imedi /  15 ოქტომბერი 2021, 20:46 / სანდო წყარო

მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტარების უმეტესობა თვლის, რომ სააკაშვილის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს

მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარების უმეტესობა თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

„ჩემს ხელთ ნამდვილად არ მოხვედრილა დოკუმენტი, სადაც მიხეილ სააკაშვილზე, როგორც პოლიტიკური პატიმარზე იქნება საუბარი. ბუნებრივია, ყველას გაუჭირდება ამ საქმის ასეთი შეფასება, რადგან საქმე არის სამართლებრივი და ევროპარლამენტარების უმეტესობა, ვისთანაც ჩვენ გვქონდა შეხვედრა, ამას ძალიან კარგად აცნობიერებს. ისინი თვლიან, რომ ეს არის სამართლებრივი საკითხი და მისი განხილვა სამართლებრივ ჭრილში უნდა მოხდეს. ისევე, როგორც ყველა მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილსაც ეკუთვნის სამართლიანი სასამართლო და ამ საკითხზე სხვა დამოკიდებულება ევროპარლამენტარების უმეტესობის მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია. რაც შეეხება რამდენიმე ევროპარლამენტარის მოსაზრებას, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდეს, ვერ გეტყვით, რომ ამ იდეას აქვს დიდი მხარდაჭერა ევროპარლამენტში. რა თქმა უნდა, არის რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომელიც ლობირებს თემის ამ მიმართულებით წაყვანას, თუმცა, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით ეს საკითხი ევროპარლამენტარების მხრიდან მხარდაჭერილი არაა“, - აცხადებს ბოჭორიშვილი.

ყველა სიახლე

09 დეკემბერი 2021, 12:17

საზოგადოება

თბილისში, მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული პანო აღდგენილია

მელიქიშვილისა და ჯანაშიას ქუჩების კვეთაზე განთავსებული დაზიანებული პანო აღდგენილია. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რამდენიმეთვიანი სამუშაოების შემდეგ, აღნიშნული პანო განახლებული სახით, კვლავ ამშვენებს ქალაქის ცენტრს.

09 დეკემბერი 2021, 12:12

რეგიონი

ხელვაჩაურში შუა ხნის კაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალში შუა ხნის კაცმა ცოლი და შვილი ნაჯახით მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 12:09

საზოგადოება

თბილისის მერმა მედიას თბილისთან დაკავშირებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებისკენ მოუწოდა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას მოუწოდა, რომ საზოგადოებას თბილისში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდონ. კახა კალაძის თქმით, ის იღებს პასუხისმგებლობას, მედიის ყველა შეკითხვას უპასუხოს, თუმცა, ინფორმაცია დედაქალაქის სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებამდე მიზანმიმართულად არ მიდის.

09 დეკემბერი 2021, 12:03

თემა

მოგვიწევს თუ არა კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ყოველ ექვს თვეში? რომელ ახალ მონაცემებზე საუბრობენ მეცნიერები?

Covid-19-ის საწინააღმდეგო აცრიდან გარკვეული დროის შემდეგ ანტისხეულების რაოდენობა თანდათან მცირდება. შესაბამისად, ექვსი თვის თავზე ბუსტერ-დოზაა რეკომენდებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა რამდენჯერ შეიძლება დაგვჭირდეს და რა როლს ასრულებენ ამ პროცესში T-უჯრედები? ამ კითხვებზე პასუხები Deutsche Welle-მ მოიძია.

დმიტრო კულება

09 დეკემბერი 2021, 12:02

მსოფლიო

დმიტრო კულება: თუ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, უამრავი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ვიმედოვნებთ, რომ პუტინს ეს არ სურს

თუ რუსეთი უკრაინაში შემოიჭრება, უამრავი რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ვიმედოვნებთ, რომ პუტინს ეს არ სურს, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტელეკომპანია Sky News-თან ინტერვიუში.

09 დეკემბერი 2021, 12:00

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აფილირებული წევრი გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრობაზე მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე იმსჯელეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი ბიზნეს ასოციაციისთვის აფილირებული წევრის სტატუსის მინიჭებას. ამის შესახებ იფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

09 დეკემბერი 2021, 12:00

საზოგადოება

როდის აინთება თბილისში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები. სადღესასწაულო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად

კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ.

