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი: აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის
აშშ-სა და ირანს შორის განახლებული საომარი მოქმედებები უზარმაზარი უკუსვლაა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, - განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა.
14 ივლისი 2026, 20:20
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
9 რეგიონი და 28 პასუხისგებაში მიცემული. სახელმწიფო ტენდერებიდან მითვისებული სოლიდური თანხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაციის შედეგები წარმოადგინა.
14 ივლისი 2026, 19:40
მსოფლიო
The Guardian: ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა
ოფიციალური გამოძიების დასკვნის თანახმად, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების შესყიდვის არაეფექტური პროცესის გამო, ბორის ჯონსონის მთავრობამ 10 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის საბიუჯეტო სახსრები გაფლანგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 19:26
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადაწყვიტა ჰორმუზის სრუტეში გემებისთვის 20%-იანი გადასახადი ჩაანაცვლოს სპარსეთის ყურის ქვეყნებსა და აშშ-ს შორის სავაჭრო და საინვესტიციო გარიგებებით.
14 ივლისი 2026, 19:17
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.
14 ივლისი 2026, 19:16
მსოფლიო
POLITICO: ესპანეთის სასამართლომ დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - ამ გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის
ესპანეთის სასამართლომ სამშაბათს დაადგინა, რომ ოფიციალურმა პირებმა უსამართლოდ გამოუყვეს საჯარო სამსახური პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის ძმას - გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ უფრო გაამწვავა დაძაბულობა სასამართლო ხელისუფლებასა და მთავრობის მეთაურს შორის, - წერს გამოცემა POLITICO.
14 ივლისი 2026, 19:06
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
14 ივლისი 2026, 18:47
მსოფლიო
ორბანი: ახალი პრეზიდენტი, რომელიც უკანონოდ იქნება დანიშნული, ვერ იქნება ლეგიტიმური - თუ პრეზიდენტს თანამდებობიდან ძალის გამოყენებით გადააყენებენ, უნგრეთს ექნება წინააღმდეგობის გაწევის უფლება და ჩვენ ასეც მოვიქცევით
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არ აღიარებს უნგრეთის ახალი პრეზიდენტის ლეგიტიმურობას მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის მე-17 შესწორებას, რომელიც სახელმწიფოს მეთაურის გარკვეულ გარემოებებში თანამდებობიდან გადაყენების საშუალებას იძლევა.
14 ივლისი 2026, 18:40
რეგიონი
დავით სონღულაშვილმა „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები დაათვალიერა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან ერთად, „თბილისის ურბანული ტყის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებმა დაათვალიერეს.
14 ივლისი 2026, 18:31
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: შეიქმნა ეროვნული მობილური პლატფორმა, რომლის საშუალებითაც ავტომატურ რეჟიმში მოხდება გაფრთხილებების გაცემა და ყველა მოქალაქეს შეეძლება რომ ისარგებლოს ამ საჯარო სერვისით. პლატფორმის საჯარო წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება
საქართველო მასპინძლობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას, ეს არის ორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე არის პასუხისმგებელი ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებაზე და ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ორგანიზაციამ ძალიან დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ის აქტივობები, რასაც ჩვენ ადრეული გაფრთხილების სისტემებს განვითარების კუთხით ვაკეთებთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.
14 ივლისი 2026, 18:28
მსოფლიო
პოლონეთის პარლამენტის წევრი: ევროკავშირში უკრაინის ადგილი არ არის, თუ მის დროშებზე OUN-UPA-ს დამნაშავეების კულტი იქნება - სწორედ ამიტომ წარვადგინე სეიმში რეზოლუციის პროექტი, რომელიც მთავრობას ავალდებულებს, დაბლოკოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი
პოლონეთის პარლამენტის წევრმა (პარტია „კანონი და სამართლიანობა“) და განათლების ყოფილმა მინისტრმა, პშემისლავ ჩარნეკმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების მოთხოვნით სეიმში სპეციალური რეზოლუციის პროექტი წარადგინა.
14 ივლისი 2026, 18:26
საზოგადოება
ნინო თანდილაშვილი: თელავში ერთი თვის განმავლობაში რაც მოდის ნალექი, იმ რაოდენობის დაახლოებით 85% მოვიდა ძალიან მოკლე პერიოდში - ინფრასტრუქტურულმა საპრევენციო დამცავმა ნაგებობამ თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა და ამ ღვარცოფული მასის საკმაოდ დიდი ნაწილი შეაკავა
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახელმწიფო უწყება არის აქტიურად ჩართული იმისთვის, რომ დროულად მოხდეს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ პროცესში ასევე ჩართულები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ იმისთვის, რომ აქტიურად მონაწილეობენ ამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებებში სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თელავში 12 ივლისის ღამეს განვითარებული სტიქიის შესახებ საუბრისას.
14 ივლისი 2026, 18:11
პოლიტიკა
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას - დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილზე უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით
ეს არის ტიპური მაგალითი დღევანდელი სავალალო მდგომარეობისა, რომელიც აქვს ევრობიუროკრატიას, - ასე ეხმაურება საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ევროკავშირის დუმილს უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:59
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად
ის, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია არა ომი, ქართველმა ხალხმა აირჩია არა ქვეყნის ნგრევა, არამედ პატრიოტული, ეროვნული ხელისუფლება კვლავ მოიყვანა ქვეყნის სადავეებთან და ქვეყანა მიდის წინ, ამას ვერ პატიობენ ზუსტად, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ეუთო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
14 ივლისი 2026, 17:56
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: დგანან და განიხილავენ შავი ზღვის პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებით და საქართველოს არ იწვევენ, მაშინ, როდესაც 7 ქვეყანაა, რომელსაც საერთოდ ზღვაზე გასასვლელი არ აქვს და საქართველო არის ერთადერთი უნიკალური შესაძლებლობა ამ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის, დაუკავშირდნენ დასავლეთს საქართველოს გავლით
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „დღის ქრონიკაში" ბრიუსელში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა , სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, შავი ზღვის რეგიონის მიმართ ევროპული კავშირის სტრატეგიული მიდგომის საკითხზე, ისე იმსჯელეს, რომ საქართველო არ უხსენებიათ.
14 ივლისი 2026, 17:56
რეგიონი
ზურაბ პატარაძე: კეთილი ჩანაფიქრი უდიდეს პროექტად იქცა - იწყება საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობა, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი კერა გახდება
ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი რეგიონისთვის. იდეა რეალობად იქცა და იწყება საქველმოქმედო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს რეგიონს. სიტყვა იქცა საქმედ და დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით ამ პროექტის დაწყებას, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე.


