imedi /  21 ოქტომბერი 2021, 17:29 / სანდო წყარო

ბათუმში ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში 44 წლის კაცი მოკლეს

ბათუმში, ნარკოლოგიური ცენტრის ეზოში 44 წლის კაცი მოკლეს, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კაცი საავადმყოფოში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, სადაც ის დაახლოებით ერთ საათში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების გამო გარდაიცვალა.

მკვლელობის მოტივი ჯე რჯერობით უცნობია. ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო, მიმდინარეობს თვ ითმხილველების გამოკითხვა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ყველა სიახლე

28 ნოემბერი 2021, 12:17

COVID19

ხშირად დასმული კითხვები და საოპერაციო ინსტრუქცია „მწვანე პასპორტებზე“. დეტალურად

1-ლი დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშიო დარბაზები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.

28 ნოემბერი 2021, 12:05

COVID19

აჭარაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

აჭარაში covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისა და სოფლის ამბულატორიების პარალელურად, კოვიდსაწინააღმდეგო იმუნიზაცია ორგანიზებულ დაწესებულებებშიც ტარდება.

ედიშერ გვენეტაძე

28 ნოემბერი 2021, 12:03

საზოგადოება

ედიშერ გვენეტაძე: ტყუილების იდეოლოგიური შემკვეთები, ნოდარ მელაძის მეთაურობით, უკვე რამდენი ხანია, ცდილობენ, ადამიანები სიცრუესა და სიყალბეში აცხოვრონ

„პირადად ჩემთვის, ყველა ის ადამიანი ვინც ხმა მისცა, მხარს უჭერს ბელადს, „ნაცმოძრაობას“ და ცდილობს მათ გათეთრება, ყველა მეგისა ქარდავაა! ამ სუბიექტთა რიგებში პირველ ადგილს იკავებს ტვ1-ის დეზინფორმაციული მანქანა, საიდანაც 24 საათის განმავლობაში ცრუ და მატყუარა კაბიანი თუ შარვლიანი მეგის ქარდავები ისვრიან შხამებს!“.

28 ნოემბერი 2021, 11:51

საზოგადოება

ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკვე თითქმის სრული მენიუთი იკვებება და ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს

ექიმები ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს. მკურნალი ექიმის შეფასებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ექიმების დაკვირვების ქვეშ რჩება.

დავით ჯანაშია

28 ნოემბერი 2021, 11:41

რეგიონი

ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

ტყიბულში ქვანახშირის კარიერიდან ამოყვანილი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 65 წლის მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული. პაციენტი ამ დროისთვის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფება.

28 ნოემბერი 2021, 11:41

საზოგადოება

ოზურგეთში, ბუნებრივი აირით მოწამლული ბავშვი კლინიკიდან უკვე გაწერეს

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა. ისინი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მოწამლულთაგან სამი ქალი და ერთი ბავშვია. ქალები რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებულნი. ხოლო მცირეწლოვნი კლინიკიდან უკვე გაწერეს. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ბიძინა კულუმბეგოვი

28 ნოემბერი 2021, 11:19

COVID19

ბიძინა კულუმბეგოვი: ძალიან მნიშვნელოვანია, შემდეგ ეტაპზე, „მწვანე პასპორტების“ გამოყენება ტრანსპორტშიც დაინერგოს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი დადებითად აფასებს რეგულაციას, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სივრცეში „მწვანე პასპორტის“ წარდგენა სავალდებულო ხდება, თუმცა, მისივე შეფასებით, საჭიროა, ანალოგიური ვალდებულება საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაშიც ამოქმედდეს.

28 ნოემბერი 2021, 11:09

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

28 ნოემბერი 2021, 11:01

საზოგადოება

ირაკლი ღარიბაშვილი ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს

„ებრაელთა თემს საქართველოში, ისტორიულ სამშობლოში, ისრაელში დაბრუნებულ ჩვენს თანამოძმეებს, მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ ხანუქას - სიკეთის გამარჯვების, განწმენდისა და განახლების დიდ დღესასწაულს“, - აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

28 ნოემბერი 2021, 11:00

COVID19

24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 6 545 ადამიანი აიცრა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 545-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 152 380 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:59

COVID19

საქართველოში 1649 კოვიდინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ამ ეტაპზე საქართველოში 1649 მძიმე კოვიდინფიცირებული პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 363 პირი იმყოფება. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1649 პირი, მათ შორის, თბილისში - 645, აჭარაში - 122, იმერეთში - 501. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 39, იმერეთში - 35.

28 ნოემბერი 2021, 10:55

COVID19

კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 1333 თბილისში, 617 იმერეთში, 302 კი სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოვლინდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს რეგიონებიდან კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა კვლავ თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთი გამოვლინდა.

28 ნოემბერი 2021, 10:54

COVID19

საქართველოში კორონავირუსის დადებითობის დღიური მაჩვენებელი 9.02%-ს შეადგენს

27 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.02%, ბოლო 14 დღეში - 8.98%, ხოლო 7 დღეში - 8.94%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:46

COVID19

საქართველოში კოვიდინფიცირების 3333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3333 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5052 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:45

COVID19

დღე-ღამეში საქართველოში 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 56 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 838 639 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 779 510, გარდაიცვალა 11 927 პაციენტი.

28 ნოემბერი 2021, 10:30

მსოფლიო

აშშ-ში, ფასდაკლებების დღეს, ათობით ადამიანმა ტექნიკის მაღაზიები გაძარცვა

აშშ-ში, მინესოტას შტატში, ე.წ. შავ პარასკევს ტექნიკის მაღაზია Best Buy გაძარცვეს. CNN-ის ინფორმაციით, შენობაში, სულ მცირე, 30 ადამიანი შეიპარა. მძარცველებს იარაღი არ გამოუყენებიათ და არც არავინ დაშავებულა.

28 ნოემბერი 2021, 10:15

რეგიონი

ქვემო ქართლში, 13 კმ სიგრძის სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში, 1385 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, ხრამ-არხის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

28 ნოემბერი 2021, 09:59

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 261 მილიონს გადააჭარბა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 261 066 272 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 5 195 232 ადამიანი გარდაიცვალა. ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 48 202 463 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 776 536 ​​​ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

28 ნოემბერი 2021, 09:46

კულტურა

საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის - გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს

საქართველოს დელეგაციის წევრებმა იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და მხატვრის - გიორგი აფხაზის ახლადაღმოჩენილი საფლავი მოინახულეს

28 ნოემბერი 2021, 09:40

COVID19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური საოკუპაციო ხაზთან მოწყობილი ვაქცინაციის ახალი ცენტრის მუშაობას გაეცნო

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზთან არსებული საზაფხულო სამედიცინო კარავი, სადაც ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეების სწრაფი ტესტირება მიმდინარეობდა ზამთრისთვის შესაბამისად მოწყობილი სამედიცინო კონტეინერით ჩანაცვლდა.