ნიკოლოზ სამხარაძე

09 დეკემბერი 2021, 11:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველოს აქვს აშშ-ს მძლავრი ორპარტიული მხარდაჭერა და ეს ნაბიჯები მომავალში ქმედით დახმარებად გადაიქცევა ნატოში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში აშშ-ის კონგრესის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, საუბარი შეეხო ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის დაჩქარებას.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:47

საზოგადოება

კახა კალაძე: დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცეც მოეწყობა

დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და ამ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება.

09 დეკემბერი 2021, 11:36

საზოგადოება

იპოდრომის ტერიტორიაზე კორტებისა და სპორტული სივრცეების მოწყობას შპს „კორტები“ უზრუნველყოფს

იპოდრომის ტერიტორიაზე კორტებისა და სპორტული სივრცეების მოწყობას შპს „კორტები“ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:28

საზოგადოება

კახა კალაძე: შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება

„შობა-ახალი წლის აღსანიშნად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თამარ არჩუაძე

09 დეკემბერი 2021, 11:27

საზოგადოება

თამარ არჩუაძე: პირველად ისტორიაში აბუ-დაბი საჰაერო გზით ქუთაისს დაუკავშირდება

15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს.

09 დეკემბერი 2021, 11:17

COVID19

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) AstraZeneca-ს ანტისხეულების კოქტეილის გამოყენება დაუშვა.

09 დეკემბერი 2021, 11:17

თემა

მსოფლიო „ომიკრონით“ გამოწვეულ პირველ დანაკარგს ითვლის. კორონავირუსის ახალმა შტამმა ეკონომიკა უკვე დააზარალა

მსოფლიომ კორონავირუსის ახალი ვარიანტის შესახებ თითქმის არაფერი იცის და “ომიკრონმა“ ადამიანების კეთილდღეობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოუსწორებელი ზიანი უკვე მიაყენა. COVID-19-ის ახალმა შტამმა გააქრო შეგრძნება, რომ ყველაზე ცუდი დასრულდა და ამით კოროვირუსული პანდემიის ორი წლის შემდეგ ფართომასშტაბიანი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესიც შეანელა. რას ნიშნავს ეს და რა ზარალზეა საუბარი? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხები BBC-მ გასცა.

09 დეკემბერი 2021, 11:15

თავდაცვა

თავდაცვის უწყებაში საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ედვარდ ვაუჰანი დაესწრო.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:14

პოლიტიკა

კახა კალაძის ინიციატივით, გამგეობებსა და თბილისის მერიაში, კვირაში 2 დღე მოქალაქეებთან შეხვედრებს დაეთმობა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გამგებლებს დაავალა, კვირაში ორი დღე დაუთმონ მოქალაქეებთან შეხვედრას. ამასთან, შეხვედრები იქნება თბილისის მერიაშიც.

კახა კალაძე

09 დეკემბერი 2021, 11:11

პოლიტიკა

კახა კალაძე: შეიძლება ბევრისთვის მერობა ან დედაქალაქის მთავრობის წევრობა იყოს რაღაც პრეროგატივა, მაგრამ პირადად ჩემთვის ეს არის თბილისელების მსახურება

დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ ქალაქის მართვის 4-წლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ 4 წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, გვემსახურა ამ ქალაქისთვის. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი ახალი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

09 დეკემბერი 2021, 10:58

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს საბინ ტიეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ანდრე რეიშარდტს შეხვდა.

09 დეკემბერი 2021, 10:52

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1 566 თბილისში, 602 იმერეთში, 253 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 562 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 566 შემთხვევა, აჭარა - 215, იმერეთი - 602, ქვემო ქართლი - 193, შიდა ქართლი - 300, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 253, კახეთი - 159, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილი

09 დეკემბერი 2021, 10:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს საქართველო თვალსაჩინო მიღწევებით ხვდება, ხელისუფლების პროგრესულ პოლიტიკას არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.